THC-ს ფორმირება და ზოგადად ყველაფერი THC-ზე


John Frusciante

Recommended Posts

ცოტა უფრო ფართოდ მაინტერესებს THC-ს თემა.

 

მცენარეში როდის და სად იწყება მისი ფორმირება.

 

რა და რა პროცესები მიმდინარეობს მცენარეში.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ.

 

რა უნდა ვქნათ და რა არ უნდა ვქნათ, რომ THC-ს რაოდენობა იყოს მაქსიმალურად მაღალი.

 

იქნებ ვინმე კარგად არის გაცნობიერებული ამ ყველაფერში და თავისი ცოდნა გააზიაროს აქაც.

 

მე პირადად დიდად მადლობელი ვიქნები, ვინმე თუ ფართოდ გაშლის ამ თემას.

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 6 თვის შემდეგ...

მშვენიერი თემა და საინტერო განსახილიც იქნება

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

პრაქტიკის რა გითხრათ და თეურიულად რასაც მოვახერხებ დავდებ 1-2 გადათარგმილს.
 

როგორ მოქმედებს THC, CBN & CBD კანაფის სიძლიერეზე

 

მართალია THC ყველაზე ცნობილი კანაბინოიდია მარიხუანაში, მაგრამ კანაფი კიდევ რამდენიმე ნივთიერებას შეიცავს: CBD, CBN, CBC, CBG, THCV...

რას ნიშნავს 18.2% THC, 0.1% CBN და 0.5% CBD?
როდესაც ჯიშის აღწერაში მზგავს რამეს ვნახულობთ, ნიშნავს რომ ამ ჯიშში არსებული ყველა კანაბინოიდიდან 18.2%
THC არის, 0.1% CBN და 0.5% CBD. ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ტრიქომების სიმრავლე არ ნიშნავს აუცილებლად ძლიერ მოსაწვს. შეიძლება ტრიქომებში არსებული ფისი(resin) არ შეიცავდეს ან შეიცავდეს აქტიურ ინგრედიენტებს მაღალი დოზით.

რომელი ჯობია THC, CBN თუ CBD?
ეს ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია იმაზე რა ტიპის მოსაწევუ გვინდა რო გავზარდოთ. განვიხილოთ მოკლედ თითოეული მათგანის მოქმედება ტვინზე და ორგანიზმზე:

THC
(delta9-tetrahydrocannabinol)

  • აქვს ყველაზე ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტი
  • შეუძლია გამოიწვიოს/გაზარდოს კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა, აღფრთოვანები და ბედნიერების შეგრძნება
  • შველის გარკვეული სახის ტკივილებს
  • შეიძლება იყოს Neuroprotective (დაეხმაროს ტვინს შეწყვიტოს ან შეანელოს დეგენერაცია უჯრედების, ალბათ, რაღაც ეგეთი წერია მოკლედ)
  • იწვევს რელაქსაციას
  • იწვევს ეიფორიას

როგორ გავზარდოთ THC დონე

  • ძირითადად მისი დონე განსაზღვრულია გენეტიკაში, ამიტომ უნდა ავირჩიოთ მაღალი THC შემცველობის ჯიში
  • ძირითადად განლაგებულია ტრიქომებში, ზოგიერთ ჯიშში ფოთლებზე და ღეროებზეც
  • მოსავლის აღება მაშინ როცა ტრიქომები აღარ არიან გამჭირვალე და აქვთ რძისფერი შეფერილობა. დაწყებულია მცირე რაოდენობით ყვითელი/ქარვისფერი ტრიქომების გამოჩენა.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ მაღალი THC-ს შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემები, დისორიენტაცია, შფოთვა. ამ უარყოფით თვისებებს ხშირ შემთხვევაში ხსნის შედარებით მაღალი რაოდენობის CBN და CBD-ს არსებობა.
 

CBN (Cannabinol)

  • არის ფსიქოაქტიური მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიდრე THC
  • ეხმარება შფოთვის შემცირებას
  • ეხმარება უწყვეტ ძილს
  • მოქმედებს სხეულზე მომადუნებლად

როგორ გავზარდოთ CBN დონე

  • მოსავლის აღება მაშინ როცა ტრიქომები იღებენ ქარვისფერ/ყვითელ ფერს, ანუ შედარებით გვიან.

CBD (Cannabidiol)

  • არ არის ფსიქოაქტიური
  • მაღალი შემცველობა ამცირებს THC-ს ფსიქოაქტურ მოქმედებას, რაც კარგი საშუალებაა ზოგიერთი მომხმარებლებისთვის, რომ მიიღონ THC-ს დადებითი თვისებები დაბოლების გარეშე.
  • ამცირებს ტკივილს
  • აქრობს სპაზმებს
  • ამცირებს შფოთვას
  • Neuroprotective

როგორ გავზარდოთ CBD დონე

  • აქ რაც შეგვიძლია არის რო ავარჩიოთ სპეციალური ჯიში რომელსაც მაღალი შემცველობა ექნება.
  • ძირითადად ასეთ ჯიშებს აქვთ THC-ს დაბალი შემცველობა.

