Tag Archives: კანაბისის თესლის განვითარება

როგორ დავთესოთ მარიხუანა

კანაფის თესლი

მარიხუანას თესლის გაღვივება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაბიჯია კულტივირების მთელ ციკლში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  მნიშვნელოვანი არ არის. ხარისხიანი კაკლები პრესტიჟულ ბანკებში ზოგჯერ 25-30 ლარი ღირს. ასე რომ ამ საქმეს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთბთ, კაკლებიდან გავზრდით ჯანსაღ, ძლიერ და იმედია, დედალ მცენარეს.

როგორ ავარჩიოთ კარგი კაკლები?

კანაფის თესლის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ მასზეა დამოკიდებული რა ჯიშის მცენარე გაიზრდება, როგორი გენეტიკა ექნება და მოგვცემს თუ არა იმას, რისთვისაც გვინდა მისი გაზრდა. ერთი შეხედვით ძალიან ძნელია თქვა, ივარგებს თუ არა ჩვენი მეზობლის ან ნაცნობის მიერ მოცემული თესლი. შეიძლება ყვავილედები, რომლებიდანაც ეს თესლი იქნა აღებული ძალიან კარგად იბოლებოდა, მაგრამ თუ ისინი ცუდმა მამალმა დამტვერა, მაშნ მისი თესლი სულაც არ ივარგებს.

ერთი შეხედვით ვერც იმას დავადგენთ გაიხარებს თუ არა კაკალი, ან დედალი გაიზრდება თუ მამალი. მაგრამ გარკვეული დაკვირვებების საშუალებით შესაძლებელია აღმოცენების მაქსიმალური შანსის მქონეთა გამოვლენა.

პირველ რიგში, კაკალს უნდა ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები და ზოლები. ის არ უნდა იყოს თეთრი, ან ღია მწვანე ან ყვითელი, ძალიან პატარა, გატეხილი, რბილი და ა.შ. ასეთი კაკლების გაზრდის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ყველაზე კარგი მეთოდი, დაადგინო გაიხარებს თუ არა ის, არის დათესვა. სინჯეთ და ნახავთ.

King Congo

როგორ ღვივდება თესლი?

ყველას გვინახავს ბამბაზე დათესილი ხორბალი, რომელიც მხოლოდ წყლის საშუალებით 20-25 სანტიმეტრამდე იზრდება. როდესმე დაფიქრებულხართ, თუ საიდან მოაქვს ენერგია რომ ამხელა ვეგეტატიური ნაწილი განივითაროს?

საქმე იმაშია, რომ საერთოდ ყველაფრის თესლი, მათ შორის ხორბლის მარცვალი, შედგება აღმონაცენისა და სამარაგო ნივთიერებებისაგან, რომელიც საჭიროა მისი განვითარების პირველ ეტეპზე, სანამ, ასე ვთქვათ, “ფეხს მოიკიდებს” ნიადაგში. ხორბლის თითეული მარცვალი იმდენ სამარაგო ნივთიერებას შეიცავს, რომ ივითარებს უზარმაზარ ვეგეტატიურ ნაწილს და პრაქტიკულად იმავე ზომის ფესვურ სისტემას.

სწორედ ამიტომ არის პური ჩვენი უპირველესი საკვები – ის უზარმაზარი ენერგიის წყაროა. ეს სამარაგო ნივთიერება იმიტომ არის მასში, რომ საწყის ეტაპზე არ გაუჭირდეს გაღვივება, სანამ კარგად არ მოძლიერდება, შეძლოს საკუთარი თავის შენახვა და არა იმიტომ, რომ მისგან კარგი ფუნთუშები გამოვაცხოთ და მივირთვათ.

კანაფის თესლის ჭრილი

 

სწორედ ასეთი სამარაგო ნივთიერებისა და აღმონაცენისაგან შედგება კანაფის კაკლებიც. ხორბლისაგან განსხვავებით, გაცილებით მცირე რაოდენობით, მაგრამ სრულიად საკმარისია – განივითარონ მხოლოდ ფესვის 2-3 სანტიმეტრიანი მონაკვეთი.

მისი გაღვივებისათვის აუცილებელია სამი პირობა: წყალი, სითბო და ჟანგბადი. სამივე პირობის გარეშე მისი სიცოცხლისუნარიანობა მიძინებულ რეჟიმშია და მხოლოდ ორის ან ერთის ყოფნაც არაფრის მომტანია.

