Tag Archives: ვეგეტაციის ფაზა

სინათლის ციკლი მარიხუანასთვის

მზე და მარიხუანა

მარიხუანა გრძელი ღამისა და ნათელი დღის მცენარეთა კლასს გნეკუთვნება. ბუნებაში, კანაფის მცენარეები (გარდა რუდერალისისა) ყვავილობას იწყებენ ზაფხულის ბოლოდან და შემოდგომის დასაწყისიდან, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირდება, ხოლო ღამის – იზრდება. ამ დროს შესაბამისი ჰორმონალური სიგნალები გადაეცემა ფოტოპერიოდულობის საშუალებით და იწყება ყვავილობის ფაზა. სიბნელის საათების გაზრდილი რაოდენობა მცენარეს ატყობინებს , რომ ახლოვდება შემოდგომა.  დედალ მცენარეებს ინსტიქი აიძულებს ვეგეტატიური ფაზიდან, გადავიდნენ ყვავილობის ფაზაზე, რათა მიიზიდონ მამლების მიერ გამოყოფილი მტვერი და დაიწყონ თესლის წარმოება გამრავლების მიზნით. მამლებიც ანალოგიურად მოქმედებენ და იწყებენ ბუტკოების მტვრით შევსებას.

სწორედ ამ თვისების მანიპულირებითაა შესაძლებელი როგორც ოთახში, ისევე გარეთ ვმართოთ მარიხუანას ვეგეტატიური და ყვავილობის ფაზები ხელოვნურად, ანუ ჩვენ განვსაზღვროთ რამდენ საათს მიიღებს მცენარე სინათლეს და რამდენი ხანი იქნება სიბნელეში.

სინათლის ციკლები მარიხუანასათვის

ტრადიციული მეთოდი რითაც შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ვეგეტაციური ფაზა, არის განათებული საათების რაოდენობის 18 იდან 24 საათამდე შენარჩუნება. მთავარი აქ არა განათების, არამედ სიბნელის ხანგრძლივობაა. 6 საათი და უფრო ნაკლები სიბნელეში ყოფნისას მცენარე არ გამოდის ვეგეტაციის ფაზიდან, რადგანაც მას ჰგონია რომ ზაფხულია.

როდესაც საჭიროდ ჩავთვლით რომ უკვე დროა, მცენარე გადავიყვანოთ ყვავილობის ფაზაში, სინათლის ციკლი უნდა გადავიყვანოთ 12/12 ანუ 12 საათი სინათლე და 12 საათი სიბნელე. სიბნელეში ყოფნის გაზრდილი დრო მცენარეებს აიძულებს, რეაგირება მოახდინონ. იფიქრონ, თითქოს, შემოდგომა მოვიდა და დაიწყონ ყვავილობის ფაზაში გადასვლა.

განათების ამ ორი რეჟიმის გამოყენებით, შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ჩვენი მცენარეების ყვავილობისა და ვეგეტაციის ფაზები. ეს გამოგვადგება მათი ზომისა და ჩვენთვის ხელსაყრელი ვადების კონტროლში. ეს მონაცემები დაგეხმარებათ, გათვალოთ დროითი ციკლები.

რატომ მაინცდამაინც 12/12 და 18/6? რატომ არა მაგალითად: 16/8 ან 14/10, 15/9, 20/4 ან 22/2?

საქმე იმაშია, რომ როდესაც მცენარე იღებს 12 საათზე ნაკლებ სიბნელეს, ის არ გადადის ყვავილობის ფაზაში, ანუ 12/12 არის სინათლის საათების ის ყველაზე დიდი  რაოდენობა რაც შეგვიძლია მივაწოდოთ მას ისე, რომ ვამყოფოთ ყვავილობის პერიოდში. ხოლო 18/6 არის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ათვისებაც მცენარეს შეუძლია. თუ ჩვენ ვამყოფებთ 24/0 ზე, დიდ განსხვავებას ვერ ვნახავთ, ხოლო თუ 16/8 ზე ან 15/9 ზე მაშინ 2-3 საათს ვკარგავთ და სხვაობა შესამჩნევი ხდება. ასევე მცენარეში მეტაბოლიტური პროცესების განსავითარებლად 4-6 საათიანი სიბნელე აუცილებელიც კია.

12/12 და 18/6 არის ოპტიმალური ფაზები, რომლებიც მებაღეთა მრავალწლიანი დაკვირვებებისა და გამოცდილებების შედეგად იქნა მიღებული. ავტოყვავილებადებზე ზოგჯერ 20/4 ზე რეჟიმს გვირჩევენ და ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომელს გამოიყენებთ. ასევე ფოტოპერიოდების შემთხვევაში მიჩნეულია, რომ 14/10 ზე რეჟიმის დროს უკვე იწყება წინაყვავილობის პერიოდი ზოგიერთ სახეობაში და 12/12 რეჟიმამდე 1-2 კვირის განმავლობაში სწორედ მას იყენებენ ხოლმე.

ასე რომ, თუნდაც ფანჯრის რაფაზე დადებული რეგულარული ჯიშის მარიხუანა არ გადავა ყვავილობის ფაზაში, სანამ დღის ხანგრძლივობა არ მოიკლებს.

რა მოხდება თუ თავიდანვე 12/12-ზე ვამყოფებთ მცენარეს?

სანამ ამ კითხვას ვუპასუხეთ, ჯერ გავარკვიოთ, რატომ ვიწყებთ 18/6 რეჟიმით. როდესაც მცენარე ვეგეტაციურ ფაზაშია, ის აქტიურად იზრდება და ვითარდება. რაც უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ამ რეჟიმს, მით უფრო დიდი გაიზრდება მცენარე და თავის მაქსიმუმს მიაღწევს – ეს დამოკიდებულია ჯიშზე.

მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს 1 მეტრის სიმაღლის ყუთი, მცენარეს 2 მეტრამდე გაზრდას ვერ ვაცლით. ამიტომაც იმ ზომაზე, რომელიც ოპტიმალური იქნება, გადგვყავს 12/12 რეჟიმზე, ამის შემდეგ ის მყისიერად ზრდას არ წყვეტს და შეიძლება 2 ჯერ ან 3 ჯერაც მოიმატოს სიმაღლეში, ამის დარეგულირება კვებით შეიძლება, მაგრამ მთავარი აზრი ის არის, რომ შევწყვიტოთ ზრდის პერიოდი, გავითვალისწინოთ რომ 20-30 სმს კიდევ მოიმატებს და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ყუთში ჩაეტევა.

ამ ვიდოეში კარგად ჩანს, თუ რა ზომებით შეიძლება მოიმატოს მცენარემ ყვავილობის პერიოდში გადასვლის შემდეგ, თუ მის სათანადო კვებას ვუზრუნველყობთ. ასეთი რამ მხოლოდ ჰიდროპონიკული სისტემის გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.

თუ ჩვენ ნიადაგში თესლის ჩაგდებიდან 12/12 რეჟიმი გვექნება, ამით მცენარე როგორც კი ამოვა, მაშინვე ყვავილობის პერიოდში მოხვდება და ვერ მოასწრებს სათანადოდ გაზრდასა და უმეტეს შემთხვევებში, გვერდითი ტოტების ფორმირებას და მხოლოდ ძირითად, ცენტრალურ ღეროს განივითარებს. მაშინ, როცა ნორმალური ვეგეტაციის ქონით, შეიძება, უზარმაზარი გიგანტი მიგვეღო.

%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94-12-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9f%e1%83%98

ამ მეთოდს მიმართავენ ისენი, ვისაც კომპაქტურ პირობებში უწევს მუშაობა ან ვისაც ეჩქარება მოსავლის მიღება, რადგანაც პირდაპირ ყვავილობის პერიოდის დრო დასჭირდება +2 ან 3 კვირა აღმონაცენის მოსაძლიერებლად.

რა მოხდება, თუ 18/6 რეჟიმიდან არ გამოვიყვანთ მცენარეს?

ის არ დაიწყებს ყვავილობას თავისით და განაგრძობს ზრდას. პროფესიონალი მებაღეები, ამ უპირატესობას იყენებენ დედა მცენარის გასაზრდელად, რომლისგანაც იღებენ კლონებს და გენეტიკას ინარჩუნებენ წლების განმავლობაში ერთი და იმავე მცენარისაგან, რომელიც სულ სავეგეტაციო პერიოდშია და მას აჭრიან ახალ ყლორტებს კლონების მისაღბად. კლონების შესახებ დაწვრილებით მომავალი სტატიებიდან შეიტყობთ.

%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94

ეს არის ე.წ. დედა მცენარე, რომელიც შეიძლება, რამოდენიმე წლის იყოს.

თუ მცენარეს გადავიყვანთ ყვავილობის რეჟიმში და შემდეგ ისევ დავაბრუნებთ სავეგეტაციოში, ამით ის განაგრძობს ზრდასა და ვეგეტატიური ნაწილების – ტოტებისა და ფოთლების განვითარებას.

ამ მეთოდს იყენებენ რეგულარული კაკლების სქესის დასადგენად, ანუ მცენარეს გადაიყვანენ ყვავილობის პერიოდში, ნახავენ რომელი სქესის წარმომადგენელია, მამლებს მოაცილებენ და დედლების ზრდას განაგრძობენ სავეგეტაციო პერიოდში დაბრუნებით, რათა არ დაკარგონ არც დრო, არც ადგილი ყუთში და არც ენერგია.

რა მოხდება, თუ მცენარეს ზედმეტად დიდი ხნით დავტოვებთ ყვავილობის ფაზაში?

ასეთ შემთხვევაში, ბუტკოები და ტრიქომები ფერს შეიცვლიან და გაყავისფრდებიან. THC კანაბინოიდები  დაიწეყბენ დეგრადირებას და CBD და  CBN-ად გარდაქმნას. ეს გამოიწვევს სატივას ეფექტების ჩახშობას და სედატიურ ინდიკად ჩამოყალიბებას. მცენარეში ამაღლდება ძილის მომგვრელი და მომადუნებელი ნივთიერებების რაოდენობა.

ზედმეტი ყვავილობა ასევე იწვევს მცენარის სტრესირებას. იგი უკვე ხვდება, რომ დროა კაკლების ფორმირება დაიწყოს, მაგრამ რადგანაც არ იმტვერება, გამოყოფს მამლის ორგანოებს და გადაიქცევა ჰერმაფროდიტად. ამით ის ცდილობს, გაინაყოფიეროს საკუთარი თავი და დატოვოს შთამომავლობა. ეს ფენომენი უმეტესად სატივას გენეტიკაში გამოვლინდება. სწორედ ეს ცუდი თვისება გახლდათ გასულ საუკუნეში ინდიკას პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.

ჰერმაფროდიტი სატივა

აუცილებელია, ტრიქომებზე დაკვირვებით, სწორად განვსაზღვროთ მოსავლის აღების დრო. ამით ჩვენ მივიღებთ თავისი შესაძლებლობების პიკში მყოფ პროდუქტს.

სურათზე თქვენ ხედავთ აფრიკულ სატივა ლენდრეიისს მალავიდან (Malawi Gold), რომელიც გადაიქცა ჰერმაფროდიტად ზედმეტად ხანგრძლივი ყვავილობის გამო.