Jorge Cervantes

Jorge-Cervantes

ხორხე სერვანტესი არის ლეგენდა მარიხუანას სამყაროში. ცნობილი ამერიკელი მებაღე, სამედიცინო მარიხუანას პაციენტი, მრავალი მსოფლიო ბესტცელერის ავტორი და გამომცემელი. მისი წიგნები, სტატიები, სურათები და DVD ფილმები მარიხუანას მოვლა-მოყვანის შესახებ უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს.

მათში მოთხრობლი და დემონსტრირებულია უზარმაზარი მოსავლის აღების ტექნიკები ყუთებში, ოთახებში, ეზოებსა და პარტიზანულ მებაღეობაში. მისი წიგნები და ვიდეობი გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებიდან დაწყებული უბრალო მებაღეებამდე დამთავრებული, როგორც მთავარი სახელმძღვანელო.

იგი არის High Times Magazine საკუთარი სვეტისა და უამრავი სტატიის ავტორი. მისი მიზანია მსოფლიოს აუმაღლოს განათლების დონე ამ მცენარესთან დაკავშირებით. 2010 წელს იგი დოქტორ ლესტერ გრინსპუნის ჯილდოს მფლობელი გახდა კანაფის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.

კანაფის ენციკლოპედია

2015 წლის 20 აპრილს გამოვიდა მის მიერ დაწერილი უნიკალური წიგნი – კანაფის ენციკლოპედია. მასში სრულყოფილადაა აღწერილი დღეისათვის ცნობილი ყველანაირი ტექნიკა და მეთოდი, რომელიც მებაღეს დაეხმარება მაქსიმალურად გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. ეს ენციკლოპედია ნებისმიერი მოყვარულისა თუ პროფესიონალის საუკეთესო მეგობარი გახდება, როგორც აქამდე სერვანტესის მიერ დაწერილი ყველა წიგნი.

მისი youtube არხი მუდმივად ახლდება და იდება უამრავი სასარგებლო ვიდეო. აქვე ნახავთ მის ცნობილ DVD ჩანაწერს, რომლის დროსაც იგი გრძელ დრედებსა და სათვალეებშია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სერვანტესი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა თავის ვინაობას და ანონიმურად მოღვაწეობდა.

cervantes

იგი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და საუკეთესო ბაღებს ათვალიერებს. მის ვიდეოებში ახსნილია, როგორ უნდა გავზარდოთ გიგანტური ხეები სასუქის გამოუყენებლად. როგორ დავიცვათ დაავადებებისა და მავნებლებისაგან. როგორ ვაკონტროლოთ სუბსტრატისა და ნიადაგის ხარისხი, როგორ მოვაწყოთ იდეალური ოთახი, როგორ შევარჩიოთ განათება, რა ხელსაწყოები უნდა გამოვიყენოთ და ა.შ.

იგი ასევე აწარმოებს ვიდეო ჟურნალებს, რომელიც მის საკუთარ ბაღში არსებულ სიტუაციაზე მოგვითხრობს და ზუსტი თანმიმდევრობით გვაჩვენებს ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ რა უნდა გავაკეთოთ საუკეთესო შედეგისათვის.

თუ თქვენ ფლობთ ინგლისურ ენას, ძალიან გაგიმართლათ! ამ პიროვნების გაცნობა უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ და ძალიან კარგ განათლებასაც მოგცემთ. სერვანტესი მარიხუანას სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნებაა არა მარტო ამერიკასა და ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

jorge

დაათვალიერეთ მისი youtube გვერდი და შეუერთდით მის ფორუმსა და საიტს, სადაც უამრავი სიახლე, სტატია და ანალიტიკური პროგნოზები იწერება ყოველდღიურად.

Jeorge Cervantes