Tag Archives: არ დაიჭირო

2 ივნისის აქცია – არ დაიჭირო!

2 ივნისის აქცია - არ დაიჭირო

წელს უკვე მესამედ, 2 ივნისს თბილისში, სამთავრობო კანცელარიის წინ ჩატარდა აქცია, რომლის მიზანი იყო გაეპროტესტებინა დღეს არსებული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის შესახებ.

აქციას დაესწრო რამდენიმე ათასი ადამიანი. ისინი აქ მოსული იყვნენ ოჯახებით. მათი მთავარი ლოზუნგი იყო “არ დაიჭირო” და “მე არ ვარ კრიმინალი”. აქციამ ელექტრონული მუსიკის ფონზე ჩაიარა.  ბოლოს, შარშანდელივით გაწვიმდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აქციის მსვლელობისათვის.

2 june

აქცია გააშუქეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოური პრესის წარმომადგენლებმა. აქციის ორგანიზატორები და აქ დამსწრეები მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს ცვილებები კანონმდებლობაში, გააუქმონ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი მარიხუანას მოხმარების გამო და მხოლოდ ადმინისტრაციული დატოვონ შემსუბუქებული ფორმით.

god made weed in god we trust

 

რატომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

2 ივნისის აქცია

დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ბარბაროსულად უსწორდება მარიხუანას მომხმარებლებს. მისი საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის გამო უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე, შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, ქურდობაზე და ა.შ.

ეს არის ქვეყნის დიდი სირცხვილი. არ შეიძლება კანაფის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა. ნარკოლოგიურ დაწესებულებებში გადაყვანისა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის მოქალაქეების შეურაცყოფა და მათი ღირსების შემლახველი ქმედება.

მარიხუანა არ უნდა განეკუთვნებოდეს მძიმე ნარკოტიკთა ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებასა და გრძელვადიან პერიოდში სიკვდილს. კანაფი ათასობით წელია გამოიყენება სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით სამედიცინო მარიხუანა სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ლეგალური და აღიარებული საშუალება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

მაგრამ მთავარი არ არის კარგია თუ ცუდი მარიხუანა. მთავარია, რომ მისი მომხმარებლები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ცხოვრება არ უნდა ენგრეოდეთ!

დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ყველანი შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ არსებული კანონმდებლობა.

არ დაიჭირო