შუქის ამრეკლი საშუალებები


omycwa

Recommended Posts

გამარჯობა. ბევრს აწუხებს ძალიან ეს თემა და სხვადასხვა განყოფილებებში ბევრი კითხვა შემხვედრია,
ამასთანავე ამ თემაზე ერთიანი თემა ვერ ვიპოვე ვერსად და ამიტომ გადავწყვიტე საერთო თემის გახსნა.

ყველაზე ახლოს ეს თემა განათებასთანაა, ამიტომ ამ განყოფილებაში გავხსნი ტოპიკს და იმედია არაფერს დავარღვევ.

როცა ვიწყებდი ბოქსის კეთებას პირადად მეც მაწუხებდა ეს თემა და თავმოყრილი კონკრეტული ინფორმაცია
ვერ ვნახე ამ ფორუმზე ვერსად, ყველგან ალაგ-ალაგ არის ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებზე და შევეცდები
ყველაფერი ერთ თემაში ვრცლად და გასაგებად დავწერო.

პირველ რიგში დავიწყოთ კანაპედიით, ამ geocanabis-ზე საიტზე უკვე არის ერთი პოსტი მიძღვნილი შუქის
ამრეკლ საშუალებებზე და სასურველია ამ პოსტის გადაკითხვა საწყის ეტაპზე:

https://geocanabis.com/%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/

თუმცა ვფიქრობ რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქ საერთოდ არ წერია და რაც წერია ძალიან დამაბნეველია,
რადგან როგორც ჩემ შემთხვევაში, ასევე ბევრ დამწყებებში ჩნდება უამრავი კითხვა: რა არის მაილარი?
სად იშოვება? რა არის ფაილონი? ოკრა? სად ვიყიდო? რა ღირს? ღირს თუ არა საერთოდ ყიდვა?.. და ა.შ.
მოკლედ ბევრი დამაბნეველი საკითხია საწყის ეტაპზე. პლიუს ის რომ აბსოლიტურად მთლიანი ელიავა მოვიარე
და სადაც მაილარი და ფაილონი ვიკითხე ან ყველამ თავი დაიდებილა ან დამცინოდნენ, მოკლედ საქართველოში
ელიავას მსგავს ბაზრობებზე ვერ მოვძებნე 1 ადამიანიც კი რომელიც საერთოდ აზრზეა რას ნიშნავს რეფლაქტორი.

ნუ ბევრს არ დავწერ იმაზე თუ რა საჭიროა შუქის არეკვლა და როგორ მაქსიმალურად გვესაჭიროება თითოეული
განათებიდან წამოსული სხივი, იმისთვის რომ ჩვენი ელექტრო ენერგია ტყუილად არ დაიხარჯოს და მაქსიმალურად
მოხმარდეს ყველა დახარჯული ვატი მცენარის განვითარებას. ასევე არ დავწერ ახლიდან იმ მასალებს რაც
მაგ პოსტში ისედაც წერია, მაგალითად მაილარზე ან ფაილონზე, მოკლედ გადახედეთ მაგ თემასაც.

დავიწყოთ იმით რაც აქ იშოვება და აბსოლიტურად არ ჩამოუვარდება ძვირიან ალტერნატივებს

დელუქსის რეფლაქტორი რულონი

 

http://d.radikal.ru/d33/1809/8d/1d80ed33b2b0.jpg

ეს რულონები განსხვავებით პეონოფოლისგან, არაა შექმნილი თბო იზოლაციისთვის და პარკეტის დასაგებად,
მოკლედ ეს ზუსტად ისაა რაც ჩვენ გვჭირდება. შექმნილია სპეციალურად შუქის ასარეკლად და მხოლოდ და
მხოლოდ ამ დანიშნულებისთვის, რაც ჩვენ ძალიან გვაწყობს. პეოფოლზე ოდნავ თხელია, თუმცა გუპკა ამასაც
აქვს უკანა მხარეს, მარა შედარებით ბევრი პატარა ჩაღრმავებები აქვს, რის გამოც უკეთესად ირეკლავს
შუქს და აქვს ოდნავ უკეთესი ეფექტი. გაკვრა შეიძლება მარტივად ორმაგი სკოჩით, გასაცხელებელი
სილიკონის პისტოლეტით და მოკლედ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული რგოორ გააკრავთ.

