Tag Archives: მარიხუანას ქოთანი

მარიხუანას მორწყვა

უწყლობა

წყლის ნაკლებობა

როგორ მოვრწყათ მცენარე სწორად?

მცენარე უნდა მოვრწყათ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედა 1-2 სანტიმეტრი გაშრება. ქვევით კი ისევ იგრძნობა სისველე. თუ წყალი ძალიან დიდხანს ანდომებს ქვევიდან გამოსვლას, ან ქოთანი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ შრება, მაშინ თქვენ გაქვთ დრენაჟის პრობლემა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. კარგად დარწმუნდით, რომ ქოთანს აქვს კარგი დრენაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყალმა თავისუფლად იმძრაოს მასში ზევიდან ქვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მცენარე მოხვდეს ჭაობის მსგავს უჰაერო გარემოში, ან წყლის ნაკლებობისაგან დაჭკნეს. ორივე შემთხვევა ძალიან საზიანოა მისთვის.

ქოთნის ძირის გახვრეტა კრიტიკული აუცილებლობაა. წყალს თავისუფლად უნდა შეეძლოს ქვევით გასვლა. ის არ უნდა დაგუბდეს ქოთანში. თუ წყალს სჭირდება რამდენიმე წუთი ქოთნის ძირამდე ჩასაღწევად, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი ზედმეტად მკვრივია და წყალი ვერ აღწევს მასში. ასეთი პირობები შეაფერხებს მცენარის ზრდა-განვითარებას და შესაძლოა, მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.

მეორე მხრივ, ქოთნის ძირში ზედმეტი ნახვრეტები გამოიწვევს წყლისგან ზედმეტად ჩქარა დაცლას და ზედა ფენების ჩქარა გაშრობას. წყალი კი ქოთნის ძირში მდგარ ჭურჭელში დაგროვდება. მცენარე წყლის ძიებაში დაიწყებს ძირითადი ფესვების სულ უფრო და უფრო ქვევდა მიმართულებით გაზრდას. ფესვების ნაწილი ქოთნის ნახვრეტებიდან გამოვა და “წყლის გუბეში” განვითარდება.

ფესვები ქოთნის ძირიდან

საბოლოო ჯამში, ფესვთა სისტემა კარგავს დიდი მოცულობის ნიადაგს ქოთნის ზედა მხარეს და იქედან ვერ იღებს საკვებს იმის გამო, რომ ფესვების ძირითადი ნაწილი ქვევით აქვს განვითარებული. ამასთან, წყალში გაზრდილი ფესვები უჰაერობისაგან იღუპებიან და სტრესავენ მცენარეს. ამით ფერხდება მისი ზრდა და განვითარება.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ პატარა ქოთნის შემთხვევაში საჭიროა მცენარის ხშირი რწყვა, ამით ფესვებს მუდმივად ექნებათ წყლის საკმარისი მარაგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მცენარეები საკვებ მინერალებს ნიადაგიდან სწორედ წყალში გახსნილი მარილების სახით ღებულობენ. ანუ ფესვები წყლის საშუალებით იკვებებიან და წყურვილსაც იკლავენ. (ამ თემაზე დაწვრილებით ორგანული მებაღეობის პრინციპებიდან შეიტყობთ)

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ნიადაგის ჰაერიც, რადგანაც ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფესვებისთვის და უჰაერობის შემთხვევაშიც მცენარე დაიღუპება.

როგორ გავაუმჯობესოთ ნიადაგის დრენაჟი?

  • გამოვიყენოთ დამატებითი პერლიტი, ეს გააფხვიერებს ნიადაგს და წყალს საშუალებას მისცემს თავისუფლად იმოძრაოს;
  • ორგანული ნივთიერებები დიდი რაოდენობით ტენს ინახავენ. ნუ შეურევთ ნიადაგში ზედმეტ ტორფს და ნაკელს, ასევე ხის ნახერხს (ის მხოლოდ მულჩირებისათვის გამოდგება);
  • ქოთნის ძირში ნახვრეტებზე 1-2 სმ სისქის ხრეშის ან კერამზიტის დაყრა ასევე საგრძნობლად გააუმჯობესებს დრენაჟს.

ახალამოსული, პატარა და სუსტი მცენარეების მოსარწყავად გამოიყენეთ სპეციალური შესასხურებლები ან უბრალო შპრიცი, რომელსაც არ ექნება დიდი წნევა და არ ამოთხრის ან გადარეცხავს ჩითილს!