გაღვივებული თესლი

წყალი – კანაფის თესლისათვის აუცილებელია ნესტი, რომელიც მის ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ, აღწევს გარსის ფორებში და ააქტიურებს მიძინებულ დომინანტურ ჰორმონებს, რომლებიც იწყებენ ფესვის ზრდის გააქტიურებას. საწყის ეტაპზე წყლის მუდმივი მიწოდება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

თესლის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მისი წყალში ჩაგდება, შემდეგ კი ბნელ და თბილ ადგილას დადგმა. ამისათვის სასურველია, გამოვიყენოთ ბოთლის  გასაყიდი წყლები, რომლებიც უამრავია მაღაზიის დახლებზე. მათი უპირატესობა ონკანის წყალთან მიმართებაში არის ის, რომ ონკანის წყალი შეიცავს ქლორს, რომელიც ებრძვის მიკროფლორას და ბევრ სასარგებლო ორგანიზმს კლავს, რითაც შეიძლება, შეფერხდეს გარკვეული პროცესები. მოცემული გარემოება მორწყვის დროსაც უნდა მივიღოთ მხედველობაში. მაგრამ ეს არ არის კრიტიკული აუცილებლობა და ონკანის წყლის გამოყენებაც სრულიად მისაღებია.

ეს მოვლენა გასათვალისწინებელია თესლის შენახვის დროსაც. ისინი აუცილებლად მშრალ ადგილას უნდა ინახებოდნენ, რათა არ მოხდეს გარკვეული პროცესების კატალიზება და არ დაკარგოს აღმოცენების უნარი. ასევე დათესვის წინ შესაძლებელია მათი გაფხეკა ფრჩხილის ქლიბით ეს გახსნის ფორებს და წყალი უფრო ადვილად შეაღწევს კანში.

სითბო – მარიხუანას თესლს გაღვივება, ტემპერატურათა დიდ დიაპაზონში შეუძლია. ოპტიმალური კი 23-26 გრადუსია. დაბალ ტემპერატურებზე კაკლების გაღვივების პროცესი ნელდება. ამასთან, იზრდება სოკოვანი დაავადებების წარმოშობის შანსები, მაგალთად ფუზარიუმისა და პითიუმის, რომლებიც თესლის ლპობას იწვევენ. 30 გრადუსისა და მეტის შემთხვევაში შესაძლოა, აღმოცენების უნარის დაკნინება მოხდეს.

პრაქტიკაში 23-26 გრადუსის შენარჩუნება სპეციალური საჩითილე მოწყობილობების გარეშე შეუძლებელია. ან შუა ზაფხული უნდა იყოს რომ ასეთი ტემპერატურები ფიქსირდებოდეს სახლის პირობებში. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ თუ ოთახში ტემპერატურა ღამე 15 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, არ არის რეკომენდირებული თესლის გაღვივება.

ჟანგბადი – არის არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი. როდესაც ფესვი გამოვა, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება ჟანგბადი. მარიხუანა ადაპტირებულია არიდული კლიმატებისადმი. მაგალითად ავღანეთი პრაქტიკულად უდაბნოა. ის არ არის მჩვეული ჭაობიან და დატბორილ ადგილებს, ამიტომ მისი წყალში ჩახრჩობა დამღუპველია. თუ მცენარე საკმარისს ჰაერს ვერ მიიღებს, ის დაიღუპება.

წყალში ჩაგდების მეთოდის დროს არ დაგავიწყდეთ, რომ თესლი ჭიქაში 24 საათზე მეტი ხნით არ უნდა გავაჩეროთ და მას შედეგ, რაც პატარა ფესვს გამოიტანს, აუცილებლად უნდა გადავიტანოთ დასველებულ და კარგად გაწურულ სალფეთქზე მოსაძლიერებლად და შემდეგ დასარგავად, ან პირდაპირ დავთესოთ ნიადაგში.

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მისთვის წყლის მიწოდება, მაგრამ არა ზედმეტი რაოდენობით. ასევე იმ კონტეინერებს, რომლებშიც ჩვენ ვაპირებთ მოსაწევის გაზრდას, ძირი გახვრეტილი უნდა ჰონდეთ. ზედმეტი წყალი იწვევს ზედმეტი ტენიანობის წარმოქმნას აორთქლების გამო, ეს კი იდეალური პირობაა სოკოებისა და სხვადასხვა დაავადების გასავრცელებლად.

მაშ ასე, როგორ დავთსოთ კანაფი? გთავაზობთ ერთ-ერთ მარტივ მეთოდს

პირველი ნაბიჯი – მომზადება:

პირველი ნაბიჯი

  • ავიღოთ ჩვეულებრივი თეფში, დავაფინოთ დასველებული და მსუბუქად გაწურული სალფეთქი, თეფშში ზედმეტი წყალი არ უნდა იდგეს
  • დავაწყოთ კაკლები, ისე რომ ყველასათვის საკმარისი ადგილი იყოს
  • ზემოდან ისევ რამოდენიმე ფენიანი დასველებული სალფეთქი დავადოთ
  • ბოლოს, დავადოთ ზუსტად ისეთივე თეფში ისე, რომ შუაში სივრცე დარჩეს, რომელიც მაღალი ტენიანობისა და სიბნელის გამო, იდეალური ადგილი იქნება თესლის გასაღვვებლად

მეორე ნაბიჯი – გაღვივება:

მეორე ნაბიჯი

  • თეფშები მოვათვსოთ თბილ და ბნელ ადგილას, სადაც, დაახლოებით, 17-23 გრადუსი უნდა იყოს
  • შევამოწმოთ სალფეთქი ყოველდღიურად, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ გამომშრალა. თუ საჭიროა, მსუბუქად დავასველოთ
  • რამოდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი ან ყველა კაკალი გასკდება და გამოაჩენს თეთრ ფესვს. კანაფის თესლის გახსნისათვის საჭიროა დაახლოებით 3 დღე. მაგრამ ზოგიერთ კაკალს, შეიძლება 10 და ზოგჯერ 14 დღეც კი დასჭირდეს ამისათვის. ასე რომ წინასწარ პანიკას ნუ ატეხავთ
  • როდესაც ამ თეთრი ფესვების პირველი რამოდენიმე მილიმეტრი გამოჩნდება, ისინი ძალიან ფრთხილად, ისე, რომ ფესვს არ შევეხოთ, უნდა გადავიტანოთ წინასწარ მომზადებულ პლასმასის ჭიქაში ჩაყრილ ნიადაგში

მესამე ნაბიჯი – გადარგვა

მესამე ნაბიჯი

  • გადასარგველ კონტეინერში (ჩვენს შემთხვევაში – პლასმასის ჭიქში) მოთავსებულ ნიადაგში ფანქრის ან კალმის წვერით გავაკეთებთ 0.5-1 სმ ხვრელს
  • აქ მოვათავსებთ გაღვივებულ თესლს ფესვით ქვევით და მსუბუქად გადავაფარებთ ზემოდან მიწას ისე, რომ არ დავტკებნოთ
  • გაღვივებული თესლიდან მცენარის ამოწვერვამდე, საერთოდ, 2-3 დღეა საჭირო, მაგრამ შეიძლება მეტიც დასჭირდეს

მეოთხე ნაბიჯი – აღმონაცენი:

მეოთხე ნაბიჯი

  • როდესაც მცენარე ამოვა, მას პირველი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან სუსტია
  • ისინი კარგი განათების პირობებში უნდა იყვნენ, რათა არ განივითარონ მაღალი და წვრილი ღერო სინათლის ძიებაში, რაც ძალიან ცუდია
  • როდესაც ჩვენ ვაპირებთ გარეთ გადასარგველად გამზადებას, ნათურებზე გაზრდილ ჩითლს თუ პირდაპირ მზეზე დავრგავთ, ის დაიწვება და დაიღუპება, რადგანაც ნათურა ვერ უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივების წარმოქმნას, ხოლო მზის სინათლის სრულ სპექტრს მოუმზადებელი მცენარე ვერ გაუძლებს
  • ნერგი 1-2 საათით უნდა გავდგათ მზეზე და შემდეგ უკან დავაბრუნოთ, ყოველდღიურად თითო საათით უნდა მივუმატოთ. აკლიმატიზაციის 10-14 დღიანი პერიოდის შემდეგ, უკვე მზად იქნება გადასარგველად.

სალფეთქების მაგივრად ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებლი. მაგალითად: ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, მაკიაჟის მოსაშორებელი ბამბის დისკები და ა.შ. ზოგიერთი მებაღე სალფეთქებში გახვევამდე, ჯერ კაკლებს წყლიან ჭიქაში ყრის, შემდეგ კი ბნელ და თბილ ადგილას დებს, სანამ ისინი არ გასკდებიან და ფესვის წვერს არ გამოაჩენენ.

გაღვიება

აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ თეთრ ფესვებს არ შევეხოთ. მათზე გამოდიან პატარა ბუსუსა ფესვები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ – იწოვენ საკვებ ელემენტებს და წყალს. მათი დაზიანება კი დამღუპველია მცენარისათვის. ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ როდესაც გაღვივებული კაკალი მიწაში მოხვდება, მისი იქედან ამოღება აღარ შეიძლება სწორედ ბუსუსა ფესვების გამო, მისი სხვაგან გადარგვა ნიადაგიანა უნდა მოხდეს.

კანაბისის თესლის განვითარება

თესლის პირდაპირ მიწაში ჩაგდებაც ჩვეულებრივ შედეგს მოგვცემს. უბრალოდ წყალში კარგად ჩანს სიცოცხლისუნარიანია ის თუ არა. თუ ის არ გასკდა და ფესვი არ გაიკეთა, ესეიგი მკვდარია. ხოლო ყოველ დღე მიწის შემოწმება ამოვიდა თუ არა კანაფი, არც ისე სასიამოვნოა მაშინ, როცა უკვე გაღვივებული კაკლის შემთხვევაში დარწმუნებული ვიქნებით და თუნდაც ორი კვირა ლოდინიც კი არ მოგვბეზრდება.

როგორ ჩავთესოთ

ამ თემასთან ვიზუალური ინფორმაციის მიღებაში ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მეგობარი იუთუბი, თუ მას მივმართავთ ფრაზით: how to germinate cannabis seeds