mawaka

Recommended Posts

წყარო: 

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/102388/33/

 

 

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091816305973439.jpg

 

კანაფის მოყვანა და გადამუშავება, XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, ძალიან საპატიო და შემოსავლიან საქმიანობად ითვლებოდა და უფრო მეტიც, მის მოყვანას ფერმერებს კანონი ავალდებულებდა.

ახალ ინგლისურ კოლონიაში, 1619 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ახალმოსახლეებს ყველა შესაძლებლობისთანავე, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, კანაფი უნდა მოეყვანათ და მიღებული მოსავალი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ, არმიის და ფლოტის საჭიროებისთვის. კანაფი, იმ დროს, უმთავრეს სტრატეგიულ ნედლეულად ითვლებოდა და ფერმერს, რომელიც საკუთარი ნაკვეთის 1/6-ს კანაფს არ დაუთმობდა, ციხე ემუქრებოდა.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091816313873439.jpg

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091817553273439.jpgკანაფი შეუცვლელი ნედლეული იყო გემთმშენებლობაში. მისი ბოჭკოდან ძაფს იღებდნენ, რომლითაც იალქნებისთვის ქსოვილს და თოკებს ამზადებდნენ.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კანაფის წარმოება ნაკლებად მომგებიანი გახდა. გარდა ამისა, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ხის გადმამუშავებელ მრეწველობას და ახლად გახსნილ, სინთეტიკური ბოჭკოს საამქროებს, რომლებსაც დაპატენტებული ლიცენზიები ჰქონდა.

ელექტროდენმა და ნავთმა იალქნები ჩაანაცვლა, ხოლო ბამბამ და იაფიანმა სინთეტიკამ, კანაფი გამოდევნა ბაზრიდან.

კანაფი აღარ აწყობდათ ქაღალდის მწარმოებლებსაც, რომლებიც ცელულოზის მისაღებად, ხე-მასალას იაფად ყიდულობდნენ (უფრო მარტივია 100 ჰექტარი ტყის ერთიანად გაკაფვა, ვიდრე ყოველწლიურად, იგივე ფართობზე, კანაფის მოყვანა).

1930 წელს, აშშ-ში კანაფთან ბრძოლა, ვაშინგტონში ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს — Drug Enforcement Agency (DEA), შეიქმით დაიწყო. ხოლო, «კანაფის ერის» დასასრულის თარიღად 1937 წ. ითვლება, როდესაც DEA-ს დაკვეთით და ძალისხმევით, «Marijuana Tax Act» კანონპროექტი შეიქმნა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, კანაფის გამოყენებას კრძალავდა. ხოლო, ტექნიკური კანაფის მოყვანაზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე, ფერმერებს გადასახადის სახით, 50 ცენტი დაუწესდათ, რაც კანაფის მოყვანას წამგებიანს ხდიდა. პროექტი მაშინვე მიიღეს: კანაფი სახიფათო ნარკოტიკი გახდა და მარიხუანის მილიონობით მომხმარებელი (მათ შორის ისინიც, ვინც სამედიცინო მიზეზით მოიხმარდა), კანონის მიღების წუთიდან, კრიმინალურ ელემენტად იქცა.

ეს ფაქტიურად შეთქმულება იყო მცენარის წინააღმდეგ, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბები მიიღო, არა მარტო აშშ-ში, არამედ, მთელს მსოფლიოში.

 

საზოგადოებისთვის ცნობილი, ე. წ. სამედიცინო კანაფი, იგივე ნარკოტიკი – მარიხუანა, 60-ზე მეტი დასახელების კანაბიონიდს შეიცავს. მათ შორის 2, – THC და CBD, 50 %-ზე მეტია. მაგრამ, არის კანაფის სახეობა, რომელიც ნარკოტიკული თრობის გამომწვევ ნივთიერებებს არ შეიცავს და ის ეკოლოგიურად სუფთა მცენარეა (არ სჭირდება პესტიციდები და სხვა სახის ქიმიური საშუალებები), რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბიომასას იძლევა.

დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მარიხუანა აკრძალულია, ტექნიკური კანაფის პლანტაციები აქვთ გაშენებული. დარგის ლიდერებს შორის არის ჩინეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ინდოეთი. კანაფი მოჰყავთ უკრაინაში და რუსეთში. კანაფის მოსაყვანად, ჩინეთმა მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა ყაზახეთის სოფლის მეურნეობაში.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091816430073439.jpgრუკაზე მწვანე ფერით მოცემულია ქვეყნები (23), სადაც კომერციული კანაფის წარმოება დაშვებულია. ხოლო ცისფერით (3) – სადაც დაშვებულია და საპილოტე რეჟიმშია

 

კანაფის ღეროს 25 % კანაფის უხეში ბოჭკოა. ის ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე სელი, მაგრამ ნაკლებად ელასტიურია. მისგან, უკვე ხსენებული, იალქნებისა და თოკების გარდა, დღეს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის და ნედლეულის მიღება შეიძლება. მათ შორის არის:http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091820010773439.jpgსაწვავი

 

კანაფი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ნედლეულია საწვავისთის. კანაფის გადამუშავების წესის მიხედვით, ორი სახის საწვავის მიღება შეიძლება – ბიოდიზელის და ეთანოლ/მეთანოლის. კანაფის საწვავი ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე ნავთობიდან მიღებული დიზელი და ბენზინი და როგორც ამბობენ, მას წვისას, ისეთივე სუნი აქვს, როგორც პოპკორნს.

თხევადი საწვავის გარდა, კანაფისგან იღებენ მყარ საწვავსაც: კანაფს პრესავენ და მის გრანულებს და ბრიკეტებს, თბოგამძლე (დაახლოებით, 17 გჯ/ ტ.) ბიო-ქვაბებში, თბოენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091817421073439.jpg

კანაფის ზეთი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის გამოყენება ძრავის ასამუშავებლად შეიძლება. უკვე არსებობს მოწყობილობები, რომლებშიც დიზელი, კანაფის ზეთმა ჩაანაცვლა.http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819570073439.jpghttp://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819481473439.gif

 

სარემონტო და სამშენებლო მასალები

 

დაპრესილი კანაფის გამოყენება სამშენებლო და სარემონტო (ხსნარი და ბეტონი, თბო და ხმის იზოლატორები, იატაკის ფილები...) მასალების და ნედლეულის საწარმოებლად შეიძლება. ხოლო ქიმიური დამუშავების შემდეგ, ეთანოლის, მეთანის, ასფალტის, და სხვა ნივთიერებების მიღება შეიძლება.

ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან შედარებით, კანაფიდან წარმოებული მასალა, ბევრად უფრო მტკიცე, მსუბუქი, ტენიანობისადმი მდგრადი და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა არის.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091817020373439.jpgეკოლოგიურად სუფთა სახლი, კანაფის სამშენებლო მასალებით

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819503073439.gif

პლასტიკატი

 

კანაფის პლასტიკატი 5-ჯერ უფრო მაგარი და 2, 5-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე პოლიპროპილენი (PP). ამასთან, კანაფის პლასტიკატები ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, ისე როგორც სინთეტიკური მასალები. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არსებობს კანაფის როგორც მდგრადი სახეობები, ისე 100%-ით ბიოდეგრადირებადი.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091816542673439.jpgეს მანქანა სამფენიანი კანაფის წნულით არის გაკეთებული და სამჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული მასალით გაკეთებული, ანალოგიური მოდელი და 10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ფოლადი.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819510473439.gif

ქაღალდი

 

1 ჰექტარზე მოყვანილი კანაფიდან 4-ჯერ მეტი ქაღალდის მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე ფართობზე, გაკაფილი ტყიდან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XIX ს. 80-იან წლებამდე, მსოფლიოში წარმოებული ქაღალდის 75-90% სწორედ კანაფით იყო დამზადებული.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091818025973439.jpgკანაფის ქაღალდი ბუნებრივად თეთრია და ქიმური დამუშავება არ ესაჭიროება.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819512973439.gif

ტექსტილი

 

კანაფის ბოჭკო 10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ბამბის და მისგან დამზადებული ქსოვილი, ბევრად უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ქიმიურად დამუშავებული ბამბის ქსოვილი. გარდა ამისა, კანაფის ქსოვილი არ შთანთქავს სუნს და არ იჭმუჭნება.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091817510173439.jpg

Levis-ის ჯინსი, მცენარის აკრძალვამდე, კანაფის ქსოვილით იკერებოდა.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819515273439.gif

 

და სხვა 1000 წვრილმანი: სერფინგის დაფა, მელანი, კოსმეტიკა, საღებავი და ფრჩხილის ლაქი, ჰიგიენის და თმის მოვლის საშუალებები, ფეხსაცმელი, პამპერსი ...