წყარო: https://www.growweedeasy.com/thc-cbd-cbn-when-to-harvest-marijuana

რედაქტირებულია grileon-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

რა ზრდის THC-ს დონეს და ზოგად სიძლიერეს მარიხუანაში

  • ჯიში და გენეტიკა
  • მოსავლის აღების დრო
  • მცენარის სიჯანსაღე და მოვლა
  • განათება
  • მკურნალობის პროცესი
  • CO2

 

ჯიში და გენეტიკა

როდესაც სიძლიერის და THC-ს გაზრდაზე ვსაუბრობთ გენეტიკა არის მთავარი რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. გენეტიკა ადგენს მაქსიმალურ ლიმიტს თუ რამდენი THC იქნება მცენარეში. მაგალითად თუ ჯიშზე მითითებულია THC 15% შეიძლება დასრულებისას მივიღოთ უფრო ნაკლები პროცენტულობა თუ არასწორად გავზრდით. ასევე შეგვიძლია სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ მაგრამ 15%-ს ვერანაერად ვერ გადავაჭარბებთ. ამიტომ თუ მაქსიმალური შედეგი გვინდა ამ მხრივ, უნდა ავარჩიოთ შესაბამისი ჯიში კარგი სიდბანკიდან.

 

მოსავლის აღების დრო

თუ მოსავალს ადრე ავიღებთ მივიღებთ შედარებით მცირე მოსავალს და სიძლიერეს ვიდრე შეგვეძლო.

კანაფის ყვავილობის ეტაპში არის 2-3 კვირიანი პერიოდი როდესაც ყვავილედები დამწიფებულია და THC-ს დონეც მაქსიმალურია. ამ პერიოდში ტრიქომებს მიღებული აქვთ რძისფერი შეფერილობა, ხოლო ყვავილედების თეთრი ბუსუსები გამუქებული და დახვეულია.

თუ მცენარეს ამ პერიოდის მერე კიდევ გავაჩერებთ ყვავილობაში ეს სავარაუდოდ გამოიწვევს THC-ს შემცირებას და ეფექტის უფრო სხეულის მოდუნებისკენ გადახრას.
უფრო ადრე აღების შემთხვევაშ კი მცენარეს ჯერ არ მიუღწევია თავის მაქსიმალურ პოტენციალისთვის, რის გამოც ვკარგავთ მოსავალს და სიძლიერეს.

 

მცენარის სიჯანსაღე და მოვლა

ცხადია მაქსიმალური სიძლიერის მისაღებად უნდა მოვერიდოთ მცენარის პრობლემებს: გადამეტებული ან ზედმეტან ნაკლები მორწყვა, სიცხისგან მიღებული სტრესი, ფესვების პრობლემები, არასტაბილური სინათლის ციკლი, სასუქებისგან გამოწვეული პრობლემები.

 

ანათება

კანაფს შეუძლია გაიზარდოს მცირე განათებაზეც, თუმცა ვერ მივიღებთ კარგ მოსავალს თუ ყვავილობის პერიოდში კარგი განათება არ ექნება. კანაფი სინათლეს იყენებს ენერგიის საწარმოებლად, რაც საჭიროა ყვავილედების და მათში არსებული კანაბინოიდების რაოდენობის ზრდისთვის. გარეთ დარგვისას მცენარეს ჭირდება პირდაპირი მზის სინათლე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში რომ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს. ხოლო შიგნით საჭიროა შესაბამისი სპეციალური განათებები ლედი, სოდიუმი ან სხვა.

 

 „მკურანალობა“
მტკიცებულება არ არსებობს რომ მკურნალობის პროცესი(გამომშრალი ყვავილედების მინის ქილებში მოთავსება) THC დონეს ზრდის, თუმცა დადასტურებულია რომ მკურნალობა ზრდის ზოგად სიძლიერეს. ამას დამატებით კიდევ აქვს კარგი თვისებები: მოსაწევს ურეგულირებს გემოს და სუნს და უქრობს დამატებით ცუდ აფექტებს მაგალითად თავის ტკივილს და ასეთ რაღაცეებს.

 

CO2
ამის გამოყენება მოსავალს ნამდვილად ზრდის მაგრამ THC დონეზე ცნობები არ არის.

 

კიდევ არის რამდენიმე დაუდასტურებელი საშუალება:

ვეგეტაციის პერიოდის შენარჩუნება 8 კვირაზე მეტ ხანს
ვეგეტაციაში თუ იქნება 8+ კვირა და მერე გადავრთავთ ყვავილობაზე შეიძლება ამან იმოქმედოს.

 

სპეციალური ჩარეცხვის ტექნიკა

  • მოსავლის აღებამდე 2-3 დღე გავაჩეროთ მცენარე სიბნელეში
  • დილით მოვჭრათ მცენარე (ალბათ გარეთ რო დილაა ხზ იმიტო რო ქვედა ხაზი გვეუბნება სიბნელეშიო)
  • მოვჭრათ როცა სიბნელეშია ისეთ დროს
  • მოჭრამდე მოვრწყათ ყინულიანი წყლით
  • მოჭრის შემდეგ ამოყირავებული დავკიდოთ რამდენიმე დღით შეკრეჭვამდე და მკურნალობამდე

და ამ ყველაფერს დამატებული ჩარეცხვა ჩვეულებრივ როცა უწევს ბოლოს.

 

წყარო: https://www.growweedeasy.com/increase-thc-potency-growing-weed

რედაქტირებულია grileon-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...