ტექნიკური საკითხები ბოქსის აწყობის დროს


Recommended Posts

ბოქსის აწყობის დროს გვიჩნდება უამრავი შეკითხვა. მე ამ პოსტში შევეცდევი, ავხსნა ყველა ის ტექნიკური კითხვა რაც თან ზდევს ბოქსის აწყობას. ამისათვის ეტაპობრივად დავდებ ყველა იმ საკვანძო საკითხებს რაც ჩემი აზრით თქვენში ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ ამავდროულად დამჭირდება თქვენი დახმარება რათა ავხსნა თქვენთვის საინტერესო ტექნიკური ფაქტები.


ყველაფერი განათების შესახებ


ამ პოსტის მიზანია  დაგეხმაროთ თქვენთვის საჭირო განათების ტიპის შერჩევაში. [/size]სანამ სხვადასხვა ტიპის ნათურებზე ლაპარაკს დავიწყებდეთ, ჯერ განვიხილოთ ზოგადი საკითხები, თუ როგორ უნდა დავითვალოთ ჩვენთვის  საჭირო განათების რაოდენობა.[/size]
 
ლუმენი არის ერთეული რომელიც ასახავს ადამიანისთვის ხილული სინათლის სრულ რაოდენობას გამოსხივებულს წყაროს მიერ.
 
ვატი არის სიმძლავრის ერთეული, რომელიც ახასიათებს განათების წყაროს მოხმარებულ ენერგიას ერთი საათის განმავლობაში. ( როდესაც ნათურას აწერია 40 ვატი ესეიგი ის მოიხმარს  40 ვატ/სთ, ანუ 0,04 კვტ/სთ ელექტრო ენერგიას)
 
http://s23.postimg.cc/pe8oz6ht7/Watts_vs_Lumens.jpg
 
შესაბამისად ადვილი მისახვედრია, რომ მცენარის გაზრდის დროს გვაინტერესებს სინათლის რაოდენობა (ლუმენები) და არა სინათლის წყაროს მოხმარებული ელექტრული ენერგია (ვატები).
შემდეგ უკვე ისმის კითხვა, თუ რა რაოდენობა ლუმენი გვჭირდება ერთ მცენარეზე ან კვადრატულ მეტრზე,  კუბურ მეტრზე და ა.შ.
კარგ შემთხვევაში ერთი კვადრატულ მეტრს ჭირდება 33000 ლუმენი. მხოლოდ იდეალურ ვარიანტში 75000 - 110 000 ლუმენამდე. ცნობისთვის, მზის სხივი ასხივებს 110 000 ლუმენს კვადრატულ მეტრზე (მზიან ზაფხულის დღეში). 
ასე რომ, უპირველესად გამოთვალეთ გროუ ბოქსის კვადრატული ფართი. დაუშვათ თუ თქვენი ბოქსის სიგრძა 1,2 მეტრი და სიგანე 0,8 მეტრი, შესაბამისად 1,2 მ X 0,8 მ = 0,96  მმ2  ანუ თითქმის ერთი კვადრატული მეტრი.

http://s17.postimg.cc/yyjop0b3z/download.jpg


ცნობისთვის 1000 ვატიანი High Pressure Sodium - ის ტიპის განათება ანათებს 107 000 ლუმენს, რაც ჩვენს ზემოთ შერჩეულ გროუ ბოქს (0,8 x 1,2 მ) იდეალურად გაანათებდა.
გაითვალისწინეთ, რომ განათების წყარო რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს მცენარესთან, ოღონთ ისე რომ არ დაწვას და გამოაშროს  მცენარის ფოთლები. 
მიიტანეთ ხელი მცენარესა და განათებას შორის, თუ უსიამოვნოთ ხელი გაგიხურდებათ ან დაგეწვებათ, მაშინ მცენარეც არასასურველ სიცხეში იზრდება.

http://s23.postimg.cc/o30xqpm7f/how_to_get_rid_of_root_rot.jpg

 
განათების წყაროს ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ ავღნიშნე სიმძლავრე (ვატები) არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი განათების ტიპის შერჩევისას.  ერთნაირი სიმძლავრის, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ნათურები ხასიათდებიან სხვადასხვა სინათლის გამოსხივების რაოდენობით (ლუმენებით).  შედარებისათვის 300 ვატის ვარვარების (incandescent) ნათურა ასხივებს 5100 ლუმენს, როცა იგივე 300 ვატიანი ჰალოგენის (Metal Halide) ნათურა ასხივებს 27000 ლუმენს, მაგრამ მოიხმარს იგივე რაოდენობა ელექტრო ენერგიას.
 
 

http://s24.postimg.cc/hc67spo9h/Metal_halide_400w_hsi_thx.jpg

 
ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რომელი ჯობია 60 ვატიანი ეკონომ ნათურა რომელსაც აქვს 5000 ლუმენი თუ 85 ვატიანი ეკონომი რომელსაც აქვს 3600 ლუმენი. ამ კითხვის პასუხი მარტივია, რომელსაც აქვს მეტი ლუმენი ის უკეთესია მცენარესთვისაც და თქვენი ჯიბისთვისაც. რადგან ნაკლები კომუნალური გადასახადის გადახდა მოგიწევთ თვის ბოლოს.

მიახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვადასხვა ტიპის განათების გამოსხივებული ენერგია (ლუმენები) ერთ ვატზე:
ვარვარების (Incandescents) - 15 ლუმენი/ვატი.
ლუმინესენციური ეკონომ ნათურა (Fluorescents) -  60-70 ლუმენი/ვატი.
ჰალოგენი (Metal halide) - 87 ლუმენი/ვატი.
სოდიუმი (High pressure sodium) - 150 ლუმენი/ ვატი


შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ  ბმულზე და გამოთვალოთ კალკულატორის მეშვეობით, თქვენთვის საინტერესო განათების შესაბამისი ლუმენების რაოდენობა ერთ ვატზე. 
http://www.rapidtables.com/calc/light/watt-to-lumen-calculator.htm
 
გარდა სინათლის რაოდენობისა (ლუმენების), დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე სინათლის სპექტრს. სინათლის სპექტრი ხასიათდება სხვადასხვა ფერის ტემპერატურით, რომლის საზომი ერთეულია კელვინი (Kelvin). სინათლის სპექტრი გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის დროს სხვადასხვა, შესაბამისად მცენარეს ვცდილობთ შეუქმნათ სეზონის ცვლილების იმიტაცია, შესაბამისად ვეგეტაციის და ყვავილობის პერიოდში სხვადასხვა სპექტრის განათებებს ვხმარობთ. 

http://s18.postimg.cc/v72l0qx55/colour_temperature_chart.png

 
მაღალი ფერის ტემპერატურაა 4600 K კელვინი და მეტი, რომელიც ახასიათებს დღის განათებას და ჩვენ ხშირად ვეძახით ცივ განათებას. რომელსაც აქვს ცისფერი, მოთეთრო ფერი.
დაბალი ფერის ტემპერატურაა 3000 K კელვინი და ქვემოთ, რომელსაც ხშირად ვეძახით თბილ განათებას. რომელსაც აქვს წითელი, მოყვითალო ფერის ტონი.
მარიხუანას ვეგეტაციის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მაღალი ფერის ტემპერატურა (4600 K და მეტი). მხოლოდ ყვავილობის პერიოდში დაბალი ფერის ტემპერატურა (3000 K და ნაკლები)

როგორც ზემოთ ვახსენე,  არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის განათება რომელიც ხშირად გვაბნევს და გვიჩენს უამრავ კითხვას. ამიტომ მოდით განვიხილოთ ყველა მათთაგანი:
 
 
http://s22.postimg.cc/jz8z3ee4x/incandescent_light_bulb.jpg                   http://s21.postimg.cc/9lpu0ad07/CFLs_vs_incandescent_growing_marijuana.jpg
ვარვარების (Incandescents) ნათურა, არის სტანდარტული სახლის განათება, რომელიც წარმოუდგენლათ არაეფექტურია და მისი მოხმარებული ელექტრული ენერგია უმეტესად  ხმარდება მის გათბობას  და არა განათებას. აგრეთვე მისი სინათლის სპექტრის გამო მისი ხმარება მცენარის გასაზრდელათ არ არის რეკომენდირებული.
 
http://s15.postimg.cc/6c3qt3n17/cfl_bulbs_341x229.jpg http://s22.postimg.cc/amhkqrp5d/download_1.jpg
          
ლუმინესენციური (Fluorescent) ნათურა, რომელიც ცნობილია როგორც ეკონომ ნათურები (CFL). ლუმინესენციური ნათურები არის ორი ტიპის მილისებური და კომპაქტეური ( Tube & Compact Fluorescent). მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის გარდა ფორმისა, ლუმინესენციური ნათურები იდეალურია დამწყებთათვის და პატარა გროუ ბოქსებისათვის. ასევე არის დაახლოებით 7 - ჯერ უფრო ეკონომიური ვიდრე ვარვარების (Incandescents), ასე რომ მათი გამოყენებით შენ მოიხმარ ნაკლებ ელექტრულ ენერგიას და  გაქვს უკეთესი განათება. ასევე ადვილია მათი ინსტალაცია, არ ღირს ძვირი და აქვს ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანობა. ბაზარზე გვხვდება სხვადასხვა სპექტრის, ვეგეტაციის პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ 6500 K (ცივი ნათების), მხოლოდ ყვავილობისას 2700 K (თბილი ნათების).
 
 
         http://s24.postimg.cc/vfrz6vitx/201_10563_GE_hid_lights_hids_468x278.jpg      http://s28.postimg.cc/fmo68j1el/download_2.jpg
 

http://s15.postimg.cc/51jf0pra3/images_1.jpg http://s14.postimg.cc/cdbelk7vl/images_2.jpg

 
მაღალი განმუხტვის (High Intensity Discharge, HID) ნათურები. სწორედ ამ ტიპის ნათურებში გადის სოდიუმის high pressure sodium (HPS) და ჰალოგენის metal halide (MH). 
მაღალი განმუხტვის ნათურები ძირითადად გამოიყენება დიდი ფართის მქომე ადგილების გასნათლებლად მაგალითად დიდი საწყობენის ქუჩების, შენობების და ა.შ. ამ ტიპის ნათურები დიდი პოპულარობით სარგებლობს მებაღეებში, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი ნათება და არიან 8-ჯერ უფრო ეკონომიურები ვიდრე ვარვარების ნათურები. მაგრამ ყველა ამ ტიპის განათების მუშაობისთვის საჭიროა ეგრედ წოდებული ბალასტი, მის გარეშე მაღალი განმუხტვის ნათურებს ვერ აამუშავებთ. ბალასტის დანიშნულებაა წარმოქმნას მაღალი რკალი, ანუ იმპულსურად მოდოს ნათურას  მაღალი ძაბვა ჩართვის და ნორმალურ რეჟიმებში.
 
http://s24.postimg.cc/ifgottd79/electronic_ballast_01.gif
   
აგრეთვე მაღალი განმუხტვის ნათურები წარმოქმნიან მაღალ ტემპერატურას და ჭირდებათ საკმაოდ ძლიერი გაგრილების სისტემა. მარიხუანას ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ჰალოგენის metal halide (MH) ტიპის ნათურა რაგან მას აქვს ცივი ნათება, მხოლოდ ყვავილობის დროს სოდიუმის high pressure sodium (HPS) ნათურა რომელსაც აქვს თბილი ნათება.
 
  http://s30.postimg.cc/o84ikfk01/images_3.jpg
 
http://s8.postimg.cc/6lvd4eyph/download_3.jpg    http://s16.postimg.cc/cnjgzhi6t/Cool_Diamond_II_LED_Grow_Light.jpg
 
დიოდური ტიპის Light Emitting Diodes (LED) ნათურები. დიოდური ტიპის ნათურები არის ახალი ტექნოლოგია რომელიც ხასიათდება გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობით; და არის ყველაზე ეფექტური და ეკონომირი. აგრეთვე აქვს ძალიან სპეციფიკური განათების სპექტრი, რომელიც იდეალურია მცენარის გასაზრდელათ 
დიოდური ტიპის ნათურები არ ხურდება, მაგრამ ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასით ხასიათდება.
 
მაგრამ მაინც რომელი უნდა შევირჩიოთ?
 
ამ კითხვაზე საპასუხოდ, საჭიროა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი: თქვენი ბიუჯეტი, ბოქსის ტიპი/ზომები, გაგრილების სისტემა და ა.შ.  
თქვენი ბიუჯეტი არის გადამწყვეტი ფაქტორი ნათურის ტიპის შერჩევისას. დაბალ ბიუჯეტიანმა მებაღეებმა უმჯობესია შეირჩიონ ლუმინესენციური (Fluorescent)  ტიპის ნათურები. თუ თქვენ გაქვთ დიდი სივრცე და დიდი ბიუჯეტი მაშინ უმჯობესი იქნება იყიდოთ მაღალი განმუხტვის ნათურები (High Intensity Discharge Lamps)  ანუ სოდიუმის და ჰალოგენის ტიპის.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ნათურებს ჭირდებათ საკუთარი ვენტილაცია და საკმაოდ დიდ ხარჯებს ითხოვს ვენტილაციის მოწყობა.  და ბოლოს დიოდურო (LED) ტიპის ნათურები იდეალურია მათვის ვინც აპირებს ზარდოს მარიხუანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ანუ თუ თქვენ გაქვთ დიდი ბიუჯეტი და აპირებთ ამ საქმიამობას მიჰყვეთ დიდხანს მაშინ თქვენთვის იდეალურია დიოდების (LED)  გამოყენება.
 
ყველაფერი გაგრილების სისტემის შესახებ

მცენარის გაზრდისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჟანგბადი. შესაბამისად ბოქსში საჭიროა ჰაერის გაგრილების/ცირკულაციის სისტემა. სისტემა შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური თუ ბოქსი დახურულ სივრცეში გვაქვს უმჯობესია ავაწყოთ აქტიური გაგრილების სისტემა ანუ გამოვიყენოთ ვენტილატორები (ქულერები), მხოლოდ თუ ბოქსი გაშლილ სივრცეში გაქვთ სადაც ნიავი მოძრაობს დაუშვათ აივანზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პასიური გაგრილება, ანუ ბოქს გაუკეთოთ გამჭოლი საჰაეროები. ამ პოსტში შევეცდები ძირითადად ავხსნა ვენტილატორების ნაირსახეობები და ელექტეული წრედის აწყობა.
ქულერების დაყენება ხდება შემდეგნაირათ, რადგან ცივი ჰაერი არის უფრო მძიმე ვიდრე თბილი, შესაბამისად დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ქულერი ერთი შემომტანი რომელიც დადგება ბოქსის ქვედა კუთხეში, მხოლოდე მეორე გამწოვი ქულერი რომელიც დადგება ბოქსის უკიდურეს ზედა წერტილში.

http://s18.postimg.cc/ceh7emudl/cool_air_in_hot_air_out.jpg

ქულერების არჩევა ხდება შემდეგნაირათ:
პირველ რიგში ვირჩევთ ქულერის სიდიდეს, იმ სპეციფიკაციით თუ რა რაოდენობის ჰაერის გატარება შეუძლია მას გარკვეული დროის შუალედში. რომ ვისაუბროთ მარტივ ენაზე და არ დავიწყოთ მათემატიკური გამოთვლები, რაც უფრი დიდია ქულერის ფრთები მით უფრო დიდი რაოდენობის ჰაერის გატარება შეუძლია მას, შესაბამისად ქულერს ვირჩევთ ფრთების ზომების მიხედვით.


