კაკლების გამოწერასთან დაკავშირებით!


geocanabis

Recommended Posts

არის უამრავი კითხვა, თუ საიდან შეიძლება კაკლების გამოწერა და საერთოდ შეიძლება თუ არა. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ძალიან ბევრი იმბიცილის ინტელექტის ხარისხის ეჭქვეშ დაყენება და შეურაცყოფა იქნება საჭირო. შევეცდები, ეს რაც შეიძლება, რბილად გავაკეთო.

 

რატომ არავინ არავის არ ასწავლის კაკლის გამოწერას?

 

პირველ რიგში, ვინც მოინდომებს, ის აუცილებლად იპოვის გზას, მოიპოვოს მარიხუანას ბრენდირებული თესლი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როგორც ხედავთ, ბევრი ადამიანი ზრდის საქართველოში ასეთი კაკლებით და შესაბამისად, ზოგიერთი უნდა მიხვედრილიყო, რომ შესაძლებელია მათი ჩამოტანა. მეტიც, საქართველოში უამრავი წლის განმავლობაში თავისუფლად შეიძლებოდა გამოგეწერა ნებისმიერი სუბსტრატი, მათ შორის თავად მარიხუანა, ჰაშიში, სოკოები, ჰეროინი, მეტამფეტამინი, სინთეთიკური ნარკოტიკები და ა.შ. რატომ? ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ახლა ეს შეუძლებელია.

 

ამასთან, ვინმეს გეოკანაბისზე რომ წაეკითხა საქართველოს კანონმდებლობა, ნახავდა, რომ მარიხუანას თესლი საერთოდ არ არის აკრძალული არც საყიდლად, არც სატარებლად და არც 

სერვანდში დასადებად მანამ, სანამ ის არ გაღვივდება. ანუ კაკლის 

გამოწერაზე სასჯელი არ არის, მაგრამ როგორც კი დათესავთ, მაშინვე 7-11 წლამდე ციხე გაქვთ გარანტირებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თუთიყურშის საჭმელი, რომელიც ყველგან იყიდება 50%-ით შედგება კანაფის თესლისგან.

 

ახლა ვინც მიხვდა რომ შესაძლებელია კაკლის გამოწერა და უნდა რომ გამოიწეროს მაგრამ "ვერ პოულობს" საიტს. ჯერ მარტო გუგლში რომ ჩაწერო "marijuana seeds" (მარიხუანას თესლი) ამოაგდებს 15 300 000 (თხუტმეტი მილიონ სამასი ათას) სხვადასხვა ვებ-გვერდს, საიდანაც უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია მათი გამოწერა.

 

მეტსაც გეტყვით, ტვინის ოდნავი განძრევა რომ გდომოდათ და კითხვა გცოდნოდათ, შესულიყავით გეოკანაბისზე სასარგებლო ბმულებში და გენახათ იქ რა საიტებია განთავსებული. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებოდით, რადგანაც ვინც თუნდაც, ოლკპისის ფორუმზე შევა და იქ კაკლის გამოსაწერ საიტს ვერ იპოვის, 

რაც არის აქ არ დავწერ.

 

უფრო მეტს გეტყვით, თქვენ რომ სიდფაინდერზე შესულიყავით, საერთოდ პირი ღია დაგრჩებოდათ. რატომ? იმიტომ რომ იქ არის 250 სიდბანკის სია, რომელთა პროდუქცია არის მონიტორინგის ქვეშ და მუდმივი მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.

 

მაგრამ არა, ჩვენ გვინდა რომ ვიღაცამ გვითხრას საიტი, შევალთ, დაგვეზარება იმ საიტზეც კი რამის წაკითხვა და ვინც გვასწავლა ვეკითხებით: რას დავაჭირო? აქ რა ჩავწერო? რომელი გამოვიწერო? 1 თვეში რომელი მწიფდება? ჩემი მისამართი როგორაა? რამდენ ხანში ჩამოდის? ფული საიდან გადავიხადო? ხო უეჭველი პონტია? და მსგავსი ათასი *ლეობა, რაც იწვევს ტვინის *ვნას.

 

ასევე, როგორც კი გამოიწერს კაკალს, მაშინვე დაიწყებს ამ ყველაფრის გაბაზრებას. ყველაფერი უეცრად მივა პოლიციამდე  და საერთოდ ვეღარავინ გამოიწერს. ან მოხდება უარესი და ვინც კაკალს იწერს, აცდიან გაზრდას და მერე დაიჭერენ ყველას! ფორუმზეც სწორედ ამის გამოა აკრძალული ამ ინფორმაციის განთავსება.

 

ასე რომ, თუ შენ ხარ ადამიანი, ვისაც გინდა გამოიწერო კაკალი. უკვე დიდი პანჩურ-ბიძგი გაქვს ამ ქმედებისაკენ და თუ კიდე ვინმე იკითხავს როგორ გამოვიწერო კაკალიო, მაშინვე დაედება იპ ბანი, რადგანაც ასეთი გონაბაჩლუნგები ფორუმზე საჭირო არ არიან!

 

ცოტა ტვინი გაანძრიეთ. ბოდიშს გიხდით შეურაცყოფისთვის. იმედია, გულთან ახლოს მიიტანთ და გამოასწორებთ. ცხოვრებაში გამოგადგებათ.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 1 თვის შემდეგ...

ისევ და ისევ კაკლების გამოწერასთან დაკავშირებით:

 

1. საქართველოს კანონმდებლობით კაკლების გამოწერა-ყიდვა-გაყიდვა-გაჩუქება აკრძალული არ არის და საერთოდ, არც რეგულირდება. ამის მიზეზი არის მარტივი: კაკლები არ შეიცავენ ნარკოტიკულ ნივთიერებას.

 

2. ზემოხსენებულის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტი კაკლებს, აღმოჩენის შემთხვევაში, კონფესკაციას უკეთებს. ანუ თქვენ შეიძლება დაკარგოთ გადახდილი ფული და კაკლები.

 

3. გადამზიდავ კომპანიებს კაკლები არ ჩამოაქვთ.

 

4. არსებობს რისკი, რომ კაკლები იპოვოს პოლიციამ, გამოგატანონ, გაცადონ გაზრდა და ამის შემდეგ დაგიჭირონ.

 

5. როგორც კი კაკალი გაღვივდება და ამოვა, თქვენ უკვე სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებით. საქართველოს კანონმდებლობით მარიხუანას კულტივირება ისჯება. ეს სახუმარო არ არის, რადგანაც თქვენ შეიძლება, ბევრი წელი გაატაროთ ციხეში ამის გამო!

 

6. ნუ შეიქმნით ილუზიას კომერციულ ჯიშებთან დაკავშირებით. ბევრი ადგილობრივი ჯიში უკეთესი ხარისხისაა ზოგთან შედარებით. მათ აბუჩად ნუ აიგდებთ და ნუ უგულვებელყობთ.

 

7. ნურავის ნუ გაუმხელთ თქვენ გეგმებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 

8. დაიცავით კონფიდენციალურობა. იყავით ფრთხილად. გაეცანით კანონმდებლობას, გაიაზრეთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი კაკლების შოვნაზე.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
სტუმარი
This topic is now closed to further replies.