Tag Archives: ყველაზე ჩქარი ჯიში

ავტოყვავილებადი ჯიშების თავისებურებები

ყველაზე დიდი ავტოყვავილებადი

როგორც ვიცით, ავტოყვავილებადი ჯიშები შეიცავენ რუდერალისის სახეობის გენეტიკას. ამის წყალობით ისინი არ არიან დამოკიდებული სინათლის ციკლზე და ყვავილობას გარკვეული ასაკის დადგომის შემდეგ იწყებენ. ყველაზე ჩქარი ჯიშები 10-11 კვირაში უკვე მზად არიან მოსაჭრელად და საკმაოდ შთამბეჭდავ მოსავალსაც ტოვებენ იდეალური პირობების შექმნის შემთხვევაში.

Continue reading

ავტოყვავილებადი და ფოტოპერიოდული ჯიშები

ავტოყვავილებადი

ფოტოპერიოდული მცენარეების შესახებ ჩვენ უკვე გარკვეული ცოდნა გვაქვს. ისინი დამოკიდებული არიან სინათლისა და სიბნელის ხანგრძლივობაზე, რეაგირებენ სეზონურად და მათი ვეგეტაციისა და ყვავილობის ფაზებიც ამაზეა დამოკიდებული. ინდიკასა და სატივას სახეობები სწორედ ფოტოპერიოდულ ჯგუფს განეკუთვნება.

მაგრამ, როგორც ვიცით, არსებობს მესამე ტიპის კანაფი – რუდერალისი, რომელიც ავტოყვავილებადია(autoflower). ეს ნიშნავს, რომ ვეგეტიაციის ფაზიდან ყვვილობის მდგომარეობაში გადასვლას განაპირობებს არა სინათლე-სიბნელის ხანგრძლივობა, არამედ მცენარის ასაკი და ის დაახლოებით, 2-4 კვირას შეადგენს.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუდერალისის გენეტიკის შემცველი მცენარეები 15-30 დღის შემდეგ ავტომატურად იწყებენ ყვავილობას. ეს განაპირობებს მათ სრული ციკლის შემცირებას 60-70 დღემდე. ანუ მარიხუანას ყველაზე სწრაფ ჯიშებს დასამწიფებლად სჭირდებათ დაახლოებით 10 კვირა მიწაში თესლის ჩაგდებიდან.

სწორად გაზრდილი ავტოყვავილებადი ჯიში სასურველ მოსავალს იძლევა

სწორად გაზრდილი ავტოყვავილებადი ჯიში სასურველ მოსავალს იძლევა

ეს თვისება გამოიყენეს სელექციონერებმა და შექმნეს ავტოყვავილებადი მცენარეების მთელი არმია. ისინი იზრდებიან კომპაქტური ზომის რუდერალისის გენის შემცველობის გამო და ატარებენ იმ ჯიშის ნიშან-თვისებებს, რომელთანაც შეაჯვარებენ.

ეკვადორიდან 50 გრადუსით და უფრო მეტით დაშორებული ქვეყნების უმრავლესობა ფიზიკურად ვერ ასწრებს სატივასა და ინდიკას დამწიფებას და იქ ისე მოდის ყინვა და თოვლი, რომ მცენარეებს ყვავილობაც კი არ აქვთ დაწყებული.

ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო ჩრდილოეთით მივდივართ, მით უფრო იზრდება დღის ხანგრძლივობა. მაგალითად, მოსკოვის განედზე 14 საათიან ლიმიტს დღე სექტემბრის ბოლოს ჩამოცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარები  ყვავილობას მხოლოდ ოქტომრიდან იწყებენ, როცა ჩვენთან, ეს პერიოდი აგვისტოს პირველი ნახევარშია.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას კანადა, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ა.შ. სწორედ ამ ბაზრებისათვის შეიქმნა ავტოყვავილებადი მცენარეები.

მათი ნაკლი არის ის, რომ ორიგინალ მცენარესთან შედარებით სუსტი ეფექტი აქვთ და არ იზრდებიან დიდი ზომების, განსხვავებით ფოტოპერიოდული მცენარეებისაგან, რომელთა ზრდის ლიმიტი 4-5 მეტრს აღწევს. შესაბამისად ავტომატების მოსავლიანობაც მცირეა. მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევენ ისენი, ვისთვისაც ავტომატი ერთადერთი გამოსავალია – მიიღოს მოსავალი ბუნებრივ პირობებში.

გიგანტური ძირი

ფოტოპერიოდული ჯიშები ძალიად დიდ ზომებს აღწევენ

ჩვენთან, საქართველოში მათი გამოყენების აუცილებლობა ფაქტიურად არ არსებობს, შეიძლება ის დავთესოთ მარტო იმიტომ, რომ პატარა ზომისაა და მაისის დასაწყისში დთესილი უკვე ივლისის ბოლოს მწიფე იქნება, რაც დროში გვაგებინებს სანამ ფოტოპერიოდულები დამწიფდება. მათი საშუალებით, ასევე შესაძლებელია, ერთსა და იმავე ადგილას 3 მოსავლი მივიღოთ სეზონის განმავლობაში.

ბუნებრივია, როგორც ფოტოპერიოდული, ასევე ავტოყვავილებადი მარიხუანას თესლში შეძლება, იყოს ფემინიზებული და ისინი მოიხსენიება როგორც: Auto Feminised /Autofem/Afem/AutoF და ა.შ.