სანერწყვე ნარკოტესტები უკვე ამოქმედდა


Recommended Posts

მოგესალმებით ფორუმელებს. 

 

ვფიქრობ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება, მოვამზადე სპეციალურად ყველასთვის ვისაც კი  აინტერესებს   თუ როგორ მუშაობს პოლიციის მიერ ახლად შემოტანილი ნერწყვის ტესტები.

 

მოკლედ, შემოტანილია გერმანული წარმოების ტესტები DrugWipe 5S - რომელიც ტესტავს - ასე ვთქვათ "იჭერს"- შემდეგ ნივთიერებებებს, როგორც მითითებულია ტესტზე აბრევიატურები:

CA - Cannabis (THC/Marijuana/Hashish),

AM - Amphetamines MET- Methamphetamines (MDMA/Ecstasy), 

CO - Cocaine (Crack),

OP - Opiates (Heroin/Morphine)

 

ტესტს ჩაშენებული აქვს საკონტროლო ხაზი, იმის შესამოწმებლად მუშა მდგომარეობაშია ტესტი თუ დაზიანებულია - CL - Control Line.

 

1) Cannabis (Marihuana/Hashish/THC) კანაფის/ჰაშიშის შემცველ ორ ნივთიერებას იჭერს- ტეტრაჰიდროკანაბინოლი ან ჰიდროქსი ტეტრაკანაბინოლი

 

2) Amphetamines/Methamphetamines/Ecstasy - გასაგებია რასაც ჩაიჭერს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია ვინტი/ჯეფი და ე.წ. წიწვებისგან მომზადებული ვინტიც ჩაიჭიროს. აქ მნიშვნელობა ექნება ამ ნივთიერებების მოხმარების სიხშირეს და პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვინაიდან ეს კუსტარული საშუალებები სხვადასხვა წესით მზადდება, ბუნებრივია სხვადასხვა ჯანმრთელობის მქონე ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დროში იშლება და მათი ნახევარდაშლის პერიოდები განსხვავდება. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება გამოიჭიროს და ზოგჯერ ვერა.

 

3) Cocaine/Crack - ეს კი გასაგებია, კოკაინის ფუძეს ჩაიჭერს, თუმცა მიკვირს იმდენად დაბალია ჩვენთან მისი მოხმარება თუ შსს-ს მიერ ამოღება, რაში დასჭირდათ ამაში ფულის ხარჯვა, გაუგებარია.

 

4) Opiates (Morphine/Heroin) - აი აქ კი მნიშვნელოვანია განვასხვავოთ შემდეგი, ოპიატებზეა ეს ტესტი მგრძნობიარე და არა ოპიოიდებზე. ოპიატები ბუნებრივი წარმოშობისაა და ამ ტესტით შეიძლება ჰეროინის, სირეცის, კოდეინის და მისგან წარმოებული სხვადასხვა საშუალების, მორფინის, შირკა/ხანკა/ქიმია (ეხლა რაც არ არის გავრცელებული) - ამას ყველაფერს აღმოაჩენს, მაგრამ ვერ აღმოაჩენს სინთეზურ ოპიოიდებს - ფენტანილს, ბუპრენორფინს, მეტადონს, ოქსიკოდონს - იმათ რაც სრულიად ან ნაწილობრივ სინთეზირებულია. რადგან ეს ნივთიერებები სინთეზის გზითაა მიღებული მათ სათიათოდ სხვადასხვა ტესტი სჭირდება, რომ აღმოაჩინო მათი დაშლის პროდუქტები ბიოლოგიურ სითხეებში. ბუპრენორფინს ცალკე თავისი ტესტი, მეტადონს ცალკე თავისი, ოქსიკოდონს, ფენტანილსაც და ა.შ.

 

აქ სადავოა ერთი საკითხი, ნარკოტიკის მიღებიდან რა დროში ხდება თითოეული ნარკოტიკის დაშლის პროდუქტების აღმოჩენა ნერწყვში? როგორც წესი, ვერეცთი ტესტი უშუალოდ ზემოქმედების აღმოჩენას ვერ უზრუნველყოფს. ნივთიერებები სწრაფად იშლება ორგანიზმში და როცა მათი დაშლის პროდუქტების აღმოჩენა ხდება თრობა/ზემოქემდების ეფექტი მეტწილად უკვე გასულია. ასე მაგალითად, რაზეც აპელირებენ, რომ ბოლო მიღებიდან 8 საათში შეუძლია ტესტს აღმოაჩინოს THC, ეგ მხოლოდ კანფს ეხება და არა ყველა ნივთიერებას, რადგან თავად მწარმოებელი უთითებს, რომ 5 ng/ml ის კონცენტრაციის აღმოჩენა შეუძლია მის ტესტ, რაც როგორც თავად ადარებს "The THC concentration detected is equivalent to a teaspoon of sugar dissolved in an Olympic-size swimming pool." - ოლიმპიურ აუზში რომ 1 კოვზი შაქარი ჩაყაროთ, აი მსგავსი კონცენტრაციის ტეტრაჰიდროკანაბინოლის აღმოჩენა შეუძლია ორგანიზმშიო. რაც თავისუფლად იქმნება მოწევიდან 8 საათში, თუმცა თუ ვინმეს წინა დღესაც ქონდა მოწეული მას მეორე მოწევის გარეშეც ექნება ეს ტესტი დადებითი ტეტრაჰიდროკანაბინოლზე. ამის დადასტურება კი, როგორც შსს ამბობს მოხდება კლინიკური ნიშნებით და კონფირმაციული ლაბ.კვლევითო. ეს კი უნდა იყოს მასს- სპექტრომეტრული კვლევა.