მეორე რიგში დავაკვირდეთ ქულერის ელექტრულ პარამეტრებს: ქულერის სიმძლავრეს ანუ ვატებს (Watt - W), მის მუშა ნომინალურ ძაბვას ანუ ვოლტებს (Volt - V) და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქულერს იარლიყზე სიმძლავრის მაგივრად ეწეროს დენი ანუ ამპერი (Amps - A), თუ ამ სამი პარამეტიდან რომელიმე ორი მაინც ეწერება იარლიყზე მაშინ, ადვილი გამოსათვლელია მესამე პარამეტრიც რადგან
სიმძლავრე = დენი X ძაბვა. შესაბამისად თუ მარტო დენი და ძაბვა ეწერა ადვილად გამოითვლით სიმძლავრეს. რადგან სიმძლავრე ყველაზე მნიშვნელოვანია ქულერის არჩევის დროს. რაც შეეხება დენს და ძაბვას, ქულერები შეიძლება მუშაობდნენ ცვლადზე ან მუდმივ დენზე და ძაბვაზე. ქულერის იარლიყზე ხშირად გვხვდება შემდეგი მარკირება AC ~ (Alternative Current) ანუ ცვლადი დენი და DC - ( Direct Current) მუდმივი დენი. თუ ქულერს აწერია AC (ძირითადად აბაზანის ვენტილატორები) ესეიგი შეგვიძლია პირდაპირ შევაერთოთ ქალაქის ქსელში 220 ვოლტზე) ხოლო თუ ქულერს აწერია DC ( ძირითადად კომპიუტერების ქულერებს) მაშინ აუცილებლად გვჭირდება დამატებითი გამმართველი (კვების ბლოკი).

http://s10.postimg.cc/ic4vo2wah/fan_label.jpg

http://s8.postimg.cc/czouz5zjp/M538598_P01_WL.jpg

კვების ბლოკის შერჩევა ხდება შემდეგნაირად. კვების ბლოკს უნდა ჰქონდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში იმხელა სიმძლავრე რა სიმძლავრის ქულერიც გვაქვს მიერთებული ზედ ან თუ რამოდენიმე ქულერის მიერთებას ვაპირებთ, მაშინ მათი სიმძლავრეების ჯამის ტოლი ან მეტი სიმძლავრე. როგორც ზემოთ უკვე ვახსენე კვების ბლოკზეც შეიძლება ეწეროს არა სიმძლავრე არამედ დენი ამპერები, ასე რომ მგონი არ დაიბნევით,გაითვალისწინეთ ისიც რომ თუ კვების ბლოკს აქვს გაცილებით მეტი ამპერის გაცემუს საშუალება, დაუშვათ 3 ამპერის, ის არანაირად საფრთხეს არ შეუქმნის თქვენ ქულერს რომელსაც აქვს მოხმარება დაუშვათ 0,2 ამპერი, რადგან ქულერი მოიხმარს მხოლოდ იმდენ დენს რამდენიც მას უწერია საქარხნო მონაცემით. ასევე კვების ბლოკზე და ქულერებზე ხანდახან წერია ამპერები მილიამპერებში, ცნობისათვის:

1 ამპერი (A) = 1000 მილი ამპერი (mA)

კვების ბლოკის არჩევისას აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ ძაბვის მახასიათებელი. კვების ბლოკის ძაბვა უნდა იყოს ზუსტად იმდენი რაც ქულერის ძაბვაა ანუ დაუშვათ თუ 12 ვოლტია ქულერის ძაბვა, შესაბამისად კვების ბლოკიც უნდა იყოს 220 ვოლტის გარდამქმნელი 12 ვოლტზე.

http://s15.postimg.cc/cvns7yad7/MSP_100.jpg

ხშირად შეიძლება დაიბნეს ადამიანი, რადგან კომპიუტერის ქულერებს აქვთ ბევრი სხვადასხვა მისაერთებელი კაბელი სხვადასხვა ფერის. ეს იმით აიხსნება რომ PC ქულერებს უწევთ სხვადასხვა სიჩქარით ტრიალი ( დაუშვათ ხანდახან standby, sleep და სხვადასხვა რეჟიმების გამო) შესაბამისად ისინი მუშაობენ სხვადასხვა ძაბვაზე. ამიტომ სწორი კაბელის ასარჩევათ იხელმძღვანელეთ შემდეგუ სურათით.
http://s11.postimg.cc/xz5sc7y1f/ideconnector.jpg

ყოველთვის დაიცავით პოლარობა მუდმივი დენის ქულერის მიერთების დროს (ცვლადს არ ჭირდება პოლარობის დაცვა). ანუ პლიუს აერთებთ პლიუსის კაბელს და მინუსის კაბელს მინუსისას, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კვების ბლოკს არ გააჩნია პოლარობის დაცვა ქულერი დაიწვება.

