Tag Archives: რუდერალისი

ინდიკა, სატივა და რუდერალისი

ინდიკა, სატივა და რუდერალისი

მსოფლიოში არსებობს კანაფის ათასობით ჯიში. ყველა თავის ინდივიდუალური ნიშანთვისებით, გემოთი, არომატით, მოსავლის რაოდენობითა და ეფექტით გამოირჩევა.მაგრამ მათ აკავშირებთ ერთი საერთო ნიშანი – ისინი ეკუთვნიან კანაფის ერთ-ერთ სახეობას სამიდან: სატივა, ინდიკა ან რუდერალისი.

 

სატივა

კანაბის სატივა (Cannabis sativa) ლათინურ კლასიფიკაციაში “სატივა” ნიშნავს, რომ მცენარე კულტივირებულია და გამოიყენება ადამიანების მიერ, ანუ გაკულტურებილია.

სატივა

ფიზიკურად ყველაზე დიდია კანაფის ოჯახში, ამასთან ყველაზე პოპულარულიც. ისინი დასაბამს იღებენ ეკვადორული ზოლის ტროპიკული ქვეყნებიდან. 30 გრადუსი ჩრდილოეთიდან 30 გრადუს სამხრეთამდე ეკვადორიდან. ამ ზოლში არსებულ ქვეყნებში დღის ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება და მზე მუდმივად ერთი და იმავე რაოდენობის საათით ანათებს განსხვავებით დანარჩენი მსოფლიოსაგან, სადაც ეს მოვლენა სეზონურია და ჩრდილოეთ ჰემისფეროში ზაფხულის განმავლობაში დღე გრძელია, ხოლო ღამე მოკლე, ზამთარში კი – პირიქით.

სატივას მახასიათებლები სწორედ ამ მოვლენისაგან იღებენ სათავეს, ისინი აგრძელებენ ზრდას იმ დროს, როცა უკვე ყვავილობის პერიოდში არიან. ამ მიზეზთა გამო სატივას მცენარეები არიან უფრო მეჩხერად დატოტვილი გრძელი მუხლთაშორისებით, გაშლილი და ჰაეროვნი ვიდრე მისი მონათესავე სახეობები. დღეების ხანგრძლივობამ ასევე გავლენა იქონა  გრძელვადიან ყვავილობის ფაზაზე ინდიკასა და რუდერალისთან შედარებით, მაგრამ პროპორციულად უფრო დიდი მოსავლის საწინდარი გახდა. სატივას ფოთლები არის ღია ფერის, გრძელი და ვიწრო, გავს ადამიანის თითებს და ტიპიურად გამოხატავს კანაფის მცენარეს პოპკულტურაში. მისი ყვავილედებიც შესაბამისად თხელი და პატარაა.

Malawi

სატივას ეფექტები

კანაბის სატივა მიდრეკილია ჰქონდეს ძალიან დიდი რაოდენობით ტი-ეიჩ-სი (THC) და შედარებით დაბალი სიბიდი (CBD). ეს კანაბინოიდები შემდგომში ხელოვნურად გაიზარდა სელექციური გზით ადამიანთა მიერ, რადგანაც ბაზარზე ყოველთვის ფასდება მაღალი ტეტრაჰიდროკანაბიდოლის შემცველი ჯიშები. ამან გამოიწვია სატივას მცენარის შემდეგი ეფექტები:

-ეფექტის მხოლოდ თავში გრძნობა

-ეიფორია

-ენერგიის მოზღვავება

-მოტივაციის მომატება

-შთაგონებისა და კრეატიულობის ამაღლება

-ფოკუსირებისა და პარანოიული შეგრძნებების გამძაფრება

-გულისრევისა და სხვა ცუდი შეგრძნებების მოცილება

-დეპრესიასთან ბრძოლა

-მადის მომატება

 

ინდიკა

კანაბის ინდიკა (Cannabis indica) “ინდიკა” ნიშნავს, რომ მცენარე წარმოშობით ინდოეთიდანაა. მას ასევე კანაბის ავღანიკას (Cannabis afghanica) უწოდებენ.

ინდიკა

მას მარტივად ვიცნობთ მისი დაბალი და დაბუჩქული სტრუქტურისა და ზომების მეშვეობით. ეს სახეობა მომდინარეობს მსოფლიოს სუბიტროპიკული ზონის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პაკისტანი და ავღანეთი ეს ხშირად ჯიშების დასახელებაშიც ჩანს. ნებისმიერ ადგილას ეკვადორიდან 30 დან 50 გრადუსს შორის შესაფერისი კლიმატური პირობებია მათთვის. ვინაიდან ეს სარტყელი ბევრად უფრო შორია ეკვადორიდან ვიდრე მისი მონათესავე სატივას ზონა, დღის განათების საათების რაოდენობის მერყეობისაგან ინდიკა ბევრად უფრო დაუცველია. ეს ნიშნავს,  რომ როდესაც მცენარე მიაღწევს მისთვის იდეალურ სიმაღლეს, მთელს ენერგიას გადაისვრის ყვავილედებისა და თესლის წარმოსაქმნელად, ამით ის მზის სინათლის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.