 

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ნივთიერებას - ამაზე არ ამბობს მწარმოებელი რამდენია ის მინიმალური კონცენტრაციის ზღვარი, რომლის აღმოჩენაც შეუძლია, თუმცა როგორც წესი 40-50 ნგ/მლია - ანუ კანაფის კონცენტრაციაზე 10 ჯერ მეტის შემთხვევაში შეუძლია ტესტს აღმოსაჩენი ნივთიერების იდენტიფიცირება. ამიტომ, დავუშვათ, თუ იცით, რომ გიწევთ რამდენიმე დღეში შარდის ტესტირება, ეგრევე შეწყვიტეთ მოხმარება. დალიეთ წყალი, მაგრამ იმდენი არა რომ წყლით ინტოქსიკაცია მიიღოთ (18-20 ლიტრი დღეში იწვევს ინტოქსიკაციას), სვით შარდმდენი ეფექტის მქონე ასკილის ჩაი, ყავა, რომ აჩქარდეს ორგანიზმში მოხვედრილი დაშლის პროდუქტების გამოდევნება. ეს დაშლის პროდუქტები ღამით გროვდება და დილის შარდში ყველაზე მეტი კონცენტრაციითაა, ამიტომ ეცადეთ ტესტირების დღესაც ტესტის ჩატარებამდე- დილით ბევრი მოშარდოთ. ზოგადად თუ ნარკოტიკების ინტენსიური მოხმარება არ არის, ნარკოტიკების უმრავლესობა 3-5 დღეში გამოდის ორგანიზმიდან, მაგრამ არა THC - მარიხუანა. თუ ნარკოტიკების მოხმარება ინტენსიურია, მაშინ მეტი დრო სჭირდება ორგანიზმიდან დაშლის პროდუქტების გამოდევნას ვიდრე 1 კვირა და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა როდის იქნა ნარკოტიკი მიღებული, რომ ტესტმა აღმოაჩინოს. ესეც ლინკი იმ მწარმოებლის, რომლის ნერწყვის ტესტებიც არის შემოტანილი https://www.securetec.net/en/products/saliva-drug-test-drugwipe/?fbclid=IwAR3PBvaob3t0k1E_U4L-a_rUDcOPGBO97lKynRjEciniizQf75u7cLkQMk4

 

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 27
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით ფორუმელებს.    ვფიქრობ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება, მოვამზადე სპეციალურად ყველასთვის ვისაც კი  აინტერესებს   თუ როგორ მუშაობს პოლიციის მიერ ახლად შემოტანილი ნერწყვის ტესტები.   მო

წუხელ ჩემს თვალს წინ გააჩერეს მანქანა,გადმოიყვანეს ორი როჟა და ორივე გაშმონეს,მერე მძღოლი შეამოწმეს ნარკოტესტზე,მაგრამ სუფთა აღმოჩნდა და გაუშვეს

არა დაბოლილი არ ყოფილან უბრალოდ არ ამოუგდო მეთქი მაგრამ დღეს გამოქვეყნდა კვლევა სადაც 72 შეამოწმეს და 34 ადამიანს ამოუვარდა, მათ შორის მარიხუანა   https://www.interpressnews.ge/ka/article/560727-pat

Posted Images

საინტერესო ამბავია

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 კვირის შემდეგ...

ისევ არის ეს ნერწყვის ტესტები, იყენებენ ? არ გამიგია ვინმე დაეჭიროთ ამ ფაქტზე.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

geogrow4
 

როგორ არ იყენებენ მე გამიგია რომ იყენებენ, მაგრამ არ ვიცი ვინმე დააჯარიმეს თუ არა, ეგ არ გამიგია და რო არ ამოუგდო ეგეთი ბევრი გამიგია

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh
მოიცა მოიცა! დაბოლილზე არ აჩვენა ტესტმა ვერ გაუგეს? პირადად იცნობ ეგეთ ხალხს?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 კვირის შემდეგ...

nothigh

მოიცა მოიცა! დაბოლილზე არ აჩვენა ტესტმა ვერ გაუგეს? პირადად იცნობ ეგეთ ხალხს?

 

არა დაბოლილი არ ყოფილან უბრალოდ არ ამოუგდო მეთქი მაგრამ დღეს გამოქვეყნდა კვლევა სადაც 72 შეამოწმეს და 34 ადამიანს ამოუვარდა, მათ შორის მარიხუანა

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/560727-patrulis-mier-narkotestit-74-mzgoli-gadamocmda-romeltagan-34-s-narkotikebis-zemokmedebis-kvesh-mankanis-martva-daudasturda/?fbclid=IwAR1dPg4kwsFi8ma8TSrW9iTnZePyQRs-0JDUSsEx7nXUPKqSgBHQPQfgkoI

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

არა დაბოლილი არ ყოფილან უბრალოდ არ ამოუგდო მეთქი მაგრამ დღეს გამოქვეყნდა კვლევა სადაც 72 შეამოწმეს და 34 ადამიანს ამოუვარდა, მათ შორის მარიხუანა

 

აქცენტი არ ყოფილა მოსაწევი თორე ჩემის აზრით ეგრევე მარიხუანით დაიწყებდნენ  ​ 

რედაქტირებულია vegas-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...