Tag Archives: ტენიანობის დაკლება

ჰაერის ცირკულაცია და გაწოვის სისტემები

ტყეში

გარეთ, ბუნებაში კანაბისს ძალიან უყვარს სუსტი ნიავი და სუფთა ჰაერი და ეს მას ოთახის პირობებშიც ესაჭიროება. აქ ჩვენ გვაქვს საშუალება ხელოვნურად ვმართოთ ჰაერის ცირკულაცია და გაწოვა. ამით კი შეგვიძლია, მცენარეს იდეალური, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები შევუქმნათ დიდი და კარგი ხარისხის მოსავლის მისაღებად.

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ვენტილაცია და გაწოვის სისტემა: 

  • უფრო ჩქარი ზრდა, უფრო დიდი მოსავალი – მცენარეები შესაფერის გარემოში იზრდებიან უფრო ჩქარა და უფრო მეტ მოსავალს იძლევიან.
  • ტემპერატურა და ტენიანობა – გაწოვის სისტემა უზრუნველყოფს ცხელი და ტენიანი ჰაერის გარეთ გატანას და მისი სუფთა ჰაერით ჩანაცვლებას. გვეხმარება ტემპერატურისა და ტენიანობის დარეგულირებაში. ვენტილაცია კი უზრუნველყოფს ოთახში ჰაერის მუდმივ ცირკულაციას.
  • დაავადებებისა და მავნებლების თავიდან აცილება – ბევრ მავნებელსა და დაავადებას უყვარს დამდგარი, უმოძრაო ჰაერი, მაღალი ტენიანობა და სიცხე. ცივი და ახალი ჰაერი, რომელიც თქვენს მცენარეებს ზევიდან და ქვევიდან დაუბერავს ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.
  • უფრო ძლიერი ტოტები – მოძრავი ჰაერი და მუდმივად მოძრაობაში მყოფი ტოტები უფრო ძლიერდებიან.
  • გამოიყენეთ რამოდენიმე ვენტილიატორი/გამწოვი – ჰაერის ცირკულაცია ოთახში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ძველი ჰაერის გამწოვი სისტემა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა გქონდეთ როგორც ჰაერის გამტანი, ასევე შემომტანი და სუნის გამწმენდი სისტემები.
  • გამწოვი/სავენტილაციო სისტემა იაფია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო რთული და ძვირი სისტემები, რომლებიც დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ.

ბუნებაში

რატომაა მნიშვნელოვანი ჰაერის ცირკულაცია?

როდესაც ჩვენ მარიხუანას ვზრდით ოთახის ან ყუთის პირობებში, საქმე გვაქვს დახურულ სივრცესთან, სადაც ბუნებრივად ჰაერი საერთოდ არ მოძრაობს. ამან შეიძლება წარმოქმნას გარკვეული პრობლემები გარეთ გაზრდისაგან განსხვავებით. გარეთ იდეალურ შემთხვევაში ქრის ნელი ნიავი, რომელიც მცენარეებს აწვდის სუფთა ჰაერს და აძლიერებს მის ტოტებს. ჰაერის ზომიერი ცირკულაცია მცენარეს ეხმარება გაიზარდოს უფრო ჩქარა და იცავს მას დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

ნაცარიობი

როდესაც ნიავი უბერავს და ამოძრავებს ფოთლებს, მას თან მიაქვს ის ზედმეტი ტენი, რომელიც ტრანსპირაციის განმავლობაში წარმოიშობა. ეს საშუალებას აძლევს მცენარეებს დალიონ მეტი წყალი და ამასთან, შეიწოვონ მეტი საკვები ნივთიერება ნიადაგიდან ფესვების დახმარებით. ფოთლებისაგან ზედმეტი ტენის მუდმივი წაღება ძალიან ეხმარება მცენარეებს თავი აარიდონ სიდამპლეს, ნაცარსა და ობს.

2 ძირი

ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნიავდებოდეს ნიადაგიც. ამ შემთხვევაში მისი ზედა ნაწილი მორწყვის შემდეგ მალე შრება და მცირდება რისკი წარმოიქმნას დაავადებები.

ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი

კარგი ვენტილაცია და გამწოვი სისტემა უზრუნველყოფს აორთქლებული წყლისა და სიცხის გაფანტვას. სწორად დამონტაჟებული სისტემა მცენარეს უბერავს ქვევითაც და ზევითაც. ამის შედეგად არ წარმოიქმნება ცხელი და ცივი ზონები, უმოძრაო ჰაერი და ტენწარმოქმნის კერები. გამწოვი სისტემა უზრუნველყოფს ოთახში არსებული ჰაერის მუდმივ ჩანაცვლებას. მცენარეები თავს გრძნობენ კარგად და იღებენ საჭირო რაოდენობის CO2-ს რაც ფოტოსინთეზის განუყრელი ნაწილია. მაღალი დონის მებაღეები ნაღშიროჟანგის ბალონებსაც კი დგამენ ოთახებში მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

სათბურში

ტოტების გაძლიერება

ზომიერი ნიავი მცენარის ტოტებს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს. ამით ისინი ძლიერდებიან და სწორად იზრდებიან. თუ ჩვენ გვინდა, მივიღოთ უზარმაზარი ყვავილედებით დახუნძლული ტოტები, მაშინ მათ საკმარისი ძალა უნდა ჰქონდეთ მძიმე ყვავილედების საზიდად.