თუ ვაყენებთ რამოდენიმე ქულერს ერთად აუცილებელია ისინი შევაერთოთ პარალელურად (parallel) და არა მიმდევრობით (series) იხილეთ სურათი ქვემოთ:

http://s10.postimg.cc/be0ri4y5x/images.png

ასევე გაითვალისწინეთ რომ ქულერის დაბერვის მიმართულებას ირჩევთ თქვენით. ხშირად ქულერზე გამოსახულია ისარი რომელიც დაბერვის მიმართულებას გიჩვენებთ, თუ ისარი არ აქვს მაშინ ფრთების ჭრილს დააკვირდით ან ბოლობოლო ააწყვეთ წრედი და ხელის მიტანით მიხვდებით დაბერვის მიმართულებას.

http://s16.postimg.cc/obu8nlrkl/download.jpg
ჩემი რჩევა იქნება იყიდოთ აბაზანის ქულერები, რადგან არ ჭირდება კვების ბლოკის ყიდვა. მაგრამ თუ უკვე გაქვთ კომპიტერის ან მუდმივ დენზე მომუშავე ქულერი მაშინ იმედი მაქვს ამ პოსტის მეშვეობით არ შეუშინდებით დაბრკოლებებს, და ყველაფერს ადვილათ გაართმევთ თავს.



როგორ ვაკონტროლო ბოქსში ტემპერატურა

ალბათ უკვე იცით, რომ მცენარეს უნდა შევუქმნათ ისეთი ტემპერატურული დიაპაზონი, რომელიც მას არ ავნებს და ხელს შეუწყობს ზრდის ტემპების განვითარებას. როგორც ჩემთვის ცნობილია ახალგაზრდა მცენარის იდეალური ტემპერატურა მერყეობს 20-25 გრადუსამდე, მხოლოდ რაც უფრო ხანდაზმული ხდება მცენარე, მას უკვე შეუძლია შეეჩვიოს 28 გრადუსაც კი.როგორც შევთანხმდით მე განვიხილავ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, ამიტომ ამ პოსტში შევეცდები ავხსნა, თუ როგორ შეიძლება დავიჭიროთ ჩვენთვის სასურველი ტემპერატურული დიაპაზონი ჩვენს გროუ ბოქსში.


თუ ჩვენ ვზრდით ავტოებს მაშინ ტემპერატურის დაჭერა არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან სინათლის რეჟიმათ გვაქვს არჩეული 24/0, მაგრამ რეგულარის შემთხვევაში გვჭირდება სინათლის რეჟიმის 18/6 (ვეგეტაციის დროს) ან 12/12 (ყვავილობის დროს) ცვლილება. ამისათვის აუცილებლად დაგვჭირდება დამატებითი სითბოს წყარო ანუ გამათბობელი, რომელიც ჩვენთვის საჭირო ტემპერატურას შეინარჩუნებს, სინათლე ჩამქვრალ ბოქსში. გამათბობლის არჩევა ინდივიდუალურია და მისი არჩევა თქვენთვის მომინდია. მაგრამ ერთორ სიტყვას მაინც გეტყვით, გამათბობლის არჩევის დროს თავდაპირველად ვუყურებთ გათბობის მეთოდს (სპირალით ათბობს, ინფრარედით, ძეთის რადიატორით და ა.შ), ამის მერე ვაკვირდებით სითბოს გაცემის რაოდენობას რომელიც ხშირად გამოხატულია ხოლმე ვატებში, ჩვენთვის ხელმისაწვდომ კვების წყაროს (220 VAC, 12 VDC), რამდენად უსაფრთხოა, ზომებს რამდენად მოთავსდება ბოქსში და ა.შ.
http://s18.postimg.cc/9l5rg816h/download.jpghttp://s10.postimg.cc/47m1j7qt5/images.jpg
http://s23.postimg.cc/c6l0w6mqz/download_1.jpghttp://s29.postimg.cc/4gxjiwqk3/57c3d9d3_0ce3_4dc1_ad8d_6ce3e5988f9d.jpg

