Amherst Sour Diesel & Blue Dream & Bubba' Gift (Humboldt Seed)


Recommended Posts

მოგესალმებით პარტიზან მებაღეებს, ამ რეპორტში შემოგთავაზებთ Humboldt Seed Organization ის რეპორტს

 

 

humboldt-seeds_512x270.jpg

სტრეინები: 3 Amherst Sour Diesel & 3 Blue Dream & 1 Bubba's Gift

 

გახსენით სპოილერი

 

amherst-sour-diesel-humboldt-seeds.jpgblue-dream-feminized.jpgHSO-BUBBASGIFT-0107.jpg

 

 

 

 

რეპორტი დაიწყო გროუ ბოქსში, 400 ვატიან მეტალოჰალოგენზე, გამოყენებული იყო ორგანიკა რამდენიმეჯერ, შესაბამისი ზომის შემდეგ გადავიდა მიწაში და აქედან დაიწყო პარტიზანული მებაღეობა.

 

 

 

გროუ ბოქსში

გახსენით სპოილერი

 

 

 

გამგზავრება გადასატან ადგილამდე მოხდა რკინის სეიფით 

გახსენით სპოილერი

 

 

 

 

 

პირველი ლოკაცია, აქ გადავიდა Blue Dream, იდეაში ვაპირებდით 2-3 ძირის გადატანას მაგრამ დაგვხვდა კლდე და მხოლოდ 1 ორმოს ამოთხრა შევძელით შუა კლდეში რომელმაც წაიღო 7-8 საათი, არის დაახლოებით 200 ლიტრიანი ორმო, ავავსეთ ტყის საუკეთესო მიწით დაახლოებით 15-20 მეშოკი, დაემატა მულჩი 6-7 მეშოკი

გახსენით სპოილერი

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ლოკაცია, აქ გადავიდა 3 ძირი ( 2 Amherst Sour Diesel და Bubba's Gift), მიწა არის საუკეთესო, კარაქივით, ძალიან დიდი ორმოები გავაკეთეთ, დაახლოებით ესეც 200 ლიტრამდე იქნებოდა ალბათ

გახსენით სპოილერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე ლოკაცია, აქაც 3 ძირი გადავიდა, ( 2 Blue Dream და Amherst Sour Diesel )

მიწა აქ არის ძალიან კარგი მაგრამ რაღაც სიღრმის ქვევით იწყება კლდოვანი ფენა და ძირითადად სიგანეზე გაიტანს ფესვებს და არა სიღრმეზე.

გახსენით სპოილერი

 

 

 

 

 

ეხლა ზოგადი ინფორმაცია, გადარგვის შემდეგ ვიყავით მხოლოდ ერთხელ ასულები, ისიც 2 კვირის შემდეგ, ამ ბოლო ასვლის შემდეგ გავიდა კიდევ 2 კვირა და უახლოეს დღეებში ისევ ავალთ, ძირებს გაუკეთდა სეტკები და დაცულია სეტყვისგან და ყველაფრისგან რაც შეიძლება ციდან ჩამოცვივდეს, თუმცა ამის მიუხედავად რაღაც მწერები ცოტცოტას ჭამენ, ის შეჭმული და დაზიანებული ფოთლები მოვაძრეთ და წამოვიღეთ და ეფექტი ქონდა ძალიან კარგი , დაუჯერებლად კარგიც კი ამ პერიოდისთვის. გვაქვს წყლის პრობლემა , წყლის აქ თრევა არის ძალიან დიდი პრობლემა, სამივე ლოკაცია არის ძალიან შორს იმ ადგილიდან სადაც მანქანას ვაყენებთ, ასვლაც კი ძალიან გვიჭირს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 113
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით პარტიზან მებაღეებს, ამ რეპორტში შემოგთავაზებთ Humboldt Seed Organization ის რეპორტს     სტრეინები: 3 Amherst Sour Diesel & 3 Blue Dream & 1 Bubba's Gift   გახსენით სპოილე

////////////////////რეპორტის განახლება////////////////////   დღეს ვიყავით ასულები სამივე ლოკაციაზე, მდგომარეობა ისევ მსგავსია როგორიც აქამდე იყო. წყალი არ დაგვისხამს, არც სასუქი. უბრალოდ მოვინახულეთ

ჰარვესთი შედგა, მგონი ყველა ძირი მზად იყო ასაღებად, ბუბბას გიფტი გარეგნულად იმავენაირი იყო როგორიც აქამდე, ბლუ დრიმი შედარებით გამუქებული, ხოლო ამრჰესტის სამივე ძირი იყო გაშავებული     წონები: ბლუ

Posted Images

წარმატებები დიდი შრომა გაქვთ ჩადებული და დაგიფასდებათ აუცილებლათ, ისე ბავშვის პამპერსები რო გეყიდათ დაგეშალათ და მაგ მიწაში გაგერიათ ძაან კარგს იზავდით, მორწყვასთან გაკავშირებულ სირთულეებს ერთიორათ შეგიმსუბუქებდათ.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას, ძალიან ცოტა რეპორტია გარეთ, იმედია მოიმატებს რეპორტები, გარეთ ყოველთვის უფრო საინტერესოა ვიდრე გროუ ბოქსში :default_tyanet:

სამივე დიდი ზომის სტრეინია და იმედი გვაქვს ძალიან დიდები გაიზრდება და კარგ მოსავალსაც მოგვცემს, უბრალოდ წყლის თემაზე გვაქვს რამე მოსაფიქრებელი

 

 

რამდენჯერაც ავედი იმდენჯერ ვთქვი ასე წვალებად არ ღირსთქო მაგრამ მაინც ვაძალებთ თავს და ავდივართ

თავიდან იყო ყველაზე რთული, პირველმა ლოკაციამ მთლიანი დღე წაიღო, გზაში დაგვაღამდა ტყეში, იმდენად ცუდი ადგილია რომ სამჯერ ვიყავით მაგრამ მაინც მაპის გარეშე გვიჭირს ასვლა-ჩამოსვლა.

მეორე და მესამე ლოკაცია არის ძალიან მაღლა, ტვინში სისხლი ჩაგვექცა იქ სიარულით თან ასეთ სიცხეში საერთოდ საშინელებაა.

 

 

ზრდის ტემპი მაინცდამაინც არ მოგვწონს, ბოქსში აშკარად უფრო ჩქარა მიდიოდა, შეიძლება უწყლობის ბრალია მაგრამ წვიმები საკმარისად იყო იმ პერიოდში, თუმცა სტრესები აიკიდა, რკინის სეიფით რომ წავიღეთ ტაოტი და რკინის მტვერი დარჩა ფოთლებზე, ზოგს თავი გადაუტყდა და დავატოპინგეთ, თან მოსარწყავები იყვნენ რამდენიმე დღის როდესაც გადასარგავად ავიტანეთ, მერე მეორე ლოკაციაზე რომ დავასრულეთ მუშაობა, მესამეს ვეღარ ვასწრებდით გვაღამდებოდა და ტყეში დავტოვეთ ქოთნებით მესამე ლოკაციისთვის და მეორე დღეს რომ ავედით უკვე ძაან მოწყენილები იყვნენ, გადავრგეთ, 5-5 ლიტრი წყალი დავუსხით თითოს გადარგვისას და ეგრევე დაიწყეს აზრზე მოსვლა, სადღაც 1 საათში თავები გაასწორეს და ფოთლებიც ნელნელა ისევ მყარად აწიეს, ამ ყველაფერს რომ მოვრჩით მას შემდეგ 1-ხელ ვიყავით, 2 კვირის შემდეგ და დაგხვდა ცუდი მდგომარეობა, იყვნენ გაზრდილები მაგრამ ბევრად მეტს ველოდით, ფერი ქონდათ ყველას გაღიავებული, ქვედა ფოთლები გაყვითლებული და დამჭკნარი და ზოგი ფოთოლი შეჭმული რაღაც მწერებისგან. Bubba's Gift ს კიდე ღერო გაუიასამნისფერდა და ყველაზე დიდი 2 ფოთოლიც, კაროჩე სერიოზული სტრესები აქვთ აკიდებული და იმედია გაიტანენ, ეხლა 2 კვირაა გასული ბოლო ასვლიდან და ძაან გვაინტერესებს როგორი იქნება, ამდღეებში წავალთ და ვნახოთ როგორ იქნებიან

 

 

 

Bubba's Gift გადარგვისას

 



 

რედაქტირებულია Tarantino-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

საღოლ მაგრად დაიწყეთ რეპორტიც და სეზონიც 

 

მე მაგას ვაკეთებ უკვე ბევრი წელია და ვიცი რამდენი შრომაც უნდა. თანაც წყლის პრობლემა მეც მაქვს.

