Tag Archives: ტი ეიჩ სი

მარიხუანას კონცენტრანტები

მარიხუანას კონცენტრანტები 1

როგორც ვიცით, არსებობს მარიხუანას მტვერი ანუ გამხმარი ფისი, რომელიც ჰაშიშისა და ჩარას სახელით არის ცნობილი. ისინი მცენარისგან აღებული ტრიქომებისა და ფისისაგან შედგებიან და ზომის მიხედვით ხარისხდებიან.

250 მიკრონზე მცირე ხარისხის საცერის ჰაშიში ან წყლის მეშვეობით გამოდევნილი ტრიქომების (bubble hash) მეთოდის გამოყენებით მიღებული მასა მდარე ხარისხისად ითვლება. 150 მიკრონი ბევრად უკეთესი ხარისხია მცირე ზომების გამო მაგრამ ყველაზე კარგ 50-60 მიკრონზე მცირე ზომის ტრიქომები, თავისუფალი მცენარის ვეგეტატიური ნაწილაკებისაგან, ყველაზე პოტენტურია მათ შორის.
ჰაშიში 2

კარგი ხარისხის ჰაშიშის ტი-ეიჩ-სის (THC) შემცველობა 10-30%-მდე მერყეობს მაშინ, როცა BHO (butane hash oil) ანუ ბუტანის გაზის მეშვეობით კანაბინოიდების ექსტრაქციის შედეგად მიღებული კონცენტრანტის ტი-ეიჩ-სი შემცველობა 50-75% შეადგენს. დამზადების პროცესის დროს გაზი შლის მცენარის ქსოვილებს და ანთავისუფლებს ტი-ეიჩ-სის მოლეკულებს, რომლებიც გაზის აორთქლების შემდეგ რჩება დაახლოებით გამხმარი ნაძვის კევის მდგომარეობაში.
ჰაშიში

ეს წარმოუდგენელი ციფრებია, რადგანაც მარიხუანას ასეთი კონცენტრაციით მიღების შემთხვევაში ეფექტი ყოველგვარ საზღვარს შეიძლება გაცდეს. ეს უკვე თამაში აღარაა და მათი ზედმეტი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გონება დაკარგოთ.
მარიხუანას კონცენტრანტები 2

ეს სერიოზული საკითხია და მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად რჩება. ეს უკვე აღარაა ის “უწყინარი” ბალახი რომელიც არაფერ ცუდს არ დაგიშავებდათ რამდენიც არ უნდა მოგეწიათ. ამასთან, მისი დამზადების მეთოდი ასევე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ბუტანის გაზი, რომელიც სანთებელებში გამოიყენება, არის ძლიერფეთქებადი ნივთიერება. რომელიც ამავდროულად ადვილადალებად გარემოში ხვდება მისი აორთქლების მცდელობისას. ეს მეთოდი ძალიან საშიშია და უამრავ  უბედურ შემთხვევას იწვევს უსაფრთხოების წესების დარღვევისას. ისეთ შტატებში, სადაც უკვე ლეგალიზაცია მოხდა, ეს პროცესი უმაღლეს ტექნოლოგიურ დონემდეა აყვანილი. სპეციალური ხელსაწყოებია საჭირო მის მოსაწევადაც.
მარიხუანას კონცენტრანტები 5

პროდუქციის ფასი მაღალია 25-100$ ფარგლებში მერყეობს ერთი გრამის ღირებულება. არამგონია, დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს ჰქონდეს გასინჯული ეს კონცენტრატები, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მათ დასამზადებლად უამრავი ხელსაწყოა საჭირო. ეს ძალიან საშიში პროცესია და უამრავ ყვავილედების მასას მოითხოვს ძალიან მცირე რაოდენობით დასამზადებლად. ასე რომ თქვათ, თუ ძალიან ბევრი მოსაწევი, ფული, ენერგია და დრო გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ჩვენ არ გირჩევთ რადგანაც ეს ძალიან საშიშია!

მარიხუანას კონცენტრანტები 3

არსებობს ბევრად უფრო მარტივი გზა, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შედეგიც ძალიან კარგი და არანაკლებია ბჰოსთან შედარებით. ეს მეთოდი გულისხმობს ჩვეულებრივი, თმის გასაწორებელი უთოსა და მცირეოდენი საცხობი ფურცლის გამოყენებით ყვავილედებიდან გამოდევნოთ ზეთი.