მაგრამ გამათბობლის ყიდვის შემდეგ, უკვე სხვა პრობლემებს ვაწყდებით. გამათბობელს ხშირად ჭირდება რეგულირება, რათა ბოქსში ჰაერი ძალიან არ გააცხელოს და ტემპერატურა უმართავი არ გახადოს ან უბრალოთ სულ ჩართულ გამათბობელსაც დიდი დრო არუწერია, არც ბოქსის უსაფრთხოება არ იქნება დაცული, მოკლედ ხანძრის დიდ რისკს იქმნება. ასე რომ ეს ყველაფერი, რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა ტემპერატურის რეგულირება, რისთვისაც დაგვჭირდება თერმოსტატის ყიდვა და ელექტრული წრედის აწყობა. რის ახსნასაც ამ სტატიაში შევეცდები, დამიჯერეთ 21 საუკუნეში ამის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან წარმოებაში უკვე გამოსულია ციფრული თერმოსტატები, რომლებიც საერთოდ არ ღირს ძვირი, ცნობისთვის ბაზარზე გვხვდება ისეთი გამათბობლებიც რომლებსაც უკვე აქვთ ინტეგრირებული თერმოსტატები, მაგრამ ასეთი გამათბობლები გაცილებით ძვირია ვიდრე უთერმოსტატო გამათბობლები.
ამ სტატიაში ავხსნი კონკრეტულ თერმოსტატს რომელიც მე მაქვს გამოცდილი, მაგრამ თქვენ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ თერმოსტატს გამართავთ და დააკავშირებთ გამათბობელის წრედს.

თერმოსტატის ყიდვისას ვაკვირდებით მის მუშა ნომინალურ ძაბვას, რომ ავირიდოთ დამატებითი კვების ბლოკები ამიტომ ნომინალური ძაბვის აირჩიეთ გამათბობლის ნომინალური ძაბვით. ანუ თუ მუშაობს გამათბობელ 220 ~ AC ცვლად ძაბვაზე, შესაბამისად აირჩიეთ თერმოსტატი ცვლად 220 ძაბვაზე მომუშავე. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ იმასაც რო თერმოსტატი მუშაობდეს ცელსიუსის და არა ფარინგეიტის შკალით.
თერმოსტატის და გამათობლის შეერთება ძალიან მარტივია:
http://i.ebayimg.com/images/g/A~gAAOSwhcJWQVLA/s-l1600.jpghttp://i.ebayimg.com/images/g/BPwAAOSwhcJWQVLM/s-l1600.jpghttp://www.doityourself.com/forum/attachments/electrical-ac-dc/55236d1440716105-wiring-up-light-thermostat-stc-1000wiringdiag.jpg

როგორც სქემაზე არის ნაჩვენები თერმოსტატის 1 და 2 ტერმინალებზე ვსვავთ კვებას ფაზას და ნეიტრალს 220 ვოლტს. 3 და 4 ფეხზე ვაკავშირებთ თვითონ თერმოსტატის სენსორს, რომელიც თერმოსტატს შეფუთვაში მოყვება, შეეცადეთ სენსორი ახლოს იყოს მცენარესთან და გაზომოს რეალური ტემპერატურა რაც მცენარის გარშემოა. 5 და 6 ფეხზზე ვაკავშირებთ ჩვენს გამათბობელს (როგორც ნახაზზეა მითითებული), რადგან არ დაგვჭირდეს გამათბობლისთვის ცალკე კვების მიყვანა ფაზას ვიღებთ 1 ფეხიდან და ვაკავშირებთ 5 ტერმინალიდან (ანუ ეს დამაკავშირებელი 1-5 კაბელი/ლინკი მოკლე იქნება), ხოლო 6 ტერმინალზე ვსვავთ გამათბობლის ფაზას და რაც შეეხება გამათბობლის ნეიტრალს იგი დაჯდება 2 ტერმინალზე. ელექტრული წრედის აწყობის შემდეგ ვიღებს თერმოსტატის ინსტრუქციას და ძალიან მარტივად ვაყენებთ ჩვენთვის სასურველ პარამეტრებს. ანუ თუ დაუშვათ გვიდა რომ 28 გრადუსის მიღწევის შემდეგ გამათბობელი გამოირთოს, თერმოსტატის სენსორი როგორც კი აღიქვავს 28 გრადუს გამათბობელი გაითიშება და იქნება გათიშული მანამ სანამ არ მიაღწევს, ტემპერატურის დანაყენის ქვედა ზღვარს დაუშვათ 20 გრადუს ( ქვედა ზღვარსაც ვაყენებთ ჩვენით).
სხვათაშორის იგივე თერმოსტატის გამოყენება შეუძლიათ იმათ ვინც ავტოებს ზრდის, თუ მოხდა ის რომ განათების გამო ბოქსის ტემპერატურამ მიაღწია ჩვენთვის არასასურველ ძალიან მაღალ ტემპერატურას, თერმოსტატი გამორთავს განათებას (ოღონდ თერმოსტატს უნდა მიაერთოთ ამშემთხვევაში 5 და 6 ტერმინალებზე ნათურების კვება) მანამ სანამ ტემპერატურა არ მოიკლებს გროუბოქსში.
როგორც ნახაზზე შეამჩნიეთ თერმოსტატს აქვს 7 და 8 ( cooling terminals) ტერმინალები, ეს იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ თუ თქვენ გინდათ რომ მაღალი ტემპერატურის დასაგდებად გამოიყენოთ დამატებითი ქულერი. მაგრამ რადგან ჩვეთ ყველას ქულერები მუდვად გვიმუშავებს ბოქსში ჟანგბადის გასამდიდრებლათ, მე არ ვთვლი საჭიროდ ამ ფუნქციის გამოყენებას.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთო ფაქტი, უნდა მივაქციოთ თერმოსტატის სპეციფიკაციაში მოყვანილ ამპერაჟს. როგორც ნახაზის სათაურში წერია ამ კონკრეტულ თერმოსტატს შეუძლია აკონტროლოს/მართოს 10 ამპერიანი გამათბობობელი. 10 ამპერიანი გამათბობელი კი ნიშნავს რომ გამათბობელს ქონდეს მაქსიმუმ (10 ამპერი X 220 ვოლტზე = 2200 ვატის), ანუ ამ თერმოსტატზე 2200 ვატის( 2,2 კვატის)-ზე მეტი სიმძლავრის მქონე გამათბობელის მიერთება სასტიკად აგრძალულია და გამოიწვევს თერმოსტატის დაწვას, და შესაძლოა გააჩინოთ ხანძარი. ეს მონაცემი ნუ შეგაშინებთ რადგან 2,2 კვტ-თ 40 კვადრატულიან ოთახსაც გაათბობ, და თუ მართლა ამხელა ფართზე გაქვთ მოწყობილი სათბური ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გამომეხმაურეთ .
და ბოლოს თერმოსტატები იყიდება ძალიან ბევრი ტიპის, უბრალოდ სანამ იყიდით მიაქციეთ ყურადღებს იმას რომ შეფუთვაში მოყვებოდეს საზომი თერმო სენსორი და აკმაყოფილებდეს იმ პარამეტრებს რაც ზემოთ ვახსენეთ.