იყიდება ზოგ 1000 წვრილმანის მაღაზიაში, პრაქტიკიდან გეტყვით რომ უმეტესად არ იციან გამყიფველებმა
რომ საერთოდ აქვთ მასეთი რაღაც, ამიტომ მარტივად არ დანებდეთ ხოლმე. რომ ვიძახი შუქის ამრეკლი
ფირი ან რეფლაქტორი ან ფოლგის მაგვარი რაღაც მინდა რაც ირეკლავს, ყველა თავს იდებილებს და იძახიან
რომ არ აქვს, მარა მერე იგივე მაღაზიის თაროზე ვაწყდები ხოლმე. ეს კონკრეტული ვაგზალზე ვიყიდე
რომელიღაც საოჯახო მაღაზიაში. 1 რულონი 2 ლარი ღირს და 1 მეტრია სიგრძეში. ფასიც ძალიან კარგია მგონი.

პენოფოლი

 

http://b.radikal.ru/b29/1809/0a/5ac370e26db8.jpg

ეს მასალა მგონი ამ ფორუმზე და ზოგადად საქართველოშიც ყველაზე გავრცელებული შუქის არეკვლის საშუალებაა
რასაც ვაკვირდები. სინამდვილეში გამოიყენება თბო იზოლაციისთვის, ზამთარში მილების შესაფუთად. პარკეტის
ქვეშ დასაგებად. მოკლედ ესაა თერმული იზოლატორი სინამდვილეში, მარა რადგან მეორე მხარეს ალუმინის თხელი
ფირი აქვს (თან ჩაღრმავებებით), მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება შუქის ასარეკვლადაც. დელუქსზე
ოდნავ არაეფექტურია, მარა საერთო ჯამში მაინც კარგად აკეთებს თავის საქმეს.

ყიდვა შეგიძლიათ ელიავაზე, ყველაზე ქვედა დახლებზე სანაპიროს მხარეს და 2.5 ლარი ღირს 1 კვადრატული.
იკითხეთ აუცილებლად როგორც "ლამინატის ქვეშ დასაგები ფოლგა", თორე შუქის ამრეკლზე და პენოფოლზე
სტანდარტულად ყველა თავს დაიდებილებს და გეტყვიან რომ არ აქვთ და არც გაუგიათ მასეთი რამე.

ალუმინის ამრეკლი

 

http://d.radikal.ru/d26/1809/dc/b1fc5c7bafb5.jpg

ეს მასალა ძირითადად გამოიყენება მაღალი განმუხტვის (HPS) ნათურების ბუდის ასაწყობად,
რადგან სქელი ალუმინის ფილაა ჩაღრმავებებით და ტემპერატურასაც კარგად უძლებს. არეკვლის კოეფიციენტიც
საკმაოდ მაღალი აქვს არასწორი ზედაპირის გამო და შეგიძლიათ HPS ნათურის გარდა, მთლიანად ბოქსიც ამით
დაფაროთ. მოკლედ თუ თქვენს ბოქსში ძალიან ცხელა და ტეპერატურა გიდნობთ რეფლაქტორს ან გათბობის ადგილზე
გინდათ მარტო გამძლე რეფლაქტორი, მოკლედ თუ ეს ამრეკლი გადაწყვიტეთ, ესეც უპრობლემოდ გააკეთებს თავის საქმეს.

იყიდება ელიავაზე, იკითხეთ ალუმინის ამრეკლი, ფასი ზუსტად აღარ მახსოვს მარა ელიავაზე რომ შემხვდა
მაგაში სრულიად დარწმუნებული ვარ.

უბრალოდ თეთრი "მატოვი" საღებავი

 

http://c.radikal.ru/c28/1809/26/80f168940efc.jpg

ზოგს გონია რომ რადგან ბოქსი აქვს, აუცილებლად უნდა გააკრას შიგნით ამრეკლი. სინამდვილეში თუ თქვენი
ბოქსის კედლები თეთრია და არ პრიალებს, იმდენად გაგიმართლათ, რომ საქმე უკვე სრულიად მოგვარებულია.
ჩვეულებრივი თეთრი მატოვი საღებავები არანაკლებ ეფექტურია შუქის არეკვლაში ვიდრე ამრეკლი ფურები.
ნუ რა თქმა უნდა ერთი-ერთში იგივე ეფექტი არ აქვს, მარა გატეხილში ნამდვილად არ დარჩებით.

