Tag Archives: სად დავთესოთ მოსაწევი

გარეთ დათესვის ვადები, ადგილები და მეთოდები

მარიხუანას დათესვის ვადები

ახლა ეს თემა ძალიან აქტუალურია. ჩნდება უამრავი შეკითხვა: როდის უნდა დავთესოთ? როგორ უნდა დავთესო? სად უნდა დავთესო? და ა.შ. საჭიროა ასეთი კითხვის დამატება: რა რისკებთანაა დაკავშირებული გარეთ დათესვა? რადგანაც სწორედ ეს რისკები განსაზღვრავენ მივიღებთ შედეგს, თუ ვერა, მარტო დათესვა ხომ არაა ყველაფერი. სწორედ ამ რისკების ანალიზისა დ შეფასების შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ საერთოდ დავთესოთ, თუ არა გარეთ კანაფი.

ჩემი აზრით, მოსაწევის გარეთ დათესვისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ადგილი. იყო დრო, როდესაც პირველ ადგილზე ვაყენებდი კაკლებს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, რადგანაც ისინი დღეს უპრობლემოდ იშოვება. შეიძლება, ვინმესთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს კლიმატი, დრო, ცოდნა, კანონმდებლობა, შიში, სიზარმაცე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი, დრო და ასევე გარკვეული ცოდნაც გაგვაჩნია, აუცილებლად მივიღებთ კარგ მოსავალს. მთავარი მონდომებაა.

როდის უნდა დავთესოთ მარიხუანა?

როდის დავთესოთ მარიხუანა

ამ შეკითხვაზე პასუხი ყველამ კარგად იცის – გაზაფხულზე. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ გაზაფხული ძალიან აბსტრაქტული მცნებაა და დამწყები მებაღეების ყველაზე ხშირი შეცდომაც სწორედ აქ იჩენს თავს – სიჩქარე. მითუმეტეს, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში გაზაფხული საერთოდ გაქრა და პირდაპირ ზაფხულში გადავდივართ ჩვენთვის გამოუსადეგარი, ცივი დღეებიდან.  უმეტესობას, ვისაც ქონია კაკლები და ერთი სული მათ დათესვამდე, გაზაფხულის პირველივე მზიან დღეებში გაქცეულა მის ასასრულებლად. ეს არის შეცდომა, რადგანაც მცენარეს ამოსვლის შემდეგ მუდმივად კარგი ამინდები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიღუპება.

ჩვენ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ არ არსებობს კონკრეტული დღე, თუ როდის უნდა დაითესოს პლანი. მთავარი არის შესაბამისი ტემპერატურა გარეთ, როცა არ უნდა მოვიდეს ის. ყველაზე სტაბილური პერიოდი ამინდის მხრივ, აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება, მაგრამ თუ ყინვები, თოვლი, გადაბმული წვიმები და უამინდობაა, სჯობს მაისამდე მოვიცადოთ.

დათესვის ბოლო ვადა, რის შემდეგაც ის აღარ გაიზრდება, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია შუა აგვისტოშიც დავთესოთ, მაგრამ აქ არის ერთი დიდი შემაფერხებელი ფაქტორი – ძალიან დიდი სიცხე. ახალამოსული მცენარე 50 გრადუსიან მზეში რომ მოვათავსოთ, ძალიან დაისტრესება, დასჭირდება დიდი ყურადღება, დღეში 2 ჯერ მორწყვა და ა.შ.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ სინათლის ფაზები, მცენარე სავეგეტაციო ნაწილის განვითარებას ვერ მოასწრებს და პირდაპირ ყვავილობით დაიწყებს. ანუ გაიზრდება პატარა. თუ დავთესავთ ივლისის დასაწყისში, 1 თვიან ვეგეტაციას მოასწრებს. ჩემი აზრით, ივნისის ბოლომდე დათესილი მცენარე, ძალიან დამაკმაყოფილებელ შედეგს მოგვცემს, სინათლისა და ტემპერატურის გათვალისწინებით. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, სექტემბერის დასაწყისშიც დათესოთ. მაგის იქით უკვე აზრი ეკარგება და სერიოზულობის ფარგლებს სცდება.