როზინის ტექნოლოგია

იგივე პროცესი რასაც ბჰო აკეთებს, მოახდინოთ სითბოს საშუალებით, რომელიც პროცესების კატალიზებას მოახდენს. ამ ყველაფრის უკეთ გაგემაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ.

როზინის ტექნოლოგია 4

გადაკეცილ ფურცელში მოქცეული ყვავილედი, რომელსაც გახურებული უთოთი ძლიერად ვპრესავთ 2-3 წამის განმავლობაში. ამ დროს გამოიდევნება ზეთი და რჩება ფურცელზე. მცირე რაოდენობებით. ეს შეგროვდება და საკმარისი რაოდენობა იქნება მოსაწევად. მაგრამ ეს არანაკლებ პოტენციურია ვიდრე ბჰო და მასში ტი-ეიჩ-სი დაახლოებით 30-60% იქნება.

როზინის ტექნოლოგია 3

ვარგისია მისგან დარჩენილი ყვავილედებიც, რომლებიც შეგიძლიათ მოწიოთ. მათ ოდნავ ექნებათ მოკლებული ძალა, მაგრამ ბჰოსაგან დარჩენილთაგან განსხვავებით გადასაყრელი ნამდვილად არ იქნებიან.

მარიხუანას კონცენტრანტები 4

ამ კონცენტრანტების მოსაწევად გამოიყენება ე.წ. ამაროთქლებლები ანუ ვაპორაიზერები (vaporizer), რომლებიც მოდიფიცირებული ელექტრო სიგარეტებია და სპეციალურად ამ კონცენტრანტების მოსაწევადაა განკუთვნილი.

ვაპორაიზერი

მათ უმეტესობა ეწევა ეგრეთწოდებულ ბონგებში, რომლებზეც დამონტაჟებულია ე.წ. “გასახურებელი თითი” (nail) რომლის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურების შემდეგ ადებენ კონცენტრატს და ასე ეწევიან.

ბონგი

კონცენტრანტების მოსევას აქვს კიდევ ერთი ნაკლი: მასში პრაქტიკულად იკარგება კონკრეტული ჯიშის ხასიათი და თვისებები. აქ უბრალოდ კანაბინოიდებია ყოველგვარი ტურპინებისა და ეთერ-ზეთების გარაშე. აქ არ იგრძნობა საოცარი არომატი, გემო, სურნელი. ეფექტიც კი განსხვავებული და არახასიათობრივია ჯიშობრიობიდან გამომდინარე.

untitled

ეს კონცენტრანტები ხელმისაწვდომია ამერიკასა და კანადაში, სადაც მათი წარმოება მიმდინარეობს. ევროპაში ისინი ახლა იძენენ პოპულარობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი როდესმე ყვავილედებს ჩაანაცვლებენ. ბევრისთვის ხომ ძლიერ ეფეექტზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ხასიათია.

ჰაშიში და ჩარა

მანამდე ჰაშიში იყო. მარიხუანას კონცენტრატები კი 2000 წლებიდან გახდა პოპულარული და დღეს ის ამ პროცესის ზენიტშია, ტექნოლოგიები ძალიან ჩქარა ვითარდება და მარიხუანას ხელმისაწვდომობა და დასაშვებობა იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ იმედია, ყველაფერი საიდანაც იწყება, მას არასდროს დავივიწყებთ.

ყვავილედი

რეკრეაციული vs. სამედიცინო მარიხუანა

რეკრეაციული მარიხუანა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მარიხუანა მსოფლიოში ნომერ პირველი რეკრეაციული ნარკოტიკია. თუმცა, განსხვავებით ბევრი რეკრეაციული სუბსტრატისაგან, მარიხუანა მედიცინაშიც გამოიყენება. იმისათვის, რომ გავარჩიოთ ჩვეულებრივი მარიხუანა სამედიცინოსაგან, შემდეგი ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ:

ოდითგანვე მარიხუანა სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენებოდა

მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიხუანას თერაპიული თვისებებია გაზვიადებულია მათ მიერ, ვისაც უბრალოდ მისი მოხმარება უნდა. მაგრამ ეს ასე არ არის.

