ჯაფარა კანაფის წარმოების კანონპროექტს განიხილავს


Recommended Posts

 

კანაფის რეგულირებაზე მთავრობის კანონპროექტების პაკეტის შინაარსი ვისაც გაინტერესებთ (მოკლედ არ გამოვა. ყველა სისულელის ამოკრეფა დამეზარა):

დასაშვები იქნება მხოლოდ სამედიცინო და სამრეწველო მიზნებისთვის მოყვანა, გადამუშავება, გადაზიდვა, პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, თესლის/ნერგის იმპორტი

სამრეწველოში იგულისხმება მხოლოდ პარფიუმერულ-კოსმეტიკურ მიზნები (ანუ, თოკის გასაკეთებლად, ტანისამოსის ან იალქნების შესაკერად, ან უბრალოდ მერქნისთვის მოყვანა და ა.შ. იკრძალება 1f642.png:))

რეალიზაცია - მხოლოდ ექსპორტი (ანუ, უცხო ქვეყნებს ვკურნავთ და ვალამაზებთ, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლება 1f642.png:))

სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელმაც უნდა აკონტროლოს ყველაფერი

ლიცენზიები ცალ-ცალკე გაიცემა:

ა) სამედიციონოს - მოყვანაზე, გადამუშავებაზე, გადაზიდვაზე, პროდუქცის წარმოებაზე, ექსპორტზე, თესლის/ნერგის იმპორტზე

ბ) სამრეწველოს - მოყვანაზე, გადამუშავებაზე, გადაზიდვაზე, პროდუქცის წარმოებაზე, ექსპორტზე, თესლის/ნერგის იმპორტზე

მოყვანის ლიცენზია თუ გაქვს, გადამუშავება და ექსპორტი გეკრძალება (აზრი? ვერტიკალურ ინტეგრაციას ებრძვიან საფუძველშივე 1f642.png:))

გადამუშავების ლიცენზია თუ გაქვს, პროდუქტის წარმოება გეკრძალება (იგივე 1f642.png:))

გადაზიდვის ლიცენზია თუ გაქვს, სხვა ყველაფერი გეკრძალება (აი, მარტო გადაზიდვა რატომ უნდა გინდოდეს? 1f642.png:))

საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება როგორც სამედიცინო ისე პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმის რეალიზაცია (ანუ, ახლა რაც იყიდება ბევრ ადგილას, იმასაც კრძალავენ 1f642.png:))

მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს დათესვა-კულტივირების და წარმოების შიდა კვოტებს, დასაშვებ ტერიტორიებს და მათი შერჩევის კრიტერიუმებს (ანუ, მაგარი ჯიში რომ გააძრო, თუშეთში დათესო და 200 ტონა ზეთის მყიდველი გყავდეს ანტვერპენში, შეიძლება მთავრობამ გითხრას ეგ ჯიში არ მოსულა, თუშეთში არ მოსულა ან 200 ტონა არ მოსულაო 1f642.png:))

კულტივაციისთვის დასაშვებ ჯიშებს განსაზღვრავს მთავრობა (ალბათ დანერგე მომავლის ფარგლებში 1f642.png:))

კვოტაზე მეტი თუ მოიყვანე, ვალდებული ხარ ნამატი გადასცეს უსასყიდლოდ სააგენტოს, განადგურების მიზნით (რატომ უნდა გაანადგურო მცენარე რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება საერთოდ არ არის? 1f642.png:))

ლიცენზიები გაიცემა 5 წლით (5 წლის მერე კვალიფიკაცია გიქვეითდება ალბათ)

ლიცენზია შეიძლება აიღოს მხოლოდ შპს-მ ან სს-მ (ფიზიკურ პირს ეკრძალება. მერე იტყვიან გლეხი კაცისთვის არავინააო 1f642.png:))

ლიცენზია გაიცემა ან აუქციონის წესით ან პირდაპირ მთავრობის მიერ (ტრადიციულად ხვრელს იტოვებენ ახლობლებისთვის)

იმავე პაკეტში, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში წერია რომ თითოეული ლიცენზია ღირს 25,000 (ანუ, გაუგებარია, აუქციონია ლიცენზიაზე თუ ფიქსირებული ფასი?)

21 წლამდე ადამიანის ჩართვა ამ ბიზნესში იკრძალება - ისჯება 3-დან 7 წლამდე (რატომ უნდა აუკრძალო ახალგაზრდებს დასაქმება ამ სფეროში? მითუმეტეს რომ ამ მცენარეებში THC არ არის. კიტრის მოყვანაში ახალგაზრდების ჩართვა მოსულა? btw, ახალგაზრდებში უმუშევრობა 2-3-ჯერ მაღალია)

კულტივაცია, გადამუშავება, პროდუქციის შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ შენობაში, შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე. პლიუს, ამ შენობებში შესვლა-გამოსვლა მკაცრად რეგულირებულია (პირადობა, ელ. ჟურნალი, საშვები, ჩანაწერები უნდა შეინახონ მინ 2 წელი და ათასი ბოდვა) (კანონის ავტორები აშკარად ვერ არჩევენ სამედიცინო კანაფის სათბურს და ატომურ ელექტრო-სადგურს)

კანაფის გადამუშავების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით (მთავრობამ საიდან იცის? ან საიდან იცის კერძო მწარმოებელზე უკეთესად?)

გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ დაცვის თანხლებით (აი, კანაფის ზეთი და მაზები რომ მიგაქვს აეროპორტში, საექსპორტოდ, და ავტომატიანი რობოკოპები რომ გაცილებენ 1f642.png:))

გადაზიდვის უსაფრთხოების წესებს ადგენს მთავრობა (ჰო, კანაფის მაზი და ზეთი ფეთქებად-საშიშია ორივე) 1f642.png:))

სხვა ტვირთთან ერთად გადაზიდვა აკრძალულია (რატომ? შეერევა და დაწამლავს? 1f642.png:))

გადაგზავნა, მათ შორის ფოსტით, აკრძალულია (amazon-დან იწერს ხალხი CBD-ს შემცველ ზეთს. არაო, საშიშიაო 1f642.png:))

კანაფის სურნელის ჰაერში გავრცელება იკრძალება (არ ვაზვიადებ. ეგრე წერია. ამათ ჰგონიათ სამედიცინო კანაფის სათბურიდან მცენარის არომატმა თუ გაჟონა, შეიძლება არასრულწლოვნებს აბსტინენციის სინდრომი ჩამოუყალიბოს ეგრევე 1f642.png:))

სალიცენზიო პირობების დარღვევა - 50,000-დან 100,000 ლარამდე

მოკლე შინაარსი ესაა

რომ შევაჯამო:

1. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა THC-ს ორგანიზმში შეშვება მოსულაო. ეს კანონი ეხება მხოლოდ THC-ს არ შემცველ მცენარეს. ანუ, ამ კანონს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს. პირადი მოხმარების მიზნით ვერც მოგყავს და ვერც ყიდულობ

2. ეს კანონი არათუ აუმჯობესებს, პირიქით, აუარესებს არსებულ რეალობას, რადგან კრძალავს ქვეყნის ბაზარზე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დღეს თავისუფლად იყიდება (CBD შემცველი სხვადასხვა ნაწარმი)

3. სრულიად გაუგებარია რა გრანდიოზულ საბიუჯეტო შემოსავლებზე საუბრობს მთავრობა. ამ კანონპროექტიდან რაც ჩანს, ბიუჯეტში შევა მხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადები, რაც ვერ გავა დიდ მაჩვენებლებზე, მითუმეტეს რომ მარტო სამედიცინო კანაფზეა საუბარი. (იმედი მაქვს ექსპორტის დაბეგვრას არ დაიწყებენ აქციზით 1f642.png:))

სრული მზეობა მოკლედ

 

 

https://www.facebook.com/japaridzez/videos/1748563525242415/

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ყვწლაფერი რო დაითვალო 100 000 ლარი მაინც დაჯდება ამ საქმის დაწყება. დასკვნა ისევ ყლეობაში ვცხოვრობთ.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

რა *ლე მთავრობა ყავს საქართველოს. ამ *ლე რეგულაციებს ვინ წერს?.მე თუ მოწევა შემიძლია მაშინ წყაროც უნდა მქონდეს საიდანაც პლანს მოვიძიებ. ფუ მოგიტ*ანთ ლოგიკა.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

https://gyla.ge/ge/post/saiam-marikhuanasa-da-kanafis-mokhmarebastan-dakavshirebit-inicirebul-kanonis-proeqtebze-parlaments-tserilobiti-mosazrebebi-tsarudgina#sthash.9T0Vs8CX.l2xMJBV5.dpbs

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ადგილებში ან ვითარებაში მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. აღნიშნული პაკეტითვე განსაზღვრულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები.

საია, ერთი მხრივ, მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ნორმათა შემადგენლობის ცალკეული ნაწილები მათი განუჭვრეტადობისა და ბუნდოვანების გამო, არაკონსტიტუციურია, ხოლო ნორმათა ცალკეული ნაწილები შესაბამისობაში არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან:

- იმ პირობებში, როდესაც არც მოქმედი კანონმდებლობა და არც კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მცენარე კანაფის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც წარმოადგენს მოხმარების წინაპირობას, ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, ხოლო ქმედების შედეგი განუჭვრეტადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტმა უნდა გაითვალისწინოს მცენარე კანაფის ან მარიხუანის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნის საფუძვლები;

 

- კანონი გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენის შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რის გამოც, პირი იძულებული ხდება, გაიაროს უკანონო პროცედურა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის, რაც არაპირდაპირ გულისხმობს მარიხუანას მოხმარების დასჯადობას;

 

- კანონის პროექტით არასრულწლოვნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადს არ წამოადგენს სრულწლოვანი პირისთვის, გაუმართლებელია;

 

არ უნდა გამოვრიცხოთ შემთხვევები, როდესაც პირმა მარიხუანა მოიხმარა არასრულწლოვნის დაუსწრებლად, მაგრამ მისგან ობიექტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის აღმოჩნდა ზემოქმედების ქვეშ არასრულწლოვანთან ერთად. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია პირის მხრიდან პასუხისგება იმ ქმედებაზე, რაც მისი ბრალით არ დამდგარა;

 

- მარიხუანას და მცენარე კანაფის შემთხვევაში თამბაქოს მსგავსი რეგულაციების პირდაპირ დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან დაწესებულებას შეიძლება არ გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია იმის დასადგენად, თუ რის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება პირი. აგრეთვე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება შესაბამისი ზომების მიღებაში;

 

- მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევის შესაძლებლობის მიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს;

 

- სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზღვრის 18-დან 21 წლამდე აწევა საჭიროებს დამატებით დასაბუთებას და მსჯელობას, თუ რამდენად გამომდინარეობს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ან რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;

 

- მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.

საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

რედაქტირებულია nothigh-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
ირაკლი კობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მგონი ის ამბავია, გაფუჭებული საათი რო დღეღამეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს :D ოხროხინეები რო არ გამოვარდნილიყვნენ, მაგარ ბოროტებას აპირებდა მთავრობა. რეალურად, ისევ ნულოვანი ტოლერანტობის დროში გვაბრუნებდნენ ეგ დედამოტ####ბი.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...