 

რაც შემიძლია გითხრათ არის:

 

1) ბადე მარტო ზემოდან კიარა გვერდებიდანაც უნდა. რადგანაც ეგეთ უღრან ტყეში შველიც ბევრია, ტახიც და კურდღელიც და დამიჯერე ყველაფერი ჭამს მოსაწევს. ეგეთი რკინის თუ არა ბევრად უფრო იაფიანი პლასმასის ალტერნატივებია რაც იმავე საქმეს გააკეთებს რასაც მაგსისქე რკინის ბადე

 

2) წყლის პრობლემა აწი სულ უფრო და უფრო მოგემატებათ. დიდი მცენარე = ბევრი წყლის აორთქლებას. სანამ წვიმებია ეს ივნისი კიდე გაქაჩავს მაგრამ აგვისტოში დაენძრევათ თუ კვირაში მინიმუმ 1 ხელ მაინც არ მორწყეთ და ბევრად უკეთესი მულჩი თუ არ ექნა. თბილისის მიდამოებში ძალიან პრობლემაა წყალი თან მაგსიმაღლეზე და თან ეგეთი თხელი ნიადაგის პირობებში, სადაც არ არის მარაგი და გრუნტის წყალი ახლოს. ასე რომ წყალზე ბევრი უნდა იწვალოთ

 

3) იმედია ყვავილობას მალე დაიწყებენ და მალე შეძლებთ მოსავლის აღებას. მე 1400მ+ ყვავილობას სექტემბრის ბოლომდე ვერ დავაწყებინე ეს ბოლო წლებია და ოქტომბერში უკვე თოვდება ხოლმე. მინიმუმ ირგვლივ სიმწვანე ქრება და ხეებს ფოთლები ცვივდება და ა.შ. მოკლედ აზოტიან სასუქებთან ფრთხილად იყავით რომ ყვავილობის დაწყებას ხელი არ შეეშალოს.

 

 

საერთო ჯამში წინ დიდი სიამოვნება გელით ამ პროცესით და იმედია მოსავლითაც. წარმატებები 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

Tarantino მთლად ეგეთ სიმაღლეზე არ მაქვს მაგრამ სადღაც 500 მეტრს გავდივარ წყალი მაქვს იქვე ეგ პლიუსი მაქვს წელს ავარჩიე ისეთი სთრენები რომლებიც გარეთ გასაზრდელად არის რეკომენდირებული და გაამართლა .. შარშან არ დავკვირვებივარ მაგას და ბევრი დამებრიდა ეგეთ ადგილზე ძაღლი მცენარეები უნდა აიტანო ..

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh
გვერდებიდან დაცვა საინტერესოა, ცხოველი არა მაგრამ ტახის ნაკვალევი იყო, საკმაოდ დიდი ზომის სხვადასხვა უცნაური ფრინველები საკმაოდ არიან აქ, მათ შორის არწივიც.

აქ არის სავარაუდოდ ტახის ნაკვალევი, შეიძლება ფოტოზე კარგად არ ჩანს, მაგრამ ნაჯიჯგნი ქონდა მიწა და ნაკვალევიც იყო

 

 

 

უკეთესი მულჩი როგორ გავაკეთოთ? ტყეში ფოთლებით ავავსეთ მეშოკები და ისინი დავაყარეთ საკმაოდ ბევრი, ბოლოს რომ ავედით დამჭკნარი და დაპატარავებული იყო მულჩის ფენა და კიდევ დაიმატებს ალბათ ერთი იმდენს, სხვა რა შეგვიძლია?

 

 

gaftxva
ჰუმბოლდტის სტრეინებია, ყველა ერთმანეთზე ამტანი და ძაღლია, ძალიან დიდები და ძლიერები უნდა გაიზარდოს წესით, ვნახოთ ერთად როგორ წავა ამათი საქმე

 

 

 

 

 


 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

პირველი სტრესი არის მაგ ჩახვეული ფესვით გადარგ ა მაგას უკვე აქვს მიმართულება მიცემული და მაგისთვის ჯობდა ორმო სიღრმეზე კი არა არამედ სიგანეზე გაგეტანათ და მაქსიმუმ 60-70 ლიტრაზე

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

პირველი სტრესი არის მაგ ჩახვეული ფესვით გადარგ ა მაგას უკვე აქვს მიმართულება მიცემული და მაგისთვის ჯობდა ორმო სიღრმეზე კი არა არამედ სიგანეზე გაგეტანათ და მაქსიმუმ 60-70 ლიტრაზე

ეგეთი ჩახვეული ფესვი ყველაზე მეტად Bubba's Gift -ს ქონდა და ეს უკანასკნელი არის კარაქივით მიწაში, ორმოს გაკეთებაც არ სჭირებოდა იდეაში იმდენად რბილი მიწაა, ამიტომ სიღრმეც და სიგანეც თავისუფლად ექნება

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...