გისურვებთ წარმატებებს :)





განათების ციკლის რეგულირება ტაიმერის მეშვეობით



Grow box-ში მცენარის გაზრდის დროს დიდი როლი ენიჭება განათების ციკლს. მცენარეს აუცილებლად უნდა შეურჩიოთ წინასწარ განსაზღვრული განათების ციკლი, და ეს ციკლი ვეგეტაციის და ყვავილობის პერიოდში იქნება სხვადასხვა. ბუნებაში მარიხუანა ( რუდერალისის გარდა) იწყებს ყვავილობას გვიან ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე. როდესაც დღე იწყებს კლებას და ღამე კი ზრდას, სწორედ ამ სიგნალს გადაყავს მცენარე ვეგეტაციის პერიოდიდან ყვავილობაში. შესაბამისად მებაღე რომელიც შიგნით ზრდის მარიხუანას თავისუფლად თავისი სურვილის მიხედვით, შეუძლია სიბნელის მანიპულირებით დააწყებინოს მცენარეს ყვავილობა. ტრადიციული ციკლის მეთოდი ვეგეტაციის დროს არის, სინათლის მიცემა 18 საათიდან 24 საათამდე. მთავარი იდეა იმაში კი არ მდგომარეობს თუ რამდენი ხანი იქნება ჩართული განათება, არამედ იმაში თუ რამდენი ხანი იქნება მცენარე სიბნელეში. შესაბამისად 6 საათის და უფრო ნაკლები ხნის შუქ-ჩამქვრალი მცენარე განაგრძობს ვეგეტაციის პერიოდს. შესაბამისად ვეგეტაციის პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებული ციკლია 18/6 ( 18 საათი განათება ჩართულია და 6 საათი გამორთული). თუ ჩვენ გვინდა მცენარე გადავიყვანოთ ყვავილობაზე მაშინ სინათლის ციკლს ვაყენებთ 12/12 ზე, ანუ სინათლე 12 საათი ჩართულია და 12 საათი გამორთული, ამ ქმედებით მცენარეს ვაძლევთ იმპულს რომ შემოდგომა მოახლოვდა და შესაბამისად იწყება ყვავილობის პროცესი.

http://s9.postimg.cc/fkhh3dcjj/Light_cycles1.jpg

სინათლის ციკლის ცვლილებისათვის, საჭიროა გამოვიყენოთ ტაიმერი რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშე სინათლის წინასწარ დაყენებულ ციკლს ავტომატურად არეგულირებს. შესაბამისად ამ პოსტში შევეცდები აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გაიმართოს ტაიმერი ჩვენთვის სასურველი ციკლის მიხედვით. ყველაზე გავრცელებული და სანდო ტაიმერი მუშაობს საათის მექანიკური მექანიზმით, რაც ძალიან ადვილი სახმარია, იაფია და საქართველოშიც ადვილათ იშოვნით.
http://s15.postimg.cc/6j7e4vuuj/39afe58e8900.jpg

თითქმის ყველა ასეთი ტიპის ტაიმერს აქვს ორი ფუნქცია:

1. იმუშაოს ტაიმერზე დაყენებული გრაფიკით.
2. უგულვებელყოს დაყენებული გრაფიკი და მუდმივად ჩართული იყოს. (bypass)


ეს ორივე ბრძანება გვერდითა ღილაკით იმართება. ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება ტაიმერმა იმუშაოს დაყენებული გრაფიკით.

