Tag Archives: როგორ გავზარდოთ მოსავალი

როგორ გავზარდოთ მოსავალი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით

scrog-marijuana-example-sm

როდესაც ჩვენ ვზრდით მარიხუანას, ვცდილობთ, მივიღოთ მაქსიმალურად დიდი მოსავალი რაც შეიძლება მცირე თანხებით, ძალისხმევითა და დროის დახარჯვით. ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მცენარის გასხვლისა და სხვა ტექნიკების გამოყენებით.

პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ნიადაგის ის მოცულობა, რომელშიც მცენარე იზრდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაც მეტი სივრცე აქვს მის ფესვებს, მით დიდი გაიზრდება ის, ხოლო რაც მეტი სინათლე ხვდება, მით უფრო ძლიერი იქნება.

კომპაქტური გაზრდა

კომპაქტური გაზრდა

როდესაც ჩვენ გარეთ, პირდაპირ მიწაში ვთესავთ ან ვრგავთ ჩითილს, აუცილებელია, რაც შეიძლება ღრმად და ფართოდ გავუფხვიეროთ მიწა ბარით, რათა მის ფესვებს გაუადვილდეს განვითარება. ასევე ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პატარ ქოთანში, პატარა მოსაწევი გაიზრდება, ხოლო დიდში – დიდი.

ავტოყვავილებადი ჯიშებისათვის საჭიროა მინიმუმ 6-7 ლიტრის მოცულობის ქოთანი, ხოლო ფოტოპერიოდულისათვის, მინიმუმ 12-14 ლიტრი, თუ გვინდა, რომ ნორმალური ზომისა და ფორმის გაიზარდონ და კარგი მოსავალიც ავიღოთ.

პატარა ძირი

რა თქმა უნდა, სრულებით შესაძლებელია, მათი სასუქებით კვება და საჭირო საკვების ამ გზით მიწოდება. მაგალითად, ჰიდროპონიკულ სისტემაში პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონტეინერის ზომას, მთავარია მინერალები სწორად მივაწოდოთ. არჩევანი თქვენსა და არსებულ პირობებზეა დამოკიდებული.

მარიხუანას ვარჯის ფორმები

ბუნებრივ პირობებში კანაბისს აქვს ერთ მთავარ ღეროს და მასზე განვითარებული გვერდითი ტოტები. სატივა უფრო მაღალ მუხლთაშორისებს, გრძელ და წვრილ ღეროებს იზრდის, აღწევს 4-5 მეტრამდე სიმაღლეს და ყვავილედებიც შედარებით წვრილი აქვს. ინდიკა იზრდება დაბალი, დაბუჩქული, ხშირი და სქელ ყვავილედებს ინვითარებს.

სატივასატივა 2

ჩვენ ასეთი ვარჯი არ გვაწყობს, რადგანაც ის ძალიან მაღალია, არ დაეტევა ყუთში, გამოჩნდება ქუჩიდან, თუ ეზოში გვაქვს მცენარე, იძლევა შედარებით მცირე მოსავალს, მაქსიმალურად ვერ ვიყენებთ ფართობს, ჩრდილავს სხვა მცენარეებს და ა.შ.

ამიტომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ და მცენარის ვარჯის ფორმა თავად განვსაზღვროთ. ამის უამრავი მეთოდი არსებობს. რომლებიც ძალიან გამართლებულია. საქართველოშიც კი არის გავრცელებული მცენარისათვის თავის გადატეხვა მისი შემდგომი დაბუჩქვის მიზნით. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ტექნოლოგიები.

წრიულად გაზრდა

წრიულად გაზრდა

ScrOG & SoG

მაგალითად ScrOG რაც ნიშნავს Screen of Green ანუ სიმწვანის ბადე, უფრო სწორედ, ბადეზე განლაგებული სიმწვანე. მისი თავდაპირველი ვარიანტი იყო SoG(Sea of Green). ეს ძალიან კარგი მეთოდია ერთი ძირიდან უდიდესი პოტენციალის გამოვლინებისთვის. მას შეიძლება მივცეთ ჩვენთვის საჭირო ფორმა, მაგალითად ნათურის ირგვლივ და ა.შ.

ამ შემთხვევაში მოსავლის რაოდენობა ერთი ორად იზრდება. მცენარე მაქსიმალურად ხლოსაა ნათურასთან და ფართობის შეძლებისდაგვარად ოპტიმალურად გამოიყენება. უმეტესობა მაღაზიებში კანაფის კაკლებს სწორედ კვადრატული მეტრობით აწერია მოსავლის რაოდენობა.

lsd

ეს მეთოდი ერთ-ერთი უმაღლესი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია მებაღეებისათვის,  რადგანაც ადვილი ნამდვილად არ არის. თუ დაინტერესდით, მის შესახებ იუთუბზე უამრავი პრაქტიკული და დემონსტრაციული ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ. აქ მისი განხორციელების ახსნას აზრი არ აქვს, თუ თავად არ ნახეთ.

barney's farm

LST – Low Stress Training

ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც იმავე ScrOG-ის არსში დევს. ის გულისხმობს მცენარის გადაწვენას, თავის ქვემოთ მოქცევას და ამით გვერდითა ტოტების განვითარებას. ეს მეთოდი ძალიან პრაქტიკულია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

გეოკანაბისი u

იდეა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ვწვრთნით მცენარეს გაიზაროდს ისეთი ფორმის, როგორიც ჩვენ გვსურს. ამ მეთოდის გამოყენებით შევძლებთ, გავზარდოთ დაბალი სატივა და ინდიკა, გავშალოთ ის დიდ ფართობზე და ა.შ.

ელესტე

LST მეთოდი ამ პრინციპით მუშაობს: როდესაც გადავხრით მცენარეს და თავს ქვევით მოვუქცევთ, ის იწყებს გვერდითი, ანუ ზედა მხარეს დარჩენილი ტოტების განვითარებას.

lst

ეს მეთოდი კარგად რომ გაიგოთ და მიხვდეთ, რა მნიშვნელოვანი და კარგი საშუალებაა, მიმართეთ იუთუბს low stress training.

ლოუ სტრესს ტრეინინგ

Topping

ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი თავის მოტეხვის მეთოდი. შევეცდები ცოტა დახვეწილი ხერხები გასწავლოთ. ამ მეთოდისა და low stress training-ის ერთად გამოყენება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ასევე არსებობს უამრავი სხვა მეთოდიც

თავის გადატეხვა 1

კანაბისს ახასიათებს აპიკური დომინანტურობა, რაც ნიშნავს წვეროს დომინანტურობას, ანუ ეს არის ფენომენი, როდესაც მცენარის ცენტრალური ღერო არის დომინანტური გვერდით ტოტებზე. როდესაც ის კარგავს წვეროს, მის მაგივრად ივითარებს სხვა წვეროებს. ამის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებით შეგვიძლია ერთის მაგივრად უამრავი ცენტრალური ღერო გვქონდეს.
თავის გადატეხვა 2

არსებობს სხვა უამრავი მეთოდი, რომელიც დრამატულად ზრდის მოსავალსა და მცენარის ზომებს. მათი ნახვა თქვენ იუთუბზე შეგიძლიათ: topping/fiming/lst/sog/scrog/lollipoping & etc.