ინდიკას ფოთლების თითები ბევრად უფრო ფართოა სხვა სახეობებთან შედარებით, რათა რაც შეიძლება, დიდი ფართობით შეძლოს მზის ენერგიის აკუმულირება. ისინი ასევე უფრო მუქია. ეს აუცილებლობა – მაქსიმალურად გამოიყენოს მზის ენერგია განაპირობებეს ყვავილობის ბევრად უფრო დაჩქარებულ ვადებს ვიდრე სატივა.  ინდიკას ყვავილედები შეკრული და ხშირია.

სწორედ მისი კომპაქტური ზომები და დაჩქარებული ყვავილობის პერიოდი განაპირობებს ინდიკას მომხიბვლელობას, მათთვის ვისაც სურს მოკლე ვადებში მოიწიოს რაც შეიძლება დიდი მოსავალი.

ინდიკას ეფექტები

კანაბის ინდიკას ჯიშები ცნობილია სიბიდის ბევრად უფრო მაღალი შემცველობით სატივასთან შედარებით. სიბიდის ერთ-ერთი მრავალფუნქციათაგანი არის ორგანიზმსა და გონებაზე  ტი-ეიჩ-სის ზეგავლენის შერბილება. ამრიგად, ინდიკას ჯიშებს რადიკალურად განსხვავებული გავლენა აქვთ ვიდრე სატივას. ეს ეფექტები მოიცავს:

-ეფექტის სხეულით შეგრძნება

-კუნთების მოდუნება

-დამშვიდება

-ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია

-ძილის მოგვრა

-სედატიური ეფექტი

-მადის მომატება

-დოპამინის წარმოების გაზრდა

-სტრესისა და მღელვარების შემცირება

 

რუდერალისი

კანაბის რუდერალისი (Cannabis ruderalis) შედარებით ახალი შემოსული სახეობაა საკულტივაციოდ რეკრეაციული და სამედიცინო მიზნებისათვის, მაგრამ ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც ტექნიკური მცენარე. ის შეიძლება, შევხვდეს მსოფლიოს შედარებით გრილ ადგილებში, როგორც წესი 50 გრადუსის ზევით ეკვადორიდან ჩრდილოეთით მაგალითად ისეთებში, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. საქართველოს მინდორ-ველებზეც სწორედ ეს სახეობა იზრდება ველურად.

რუდერალისი

მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ავტოყვავილებადია (autoflowering), რაც ნიშნავს, რომ მისი სავეგეტაციო პერიოდიდან ყვავილობის პერიოდში გადასვლა დამოკიდებულია მის ასაკზე და არა  განათების რეჟიმზე. ისინი იზრდებიან შედარებით პატარები და სუსტები, აქვთ ცოტა ფოთლები და მცირე რაოდენობით გვერდითი ტოტები.

რუდერალისის ეფექტები

რუდერალისი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით სიბიდისა და ტი-ეიჩ-სის, რაც მათ გამოუსადეგარს ხდის სუფთა ფორმით გამოსაყენებლად. ესაა იმის მთავარი მიზეზი, რატომაც არ გამოიყენებოდა მარიხუანას მომხმარებელთა მიერ ბოლო დრომდე. მიუხედავად ამისა, როდესაც მას შევაჯვარებთ სატივასთან ან ინდიკასთან, მივიღებთ სატივა ან ინდიკა დომინანტ მცენარეს, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ავტოყვავილობის თვისება. ეს არის უზარმაზარი უპირატესობა ბევრი მებაღისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცივი კლიმატის პირობებში ცხოვრობს და ინდიკასა და სატივას დამწიფებას ფიზიკურად ვერ ასწრებს.  ეს გამოიხატება იმაში, რომ შეგვიძლია, ის დავთესოთ ზაფხულის განმავლობაში რამოდენიმეჯერ რადგანაც მისი სრული ციკლი სულ რაღაც ორ თვეზე ცოტა მეტია.

ასეთ ჰიბრიდებს ექნებათ იმ სატივასა თუ ინდიკას ნიშან-თვისებები ოდნავ სუსტი გამოხატულებით, რომელსაც რუდერალისთან შევაჯვარებთ, რადგანაც მას არაფერი ახასიათებს.

 

მცირე ცნობები ჰიბრიდიზაციასთან დაკავშირებით
იმისდა მიუხედავად, რომ რუდერალისი, ინდიკა და სატივა სხვადასხვა განსხვავებული სახეობებია, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან შეჯვარება დამტვერვის გზით. სელექციონერები ამას იყენებენ  ჰიბრიდების გამოსაყვანად, არჩევენ  იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და გასაოცარ შედეგებსაც ღებულობენ. ჰიბრიდი ნიშნავს ორი განსხვავებული ჯიშის შეჯვარების შედეგად მიღებულ მცენარესა თუ ცხოველს.