1 ჰექტარზე, კანაფის 0, 5 ტ. მარცვალი მოდის, რომელსაც კაკლის გემო და უნიკალური შემადგენლობა (უჯერი ცხიმოვანი მჟავების 9 სახეობა, ვიტამინები და მინერალები) გააჩნია.

კანაფი იგივე რაოდენობის ცილებს შეიცავს, რასაც სოია და მასში ყველა სახის ამინო და ცხიმის მჟავები შედის, რაც ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის: ფისი, ცხიმოვანი ზეთი, ვიტამინი К, А, Е, В12, D, ქოლინი, შაქარი, საპონინები, ალკალოიდები, ფიტოციდები, ეთერზეთი, კაროტინი და ა. შ.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091819522673439.gif

 

კანაფი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად შთანთქავს ნახშირორჟანგსვიდრე ფოთლოვანი მცენარე!

სამრეწველო კანაფს ჩვენი პლანეტის შეცვლა შეუძლიამას ეკონომიკის გარდაქმნის უდიდესი პოტენციალიგააჩნია და რაც უფრო მნიშვნელოვანიამას შეუძლია გარემოზე ზეგავლენის მოხდენა და ეკოლოგიურადსუფთა პირობების შექმნა.

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091821520073439.jpg

კანაფის მოყვანა რთული არ არის და მისი ზრდის ტემპების გათვალისწინებითსეზონზერამდენიმემოსავლის აღება შეიძლება. 110 დღეში მცენარე 2-3 -მდე იზრდება და 120 დღეშიჰექტარზე,დაახლოებით, 12 ., სხვადასხვა სახისბიომასას იძლევაერთ ნაკვეთზე კანაფის მოყვანა 7 წლისმანძილზე შეიძლებაის ორგანული მიწათმოქმედების მცენარეარომელსაცროგორც უკვე აღვნიშნეთარესაჭიროება პესტიციდები და უფრო მეტიც, – კანაფი მიწას სასოფლო-სამეურნეო ქიმიის მოხმარებისშედეგებისგან ასუფთავებს.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ზემოთხსენებულ სიკეთესთან ერთად, ეს მცენარე მაგრადაც იბოლება 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ზემოთხსენებულ სიკეთესთან ერთად, ეს მცენარე მაგრადაც იბოლება

:D :D :D

რედაქტირებულია floyd-ს მიერ

შენმა მოგებულმა ბრძოლებმა შთამაგონა -

მაგრამ არა მატერიალურ პლანზე მოგებულმა ბრძოლებმა,

არამედ მათ, რომელიც მოგებულ იქნა შენს შუბლს უკან ...

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ბიჯებო 

თუიცით მითია თუ რეალობა რომ მარიხუანის მოხმარება ხელს უშლის ბავშვის გაჩენას

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ბიჯებო 

თუიცით მითია თუ რეალობა რომ მარიხუანის მოხმარება ხელს უშლის ბავშვის გაჩენას

 

სადღაც წავიკითხე ინგლისურ ფიორუმზე რომ სპრრმატოზოიდების აქტივობას ამცირებს ოდნავო. რამდენად მართალია არ ვიცი. თუ ვიპოვე დაგილინკავ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ბიჯებო 

თუიცით მითია თუ რეალობა რომ მარიხუანის მოხმარება ხელს უშლის ბავშვის გაჩენას

 

შეიძლება რამე გავლენა ჰქონდეს მაგრამ პრობლემას არ ქმნის დაორსულებაზე.  

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ზემოთხსენებულ სიკეთესთან ერთად, ეს მცენარე მაგრადაც იბოლება 

GOOD ONE  

Cannabis Enthusiast and creator of the Georgian strain "Laura Palmer"

ქართული სთრეინი "Laura Palmer"

 

Check reports for more info.

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

სადღაც წავიკითხე ინგლისურ ფიორუმზე რომ სპრრმატოზოიდების აქტივობას ამცირებს ოდნავო. რამდენად მართალია არ ვიცი. თუ ვიპოვე დაგილინკავ

 

შეიძლება რამე გავლენა ჰქონდეს მაგრამ პრობლემას არ ქმნის დაორსულებაზე.  

მეც გავიგე და ტურამეს გაარკვევტ დაწერეტ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 3 კვირის შემდეგ...

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...