კანაფის გაღვივებული თესლი

მცენარის თესლს გაღვივებისათვის სჭირდება 3 კომპონენტი: წყალი, ჟანგბადი და სითბო. უკანასკნელის ნაკლებობისას, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სანამ დათესვას დავაპირებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაბამის პირობებს შევუქმნით მას. თუ ჩვენ ოთახში გამოგვყავს ჩითილები, დღეღამური ტემპერატურა 10 გრადუსზე მეტით არ უნდა მერყეობდეს. როდესაც პირდაპირ გარეთ ვაპირებთ თესლის ჩაყრას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღამის ტემპერატურა 7-8 გრადუსს აღარ ჩამოცდება. ეს ეხება გამზადებული ჩითილების გადარგვასაც.

მოცემულ შემთხვევაში რისკები დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან, ანუ სრულიად უკონტროლოა და ჩვენგან დამოუკიდებელი. მაგრამ აქაც არსებობს გამოსავლის გარკვეული ვარიანტები; როდესაც მცენარეს დავთესავთ ან პატარა ჩითილს გადავრგავთ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში, პირველ ხანებში მას ერთჯერადი პლასმასის 0.5 ლიტრიანი ჭიქა ან გამჭვირვალე ბოთლი უნდა ჩამოვაცვათ, რომელსაც რამოდენიმე ნახვრეტი ექნება. ეს მოგვცემს შემდეგ უპირატესობებს:

პლასმასის ერთჯერადი ჭიქა რამდენიმე ნახვრეტით დაფარებულია პატარა კანაბისზე

პლასმასის ერთჯერადი ჭიქა რამდენიმე ნახვრეტით დაფარებულია პატარა კანაბისზე

  • სათბურის ეფექტის შექმნით დაიცავს ყინვისაგან
  • შეინარჩუნებს მაღალ ტენიანობას
  • დაიცავს მწერებისა და ცხოველებისაგან
  • შეამცირებს ძლიერი წვიმით გადარეცხვის შანსებს
  • ნაკლი: შესამჩნევია უცხო თვალისათვის

კანაფი თოვლში

ამ სურათზე კარგად ჩანს, რა შედეგი გამოიღო მებაღის სიჩქარემ. დროზე ადრე დათესილ მცენარეს თოვლი მოუწია. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პლასმასის ბოთლმა ის გაყინვისაგან იხსნა.

ასეთი მეთოდი ძალიან ეფექტურია რისკების შესამცირებლად, მაგრამ ასი პროცენტით მის იმედზე მაინც ვერ ვიქნებით. ის შეიძლება შეამჩნიონ. ასევე მცენარის ხშირი მონახულება მაინც მოგვიწევს, რადგანაც თუ დავაგვიანეთ, ჭიქა ზრდაში შეუშლის ხელს, რადგანაც ფიზიკურად ვეღარ ჩაეტევა მასში და ა.შ.

ჩითილების გადატნა პირდაპირ თესლის ჩაგდებასთან შედარებით, ბვრად უფრო კარგია, რადგანაც ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი მცენარე გვაქვს და სად არიან დათესილი.მათი მოწყვლადობის დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე თესლისა. ამასთან, მოზრდილ ჩითილს გადარჩენის ბევრად უფრო დიდი შანსი აქვს ვიდრე აღმონაცენს. მათი გამოყვანა შესაძლებელია როგორც ყუთში ნათურებზე, ასევე ფანჯრის რაფაზე ან აივანზე, ამ უკანასკნელს აკლიმატიზაცია აღარ სჭირდება, რადგანაც ისედაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება.

ჩითილების ზომა და ასაკი რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კარგია, რადგანაც მათი გადარჩენის შანსი იზრდება. თუ მას მხოლოდ ერთი წყვილი ფოთოლი აქვს და რამე მოაჭამს, ის დაიღუპება. ხოლო რაც უფრო დიდი და ძლიერი იქნება, მით უფრო გაიზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა. ეს ფაქტორი გვაგებინებს დროშიც, მარტში გამოყვანილ 1 თვის ჩითილს თუ აპრილში გარეთ გავიტანთ, უკვე ერთი თვე მოგებული გვაქვს ზრდაში.

