Tag Archives: როგორ დავწიოთ pH

რა არის pH

ph სკალა 2

pH ნიშნავს წყალბადის იონების შებრუნებულ ათობით ლოგარითმს თხევად სუბსტანციაში. როდესაც pH არის 7 რეაქცია არის ნეიტრალური. 7-ზე დაბალი არის მჟავე, ხოლო 7-ზე მეტი არის ტუტე.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია მცენარეთა და ზოგადად, ცოცხალ ორგანიზმთა ცხოველქმედებისათვის. როგორც ყველაფერი დანარჩენი, კანაბისიც რეაგირებს ნიადაგის რეაქციაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი კონტროლი.

pH სკალა

საქართველოს ნიადაგების რეაქცია

დასავლეთ საქართველოს წითელმიწა (აჭარა,გურია), ყვითელმიწა (ქვემო იმერეთი), ყვითელმიწა ეწერი (სამეგრელო), ჭაობიანი და ალუვიური მდინარისპირა ნიადაგები არის მჟავე. მათგან ყველაზე მჟავე არის წითელმიწა, მას მისდევს ყვითელმიწა და ა.შ. აღმოსავლეთ საქართველოს ყავისფერი, მდელოს-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი და ა.შ. არის ტუტე რეაქციისა და კარბონატების შემცველი ნიადაგები. 1000 მეტრის ზემოთ მთელს ქვეყანაში გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები, რომელიც ნეიტრალური ან სუსტად მჟავეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობში ჰუმიდური სუბტროპიკული ჰავაა, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა 0 გრადუსზე მეტია და ნალექების რაოდენობა აჭარბებს ტრანსპირაციის, ანუ აორთქლების რაოდენობას. აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ კი ზომიერი სემიარიდული კლიმატია, ანუ შედარებით ცივი და მშრალი.

ყომრალი ნიადაგები ნეიტრალურთან ახლო, ოდნავ მჟავეა. დასავლეთ საქართველოს ნიადაგები მჟავე, ხოლო აღმოსავლეთის ნიადაგები კი ტუტეა.

მარიხუანასათვის იდეალური pH მერყეობს 5.5-დან 7.0-ამდე. სწორედ ამიტომ არის დასავლეთ საქართველო იდეალური ადგილი მის გასაზრდელად, როგორც ნიადაგურ, ასევე კლიმატური პირობებითაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ საქრთველოში ის არ გაიზრდება ან არ ივარგებს, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოში დათესილი მცენარე აუცილებლად კარგი და ძლიერი ვერ იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლასა და პირობებზე.

რატომ არის pH ასეთი მნიშვნელოვანი მარიხუანასათვის?

pH განსაზღვრავს მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების შეთვისებას. ანუ გარკვეული რაოდენობის pH-ზე მცენარეები იდეალურად ითვისებენ გარკვეულ საკვებ ელემენტებს, ხოლო სხვებს ვერა.

მცენარეთა მიერ მინერალების შეთვისების pH-ზე დამოკიდებულება

ანუ თუ ჩვენ მარიხუანას ჩავთესავთ <5.5 ან 7.5> pH სუბსტრატში, მას ძალიან გაუჭირდება, იქნება სუსტი, დაბალი, ვერ შეითვისებს სამარაგო ნივთიერებებს და ვერ გაიზრდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდროპონიკული სისტემებისათვის, მაგრამ იქ ბევრად უფრო მარტივი დასარეგულირებელია, ვიდრე ნიადაგში. თუ თქვენ აპირებთ ყუთში გაზარდოთ მცენარე, დაგჭირდებათ პორტატული pH მეტრი, რომელიც უნდა გამოიწეროთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მაგალითად, თბილისის წყალმომარაგების სისტემაში მოდის 7.5-8.0 pH წყალი, ამ წყლით მცენარეების მორწყვა ნელ-ნელა გაზრდის ნიადაგის რეაქციას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

იდეალურ pH-ზე მარიხუანასათვის ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ვეგეტაციის პერიოდში 5.5-6.0 და შემდეგ ნელ-ნელა აიწიოს 6.5-7.0-ისკენ რათა მცენარემ უკეთესად შეძლოს ფოსფორის შეთვისება, რომლებიც დიდი ყვავილედების აუცილებელი წინაპირობაა.

როგორ ვარეგულიროთ pH ნიადაგში?

ვინაიდან pH სკალა შებრუნებული ათობითი ლოგარითმული სისტემაა, უნდა ვიცოდეთ, რომ pH-4.0 10-ჯერ უფრო მჟავეა ვიდრე pH-5.0, ასევე pH-9.0 10 ჯერ უფრო ტუტა, ვიდრე pH-8.0 ხოლო ნეიტრალურის დროს, ხსნარში წყალბადისა და ფუძეების რაოდენობა ტოლია.

ვინაიდან საქართველოში მარტივად არ იშოვება pH მოსამატებელი და დასაკლები ნივთიერებები, უკიდურეს შემთხვევებში შეგვიძლია, მჟავე ნიადაგებისათვის წინასწარ შევურიოთ ცოტაოდენი კირი, ხოლო ტუტე ნიადაგებში ცოტაოდენი თაბაშირი ან გაჯი.

pH მოსამატებელი და დასაკლები

ყველაზე კარგი ვარიანიტა, თუ საერთოდ დავივიწყებთ pH ის არსებობას,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეჭვი გვეპარება, რომ მისი რაოდენობა კატასტროფულად სცდება დასაშვებ ნორმებს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნიადაგში ორგანული სასუქების შეტანა და მიკროორგანიზმების აქტივობაც მომედებს pH-ზე. ხოლო მინერალურ სასუქებს ეტიკეტზე აწერიათ ხსნარის pH მაჩვენებელი და შეგვიძლია, ამის მიხედვით შევარჩიოთ ისინი.

ორგანული სასუქების მოქმედება pH-ზე

ოთახის პირობებში, კარგია ბიოჰუმუსის გამოყენება და პერლიტთან ერთად მისი მიწაში არევა. ასევე მაღაზიებში უკვე გამოჩნდა ქათმის გადამწვარი ნაკელი, რომელიც წყალში გახსნილი ყვავილობის პერიოდში არაჩვეულებრივია ფოსფორის მაღალი შემცველობის გამო.

დასავლეთში საქართველოში ცოტა კირის არევა ოდნავ აწევს რეაქციას. აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგებში, სასურველია შემოდგომითვე შევიტანოთ გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი, ზამთრის განმავლობაში ისინი საბოლოოდ მინერალიზდება და გაზაფხულისათვის უკვე კარგი ადგილი გევექნება დასათესად. ასევე თაბაშირის არევაც კარგი საშუალებაა მჟავიანობის გასაზრდელად.