პირველი ჩანაწერები ამ მცენარის შესახებ მოდის, უძველესი ჩინური ხელნაწერებისა და ინდური სამედიცინო ტექსტებიდან, რომლებიც მის სამედიცინო თვისებებს აღწერენ. მათგან აღსანიშნავია მისი გამოყენებით ართრიტის მკურნალობა და ტკივილაგამაყუჩებელი ეფექტები, ეს კი დღედღეობით სამედიცინო მარიხუანას ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშვნის მიზეზთა 90% მეტია. ანუ სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია, იქ სწორედ წელის ტკივილისა და ტკივილგამაყუჩებლის სახით გაიცემა.

ასევე, უკანასკნელი კვლევები აჩვენებენ, რომ ექიმთა უმრავლესობა სამედიცინო მარიხუანას ადგილს ხედავს თანამედროვე მედიცინაში.

მარიხუანას ზოგიერთ სახეობას შეუძლია დაგაბოლოთ

ჭეშმარიტებაა, რომ მარიხუანა უმეტესად დასაბოლებლად გამოიყენება, სწორედ ამიტომაც აქვს მას რეკრეაციული ნარკოტიკის სტატუსი. დაბოლების ეფექტს იწვევს ერთადერთი კანაბინოიდი – ტი-ეიჩ-სი ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი

THC მოქმედებს ტვინის სხვადასხვა უბნებზე და იწვევს ეიფორიასა და სიამოვნების შეგრძნებებს. ტი-ეიჩ-სი ასევე იწვევს მადის სტიმულირებასა და ძილის მოგვრას, ასევე ზოგიერთი შეგრძნების გამძაფრებას. როგორიცაა ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტემპერატურული მგრძნობელობა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მარიხუანას ჯიშებში THC-ის შემცველობა ძალიან გაიზარდა რეკრეაციული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

იმ დროს როდესაც დიდი რაოდენობით ტი-ეიჩ-სი სასიამოვნოა ზოგიერთი მწეველისათვის, ექსპერტების აზრით დაბოლებას სამედიცინო სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ეიფორიას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ქრონიკული ტკივილით ან დეპრესიით იტანჯებიან.

ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მარიხუანას ყველა სახეობა არ არის ფსიქოაქტიური. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება, იმისდა მიუხედავად, რამდენიც არ უნდა მოვწიოთ.

ეს ჯიშები შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობით ტი-ეიჩ-სის. მაგრამ მდიდარი არიან სხვა ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც კანაბიდოლი ჰქვია (CBD). სამედიცინო თვისებები აქვთ სხვა კანაბინოიდებსაც (მაგ. CBN და სხვა).

იმისდა მიუხედავად, რომ მას არ აქვს უნარი მომხმარებელი დააბოლოს, სი-ბი-დი უდიდეს ყურადღებას იპყრობს სამედიცინო სფეროდან. მაგალითად, CBD-ით მდიდარი ჯიშები გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს.

უკანასკნელი კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით სი-ბი-დის შემცველი სახეობები გამოსადეგარია შიზოფრენიისა და ეპილეფსიის იშვიათი ფორმების სამკურნალოდ.

სამედიცინო მარიხუანა

ტერმინების წარმომავლობა

“მარიხუანა” მექსიკური წარმომავლობის სიტყვაა და ჯერ ამერიკასა და შემდეგ მთელს მსოფლიოშიც აქედან გავრცელდა. 70-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო მარიხუანას ბუმი შეერთებულ შტატებში გაჩნდა მისი დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მცდელობებიც. “სამედიცინო მარიხუანა” მაშინ უბრალოდ საბრძოლველი ლოზუნგი იყო და რეალურად არაფერს არ გულისხმობდა თავის თავში.

დღეს ეს ტერმინი დამკვიდრდა ოფიციალურად. ამერიკის ბევრ შტატსა და კანადაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად გამოიწერება ექიმების მიერ. პაციენტებს უფლება აქვთ,  შეიძინონ, შეინახონ და გამოიყენონ ლიმიტირებული რაოდენობის ყვავილედები და კონცენტრანტები. ასევე თავად გაზარდონ კანაბისი პირადი მოხმარების მიზნით.

