Tag Archives: გეოცანაბის

სინსიმილა

სინსიმილა

სინსიმილა

სინსიმილა (sinsemilla) არის ესპანური წარმოშობის სიტყვა და ნიშნავს “თესლის გარეშე”. ეს არის დედალი მცენარის ყვავილედი, რომელიც არ დამტვერილა მამალი მცენარის მიერ და მას არ აქვს კაკლები.

სწორედ ამის შესახებ უნდა ყოფილიყო პირველი სტატია, რადგანაც ჩვენი მიზანია, მივიღოთ ასეთი პროდუქტი – მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, ტრიქომებითა და წებოვანი ფისით დაფარული ყვავილედები.

თუ რა კავშირია მამალ მცენარეს, დამტვერვას, მარიხუანას თესლს, რაოდენობასა და ხარისხს შორის, ამას გავიგებთ მომავალი სტატიების საშუალებით.

თუ თქვენ მართლა გინდათ მიიღოთ ცოდნა, ისწავლოთ ყველაფერი მარიხუანას შესახებ, ამისათვის საჭიროა მხოლოდ მონდომება. დანარჩენში ჩვენ დაგეხმარებით.