რეგულარული და ფემინიზებული კაკლები

ფემინიზებული Slymer

ნებისმიერი სელექციური მაღაზიის  კატალოგებში ჩვენ ვნახავთ რომ თესლის უმრავლესობას, რომლებიც დღეს იყიდება, აწერიათ Feminised (fem) ანუ ფემინიზებული. რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ კანაფის  ფემინიზებული კაკალი, რომელსაც დავთესავთ და ამოვა თითქმის 100%-იანი ალბათობით იქნება დედალი. თესლის ფემინიზება ხდება დედალი მცენარის ქიმიური და ფიზიკური სტრესირების შედეგად, ჰერმაფროდიტად (ანუ ორსქესად) გადაქცევისას თვითდამტვერვის საშუალებით.

ასეთ დროს ჰერმაფროდიტი მცენარეები არიან დედლები, რომლებიც იწყებენ მამრობითი სქესის ორგანოების განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი იწყებენ ყვავილედებისა და თეთრი ბუსუსების, ბუტკოების გამოტანას და ამავე დროს მამლის სამტვერე კვერცხების ფორმირებას და ხდებიან ორსქესიანი. ეს შეიძლება ყვავილობის პერიოდის ნებისმიერ ფაზაში მოხდეს მცენარის დასტრესვის გამო.

ქვედა ორ სურათზე მოცემულია დედალი ყვავილედი, რომელმაც გამოიტანა მამლის სამტვერე პარკები (კვერცხები).

ჩვენ ნამდვილად არაფერში გვჭირდება ჰერმაფროდიტი მცენარე, მითუმეტეს თუ ის სხვების სიახლოვესაა, რადგანაც დამტვერავს თავის თავსაც და ჯანსაღ მცენარეებსაც. რითაც ისინი დაიწყებენ თესლის განვითარებას, ნაცვლად ყვავილედებისა.

ჰერმაფროდიტი

ჰერმაფროდიტი, რომელსაც ორივე სქესის ორგანოები აქვს.

რას ნიშნავს მცენარისათვის სტრესი?

სტრესის მაპროვოცირებელი შესაძლებელია იყოს არასათანადო ზრდის პირობები. ყველაზე გავრცელებული მიზები არის:

  • არასტაბილური გენეტიკა
  • ყვავილობის პერიოდში სინათლე-სიბნელის ფაზის დარღვევა
  • ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურების მონაცვლეობა
  • არასწორი საკვები ნივთიერებების მიწოდება (ზედმეტი ან ნაკლები)
  • და სხვა მრავალი ბიოტური ან აბიოტური სახის სტრესი

ამ დროს მცენარე იბრძვის თვითგადარჩენისათვის, სასწრაფო წესით გამოაქვს მამალი მცენარის საკვერცხეები რათა დამტვეროს საკუთარი თავი და დატოვოს შთამომავლობა უამრავი თესლის სახით. ეს ბუნებრივი პროცესია და მის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ მცენარეს ზრდისა და განვითარების პერიოდში სათანადო პირობები შევუქმნათ.

თუ ამ მოვლენას ჩვენდა სასიკეთოდ და სწორად გამოვიყენებთ, ჩვეულებრივი დედალი მცენარისგან მივიღებთ თესლს, რომელიდანაც აღმოცენებული მცენარე 99%-ით დედალი იქნება (იგივე პრინციპია მამლის შემთხვევაშიც). სწორედ ეს არის კანაბისის თესლის ფემინიზების არსი.

მაგრამ ბუნებაში უნაკლო არაფერია. ფემინიზებული თესლით გაზრდილ მცენარეებს აქვთ სისუსტე – ისინი უფრო მოწყვლადი არიან სტრესების მიმართ, ვიდრე რეგულარული თესლით გაზრდილი მცენარეები და ამით მათი ისევ გაჰერმაფროდიტების შანსი საგრძნობლად იზრდება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვზრდით ფემინიზებული თესლიდან აღმოცენებულ მარიხუანას, უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად, რადგანაც არასწორი პირობების შემთხვევაში შეიძლება, ის ჰერმაფროდიტი გახდეს.

ჰერმაფროდიტი დედალი მცენარე, რომელსაც მამლის ყვავილები აქვს, ხოლო თავზე, ყვავილედის წვერში დამტვერილი ჯამები, რომლებშიც კაკლების ფორმირება მიმდინარეობს

ჰერმაფროდიტი დედალი მცენარე, რომელსაც მამლის ყვავილები აქვს, ხოლო თავზე, ყვავილედის წვერში დამტვერილი ჯამები, რომლებშიც კაკლების ფორმირება მიმდინარეობს. ანუ ეს მცენარე ერთდროულად დედალიცაა და მამალიც.

ჰერმაფროდიტობის ერთ-ერთი მიზეზი არასტაბილურ გენეტიკასთან ერთად, შეიძლება გახდეს თავად ის სტრესი, რომლის შედეგადაც მშობლის ფემინიზირება მოხდა. თუ მაგალითად, ფემინიზაციის პროცესი მოხდა pH სტრესის მეშვეობით, მისი თესლიდან აღმოცენებული ფემინიზებული კანაბისის სუბსტრატის ან ნიადაგის რეაქციის მცირედ სტრესზეც კი დიდი ალბათობით თავადაც გაჰერმაფროდიტდება. ეს ეხება ყველა მეთოდს. მაგრამ შეიძლება, ზოგიერთი მცენარე მიდრეკილი იყოს ორსქესიანობისაკენ გენეტიკურ დონეზე. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება კარგი და სანდო ხარისხის კაკლები ვიყიდოთ.