თანამედროვეობა

დღესდღეობით “სამედიცინო მარიხუანა” უფრო და უფრო აღიარებული ხდება მთელ მსოფლიოში და მისი, როგორც წამლის როლი იზრდება. ეს ტერმინი რეალურად გულისხმობს დაბალი რაოდენობით THC-სა და დიდი ოდენობით CBD-ს და CBN-ს ასევე სხვა მრავალ კანაბინოიდს, რომელთა კომბინაციაც ზრდის სედატიურ, დამაწყნარებელ, დამაძინებელ და მსგავს ეფექტებს. ანუ პაციენტი მას იყენებს როგორც წამალს და არა როგორც დასაბოლებელ ანუ რეკრეაციულ საშუალებას.

სამედიცინო მარიხუანა

სელექციონერები ცდილობენ გამოყონ ისეთი თვისებების მცენარეები, რომლებშიც აქცენტი არა მის ეფექტზე, არამედ სამედიცინო თვისებებზე იქნება გამახვილებული. რეალურად თავისი არსით რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანა უკვე რეალურად იყოფა და მათ შორის განსხვავება იზრდება. ასევე განსხვავებულია მათი მიღების წესი და კანაბისის კონცენტრანტები უკვე შეგიძლიათ სხვადასხვა ტაბლეტის, ზეთის, წვეთების, საკვებისა თუ ორთქლის სახით მიიღოთ ისე, რომ მისი მოწევა არც მოგიხდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

გართობის მოყვარულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ოდენობის THC შემცველი მცენარეები გაზარდონ და მათგან კონცენტრანტები დაამზადონ, რადგანაც მათი ტოლერანტულობა ამ ნივთიერების მიმართ ძალიან მაღალია და ეფექტს ფაქტიურად ვეღარ გრძნობენ.

მარიხუანას ყვავილედები

ყვავილედები 3

როდესაც კანაბისის ყვავილედს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ნაწილების კომპლექსს: თეთრ პატარა ბუსუსებს, რომლებიც სიმწიფესთან ერთად სტაფილოსფერი-მოწითალო ხდებიან, შაქარივით კრისტალებს, ჩასკვნილ პატარა ფოთლებსა და კაკლების ჩანთებს. რისთვის არსებობს ეს ფორმაციები და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი?

ყვავილედების ფორმა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. გააჩნია წარმომავლობას, სახეობას, ჯიშსა და გარმო პირობებს. როგორც წესი, ინდიკას ყვავილედები უფრო დიდი, სქელი, ჩაფსკვნილი და ხშირია. სატივას ყვავილედები კი – უფრო გრძელი, თხელი წვრილი და ფაფუკი.

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

მარიხუანას ანატომია

კანაფის ყვავილედი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრუქტურის, მაგრამ ძირითადი ელემენტების ნახვა, ყველა მათგანშია შესაძლებელი.  კანაფი იზრდება გრძელი და წვრილი ღეროებით, უზარმაზარი ფართო ფოთლებით, რომლებიც გამოდიან მისი მუხლებიდან. მისი ყვავილობა იწყება მაშინ, როდესაც მისი უნიკალური და ჩახლართული ფორმაციები ჩნდება.

მარიხუანას ანატომია

ყვავილედები

ყვავილედები არის მცენარის ის ადგილები, სადაც კონცენტრირდება მისი სასქესო ორგანოები და ჩვენთვის საინტერესო დედალი მცენარის ყვავილები. მთავარი ყვავილედი ფორმირდება მცენარის ცენტრალურ ღეროზე სულ ზევით, ხოლო უფრო მცირე ყვავილედები ქვედა ტოტებსა და მცენარის მუხლებზე, ანუ ტოტების ფორიმირების ადგილებში. ყვავილედების რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, სწორად გასხვლით, გადაწვენით (LST) და სიმწვანის ზღვით (ScrOG). ამ მეთოდების შესახებ სხვა სტატიებიდან შეიტყობთ.

ყვავილედების ბუტკოები

ყვავილედის ბუტკოები

ჯამი

ადამიანისათვის, რომელიც არ იცნობს ამ მცენარეს, მისი ყვავილედები უბრალოდ დახლართულ და კოპებიან ყვავილებად აღიქმება, სინამდვილეში სწორედ ჯამის ყვავილედებია, რისგანაც შედგება იგი. თუ კარგად დავაკვირდებით ამ პატარა, კრისტალებით დაფარულ ფოთოლაკებს, თქვენ აღმოაჩენთ ცრემლის ფორმის კვანძებს. სწორედ ეს არის ჯამები, რომლებიც უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის შეიძლება იყოს. ჯამები შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით ტრიქომებს, ანუ ჯირკვლებს საიდანაც გამოიყოფა ჩვენთვის ასეთი სასურველი THC და სხვა კანაბინოიდები. ასევე ეს ის ადგილია, სადაც დამტვერვის შემთხვევაში თესლი ჩაისახება და წარმოიქმნება.