ზედმეტად ხშირი მორწყვა

ზედმეტი წყალი 1

დამწყები მებაღეების შემთხვევაში ყველაზე დიდი შეცდომა არის ზედმეტი რწყვა. მათ ჰგონიათ, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა მორწყან მცენარე, ამოწმებენ ყოველ საათში და ა.შ. წყალში ფესვები უჰაერო სივრცეში ხვდებიან, ისინი ვერ იღებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადს და იღუპებიან. ასევე წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა აფერხებს მათ ზრდას.

მორწყვის ინტენსივობა დამოკიდებულია მცენარის ზომაზე, გარემო პირობებსა და ქოთნის მოცულობაზე.

უკვე გაზრდილი, საშუალო ზომის მცენარისათვის, რომელსაც აქვს კარგი დრენაჟი, ყველაზე ოპტიმალურია თუ მოვრწყავთ 3-5 დღეში ერთხელ. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო დიდხანს ინახავს ტენს. მაგრამ თუ ჩვენ ერთჯერად ჭიქებში დავთესავთ მცენარეს შემდგომი გადარგვის მიზნით, მაშინ მას შესაძლოა, ყოველდღიური მორწყვაც დასჭირდეს. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ქოთანი გარეთ, მზეზე დგას და მას პირდაპირ ანათებს და ახურებს, ის ბევრად უფრო მალე გამოშრება მაღალი ტემპერატურის გამო. ასეთი მიზნებისათვის შეარჩიეთ ნათელი ფერის ქოთანი.

რაც უფრო გაიზრდება მარიხუანა, მით მეტი წყალი დასჭირდება, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მოწყვლადი ის პატარაობის ასაკშია. ამ დროს გადაშრობის რისკები იზრდება.

წყლის დაკლების შემთხვევაში მცენარეები ნიადაგიდან ვეღარ იღებენ საკვებ ელემენტებს. წყდება ფოტოსინთეზი და მეტაბოლოტური პროცესები. ფოთლები უსიცოცხლოდ ჩამოეშვებიან ძირს, რადგანაც მათ ელასტიურ მდგომარეობაში გასაჩერებლად საჭირო წყალი აღარ მიეწოდებათ. მცენარე თითქოს მოიწყენს. ის იწყებს “თავის თავის ჭამას” და პირველ რიგში დიდი სავენტილაციო ფოთლებიდან წყლისა და საკვები ელემენტების გამოწოვით ცდილობს გადარჩეს, ისტრესება და თუ საკმარისად დიდხანს იცოცხლა, შეეცდება განივითაროს რეპროდუქციული ორგანოები.  მოინდომებს თავისი თავი დამტვეროს, ანუ გახდეს ჰერმაფროდიტი და დატოვოს შთამომავლობა. თუ არადა გრძელდება ჭკნობა და სიკვდილი.

წყლის ნაკლებობა

მორწყვის სხვა ეფექტები

მორწყვას მცენარისათვის წყლის მიწოდების გარდა შეიძლება სხვა ეფექტებიც ჰქონდეს. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

დავიწყოთ იმით, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში მოდის ქლორიანი წყალი, რომლის საერთო მინერალიზაცია დაახლოებით ppm-ს 150-160 შეადგენს, ხოლო pH 7.6-7.9. ხანგრძლივი რწყვის დროს ეს იწვევს ნიადაგის მიკროფლორის განადგურებას ქლორის შემცველობის გამო, ხნსადი მარილების დაგროვებას მინერალიზაციის გამო და ნიადაგის არეს რეაქციის მომატებას მაღალი pH-ის გამო. სასუქების უმეტესობაც ცვლის pH-ს, ამიტომ  ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

მორწყვის საშუალებითაა შესაძლებელი pH-ისა და EC-ს დადგენა. ეს შესაძლებელია მოსარწყავი წყლის მონაცემების გაზომვით და შემდეგ გამონადენის მონაცემების შემოწმების საშუალებით. ანუ თუ თქვენ მცენარეს დაასხამთ pH 7.00 წყალს და ქოთნის ძირში გამონაწური იქნება 6.80 ესეიგი თქვენი ნიადაგი ოდნავ მჟავეა. იგივე პრინციპია მინერალიზაციის შემთხვევაშიც – თუ თქვენ დაასხამთ 1000 ppm წყალს და გამონაწური იქნება 1500 ppm, ესეიგი თქვენი ნიადაგი ჩასარეცხია.

