2020 წლის კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევა


Recommended Posts

ხარ მებაღე? მიიღეთ მონაწილეობა 2020 წლის კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარში 2139.png (ენებში აირჩიეთ ქართული)

 

https://curtin.au1.qualtrics.com/jfe/form/SV_8BodMskjrEouvid?&CountryURL=georgia&fbclid=IwAR2DJ5nKTesaYBx46zqo8VEmkJyoRzHbQdOyw1OGsIb7qsjr7mHL_ehHwPc

 

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020

 

ინფორმაცია კვლევის შესახებ და თანხმობის ფორმა

 

შესავალი: მოცემული კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს  13 ქვეყანაში  (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი.

 

ვინ ატარებს კვლევას? მოცემული კითხვარი შექმნილია „კანაფის კულტივაციის გლობალური კვლევის კონსორციუმის“ მიერ, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანაფის საშინაო კულტივაციის უკეთ გაგებით. საქართველოს ფარგლებში კი, აღნიშნულ კვლევას ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია. 

 

რა მოხდება, თუ  კვლევაში მონაწილეობას გადავწყვეტ? კვლევაში თქვენი მონაწილეობა სრულიად მოხალისეობრივია. თუ კითხვარის შევსებას დაიწყებთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მონაწილეობა ბრაუზერის დახურვით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, არ უპასუხოთ არასასურველ შეკითხვებს. 

 

შესაძლო რისკი და სარგებელი: თქვენი კვლევაში მონაწილეობა სრულიად ანონიმურია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ არანაირ ინფორმაციას და, მათ შორის, არც თქვენი IP მისამართი იქნება გამოყენებული არანაირი მიზნით. კვლევაში მონაწილეობისათვის ფინანსური ჯილდო გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობით თქვენ პირდაპირ სარგებელს ვერ იღებთთქვენ შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ კანაფის მცირემასშტაბით კულტივაციის შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესებაში.

 

გამოკითხვაში მონაწილის უფლებები: თქვენ შეგიძლიათ კვლევასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ შეკითხვებით მიმართოთ და/ან უფლებების დარღვევის შესახებ  აცნობოთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი პროექტების ეთიკურობის დამდგენ კომისიას, რომელმაც განახორციელა მოცემული კვლევის ეთიკური შეფასება და პირადად დაუკავშირდეთ - ჯანა ჯავახიშვილს - darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge

ხოლო თუ გაგიჩნდათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები ან პრობლემები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge 599538171

 

კითხვარის შევსება“ ღილაკზე დაჭერით/დაწკაპუნებით, მე ვადასტურებ, რომ:

ü  მომაწოდეს ინფორმაცია კვლევის პროცედურებსა და მიზნებზე.

ü  მომაწოდეს საკონტაქტო ინფორმაცია იმ შემთხევისთვის, თუ გამიჩნდება კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა.

ü  ვიცი, შემიძლია ნებიმიერ მომენტში შევწყვიტო კვლევაში მონაწილეობა.

ü  ვიცი, მოცემული კვლევის ფარგლებში არ გროვდება ჩემი მაიდენტიფიცირებელი არანაირი ინფორმაცია, IP მისამართის ჩათვლით.

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 5 თვის შემდეგ...

მეგობრებო გთხოვთ შეავსოთ კითხვარი :jump:

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...