Tag Archives: მცენარის კლონი

კლონირება, ანუ ვეგეტატიური გამრავლების მეთოდი

კანაფის კლონი

მოსაწევის კლონირება მოწინავე მებაღეების საქმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. მოვლა-მოყვანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფეხური მიზნად უნდა გვქონდეს დასახული და როდესაც ამის საშუალება გვექნება, ჩვენც ვცადოთ ბედი.

ამ მეთოდის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გარდა ჩვეულებრივი ოთახისა, სადაც ვაწარმოებთ მცენარეთა კულტივირებას, გვჭირდება მეორე, დამხმარე ოთახი სავეგეტაციო პერიოდისათვის, სადაც გვეყოლება დედა მცენარე, რომლის კლონების გამრავლებაც გვაინტერესებს.

ანუ ჩვენ უნდა გვქონდეს ორი ყუთი რომელთაგან ერთი იქნება 18/6 რეჟიმზე დედა მცენარისათვის, კლონებისათვის და ზოგადად, სავეგეტაციო პერიოდისათვის, ხოლო მეორე ყუთი იქნება 12/12-ზე სადაც ჩვენ მცენარეების დამწიფებას შევუდგებთ. ეს არის პატარა ფაბრიკა, რომლიდანაც ვღებულობთ საბოლოო პროდუქტს მწიფე ყვავილედების სახით. ასეთი სისტემის სირთულეები არის ორმაგი ხარჯები, ორმაგი ადგილი, ორმაგი მოწყობილობა, ორმაგი ძალისხმევა და ა.შ.

სამაგიეროდ, მისი დადებითი მხარე ნამდვილად გამოდგება საპირწონედ და ამართლებს დანახარჯებს. ჩვენ გვეყოლება დედა მცენარე, რომლის სტაბილური გენეტიკა გარანტია იქნება მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებისა. დაგვეზოგება თანხა, თესლის ყოველ ჯერზე ახლიდან შეძენის თავიდან აცილებით. ასევე განვითარებულ თანასაზოგადოებებში კლონების გაჩუქება ან გაცვლა ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ამერიკულ დისპენსერებში კი შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი კლონი შეიძინოთ და ზოგიერთი იშვიათი ჯიში მხოლოდ ასეთი სახით მოიპოვება ბაზარზე.

აუცილებლად უნდა ითქვას კლონირების სისტემის გამომდგარობა გარეთ გადასარგავი ჩითილების გამოყვანის კუთხით. ეს ძალიან კარგი საშუალებაა დედალი მცენარეების მოსამზადებლად გარეთ გადასატანად.

ზოგიერთი პროფესიონალი მებაღე ან სელექციური კომპანია ათეულობით წლები ინახავს მათთვის სასურველ გენეტიკას დედა მცენარის სახით. ისინი მუდმივად ანახლებენ მას თავისივე კლონებით ჩანაცვლების გზით.

როგორ ხდება მარიხუანას კლონირება?

მცენარის სქესის ნიშნები

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კლონების აღება ხდება მხოლოდ რეგულარული თესლიდან ამოსული მცენარეებისაგან. (მათი გენეტიკა ბევრად უფრო სტაბილური, ძლიერი და სანდოა, ვიდრე ფემინიზებულის.) ამრიგად, მას შემდეგ, რაც ჩვენი მცენარე სქესს გამოაჩენს და დავრწმუნდებით რომ ის დედალია, ვაბრუნებთ ვეგეტაციურ რეჟიმში.

კლონირების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ინსტრუმენტები და დაფა იყოს სტელირული, სპირტით გაწმენდილი და სუფთა. ამ პროცესს უნდა შევხედოთ ისე, როგორც ქირურგიულ ოპერაციას. საჭირო მასალა:

  • ფესვის ჰორმონი
  • ერთჯერადი ბრიტვა
  • ჩასარგავი საშუალება (ნიადაგი ან მინერალური ბამბის კუბი)

კლონირებისათვის გამოსადეგ ტოტს უნდა ჰქონდეს 3-4 ფოთოლი დ ახალი წარმონაქმნები. აქ მოგიყვანთ ერთ სურათს, თუ რა ნაწილი შეიძლება მოვაჭრათ მცენარეს.

როგორ მოვჭრათ კლონი

აიღეთ ბრიტვა და ფრთხილად ჩამოჭერით პატარა თეთრი ხაზით აღნიშნულ ადგილას. გაჭრა ტოტის მიმართ 45 გრადუსზე უნდა მოხდეს და არა მართებულად. ამის მიზეზი არის უფრო დიდი ფართობის ჭრილობა, საიდანაც უნდა განვითარდნენ ფესვები.

მარიხუანას კლონირება

მოვაშოროთ ზედმეტი დიდი ფოთლები და ჩავყოთ ფევის ჰორმონში, გელი იქნება ეს, სითხე თუ ფხვნილი. შემდეგ ფრთხილად ჩავდოთ ნიადაგში ან სპეციალურ მინერალური ბამბის კუბში.  ხშირად, როგორც პირველ სურათში ჩანს, მცენარეს საწყის ფოთლებს აჭრიან წვეტებს, ამის მიზეზი არის ის, რომ ამით მცენარე წყვეტს ფოთლების განვითარებას და კონცენტრირებას ახდენს ფესვთა სისტემაზე.

კანაბისის კლონირება

ის უნდა მოვათავსოთ მაღალი ტენიანობის პირობებში 18/6 რეჟიმზე, ხშირად მოვრწყათ და ფოთლები დავუსველოთ. ორი ან სამი კვირის განმავლობაში უკვე გვექნება 20-30 სანტიმეტრის სიმაღლის ძლიერი ფესვთა სისტემის მქონე, ყვავილობისათვის გამზადებული მცენარე.

კლონი

იუთუბზე მარიხუანას კლონირების შესახებ ათასობით ვიდეო დევს. შეგიძლიათ, ნახოთ და დაწვრილებით შეისწავლოთ ეს საქმე.

კლონი მინერალურ ბამბაში