თესლის ფემინიზების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შედეგის მომცები მეთოდი, გულისხმობს მის ქიმიურ დასტრესვას. ამისათვის სელექციონერები იყენებენ ვერცხლის თიოსულფატს (კოლოიდურ ვერცხლს), რომელსაც ასხურებენ ტოტებზე და ფოთლებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ამით სტრესავენ მას. ეს მეთოდი 100% გარანტიას მოგვცემს, რომ დედალი მცენარე გახდება ჰერმაფროდიტი, დამტვერავს თავის თავს და სწორედ ის თესლი რომელსაც მივიღებთ, იქნება ფემინიზებული.

ფემინიზების პროცესი დამოკიდებულია სელექციონერის პროფესიონალიზმსა და კონკრეტული ჯიშის გენეტიკურ თავისებურებებზე. ზოგიერთი მცენარე კარგად იტანს სტრესებს, ზოგიერთი კი სუსტია. ნუ იფიქრებთ, რომ ფემინიზებული თესლი არ ვარგა და აუცილებლად ჰერმაფროდიტი გახდება. ასეც რომ მოხდეს, შესაძლებელია მოვაცილოთ მამალი კვერცხები, თუ ისინი ალაგ-ალაგ აქვს და ყვავილედების განვითარება გაგრძელდება.

Chocolope

რეგულარული თესლი კი ჩვეულებრივი, ჯვარედინი დამტვერვის (სხვადასხვა დედალი და მამალი მცენარის) შედეგად მიღებული პროდუქტია რისგანაც ამოსულ მცენარეში დედლისა და მამლის მიღების შანსი 50/50-ზეა. რეგულარული და ფემინიზებული თესლის ვიზუალურად ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია. ასევე რეგულარულის შემთხვევაში თესლის მეშვეობით ვერ განვსაზღვრავთ დედალი მცენარე გაიზრდება, თუ მამალი.

ფემინიზებული დედალის ჩვეულებრივი მამლით დამტვერვაც რეგულარულ თესლს მოგვცემს. ხოლო ფემინიზებულის ხელოვნურად სტრესირება და ისევ თავის თავის დამტვერვა დიდი ალბათობით ძალიან არასტაბილურ კაკლებს მიგვაღებინებს. ამის მიზეზი გენეტიკურ დონეზე შეუთავსებლობაა, რომელიც ჩვენ დეტალებში არ გვაინტერესებს. ამ მოვლენას ხშირად იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლები და მხოლოდ ფემინიზებულ თესლს ყიდიან, რათა არ მოხდეს მათი გენეტიკის გავრცელება და სხვის ხელში მოხვედრა.

რაში გვჭირდება ფემინიზებული კაკლები?

როდესაც ჩვენ ვთესავთ მარიხუანას, ვხარჯავთ დროს, ფულს, ენერგიას და ველოდებით თვეობით, გვინდა რომ მივიღოთ მოსაწევად ვარგისი ყვავილედები. თუ გვაქვს ადგილი, სადაც სულ 3 მცენარე ეტევა და აღმოჩნდება რომ 2 მამალია, გამოდის რომ ტყუილად დავკარგეთ ადგილიც, დროც, ენერგიაც და სასურველი მოსავალიც ვერ მივიღეთ. ასევე თუ ვზრდით ყუთში ან გარეთ და გვაქვს შეზღუდული რაოდენობის ადგილი, მაშინ ბედის ანაბარა დარჩენა და თვეების მერე მამლის აღმოჩენა არაფერში გვარგია. ფემინიზებული თესლი კი გარანტიას მოგვცემს, რომ მცენარე იქნება დედალი და მასში ათეულობით ლარის გადახდაც ნამდვილად ღირს!

უნდა ითქვას, რომ რეგულარული კაკლით გაზრდილი მცენარე გენეტიკურადაც და ფიზიოლოგიურადაც ბევრად უფრო გამძლე, ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ფემინიზებული, რომელიც მასზე მინიმუმ ორჯერ ან სამჯერ ძვირი ღირს მაღაზიებში წარმოების სიძნელისა და სიძვირის გამო.

მარიხუანას თესლი კაკლები

პროფესიონალი მებაღეებისათვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის დედა მცენარის ქონა და კლონების საშუალებით დედალი მცენარეების აღწარმოება, რომელიც ყველას არ შეუძლია რადგანაც ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირბული. იქ სადაც მარიხუანას მოვლა-მოყვანა ლეგალურია, სწორედ კლონების ყიდვაა შესაძლებელი, რითაც ვიღებთ გენეტიკურად სტაბილურ დედალ მცენარეებს.

ავტოყვავილებადი ჯიშები შეიძლება იყოს ფემინიზებულიც. ამისთვის საჭიროა ფემინიზების სტანდარტული პროცედურის ჩატარება.

მამალი მცენარის ყვავილები და მტვერი

მამალი მცენარის ყვავილები და მტვერი