ვარჯი

HPS

ჰაერის ვენტილაცია და გაგრილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თუ თქვენ იყენებთ ძლიერ ნათურებს. მაგალითად, მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები – HPS როდესაც ჩართულია, 400-600 გრადუსამდე ხურდება. აუცილებელია მათი ცალკე გაგრილება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი კატასტროფული იქნება.

მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურა

აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ცივი ჰაერი უნდა შედიოდის ყუთის ქვედა ნაწილიდან, ხოლო გამოდიოდეს ზედა ნაწილიდან. ამისათვის შესაძლებელია, გამოვიყენოთ სპეციალური გამწოვები (რომლებიც აბანოებსა და ტუალეტებში ყენდება) დიდი ყუთების ან ოთახების შემთხვევაში. პატარა ყუთებსა და ქეისებში კი კომპიუტერის ჩვეულებრივი ქულერები გამოდგება, რომლებსაც დენის ადაპტორი სჭირდებათ. მთავარია, არ შეგეშალოთ, რომ ერთი უნდა უბერავდეს გარედან შიგნით, მეორე კი – შიგნიდან გარეთ.

ქულერი

ვენტილაციის და გაგრილების სისტემების შესახებ მომავალი სტატიებიდანაც შეიტყობთ. მანამდე კი გაითვალისწინეთ ის ნაკლოვანებები, რომლებიც შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისათვის ძალიან დიდ პრობლემად იქცეს:

  • სუნი – მარიხუანას ზოგიერთი ჯიში ისეთ სუნს გამოყოფს ყვავილობის პერიოდში, რომ იგი შეიძლება შესამჩნები იყოს არათუ მთელს სახლში, არამედ მთელს სადარბაზოშიც კი.

ქეისი

  • ხმაური – ეს არის ოთახისა და ყუთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას მოვათავსოთ გასაზრდელი ყუთი ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს. მაგრამ ქულერები და ვენტილიატორები გამოსცემენ ხმას (დაახლოებით ისეთს, როგორიც ჩართულ პერსონალურ კომპიუტერს აქვს ქულერების გამო). ნუ გამოგრჩებათ ეს ფაქტი მხედველობიდან.
  • დამატებითი გაყვანილობა – ქულერებს ესაჭიროებათ სპეციალური ადაპტორები, რომლებიც ყველგან იყიდება, მაგრამ ისინი მოითხოვენ დამატებით ადგილს დენის ჩასაერთებლებში და წარმოქმნიან რთულ ელექტროსისტემას. მათი პლიუსია ვენტილიატორის სიჩქარის რეგულირება დენის ინტენსივობის გაზრდისა და შემცირების ხარჯზე.

 

ადაპტორი

  • ტაიმერზე დამოკიდებულება – როგორც იცით, ყუთის ელექტროსისტემა უნდა აიწყოს ტაიმერზე დამოკიდებულებაში, რათა 12/12 და 18/6 დროები ავტომატურად რეგლურიდებოდეს. ვენტილაციას შეიძლება დასჭირდეს ცალკე ტაიმერი ან მეორე ავტონომიური სისტემა, რადგანაც დენის გამორთვის შემდეგაც საჭიროა ჰაერის ვენტილაცია და პასიური სისტემის შენარჩუნება(როდესაც მხოლოდ შიგნიდან გარეთ გამწოვი ვენტილატორი მუშაობს). ზაფხულის პირობებში კი, როდესაც სიცხეა, შეიძლება მთელი სისტემის მუდმივი მოქმედება იყოს საჭირო გაგრილების მიზნით.
  • ზედმეტი ქარი – ზედმეტი არაფერი ვარგა. თუ მცენარეებს ვენტილატორი ძალიან დიდი სიჩქარით უბერავს, ეს გამოიწვევს “ქარით დაწვას”. რაც გულისხმობს ფოთლების დაზიანებას და მათ “კლანჭებივით” მოხრას. ვიდეო

ზედმეტი ქარი 2

დიდი მნიშვნელობა აქვს ტენიანობის კონტროლს. ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ მისი რეგულირების განსაზღვრაში.

ოპტიმალური ტენიანობა

ტენიანობა მარიხუანასთვის