მოგესალმებით პარტიზან მებაღეებს, ამ რეპორტში შემოგთავაზებთ Humboldt Seed Organization ის რეპორტს
სტრეინები: 3 Amherst Sour Diesel & 3 Blue Dream & 1 Bubba's Gift
გახსენით სპოილერი
რეპორტი დაიწყო გროუ ბოქსში, 400 ვატიან მეტალოჰალოგენზე, გამოყენებული იყო ორგანიკა რამდენიმეჯერ, შესაბამისი ზომის შემდეგ გადავიდა მიწაში და აქედან დაიწყო პარტიზანული მებაღეობა. გროუ ბოქსში გახსენით სპოილერი გამგზავრება გადასატან ადგილამდე მოხდა რკინის სეიფით გახსენით სპოილერი პირველი ლოკაცია, აქ გადავიდა Blue Dream, იდეაში ვაპირებდით 2-3 ძირის გადატანას მაგრამ დაგვხვდა კლდე და მხოლოდ 1 ორმოს ამოთხრა შევძელით შუა კლდეში რომელმაც წაიღო 7-8 საათი, არის დაახლოებით 200 ლიტრიანი ორმო, ავავსეთ ტყის საუკეთესო მიწით დაახლოებით 15-20 მეშოკი, დაემატა მულჩი 6-7 მეშოკი გახსენით სპოილერი მეორე ლოკაცია, აქ გადავიდა 3 ძირი ( 2 Amherst Sour Diesel და Bubba's Gift), მიწა არის საუკეთესო, კარაქივით, ძალიან დიდი ორმოები გავაკეთეთ, დაახლოებით ესეც 200 ლიტრამდე იქნებოდა ალბათ გახსენით სპოილერი მესამე ლოკაცია, აქაც 3 ძირი გადავიდა, ( 2 Blue Dream და Amherst Sour Diesel ) მიწა აქ არის ძალიან კარგი მაგრამ რაღაც სიღრმის ქვევით იწყება კლდოვანი ფენა და ძირითადად სიგანეზე გაიტანს ფესვებს და არა სიღრმეზე. გახსენით სპოილერი ეხლა ზოგადი ინფორმაცია, გადარგვის შემდეგ ვიყავით მხოლოდ ერთხელ ასულები, ისიც 2 კვირის შემდეგ, ამ ბოლო ასვლის შემდეგ გავიდა კიდევ 2 კვირა და უახლოეს დღეებში ისევ ავალთ, ძირებს გაუკეთდა სეტკები და დაცულია სეტყვისგან და ყველაფრისგან რაც შეიძლება ციდან ჩამოცვივდეს, თუმცა ამის მიუხედავად რაღაც მწერები ცოტცოტას ჭამენ, ის შეჭმული და დაზიანებული ფოთლები მოვაძრეთ და წამოვიღეთ და ეფექტი ქონდა ძალიან კარგი , დაუჯერებლად კარგიც კი ამ პერიოდისთვის. გვაქვს წყლის პრობლემა
, წყლის აქ თრევა არის ძალიან დიდი პრობლემა, სამივე ლოკაცია არის ძალიან შორს იმ ადგილიდან სადაც მანქანას ვაყენებთ, ასვლაც კი ძალიან გვიჭირს