nothigh 2.534 დარეპორტება თემის თარიღი: ოქტომბერი 8, 2020 ხარ მებაღე? მიიღეთ მონაწილეობა 2020 წლის კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარში (ენებში აირჩიეთ ქართული) https://curtin.au1.qualtrics.com/jfe/form/SV_8BodMskjrEouvid?&CountryURL=georgia&fbclid=IwAR2DJ5nKTesaYBx46zqo8VEmkJyoRzHbQdOyw1OGsIb7qsjr7mHL_ehHwPc კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020 ინფორმაცია კვლევის შესახებ და თანხმობის ფორმა შესავალი: მოცემული კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს 13 ქვეყანაში (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი. ვინ ატარებს კვლევას? მოცემული კითხვარი შექმნილია „კანაფის კულტივაციის გლობალური კვლევის კონსორციუმის“ მიერ, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანაფის საშინაო კულტივაციის უკეთ გაგებით. საქართველოს ფარგლებში კი, აღნიშნულ კვლევას ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია. რა მოხდება, თუ კვლევაში მონაწილეობას გადავწყვეტ? კვლევაში თქვენი მონაწილეობა სრულიად მოხალისეობრივია. თუ კითხვარის შევსებას დაიწყებთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მონაწილეობა ბრაუზერის დახურვით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, არ უპასუხოთ არასასურველ შეკითხვებს. შესაძლო რისკი და სარგებელი: თქვენი კვლევაში მონაწილეობა სრულიად ანონიმურია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ არანაირ ინფორმაციას და, მათ შორის, არც თქვენი IP მისამართი იქნება გამოყენებული არანაირი მიზნით. კვლევაში მონაწილეობისათვის ფინანსური ჯილდო გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობით თქვენ პირდაპირ სარგებელს ვერ იღებთ, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ კანაფის მცირემასშტაბით კულტივაციის შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესებაში. გამოკითხვაში მონაწილის უფლებები: თქვენ შეგიძლიათ კვლევასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ შეკითხვებით მიმართოთ და/ან უფლებების დარღვევის შესახებ აცნობოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი პროექტების ეთიკურობის დამდგენ კომისიას, რომელმაც განახორციელა მოცემული კვლევის ეთიკური შეფასება და პირადად დაუკავშირდეთ - ჯანა ჯავახიშვილს - darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge ხოლო თუ გაგიჩნდათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები ან პრობლემები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge 599538171 “კითხვარის შევსება“ ღილაკზე დაჭერით/დაწკაპუნებით, მე ვადასტურებ, რომ: ü მომაწოდეს ინფორმაცია კვლევის პროცედურებსა და მიზნებზე. ü მომაწოდეს საკონტაქტო ინფორმაცია იმ შემთხევისთვის, თუ გამიჩნდება კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. ü ვიცი, შემიძლია ნებიმიერ მომენტში შევწყვიტო კვლევაში მონაწილეობა. ü ვიცი, მოცემული კვლევის ფარგლებში არ გროვდება ჩემი მაიდენტიფიცირებელი არანაირი ინფორმაცია, IP მისამართის ჩათვლით. geogrow4 1 ციტატა რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი. თესლის სწორი გაღვივება 50 ვატიანი ბიუჯეტური რეპორტი ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
nothigh 2.534 დარეპორტება პოსტის თარიღი: აპრილი 5, 2021 მეგობრებო გთხოვთ შეავსოთ კითხვარი ციტატა რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი. თესლის სწორი გაღვივება 50 ვატიანი ბიუჯეტური რეპორტი ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Recommended Posts
შემოუერთდით საუბარს
თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.