გადასარგველად კარგი ზომის ჩითილები

გადასარგველად კარგი ზომის ჩითილები

მეორე მხრივ, ჩითილის გამოყვანის დროს აუცილებელია, ის მზის პირდაპირი სხივების ან ნათურების საშუალებით გაიზარდოს. მაგრამ ნათურებით გაზრდილი მცენარის გარეთ გატანა არ შეიძლება, მან ჯერ აკლიმატიზაცია უნდა გაიაროს და მიეჩვიოს სიცივესა და მზის სხივების სრულ სპექტრს, ამისთვის იგი ყოველ დღე 1-2 საათით გარეთ უნდა გავდგათ, რითაც მიეჩვევა ყველაფერს. ასევე შესაძლებელია გადარგვის შემდეგ მისთვის სასათბურე პირობების შექმნა, ან რაიმე ნახევრად გამჭვირვალე ბადისა თუ სხვა მატერიის გამოყენება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, უნდა შევეცადოთ ღრუბლიან ან წვიმიან ამინდში გადავრგოთ ისე, რომ მომდევნო დღეებშიც არ იყოს მწველი მზე.

ამასთან მათი ტრანსპორტირება არც ისე მოსახერხებელია. არსებობს რისკი, რომ ჭიქიდან მიწიანად ამოღებისას დაზიანდეს ფესვთა სისტემა და ა.შ.

მაგრამ თუ მაინც გადავწყვეტთ პირდაპირ ადგილზე დათესვას სხვადასხვა მიზეზის გამო(მათ შორის ჩითილის გამოყვანის შესაძლებლობის არ ქონა), სჯობს, წინასწარ ჭიქაში ან სალფეთქში გაღვივებული ჩავთესოთ.

სად დავთესოთ?

როდესაც ვიცით, როდის უნდა დავიწყოთ თესლის გაღვივება და მომზადება. გვიჩნდება კითხვა სად დავთესოთ? ამაზე ორი პასუხი არსებობს. პირველი ეს არის საკუთარი სახლის ეზოში, ყველას თვალისაგან მიფარებულ ადგილას, ან პარტიზანულად სადმე ბუნებაში. ორივე მეთოდს გააჩნია საკუთარი დადებით და უარყოფითი მხარეები. შევეცადოთ, გამოვავლინოთ ის რისკები, რომლებიც ორივე შემთხვევას ბევრი აქვს.

დავიწყოთ ჩვენს ეზოში დათესვაზე საუბრით. ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი იმ კუთხით, რომ მცენარე გვექნება ახლოს, მას სათანადრო დროსა და ყურადღებას დავუთმობთ, არაფერს მოვაკლებთ, ნაკლები შანსია რომ მოგვპარონ და ა.შ. მაგრამ ამ მეთოდს გააჩნია ერთი ძალიან დიდი ნაკლი – სახლში ძალიან დიდი ფაქტი გიდევს. პოლიციამ თუ თქვენს ეზოში კანაფის მცენარე იპოვა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მისი გამყიდველი და 7 იდან 11 წლამდე ციხე გეკუთვნით.

ეს ფაქტი ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რადგანაც სახუმარო ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, საქართველოში პლანის მწეველი და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ისევე როგორც მკვლელი, ან ატომური ბომბის დამამზადებელი პრაქტიკულად ერთი და იმავე ვადით მიდის ციხეში. ეს ასევე ეხება ოთახისა თუ ყუთის შემთხვევებს.

ეზოში დათესვა

ეზოში მარიხუანას გაზრდა ძალიან საშიშია და პრაქტიკულად არც ღირს. მე არ გირჩევდით ეზოში დათესვას, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, კარგად დარწმუნდით, რომ ამის შესახებ საერთოდ არავინ იცოდეს. არც მეზობელმა, არც საუკეთესო ძმაკაცმა და საერთოდ არავინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ოჯახის წევრების დამოკიდებულება თქვენი ჰობისადმი. არც ერთ დედას ან მამას არ უხარია თავისი შვილის ასეთი საქციელი, ხშირად არც მეუღლეები არიან აღფრთოვანებული. მითუმეტეს ამაში ხელს არავინ შეგიწყობთ. სახლში დათესილი მცენარე პირველ რიგში, შეიძლება თქვენმა ოჯახის წევრმა მოთხაროს, ან რაიმე პირდაპირი თუ ირიბი წესით გაანადგუროს. ნუ ენდობით თქვენი მეგობრის მონაყოლს, როგორ უზრდიდა ბებიამისი მოსაწევს და ნუ გარისკავთ დაუფიქრებლად.

