უკვე კარგად გამოზაფხულდა და დროა, ვიფიქროთ კარგი ადგილის მოძებნაზე პარტიზანული კულტივირებისათვის. ეს ნიშნავს დამალულ, საიდუმლო ადგილს, რომელიც ბუნების წიაღში იქნება.
პარტიზანული ზრდის უპირატესობებიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენ თუ არ გაქვთ საკუთარი ნაკვეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნება. ასევე თუ თქვენ დაგიჭირეს მცენარეებთან, ძალიან გაუჭირდებათ დამტკიცება რომ ის თქვენ გეკუთვნით, შეგიძლიათ თქვათ რომ სრულიად შემთხვევით გადააწყდით მათ.
როგორ შევარჩიოთ გამოსადეგი ჯიში?
გარეთ დათესვის დროს, თუ ამის საშუალება გვაქვს, უნდა შევარჩიოთ ისეთი ჯიში, რომელიც ივარგებს ამ საქმისათვის, რადგანაც ყველა ჯიში ვერ უძლებს გარემო პირობების ცვალებადობასა და სტრესებს, რომლებიც შეიძლება მას მოუწიოს.
არსებობს ჯიშები, რომლებიც “იტანს” სიცივეს, სიცხეს, ტენს, გვალვას და ა.შ. იმისდა მიხედვით, თუ რომელ კლიმატურ-ნიადაგურ პირობებში ვცხოვრობთ, უნდა ავირჩიოთ შესაბამისი სახეობა. საქართველოში ინდიკაც და სატივაც კარგად იზრდება და თუ ძალიან ადრე არ დაიწყო ყინვები, ყველაფერი მწიფდება. ავტოყვავილებადი მცენარეები კარგი გამოსავალია ზაფხულში მოსაწევად სამყოფი მოსავლის ასაღებად. კონკრეტული და თქვენი პირობებისათვის გამოსადეგარი ჯიშების მოსაძებნად ინტერნეტს უნდა მიმართოთ.
როგორ მოვძებნოთ კარგი ადგილი?
პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ გარეშე და უცხო თვალისაგან დაფარული ადგილი. მთავარი პრინციპი არის რომ ძნელად მისასვლელი, ისეთი ადგილი ვიპოვოთ, სადაც არავის გაუჩნდება მისვლის სურვილი. ეს შეძლება იყოს ხშირი ბუჩქები, ეკლები, ტყის სიღრმეში, მდინარის ხევები, არსებული ნათესები და ა.შ. ასევე უნდა ვუფრთხილდეთ მონადირეებსა და სოკოს მაძიებლებს, რომლებიც ყველგან დადიან.
ტყეში ან ბუჩქების შუაგულში გამოვჭრით ფართობს. გავუნთავისუფლებთ ადგილს მზეს. გასუფთავებული ტერიტორიის ზომა უნდა იყოს იმდენი , რამდენი მცენარის დარგვაც გვსურს. თუ ვნახავთ ისეთ ადგილს, სადაც ერთზე მეტი მცენარე არ დაეტევა, აუცილებლად მაინც გამოიყენეთ თუ კი არის შანსი რომ იქ რამე დამწიფდება.
შერჩეულ ადგილზე მცენარეულობა ისეთი უნდა იყოს, რომ არ გამოირჩეოდეს კანაფისაგან. მეორე მხრივ, ძალიან ეგზოტიკური ფერების ყვავილედების მქონე ჯიშების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ისინი ადვილად შესამჩნევია. საქართველოს პირობებში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ძროხებისა და ცხვრების არსებობოა. ისინი არიან ყველგან, სადაც კი ბალახი იზრდება. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და სოფლები, ან ფერმებიც პრაქტიკულად მთელს ტერიტორიებს მოიცავს.
ძალიან კარგი ადგილია მოსახლეობისაგან მოშორებული ტყეები, სადაც არავინ დადის. ადგილი ბილიკებიდან და გზებიდან მოშორებით უნდა შევარჩიოთ. ასევე დიდი ბალახითა და ეკლებით დაფარული ტერიტორიები სადაც შესვლის სურვილი არავის არ ექნება. მდინარის რთულად ჩასასვლელი ხევები და ა.შ.
თბილისში მცხოვრებთათვისაც არსებობს გამოსავალი, თუ კი მოვინდომებთ. ჩვენ უნდა დავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და გავიდეთ თბილისიდან კარგი ადგილების მოსაძებნად 10-20 კილომეტრის რადიუსში.
ძალიან კარგი საშუალებაა სატელიტური სურათებიანი რუკების გამოყენება შესაფერისი ადგილების საპოვნელად. ეს იდეა პირველივე წამს მომივიდა როგორც კი ისინი პირველად შემთხვევით აღმოვაჩინე. მაგრამ ჩემნაირი ჭკვიანები ბევრი ყოფილან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეიძლება თქვენც აღმოაჩინეთ ეს არაჩვეულებრივი საშუალება. ამისათვის ძალიან კარგია სატელიტური რუკები.
თქვენი სოფლის, ქალაქისა თუ დასახლების ტერიტორიიდან გამომდინარე მოძებნეთ კარგი ადგილები და თუ მოინდომებთ, აუცილებლად იპოვით შესაფერისს. შეეცადეთ, არავინ დაგინახოთ მისკენ მიმავალ გზაზე. მიზეზად მოიგონეთ სხვადასხვა რამე თუ რატომ დაბოდიალობთ ბუნებაში, მაგალთად თევზაობა, სეირნობა, პეპლების იშვიათი ჯიშების ძებნა, ძაღლის გატარება და ა.შ.
ასევე შესაძლებელია ქოთანში ჩათესილი მცენარის ხეზე ატანა და იქ დამაგრება, მაგრამ ქოთანი არ უნდა იყოს მკვეთრი ფერების და არ გამოირჩეოდეს ხისგან. მთავარი არის რომ ვერავინ შეამჩნიოს, თორემ აუცილებლად მოგპარავენ. თუ ირგვლივ მცენარეულობა ძალიან მაღალია, შეგვიძლია ქოთნებში ჩავრგოთ და ავამაღლოთ ჩვენი მცენარე, რათა მზე კარგად გამოიყენოს.
მთავარია, მცენარეს რაც შეძლება მეტი მზე ხვდებოდეს დღის განმავლობაში. რაც მეტი მზე იქნება, მით უფრო ძლიერი ეფექტის მქონე იქნება მცენარე და მოსავალიც საგრძნობლად გაიზრდება. დღის განმავლობაში მინიმუმ 5 საათი უნდა ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები.