Tag Archives: ლეგალიზაცია

რატომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

2 ივნისის აქცია

დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ბარბაროსულად უსწორდება მარიხუანას მომხმარებლებს. მისი საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის გამო უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე, შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, ქურდობაზე და ა.შ.

ეს არის ქვეყნის დიდი სირცხვილი. არ შეიძლება კანაფის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა. ნარკოლოგიურ დაწესებულებებში გადაყვანისა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის მოქალაქეების შეურაცყოფა და მათი ღირსების შემლახველი ქმედება.

მარიხუანა არ უნდა განეკუთვნებოდეს მძიმე ნარკოტიკთა ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებასა და გრძელვადიან პერიოდში სიკვდილს. კანაფი ათასობით წელია გამოიყენება სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით სამედიცინო მარიხუანა სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ლეგალური და აღიარებული საშუალება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

მაგრამ მთავარი არ არის კარგია თუ ცუდი მარიხუანა. მთავარია, რომ მისი მომხმარებლები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ცხოვრება არ უნდა ენგრეოდეთ!

დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ყველანი შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ არსებული კანონმდებლობა.

არ დაიჭირო