ქოთნებში დათესვა

ეზოში დათესვისას უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა. პირველ რიგში, ძალიან მოსახერხებელია ქოთნებში დათესვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ისინი გადავაადგილოთ ნებისმიერ დროს, გადავაადგილოთ მზის მოძრაობის მიხედვით, შევიტანოთ სახლში, სტუმრების მოსვლის დროს გავიტანოთ უკან ან სადმე დავმალოთ დროებით და ა.შ. ასევე ქოთნების მოთავსება შესაძლებელია ზოგიერთი ნაგებობის სახურავზე, რაც მისი შენიღბვის კარგი საშუალებაა.

Frisian Duck

Frisian Duck

ქოთანში წინასწარ მომზადებული ნიადაგის ნარევი დიდი მოსავლის წინაპირობაა. ასევე ამის საშუალებით შესაძლებელია მცენარის სიმაღლის გარკვეული კონტროლი. პირდაპირ ნიადაგში ჩარგვასაც აქვს თავისი უპირატესობები, რითაც ბევრად სჯობს ქოთანს, მაგრამ ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ უსაფრთხოების მიზნებისათვის.

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90

ძალიან კარგი მეთოდია, დაბალი ჯიშების ან ავტოყვავილედების დათესვა, რომელთა სიმაღლე 25-30 სანტიმეტრიც კი შეიძლება იყოს. ასევე ისეთი მცენარეების გარემოცვა, რომელიც შენიღბავს მას. არსებობს მოსაწევის ისეთი ჯიშები, რომელთა ფოთოლიც ძალიან არასტანდარტულია და გამოცდილი მებაღეც კი ვერ მიხვდება რა არის, თუ არ უნახავს.

არის მეორე გზაც – სათბურები. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა და მასში წელიწადში 2 ფოტოპერიოდული მოსავლის მიღებაც კი შესაძლებელია, თუ ხელოვნურად მოვახდენთ მანიპულირებას სინათლის ხანგრძლივობაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ცნობისმოყვარე მეზობელი, რომელიც გთხოვთ ანახოთ, რა გითესიათ მასში.

მარიხუანა სათბურში

ნამდვილად არ არსებობს კონკრეტული ფორმულა თუ სად, როგორ, რანაირად სჯობს დათესვა. ყველამ კარგად იცის თავის ეზოში რა ხდება და თავად უნდა გადაწყვიტოს ღირს, თუ არა ეს.

გარეთ დათესვა

გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდზე, რომელიც საქართველოში ძალიან გავრცელებულია. ეს არის მცენარის პარტიზანულად კულტივირება ბუნების წიაღში.

ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ადამიანს არ შეუძლია ყუთში გაზრდა ან არ აქვს შესაფერისი ეზო, ის არ რჩება ბედის ანაბარა და შეუძლია, მიიღოს ძალიან კარგი მოსავალი. როგორც ხვდებით ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ დავიმახსოვროთ, თუ ძალიან მოვინდომეთ, შეუძლებელი არაფერია.

Columbian Gold

Columbian Gold

მაშ ასე, ყველაზე სერიოზული პრობლემა პარტიზანული კულტივირებისას არის ადგილი. დასათესად შესაფერისი ადგილის პოვნა ყველაზე რთული და ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ის რისკები, რომლებიც ამას შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის რომ ვერ დავამწიფოთ მცენარე. ამის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება გახდეს.

ცხოველებისა და მწერებისაგან დაცვა პირველ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ მოვახერხეთ და მცენარე გავზარდეთ, ყვავილობაც დავაწყებინეთ და ველოდებით არომატული ყვავილედების დაგემოვნებას, შეიძლება მოხდეს მებაღეთა ყველაზე დიდი და ხშირი იმედგაცრუება – ყველაფერი მოგვპარონ. ეს არის ძალიან საშიში მომენტი, რადგანაც თუ ვინმე გადააწყდება მცენარეს, ეწევა ის, არ ეწევა, თავისთვის უნდა, სხვისთვის უნდა თუ საერთოდ არაფერში არ სჭირდება და ხელს არ უშლის, მაინც აუცილებლად მოიპარავს. ასე რომ ადგილის შერჩევისას კარგად გაითვალისწინეთ ეს მომენტი. მოსარწყავად, სასუქების შესატანად და უბრალოდ შესამოწმებლად ხშირი ვიზიტი არ არის სასურველი, რადგანაც ამ დროს შეიძლება ვინმემ შეგვამჩნიოს და გაუჩნდეს ბევრი შეკითხვა ან პირდაპირ მიხვდეს რაშიცაა საქმე და მცენარეები მოგვპაროს.

