Tag Archives: მულჩირება

მულჩირება

მულჩირება

ვიკიპედიის მიხედვით, მულჩირება არის  ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით. ნიადაგის მულჩირება აუმჯობესებს ნიადაგის აგროფიზიკურ თვისებებს. მცენარეებით დაფარული ნიადაგი მდიდრდება ორგანული მასით. მულჩს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი რაიონებისათვის. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს ნალექების მოსვლისას. ამის გამო არ იქმნება ქერქი, ტენი ნაკლებად ორთქლდება.

მულჩირება გავლენას ახდენს ნიადაგში მიმდინარე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებზე. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მულჩირება აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებას, რაც შემდგომში ნიადაგის ბიოქიმიური პროცესების გააქტივებაშიც გამოიხატება, იწვევს ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის მოძრავი ფორმების შემცველობის გადიდებას.

ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ ორგანული მასის გახრწნის დროს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით CO2 რომელიც სასუქის ტოლფასია მცენარეთა ფოთლებისათვის დღის განმავლობაში. მოწინავე მებაღეები ყუთებსა და ოთახებში, სადაც მარიხუანა იზრდება, დგამენ CO2-ის ავტომატურ ბალონებს, რომლებიც დროგამოშვებით უშვებენ ამ გაზს და დამატებით საკვებს აძლევენ მცენარეებს.

mulch

ასევე რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც მულჩი ნიადაგიდან ტენის აორთქლებას აფერხებს და ინარჩუნებს მას, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა მცენარეებისათვის, რომლებიც ახალგადარგულია, ან ახალამოსულია. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ნიადაგის გამოშრობას, გახმობას და მცენარეთა დაღუპვას. პირველი 1-2 კვირა ისინი ძალიან მოწყვლადი არიან უწყლობის შედეგად გახმობის მიმართ და ყოველდღიური მორწყვის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება, დაიღუპონ.

მულჩირება პარკით

მულჩირება ძალიან ადვილია, მაგრამ უზარმაზარ პრივილეგიას გვაძლევს. ის შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ორგანული მასით: ფოთლები, წიწვები, ბალახები და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში ქვებითაც. ისინი ბუნებაში ყველგან ხელმისაწვდომი და უფასოა. გამოიყენეთ მულჩი და თავი დაიზღვიეთ რისკებისაგან.
მულჩირების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ვინაიდან მის ქვეშ მუდმივად ტენი და სიგრილეა, ის უამრავი მწერისა და მავნებლის თავშესაფრად შეიძლება იქცეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედამიწა ჭიანჭველების პლანეტაა. სწორედ მათმა არასასურველმა ქმედებებმა შეიძლება შეგვიქმნას ყველაზე მოულოდნელი პრობლემები. მაგრამ ეს საფრთხეები ვერ გადაწონის მულჩის დადებით თვისებებს.

მულჩირება 2