ყურადსაღებია ისეთი ეფექტიც, რასაც ტრანსპირაცია და ევაპოტრანსპირაცია ეწოდება, ანუ ნიადაგისა და მცენარის მიერ აორთქლებული წყლის რაოდენობა. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მცირე სივრცეში. მაგალითად, ყუთში გაზრდის დროს სადაც ჰაერის მაღალმა ტენიანობამ შეიძლება, მცენარე დააავადოს. ასევე ამის საჩვენოდ გამოყენება შეგვიძლია დაბალი ტენიანობის პირობებში.

რაც შეეხება ქოთნის ჩარეცხვას ანუ flushing-ს აუცილებელია, პერიოდულად ჩაუტარდეს ნიადაგს მასში დაგროვებული სასუქებისა და ხსნადი მარილების გამორეცხვის მიზნით. როდესაც ჩვენ მთელი ციკლის განმავლობაში მცენარეს ვკვებავთ სასუქებით, ეს მას უსიამოვნო გემოსა და არმომატს, ასევე ეფექტის დამთავრების დროს თავის ტკივილსა და სხვა მრავალ ცუდ შედეგს იწვევს. ამიტომაც აუცილებელია, მის მოჭრამდე ბოლო 10-14 დღის განმავლობაში მხოლოდ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით მოვრწყათ. ხოლო ბოლო რამოდენიმე დღე საერთოდ აღარ დავასხათ წყალი, ეს შეამცირებს ტენიანობის მომატებას და დაავადებების გაჩენის რისკს. ასევე ასეთი მეთოდით მცენარე სიცოცხლეშივე გამოშრება და მის შემდგომ გაშრობასა და მკურნალობას ნაკლები დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

რაც შეეხება სასუქებისა და წყლის მონაცვლეობას, წყლით ყოველი 2 მორწყვის შემდეგ სასუქი უნდა შევიტანოთ. ანუ სასუქის შეტანებს შორის ინტერვალში 2 ჯერ უნდა მოირწყას მცენარე. ამით ნიადაგი გამოირეცხება ნარჩენებისაგან და გამოირიცხება მისი სასუქით მოწამვლა.

როდესაც მცენარე გარეთ, პირდაპირ ნიადაგშია ჩარგული, ნიადაგის ტიპის მიხედვით შესაძლოა, შეგვექმნას გარკვეული პრობლემები. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ქოთანზე უკეთესი მდგომარეობა გვექნება. როდესაც ნიადაგში ჭარბობს თიხა, საქმე გვაქვს ცუდ დრენაჟთან, ხოლო მდინარისპირა, ალუვიურ ნიადაგებში სილის ფრაქცია ვერ იკავებს წყალს და ბევრად უფრო მალე შრება (ამის გამოსასწორებლად უნდა დავამატოთ ორგანული ნივთიერებები, როგორიცაა ნაკელი, ტორფი, კომპოსტი და ა.შ.).

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მულჩირება, ეს საშუალებას მოგვცემს ნიადაგში შევინარჩუნოთ ტენი და შევამციროთ აორთქლება. თუ ხანგრძლივი გვალვის შემთხვევაში თქვენს რაიონში გვალვის დროს მიწა სკდება, ეს მცენარის ფესვებსაც დაგლეჯს და აუცილებელია ნიადაგის მუდმივი რწყვა.

წყლის პრობლემა

ამ მცენარეს მორწყვა სჭირდება

შეჯამება

პატარა ქოთანი = ხშირი მორწყვა

დიდი ქოთანი = იშვიათი მორწყვა

მოსარწყავი წყლის ტემპერატურა 20-23 ცელსიუსის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მორწყვის დროს უნდა შევეცადოთ, რომ დავასველოთ ქოთანში არსებული მიწის მთელი ზედაპირი.

ონკანის წყლის ქლორის ასაორთქლებლად საჭიროა, მისი 24 საათის განმავლობაში თავმოხდილი გაჩერება და მხოლოდ ამის შემდეგ მცენარის მორწყვა.

საშუალოდ, მცენარეების მოსარწყავად უნდა გამოვიყენოთ ქოთნის მოცულობის ¼ რაოდენობის წყალი. ანუ თუ ჩვენი ქოთანი არის 10 ლიტრიანი, უნდა დავასხათ 2,5 ლიტრი წყალი.