კლიმატურ პირობებზე რომ ვართ დამოკიდებული ეს უკვე ვიცით. როდესაც მცენარე პატარაა და სუსტი ფესვთა სისტემა აქვს, წყალი არ უნდა მიაკლდეს. ხოლო როდესაც უკვე მოძლიერდება, თავისი თავის მიხედვაც შეეძლება და თუ ძალიან გვალვა არ იქნა, დიდი მოვლაც არ დასჭირდება. გარეთ დათესვისას ასევე დიდია რისკები რომ მცენარე დაავადდეს. დაემართოს ნაცარი, დაესიონ აბლაბუდახვევია ტკიპები და მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ყვავილედები დაულპეს.

არასაკმარისი განათება

არასაკმარისი განათება, სინათლის დეფიციტი

ადგილის შერჩევისას კარგად უნდა მოვამზადოთ ნიადაგი, რაც შეიძლება ღრმად და საფუძვლიანად გავაფხვიეროთ. თუ შესაძლებელია, შევიტანოთ პერლიტი და ბიოჰუმუსი. რაც ყველაზე მთავარია, ადგილის შერჩევისას უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც შეიძლება განათებული უნდა იყოს. როდესაც კანაფს აკლია მზე, ის მიიწევს ზევით მის საძებნელად, იწელება, იწოწება და იმის ნაცვლად, რომ გვერდითი ტოტები განივითაროს, მხოლოდ ძირითად ღეროს იზრდის მანამ, სანამ საკმარისად განათებულ ადგილას არ მოხვდება. თუ ჩვენ მას ჩრდილში დავთესავთ, ის გაიზრდება, ყვავილედებსაც გაიკეთებს, კარგი არომატიც ექნება მაგრამ საერთოდ არ დაიბოლებს. თუ გვინდა რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, რაც შეძლება მეტი მზე უნდა მოხვდეს ფოთლებს. შეგვიძლია ირგვლივ ტოტები გავჩეხოთ, მოვხერხოთ და ხელოვნურად შევუწყოთ ხელი მის განათებას.

მოსაწევი ტყეში

ამ სურათზეც კარგად ჩანს, რომ მცენარეები ვერ იღებენ საკმარის განათებას და ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალი გაიზარდონ. მუხლთაშორისები, ანუ ტოტებს შორის ცარიელი ადგილები მთავარ ღერძზე ძალიან მაღალია და დატოტვა მინიმალური.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ მზე ამოდის აღმოსავლეთიდან, მთელი დღის განმავლობაში სამხრეთიდან გვიყურებს და ჩადის დასავლეთში. სწორედ ამ მოვლენის გათვალისწინებით უნდა მოვძებნოთ ადგილი. მცენარეს დღეში მინიმუმ 5 საათი მზის პირდაპირი სხივები უნდა ხვდებოდეს. ნუ დაყრით ირგვლივ ნაგავს და ნუ დააბინძურებთ გარემოს, როგორც სურათზე ვხედავთ.

პირდაპირ ნიადაგში?

თუ თქვენ იპოვეთ კარგი ადგილი გარეთ დასათესად, სადაც ვერავინ მიაგნებს თქვენს მცენარეებს,   შეიძლება სხვა პრობლემები წარმოიშვას. მაგალითად არაშესაფერისი ნიადაგი. ეს სერიოზული პრობლემაა და შეიძლება, ხელიც კი შეგვიშალოს ჩვენ საქმიანობაში რა კარგი ადგილიც არ უნდა იყოს.

ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოთნები ან ტომრები. ამით მცენარე ამაღლდება კიდეც, რაც ირგვლივ მდებარე სარეველებისთვის კონკურენციის გაწევაში დაეხმარება და თან კარგი პირობები ექნება განსავითარებლად. ჩვენ შეგვიძლია, წინასწარ მოვამზადოთ ნიადაგის ნარევი და ტომრით წავიღოთ ადგილამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მენარეს დავთესავთ ტომარას აღარ უნდა შევეხოთ, რადგანაც ის დრეკადია და ფესვთა სისტემა დაზიანდება. გადასაადგილებლად ქოთანი უკეთესი იქნება.

მარიხუანა ტომრებში

თუ შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ, ქოთანი და ტომარა ისეთი ფერის იყოს, რომ დიდან არ გამოიყოფოდეს გარემო პირობებისგან. ამით თქვენ მის შენიღბვას შეუწყობთ ხელს, რითიც უსაფრთხოებას გაზრდით და რისკებს შეამცირებთ.

