Guest negatoni დარეპორტება თემის თარიღი: სექტემბერი 16, 2015 გამარჯობათ . კარგი აზრია ფორუმის გასხსა ძალიან მაინტერესებს რა ჯიშები მოდის საქართველოში და რამდენი აქვს ტჰც ის შემცველობა . ნუ განვიხილოთ ამ თემაში საქართველოში არსებული ჯიშები და შეჯვარებები და ჟიშების გამოყვანა. ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
geocanabis 205 დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 17, 2015 საქართველოში არსებული ჯიშები საინტერესო თემაა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა რიცხვებიდან დაწყებული შემოდიოდა შუა აზიის საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნებიდან. მაგალითად, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი,თურქმენეთი ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის გვერდით არიან. ეს ქვეყნები კი ცნობილია თავიანთი ლენდრეისებით, ანუ იქ კანაბისი ბუნებრივად იზრდება და ჩვენი რუდერალისისაგან განსხვავებით ინდიკებისა და ჰიბრიდებისაგან შედგებიან. სატივები კი უფრო ტროპიკულ მხარეებში გვხვდება ბუნებრივად. მაგალითად მექსიკაში, კოლუმბიაში, იამაიკაში, ბრაზილიაში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში და ა.შ. სწორედ აქედან არის აღებული დღევანდელი კომერციული ჯიშების სრული უმრავლესობა. საქართველოში მარიხუანას თესლის შემოტანა დაიწყეს მეზობელი სახელმწიფოებიდან. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯარისკაცებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებოდნენ საბჭოთა ჯარის განაწილებით. ამ ქვეყნებიდან ჩამოტანილი კაკლების შთამომავლები არიან დღევანდელი ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ქაოსურად ერთმანეთში ჯვარდებოდნენ და ასეთი სახით მოაღწიეს დღემდე. ზოგიერთ მებაღეს ერთიდაიგივე მცენარის თესლი შეიძლება წლების განმავლობაში ერთმანეთში ეჯვარებინა და სხვა ჯიშები არც კი მიეკარებინა თავისი მცენარეებისათვის. ეს კი ე.წ. "სელექციურ დეპრესიას" იწვევს რაც გენეტიკის შესუსტებაში გამოიხატება. ანუ როდესაც მცენარე სულ ერთსადაიმავე ყვავილედიდან აღებული კაკლებით მრავლდება, ასე რომ ვთქვათ, ისევ თავის და-ძმებთან ჯვარდება და სულ ერთი და იგივე გენეტიკა მეორდება მცენარის ეფექტი კლებულობს, ის სუსტდება, კარგავს პოტენციას და ა.შ. მხოლოდ განსხვავებული დედ-მამის შთამომავლები არიან ძლიერები. ეს ფაქტორები სელექციონერებისთვისაც პრობლემაა, რადგანაც ჯიშის დასტაბილურების პროცესიც იმავეს გულისხმობს. ფენოტიპური გაბნევადობა ასეთ დროს ძალიან ძნელი შესაკავებელია. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში შემოსული ჯიშები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა გენეტიკური მრავალფეროვნების არ ქონის გამო და ამიტომაც ვერ არის კომერციული ჯიშების დონის. მეორე მხრივ, კომერციული ჯიშები თავის თავში არ გულისხმობს რომ ყველაზე და ყველაფერზე კარგია და აუცილებლად სჯობს ლენდრეისებს. "სელექციური დეპრესია" ბუნებრივ პირობებში არ მოქმედებს. მაგალითად Afghan Kush, რომელიც 100% ინდიკაა იმდენად ძლიერი ეფექტის მქონეა, რომ მას დიდი პოპულარობა არ აქვს. ყოველდღიური მწეველი უპირატესობას ჰიბრიდებს ანიჭებს. განსაკუთრებით კი სატივას დომინანტობით, რადგანაც ინდიკა დღის განმავლობაში რამდენჯერმე რომ მოწიო ის დღე დაკარგულად ჩაითვლება მისი სხეულის ეფექტის სიძლიერის გამო. სატივა კი პირიქით - უფრო ენერგიულს გაგხდის და დღის განმავლობაში მუშაობაც კი არ გაგიჭირდება. ამიტომაცაა აუცილებელი საქართველოში ჩამოვიტანოთ ბევრი უცხოური ჯიშისა და გენეტიკის მქონე კაკლები. მოვერიდოთ ფემინიზებულებს და მამალი მცენარეების შენარჩუნებით დავმტვეროთ ქართული ჯიშები ან პირიქით, ქართული მამლებით დაიმტვეროს უცხოური დედლები. ეს საუკეთესო შემთხვევაა და ქართული გენეტიკაც გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება. ამას თავისი ცუდი მხარეც აქვს. დღეს მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემა დგას კომერციული ჯიშების პოპულარობის გამო. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იამაიკა, მაროკო, მალავი, სვაზილენდი და ა.შ. ხალხი უპირატესობას კომერციულ ჯიშებს ანიჭებს, რომლებიც დიდ მოსავალს იძლევა და ადგილობრივი ლენდრეისები გადაშენების და კომერციულებთან გენეტიკის შერევის საფრთხის წინაშე დგანან. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გავაახლოთ ქართული გენეტიკა, მაგრამ ამავდროულად ვიზრუნოთ მასზე და შევეცადოთ არ დავკარგოთ. დავიწყოთ საუკეთესო ეგზემპლარების შეგროვება. დავკავდეთ სელექციით და შეიძლება, ჩვენი სიტყვაც ვთქვათ მსოფლიო ბაზარზე თუ მოვახერხეთ და კარგი გენეტიკის ადგილობრივი ჯიშები შევაგროვეთ. ციტატა GEOCANABIS.COM ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