http://s27.postimg.cc/97bql1f5f/35_1.jpg

შემდეგი ეტაპია ტაიმერზე დავაყენოთ შესაფერისი გრაფიკი:

ტაიმერის 24 საათიანი ციფერბლატი შედგება პატარა შავი კლავიშებისგან, თითოეული ეს კლავიშიანი დანაყოფი 15 წუთის ტოლფასია. თუ თქვენ გინდათ რომ ტაიმერმა განათება აანთოს მაშინ ეს პატარა კლავიშები უნდა ჩაწიოთ, მხოლოდ თუ გინდათ, რომ განათება ტაიმერმა გამორთოს მაშინ კლავიშები დატოვეთ ამოწეული.

http://s10.postimg.cc/u3ow22lit/images.jpg

შესაბამისად 18/6 ციკლის დროს, 18 საათის კლავიშები (72 ცალი) იქნება ჩაწეული და 6 საათის კლავიშები (24 ცალი) ამოწეული. იგივე პრინციპით იმოქმედებთ ვეგეტაციის 12/12 ციკლის დროსაც.
გრაფიკის დაყენების შემდეგ ტაიმერი მზადაა, შეგიძლიათ ტაიმერი შეაერთოდ დენის წყაროში და ტაიმერში კი შეაერთოდ განათება.
ჩემი რჩევა იქნება სანამ ტაიმერის ექსპლუატაციას დაიწყებდეთ, მანამდე შეამოწმოთ თქვენი დანაყენის სიზუსტე.
რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 1,1k
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბოქსის აწყობის დროს გვიჩნდება უამრავი შეკითხვა. მე ამ პოსტში შევეცდევი, ავხსნა ყველა ის ტექნიკური კითხვა რაც თან ზდევს ბოქსის აწყობას. ამისათვის ეტაპობრივად დავდებ ყველა იმ საკვანძო საკითხებს რაც ჩემი

ტექნოლოგიების ნერდებო და გიკებო, არავის გიცდიათ ავტომატური გროუბოქსის აწყობა? ანუ ბოქსის რომელსაც დააპროგრამებ და შემდეგ თვითონ რწყავს, ტენიანობას თვითონ ინარჩუნებს, განათებასაც ავტომატურად რთავს რო

შენი თავისთვის შენთითონვე გიპასუხია და ვის უცდი?

Posted Images

კარგი თემაა და თუ სხვა გაიხსნება თემა იმედია ადმინი ერთხელ შეიმოიჩყიტება მაინც და დაალაგებს და გააერთიანებს  :D    

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მთავარია ყველაფერი პირველივე პოსტში ჩაიწეროს რომ ძებნა არ დაჭირდეს ადამიანს

 

შეიძლება კითხვები და მერე კითხვაზე პასუხიც რა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ადმინ მინდა ამ პოსტში განვიხილო სხვადასხცა საკითხები, რადგან რედაქტირებას ვაკეთებ პირველი პოსტის ამიტომ ამ მთლიანი პოსტის განახლება არ ხდება რეალურად. ჰოდა რამე შეგიძლია უშველო ამ პოსტს?? იმიტომ რომ ყველა ერთი და იგივე კითხვებს სვავს და თუ შეიძლება ამოარჩიეთ კარგი პოსტები და რამენაირად ან დააჰაილაითეთ ან დაპინეთ რამე ქენით რააა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გარკვეული პერიოდის შემდეგ სტატიებშიც გადავიტანთ მთავარ გვერდზე

 

სურათები გამოიყენე მეტი

 

ბევრს დაეხმარება ეს თემა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

რა მაინტერესებს,   კომპიუტერის ქულერს ზედმეტი ამპერი რო მივაწოდოთ, სიტყვაზე 0.1ამპერი რო ჭირდებოდეს და ჩვენი გადამყვანი 0.3 ამპერს რო აწვდიდეს დაიწვება?  თუ იმდენს მოიხმარს რამდენიც ჭირდება?

 

და კიდე ერთი 12ვოლტიანი ქულერი სიტყვაზე 7 ვოლტზე რო ვამუშაოთ არი პრობლემა?   ტელეფონის 6 ვოლტიან დამტენზე ორი ქულერი მქონდა დაერთებული ერთი ნახევარი საათი და არ მოსვლიათ არაფერი მარა დროთა განმავლობაში შეილება დაიწვას ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

პირველ კითხვას რაც შეეხება ნებისმიერი მომხმარებელი მოიხმარს იმდენ ამპერს/ვატს რაც მას უწერია ქარხნულად, უბრალოდ თუ შენ ვერ უზრუნველყობ იმ რაოდენობას დაუშვათ 0,2 ამპერი ჭირდება და შენ 0,1 ს მიაწვდი. მაშინ ის წაიღებს მაქსიმუმს 0,1 ამპერს. და თუ დასვავ 10 ამპერიან კვების ბლოკზე მაინც 0.2 ამპერს წაიღებს.

 

არ არის სასურველი, რათქმაუნდა იწვევს ქულერის დაზიანებას მაგრამ ბევრად გვიან დაიბრიდება ვიდრე რო დიდი ძაბვა მიგეწოდებინა.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...