მოსაწევი კუნძულზე

სინათლით მანიპულირება გარეთ

თუ ჩვენ გვაქვს საშუალება და დრო შეგვიძლია გარეთ მცენარეს ყვავილობა ადრე დავაწყებინოთ. ამას ჩვენ მოვახერხებთ ზუსტად ისე, როგორც ყუთში – მცენარეს მოვათავსებთ სიბნელეში.

ეს ქოთნის შემთხვევაში შეგვიძლია მისი ყოველდღიურად სიბნელეში შეტანით გარკვეულ დროს. მაგალითად, თუ ვიცით რომ ივნისში მზე დილის 6 საათზე ამოდის, ყოველ საღამოს 18:00 საათზე ქოთანს შევიტანთ სიბნელეში და ღამე ისევ გამოვიტანთ რომ დილას ისევ შეხვდეს მზეს. ამით ჩვენ მოვახერხებთ მის მიერ მიღებული სინათლის რაოდენობის 12 საათამდე შემცირებას და ხელოვნურად გადავიყვანთ ყვავილობის პერიოდში. ეს შესაძლებელია ფანჯრის რაფაზე დადებული მცენარის შემთხვევაშიც. ამ პროცესის დაწყებიდან მინიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება მწიფე მცენარე. თუ დავიწყებთ ივნისში, სექსტემბრის დასაწყისში უკვე მზად იქნება მოსაჭრელად.

ეს პროცესი ასევე შესაძლებელია უფრო დიდ მასშტაბებში უფრო მეტ და დიდ მცენარეებთან. ამას ჩვენ მოვახერხებთჯ მცენარის ირგვლივ ან სათბურზე ბნელი მატერიის ჩამოფარებას. იმავე პრინციპით: თუ ვიცით რომ მზე ამოდის მაგალითად 7 საათზე, ყოველ საღამოს 19:00 საათზე გადავაფარებთ და დავაბნელებთ. ამით ის მიიღებს 12 საათიან სინათლეს და 12 საათიან სიბნელეს.

ხელოვნური დაბნელება

ორივე მეთოდი მოითხოვს მცენარესთან ყოველდღიურ კონტაქტს და დროის ზუსტ დაცვას, ამითომ შესასრულებლად ალბათ, უმეტესობისთვის ძნელი იქნება. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ამის საშუალება, ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ. ასევე შესაძლებელია ამ მეთოდების მექანიზაცია და ავტომატური რეჟიმის დამონტაჟება, მაგრამ ეს არც იაფი იქნება და არც მარტივი, განსაკუთრებით საქართველოში.

სათბურის დაბნელება

სარეველები

სარეველები

ამ სურათზე ის შემიძლია ვთქვა, რომ სარეველები მცენარის ირგვლივ ძალიან ბევრია. ეს ჩრდილავს მას, ართმევს წყალს, აცლის საკვებ ნივთიერებებს. მათი ფესვები ხელს უშლის კანაბისის ფესვებს განვითარებაში. მეტიც, სარეველა მცენარეები ფესვებიდან გამოყოფენ ჰერბიციდული მოქმედების ჰორმონებს, რომლებიც მათი ფესვების ირგვლივ სხვა მცენარეების ფესვებს ებრძვიან. საჭიროა სარეველებისაგან გაწმენდა და ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერება.

სხვა რისკები

სიცოცხლის პირველ ეტაპზე მწერებისა და ცხოველებისაგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ლოკოკინებიდან და კურდღლიდან დაწყებული, ჩიტებით, კატებითა და  ძროხებით დამთავრებული, ყველა დიდი სიამოვნებით მიირთმევს გემრიელ, მწვანე მცენარეს. მათგან დასაცავად ხშირად იყენებენ სპეციალურ ფორმამიცემულ ბადეებს. ასეთი ბადის შეძენა ჩვენთანაც შესაძლებელია და ძვირიც ნამდვილად არ ღირს.

მცენარეების დამცავი ბადე

ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი ისე იყოს შერჩეული, რომ საძოვარი ტერიტორია არ იყოს და მასთან ვერ მივიდნენ ვერც ცხვრები და ვერც ძროხები, რომლებიც უამრავია მთელი ქვეყნის მასშტაბით. (მწყემსებიც ნუ დაგვავიწყდებიან)

მოსავლის გასაზრდელად გამოვიყენოთ დაბუჩქვის სხვადასხვა მეთოდი.