levan2004 0 დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 18, 2015 გამარჯობათ . კარგი აზრია ფორუმის გასხსა ძალიან მაინტერესებს რა ჯიშები მოდის საქართველოში და რამდენი აქვს ტჰც ის შემცველობა . ნუ განვიხილოთ ამ თემაში საქართველოში არსებული ჯიშები და შეჯვარებები და ჟიშების გამოყვანა. რა ჯიში იზრდება საქართველოში ეს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ სად მოვიძიოთ კარგი გასამრავლებელი თესლი, ბოლო რამდენიმე წელია რაც რომ იტყვიან ტყულად ვწვალობ. ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
weed man 23 დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 19, 2015 @levan2004, კარგ მოსაწევს სადაც გასინჯავ სთხოვე კაკლები და ეგ იქნება. თუმცა არის შესაძლებლობა იმისაც რომ სუსტის კაკლით ძალიან კარგი გაიზარდოს და ძლიერის კაკლით სუსტი მაგრამ ნუ ეს ძალიან იშვიათად. ციტატა Stay Tuned And Keep Smoking ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Guest negatoni დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 21, 2015 , კარგი სიახლე იყო მადლობა, რა მაინტერესებს THC ს როგორ ზომავენ ? რამე საზომი არის ? ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
weed man 23 დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 22, 2015 , http://www.420magazine.com/forums/cannabis-facts-information/75107-thc-potency-how-s-measured.html კარგად არის ახსნილი, თუ ვერ გაიგე მოკლედ გეტყვი რომ საზომი არაა, სამეცნიერო დონეზე იზომება THC, რიგითი ტიპი ვერ იჩალიცებს შესაბამისი აღჭურვილობებია საჭირო. ციტატა Stay Tuned And Keep Smoking ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
patik 2 დარეპორტება პოსტის თარიღი: სექტემბერი 27, 2015 ქართული ჯიშები მართლაც საინტერესო თემაა. მომიცევია საქართველოში ისეთი მოსაწევები, რომ ეგეთი მაგარი არც საზGვარგარეთ შემხვდა სადმე და ვერც საიტზე იყიდი ეგეთ თესლს. სერიოზულად ვფიკრობ შევაგროვო და გავამრავლო ქართული "ასობი" ჯიშები)) ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
nothigh 2.534 დარეპორტება პოსტის თარიღი: ოქტომბერი 15, 2015 ქართული ჯიშები მართლაც საინტერესო თემაა. მომიცევია საქართველოში ისეთი მოსაწევები, რომ ეგეთი მაგარი არც საზGვარგარეთ შემხვდა სადმე და ვერც საიტზე იყიდი ეგეთ თესლს. სერიოზულად ვფიკრობ შევაგროვო და გავამრავლო ქართული "ასობი" ჯიშები)) შეიძლება მაგის ჩალიჩი ორგანიზება უნდა გავუკეთოთ და მთელი საქართველოდან შევაგროვოთ. ერთი კაცისთვის ძნელია ამხელა პროექტის დაწყება. რაც მეტი ხალხი იქნება ჩართული მით უკეთესი გამოვა ციტატა რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი. თესლის სწორი გაღვივება 50 ვატიანი ბიუჯეტური რეპორტი ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
WhiteWindow 1 დარეპორტება პოსტის თარიღი: ოქტომბერი 15, 2015 რა ჯიში იზრდება საქართველოში ეს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ სად მოვიძიოთ კარგი გასამრავლებელი თესლი, ბოლო რამდენიმე წელია რაც რომ იტყვიან ტყულად ვწვალობ. მეგობარმა მომცა რაღაც თესლები გაზაფხულზე და დავთესე 20 დღის უკან ავიღე მოსავალი ტარიანით კაი ქეში 8 კაცი ძირს ეგდო night-blue 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
night-blue 67 დარეპორტება პოსტის თარიღი: ოქტომბერი 15, 2015 მეგობარმა მომცა რაღაც თესლები გაზაფხულზე და დავთესე 20 დღის უკან ავიღე მოსავალი ტარიანით კაი ქეში 8 კაცი ძირს ეგდო ჰოო ბოროტი რაღაც იყო ეგ ნამდვილად ციტატა hello there ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Recommended Posts
შემოუერთდით საუბარს
თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.