სანერწყვე ნარკოტესტები უკვე ამოქმედდა


Recommended Posts

1 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს. გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია.

 

პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციელს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს.

 

პროცედურა სულ სამწამიანია. 3-წამიანი პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გერმანული ფირმის ტესტერის შესაძლებლობებშია აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი. ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ექსტაზის, კოკაინისა და 6-მდე ოპიატის თრობა.

 

მედიკოსები თანხმდებიან, რომ თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მაღალი რისკის შემცველია, როგორც თავად მძღოლისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. თუმცა ხშირად თრობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით რთულია. მედიცინის დოქტორის დავით ვადაჩკორიას რეკომენდაციაა, მოხმარების ფაქტი ტესტთან ერთად კლინიკური ფორმით, ანუ ექიმის დაკვირვებით დადასტურდეს.

 

ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს. ჯარიმის ოდენობის მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს. (IMEDINEWS)

 

 

12ს გადაცდა თუ არა გაჩერებები დაიწყეს, ერიდებიან ტყუილად ტესტის გამოყენებას, სულ 10 000ცალი აქვთ და 54ლარი ღირს თითოეული მათგანი. მოკლედ თუ არ გეტყობა რამე, ერიდებიან გამოყენებას. (ძვირია და ფუჭად გამოყენებისთვის ალბათ საყვედური მოხვდებათ.) მოკლედ ფრთხილად ბიჭებო/გოგოებო. ტესტერი წამებში აგდებს შედეგს, 100%_ით სწორიც არ არის, 8საათი ბევრია... ასე რომ თუ დილით სამსახურში ხართ წასასვლელი მანქანით, გაითვალისწინეთ რომ რისკის ქვეშ იქნებით. ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ძალიან ერიდებიან ფუჭად გამოყენებას, მაგრამ რავიცი აბა... შემოიტანენ ახალ პარტიას, თანაც მეტს და მეტს.

ასეთია და ალოკვით ხდება გასინჯვა.

post-4511-0-69522600-1554078407_thumb.jpg

რედაქტირებულია Skaby-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 27
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით ფორუმელებს.    ვფიქრობ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება, მოვამზადე სპეციალურად ყველასთვის ვისაც კი  აინტერესებს   თუ როგორ მუშაობს პოლიციის მიერ ახლად შემოტანილი ნერწყვის ტესტები.   მო

წუხელ ჩემს თვალს წინ გააჩერეს მანქანა,გადმოიყვანეს ორი როჟა და ორივე გაშმონეს,მერე მძღოლი შეამოწმეს ნარკოტესტზე,მაგრამ სუფთა აღმოჩნდა და გაუშვეს

არა დაბოლილი არ ყოფილან უბრალოდ არ ამოუგდო მეთქი მაგრამ დღეს გამოქვეყნდა კვლევა სადაც 72 შეამოწმეს და 34 ადამიანს ამოუვარდა, მათ შორის მარიხუანა   https://www.interpressnews.ge/ka/article/560727-pat

Posted Images

არასწორი კანონია ძაან რა.
ჯერ იმ აპარატს თუ იტოვებენ ფაქტიურად დნმ-ის ნიმუშია და ხზ სად და რაში გამოიყენებენ მერე.
მერე მეორე შეიძლება მოწევიდან 5 საათის მერე დაჯდეს ადამიანი ან 6ის და სრულიად ფხიზელი იყოს, აპარატი კიდე ამოუგდებს მაინც.
და მერე მესამე სულ დაბოლილიც რომ იჯდეს ციხე არასწორია ჩემი აზრით. რაც სიმთვრალეზეა გაწერილი იგივე უნდა იყოს.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

8 საათის გასვლის შემდეგ თუ დარწმუნებული იქნები რომ არ ამოაგდებს არაა ცუდი უბრალოდ მოწევის სიხშირეზე რაოდენობაზე თუ იქნება დამოკიდებული მიღებულ ოდენობაზე ეა ყველაფწრი დასაზუსტებელია. ერთიდაიგივე სასჯელი არ უნდა იყოს იმაზე რაც ლეგალიზირებულია ესეთი მიდგომა არასწორია ქაოსური კანონია რომელიც ბწვრ ქაოს გამოიწვევს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ძაან ცუდი და უსამართლო კანონიაა, მარა მაგათ არაფრის მოერიდებათ იმხელა სანქციები დააწესენ და რეგულაციები მაგ 10 000 ცალს მეორე კბირასვე იყიდიან თუ მოინდომესც ვისაც არ შეუძლია უარი თქვას მოწევაზე და საკმაოდ ბევრია ეგეთი ჯობია მთვრალი დაჯდე მანქანაზე და 6 თვიანი ლიშენია მოგცენ ,ვიდრე სროკზე წქხვიდე და 6თვე დაისვენო თან სეზონი მოდის , ეს იმათ ვისაც მანქანაყავს და ტეხასმოტრი არ ააქვს :დ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

wviti გონივრული ეჭვის კომპენტენცია ვინ აკონტროლებს ესე დასაბუთების გარეშე ეჭვის ნიადაგზე რომელEბიც არ არიან დატრენინგებულები არასწორია ნარკოტიკულ თრობს რომ ამოწმებას რომ ამოწმებს ლიამდაგების გაედა არაფერია ,,გამართული" ჩვენთან

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მე კიც რომ არ მოვწიო მაინც ამომიგდებს ალბათ, არადა მანქანა განუყრელი ნაწილია და მარშუტკაც მყავს სამსახურში და ვხმარობ., ესე იგი, ანუ კრიმინალი გავხდი?   ისე ერთი წელი კაი მე კი დავისვენებ, მარა  ვაი საწყალო ცოლშვილო, ვინ გარჩენთ  

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ეგარი თქვენი ევროპა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

უეჭველი რაღაც უნდა შეცვალონ, ეგ მარიხუანაზე მაინც, თორემ ისე ძალიან ბევრს დაერხევა ჩვენს ქვეყანაში

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...