ვისაც მარიხუანას გაზრდა და მოყვანა უნდა, მისი მიზანია, მიიღოს დედალი მცენარის დაუმტვერავი ყვავილედები, რადგანაც სწორედ ისინი არიან ძლიერი ეფექტის მქონე. მარიხუანას სქესის გარჩევის ცოდნა და ადრეულ ეტაპზე მამალი მცენარეების მოშორება განაპირობებს კარგ მოსავალს.
მცენარის სქესის პირველი ნიშნები შესამჩნევია ყვავილობისწინა პერიოდში. ყვავილედები განვითარებას იწყებენ დატოტვის ადგილებში და მათი განსხვავება შესაძლებელია პირველი ორი კვირის განმავლობაში.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მცენარის სქესის გაგება და გადაწყვეტილების დროულად მიღება?
მარიხუანას სქესის გაგება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რას მივიღებთ – დედალი მცენარის მოსაწევად ვარგის ყვავილედებს, თუ მამალი მცენარის მტვერით გავსებულ ბურთულებს, რომლებიც შეჯვარებისათვისაა საჭირო. თუ ჩვენ გვინდა, მივიღოთ დაუმტვერავი ყვავილედები (სინსიმილა), მაშინ დედალი მცენარის სიახლოვეს არ უნდა იყოს მამალი, რადგანაც დამტვერვის შემთხვევაში ის დაიწყებს თესლის წარმოებას ნაცვლად ჩვენთვის საჭირო ტი-ეიჩ-სისა. თუ ჩვენ არ გვინდა ახალი ჯიშის გამოყვანის ან თესლის მიღების მიზნით დამტვერვა, როგორც კი შეამჩნევთ მამალი მცენარის ნიშნებს, მაშინვე უნდა მოვაცილოთ ის.
რა განსხვავებაა დედალსა და მამალ მცენარეებს შორის?
დედალი მარიხუანას გარჩევა შეგვიძლია ამ პატარა ბუსუსების საშუალებით, რომლებიც იზრდება ღეროსა და ფოთლის ან ტოტის შეერთების ადგილას. ის გამოყოფს ორ თეთრ თმას რომელსაც “V” ფორმა ექნება. ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს ორ კვირამდე, მას შემდეგ, რაც განათების ციკლი 12/12 ზე ჩამოვა, ასე რომ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინების უნარი და დაველოდოთ სანამ სქესის პირველ ნიშნებს დავინახავთ.
ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ დედლის მიღების შანსები, თუ ვეგეტაციის პერიოდში მცენარეს მივაწვდით აზოტის მაღალი კონცენტრაციისა და ფოსფორის დაბალი შემცველობის სასუქს, ამავდროულად ლურჯი განათება და დაბალი ტემპერატურებიც ხელს უწყობს ამ პროცესს. მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ ჩვენ დედალს მივიღებთ. ამასთან, მცენარის სტრესირებამ შეიძლება ჰერმაფროდიტიზმი განავითაროს.
მამალი მარიხუანა ნაცვლად თეთრი თმების მაგვარი ბუსუსებისა, ივითარებს მრგვალ კვერცხისებურ ბურთულებს, რომლებშიც არის მტვერი. მათი განსხვავება ადვილია. ასევე მამლები ხასიათდებიან მეტი სიმაღლით დედლებთან შედარებით,ცოტა ფოთლებით, უფრო უჩვეულო დატოტვითა და მუხლთაშორისების ნაკლებობით. ერთი მამალი მცენარე საკმარისია უამრავი დედლის დასამტვერად. ასე რომ თუ ჩვენ გვჭირდება მოსაწევად ვარგისი პროდუქცია – მოვაშოროთ მამლები.
მამალი მცენარის მიღების შანსები შეიძლება გაზარდოს ვეგეტაციის პერიოდის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ფოსფორის მაღალი და აზოტის დაბალი დონეების მიწოდებამ, მაღალი ტემპერატურისა და წითელი განათების გამოყენებამ. ასევე განათების სიმცირემ, ზედმეტი და მცირე რაოდენობის წყალმა და სასუქების გადაჭარბებულმა დოზებმა. სქესირების დროს დედლისა და მამლის გაჩენის შანსები 50/50-ზეა.
ასე რომ, ტერმინი “გადედლება” რომელსაც ხშირად გავიგებთ მამალ მცენარეებთან მიმართებაში, არის შეცდომა!