მარიხუანას თესლი

ბუტკო

წითელი ტრიქომები და ბუტკო

ჯამებიდან გამოდის თეთრი ბუსუსა ბუტკოები,. მათი დანიშნულება მამალი მცენარის მტვრის დაჭერა და მათი საშუალებით ჯამებში თესლის წარმოქმნა. ეს ბუსუსები თეთრი ფერიდან მცენარის სიმწიფესთან ერთად პროგრესირებს და  იღებს მუქ ყვითელ, სტაფილოსფერ, წითელ და ყავისფერ ფერებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეპროდუქციულ ნაწილში, მაგრამ მცენარის მოქმედების ეფექტსა და გემოში ძალიან მცირე როლი აქვთ.

geocanabis sativa

ქვემოთ მოცემული სურათი ბევრი რამის შესახებ გვიხელს თვალს. კარგად დააკვირდით კაკლის ადგილსამყოფელს, ორ უკვე გამხმარ, ყავისფერ ბუტკოს, რომლებმაც დაიჭირეს მამლის მტვერი და ჩაისახა კანაბისის თესლი. ჯამი კი ირგვლივ სიმწიფის სხვადასხვა სტადიაში მყოფი ტრიქომებითაა დაფარული.

ჯამი

ტრიქომები

მიუხედავად მათი ძალიან მცირე ზომისა, ძნელია, ვერ შეამჩნიო კრისტალებივით მოფრქვეული ტრიქომები მცენარის ყვავილედებსა და ფოთლებზე. ეს ფისი გამოხატულია გამჭვირვალე, სოკოს ფორმის ჯირკვლებად ფოთლებზე, ღეროსა და ჯამებზე. მათი განვითარება დაკავშირებულია მცენარის დამცავ სისტემასთან მწერებისა და მავნებლებისაგან. ეს ამონაზარდები გამოყოფენ წებოვან და არომატულ ზეთებს, რომლებსაც ეთერზეთები ეწოდებათ. ასევე სწორედ აქ ფორმირდება თერაპიული კანაბინოიდები ისეთები, როგორიცაა ტი-ეიჩ-სი და სი-ბი-დი. ჰაშიშისა და ჩარას წარმოება სწორედ ტრიქომებთან და შაქარივით ფისთან არის დაკავშირებული.

img1285cdpb0

მცენარისათვის ბუნებრივი მოვლენაა რეპროდუქცია. როდესაც ის გრძნობს, რომ ახლოვდება შემოდგომა და დღის ხანგრძლივობა იკლებს, იწყებს ყვავილობას, ანუ რეპროდუქციული ნაწილების წარმოქმნას. ჯამებიდან გამოდის ბუტკოები, რომლებაც უნდა დაიჭირონ მამალი მცენარის მტვერი და ჩაისახოს თესლი. ამის შემდეგ, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნაგროვები ენერგია მიემართება თესლის წარმოქმნაში, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია.

ამღრეული ტრიქომები

მაგრამ, როდესაც ჩვენ მოვაცილებთ მამალ მცენარეს, ყვავილედები იწყებენ ზრდას, ბუტკოებისა და ჯამების გაზრდას, ამავე დროს მისი მოცულობის ზრდის პარალელურად, იზრდება ყვავილედების ფართობი და მასზე არსებული ტრიქომების რაოდენობაც. მცენარე ცდილობს გახდეს რაც შეიძლება დიდი, რათა უკეთე შეძლოს მტვერის დაჭერა, გამოყოფს უამრავ ტრიქომს, ფისსა და ეთერზეთებს ამ პროცესების პარალელურად.

Gorilla Glue #4 1

შედეგად კი ვიღებთ ჩვენთვის სასურველ უზარმაზარ ყვავილედებს, დაფარულს ტრიქომებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კანაბინოიდებს. ხოლო როდესაც ის იმტვერება, მთელი ენერგია მიდის თესლის წარმოებაზე და ჩვენ მათ გარდა, პრაქტიკულად არაფერი გვრჩება.

კოლუმბიური ოქრო

ტროპიკული სატივა

ბუტკოები 1 ბუტკოები 2