თეთრი საღებავი ყველგან იყიდება, ნებისმიერ  საღებავების მაღაზიაში, მთავარია იყოს "მატოვი",
დანარჩენი მნიშნველობა არ აქვს, გინდ გასაზავებელი იყოს, გინდ ფუნჯით და გინდ პულივიზატორით.

რაც შეეხება მაილარს და ფაილონს, ერთადერთი პლიუსი ისაა რომ ინფრაწითელ სხივებს არ ატარებს,
როს გამოც რენდგენი და სითბური სკანერი ვერ ხედავს მაგის იქეთ რა ხდება, მარა დამიჯერეთ
თუ ვინმე სითბური სკანერით დაგადგათ იმისთვის რომ რამე შეგიმოწმონ, ბოქსის კარის გამოღებაც
არ მოერიდებათ ნამდივლად, ამიტო ჩემი აზრით არ ღირს ზედმეტი 4 მაგი რაოდენობის თანხის გადახდა.
თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ რომ ეგ გინდათ, გამოიწერეთ იბედიდან ან ამაზონიდან, აქ ტყუილად
დაიღლებით ძებნაში. ჩვენთან არ იშოვება.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი რჩევებია    მგონი შეღებვა ყველაზე იაფი და მარტივი გზაა. სუნი თუ მალე გადის ოღონდ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

nothigh[ კი ძაან კაი თემაა მართლა . და თეთრი ფერიც იდელურია არუნდა პენოფილ პედოფილებისბგაკვრა. ჩემი აზრი მაიმც ბოქსთან დაკავშირებით მებაღის ცოდნაზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული სულიმას ვამბობ ყითი არაფერია მთავარია რა აათებს მცენარეს :) და მართლაც ასეა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მე ჩვეულებრივი ფოლგა შემოვაკარი სკოჩებით და რას მირჩევთ არაეფექტურია და გადავიდე ზემოთ ჩამოთვლილ მასალებზე ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი თემაა აუცილებლად უნდა აღინიშნოს,მაგრამ 70 თეთრად ყვავილების მაღაზიაში მეტრო ვერცხლის ქაღალდია და საკაიფოდაც ირეკლავს რო აკრავ ბოქსში მე მაგას ვიყენებ და კმაყოფილი ვარ 3-4 ლარში გამოდიხარ ეკონომია + კარგი ხარისხი))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

Hanygrower
კარგია ჩვეულებრივი ფოლგაც, ორი მხარე ხომ აქვს და რომელიც შედარებით ნაკლებად პრიალებს ეგ მხარე გჭირდება შენ ასარეკლად

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

Hanygrower

კარგია ჩვეულებრივი ფოლგაც, ორი მხარე ხომ აქვს და რომელიც შედარებით ნაკლებად პრიალებს ეგ მხარე გჭირდება შენ ასარეკლად

მემგონი ნათურის დამატება დამჭირდება, ფოლგას გამოვცვლი მერე ჯერ ესეც წავა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 4 თვის შემდეგ...
  • 1 თვის შემდეგ...

ისე ვისაც გაქვთ გამოცდილება, რეალურად რომელი ჯობია მდფ-ის ბოქზე, ამრეკლი ფოლგა თუ ე.წ. თეთრი მატოვი საღებავი? გადახურების და აალების კუთხით რომლია უფრო უსაფრთხო?

რედაქტირებულია aeon-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 10 თვის შემდეგ...

გაუმარჯოს! ამრეკვლი ცელოპანი როა კლიონკა ერთი ხმარე თეტრი მერე შავი როაქ პანდა ქვია

https://www.ebay.com/itm/BLACK-WHITE-Mylar-reflective-sheeting-film-roll-hydroponics-grow-kit-2-to-100m/252155369444?_trkparms=aid%3D555018%26algo%3DPL.SIM%26ao%3D1%26asc%3D20131003132420%26meid%3Dbbfce73066064ae9ac5bfbab21e8f836%26pid%3D100005%26rk%3D2%26rkt%3D12%26mehot%3Dpf%26sd%3D153702623082%26itm%3D252155369444%26pmt%3D1%26noa%3D0%26pg%3D2047675&_trksid=p2047675.c100005.m1851

 

ხოარიცით ვინმემ თბილიში სად შეილება ამის ნახვა?

========================================================

 

========================================================

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...