Tag Archives: როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

უკვე მესამე წელია იმართება 2 ივნისის კამპანიის აქციები, სადაც მთავარი მოთხოვნა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა. საქართველოს კანონმდებლობა ძალიან უსამართლოდ ექცევა მარიხუანას მომხმარებლებს და არა მარტო მათ. ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია, წაიყვანოს მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ეს არის ადამიანების დამცირება სახელმწიფოს მხრიდან.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და მოხდეს პირველ ეტაპზე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და მძიმე ნარკოტიკების ჯგუფიდან გამოყოფა. შეწყდეს ნარკოლოგიურში წაყვანის პრაქტიკა და გამოსწორდეს ზოგადი მდგომარეობა ამ მხრივ, ყველანი მივიდეთ 2 ივნისს კანცელარიის წინ 18:00 საათზე.

იხილეთ არასამთავრობოთა მიერ შედგენილი პრაქტიკული ინსტრუქცია: როგორ უნდა მოვიქცეთ დაკავების დროს?