Tag Archives: უსუნო ჯიშები

როგორ ავირჩიოთ სასურველი ჯიში – დამწყებებისათვის

აივნიდან გადმოშვერილი

როდესაც კანაბისის კაკლებით მოვაჭრე ინტერნეტ მაღაზიებში შევალთ, თვალწინ გადაგვეშლება ასობით ულამაზესი ყვავილედის სურათი, საოცარი დასახელებებითა და მონაცემებით. THC -ის შემცველი პროცენტებით, სიმაღლით, დამწიფების ვადებით და ა.შ.

ჩნდება კითხვა, როგორ ავარჩიოთ მარიხუანას ჩვენთვის სასურველი ჯიში? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გსურთ და როგორი პირობები გაქვთ მის გასაზრდელად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს.

ზომა

ეს ფაქტორი ძალიან ბევრს წყვეტს ჯიშის არჩევისას. თუ ჩვენ მცენარეებს ოთახში ვზრდით – განსაკუთრებით. როგორც წესი, სატივები უფრო მაღლები და მეჩხერები იზრდებიან, ხოლო ინდიკები უფრო დაბლები და ხშირები. მცენარის სიმაღლის განსაზღვრაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო პირობები.

ზედმეტად დიდი

თუ ჩვენ მას ვზრდით ოთახში ან ყუთში, უნდა შევარჩიოთ ისეთი გენეტიკის მატარებელი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი მიუთითებს მცენარის დაახლოებით სიმაღლეს. ეს აუცილებელი გახდა სწორედ დახურულ სივრცეში მწარმოებელთათვის. რადგანაც რაც უფრო დიდია მცენარე, მით მეტი განათება, კვება და ვენტილაცია სჭირდება მას ადგილის გარდა.

როდესაც მარიხუანა ყუთში არ ეტევა, იქმნება უამრავი პრობლემა. ნათურებთან მიახლოებულ მცენარეს ეწვება ფოთლები, იჩრდილაება ქვედა ნაწილები, ფერხდება ვენტილაცია და იქმნება ჩახუთულობა. ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს მაღალი ცენტრალური ტოტების მოშორება, რაც ძალიან არასასურველია, ვინაიდან სწორედ იქ ვითარდება ყველაზე დიდი და ძლიერი ყვავილედები.

თუ ჩვენ გვაქვს 80-90 სმ სიმაღლის ყუთი, გაგვიჭირდება, მასში მაღალი ჯიში ჩავატიოთ. მართალია, მცენარის სიმაღლეზე კონტროლი ვეგეტაციური პერიოდიდან ყვავილობის პერიოდზე გადართვით შეგვიძლია ვაკონტროლოთ, მაგრამ აქაც არის გარკვეული პრობლემები. კერძოდ, ზოგიერთი სატივა დომინანტი ჯიში, ყვავილობის პერიოდშიც ინტენსიურად განაგრძობს ზრდას. უნდა ვივარაუდოთ, რომ საშუალოდ, ყვავილობის პერიოდში გადართვიდან 20-30 სანტიმეტრს მაინც მოიმატებს მცენარე.

12 საათი დასაწყისიდან

ასევე შესაძლებელია, თესლის აღმოცენებიდან 12/12 საათიანი სინათლის რეჟიმი დავაყენოთ, მაგრამ ამ დროს ისინი ვერ ასწრებენ სავეგეტაციო ნაწილის განვითარებას, იქნებიან მხოლოდ ერთ ღეროზე ან ძალიან მცირე რაოდენობის გვერდითი ტოტებით და მოსავალიც ცოტა გვექნება.

ასევე შესაძლებელია მისი სიმაღლის კონტროლი სხვლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ასევე გადაწვენით და ა.შ. მაგრამ ეს ვერ შეედრება იმ შემთხვევას, როდესაც ზუსტად ჩვენი ყუთისათვის შესაფერისი სიმაღლის მქონე ჯიშს გავზრდით.

არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი ავტოყვავილებადი ჯიშების სახით, რომლებიც სულ 14-15 სანტიმეტრის შეიძლება იყვნენ. მათ ძირითადად კომპიუტერის ქეისში ან სხვა ძალიან მცირე ზომის ყუთებში იყენებენ, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ქეისი

რაც შეეხება გარეთ გაზრდას, როგორც წესი, აქ საქმე პირიქითაა. ანუ ჩვენ რაც შეიძლება დიდი ძირები გვინდა, რადგანაც ადგილის პრობლემა არაა, ისევე როგორც განათების მზის სახით.

მაგრამ აქაც შეიძლება იყოს შეზღუდვები. კერძოდ, თუ საკუთარ ეზოში ვაპირებთ დათესვას, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის შეუმჩნეველად უნდა დარჩეს მთელი ციკლის განმავლობაში და არ მიიპყროს ზედმეტი ყურადღება.

სუნი

ეს ფაქტორი ბევრს თავში აზრადაც არ მოსდის სანამ პირადად არ დაუდგება პრობლემის სახით. ზოგიერთი ჯიში ისე ყარს, რომ მისი სუნი 50 მეტრიდანაც შეიძლება იგრძნოს მცოდნე კაცმა. როდესაც ჩვენ ოთახში ვზრდით მცენარეს ყველასგან მალულად, ნამდვილად არ გვინდა რომ მარიხუანას სუნი იდგეს მთელს სახლსა და სადარბაზოში.

Diesel

Diesel

ბევრი გამოცდილი მებაღე სწორედ ამ კრიტერიუმით ეძებს ჯიშს და ბევრი დახასიათების დროს, ერთ-ერთ კრიტერიუმად სწორედ ყვავილობის პერიოდში სუნი მოიყვანება. ყველაზე “უსუნო” ჯიში, რომელიც ასევე ძალიან ძლიერიცაა და, ჩემი აზრით, დამწყები მებაღისათვის იდეალურია არის “Northern Lights” რომელიც ინდიკა დომინანტია და ის ყველა მწეველს უნდა ჰქონდეს გასინჯული როგორც ერთ-ერთი ეტალონი.

ეფექტი

მივადექით ყველაზე პრობლემატურ საკითხს. პირველად, როცა შესაძლებლობა მომეცა ამერჩია და მეყიდა ჩემთვის სასურველი ჯიშის კაკლები, რა თქმა უნდა, დავიწყე ისეთების ძებნა, რომლებიც 1 ნაპასით მოკლავდა ნებისმიერს, იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ჩემს მეგობრებს გავაოცებდი და გავხდებოდი მოსაწევის მეფე მათ თვალში.

როცა საქმე საქმეზე მიდგა და დავამწიფე ეს მცენარეები, აღმოჩნდა რომ ყოველდღე ძლიერი, საშინელი გემოს მქონე, ინდიკა დომინანტი მოსაწევი არც ისე კარგი ყოფილა. მითუმეტეს, როცა დილიდან ეწევი. ეს ქმნის უამრავ დისკომფორტს და უხერხულ სიტუაციას. მაგალითად ჩაწითლებულ თვალებს, ძილის მოგვრას, მოთენთილობას, მადის კატასტროფულ მომატებას და ა.შ. როდესაც დილას მოწევ ასეთ პლანს, მთელი დღე დაკარგული გაქვს.

ერთხელ მოსაწევად და კარგი დროის გასატარებლად, მეგობრების გასაკვირვებლად და დამსახურებული პატივისცემის მისაღებად კი კარგია. მაგრამ არ არის კომფორტული ყოველდღიური მოხმარებისთვის. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ავარჩიოთ ისეთი ჯიში, რომელიც სასიამოვნო მოსაწევი იქნება და არა ჯოჯოხეთში მიმავალი რაკეტა.

Blueberry

Blueberry

საუკეთესო შემთხვევაში, უნდა გვქონდეს რამოდენიმე სახეობის ყვავილედები მარაგში და სიტუაციიდან გამომდინარე შევარჩიოთ რომელს მოვწევთ. ეს უკვე პროფესიონალებისა და საუკეთესო მებაღეების დონეა, რომლებიც წლობის განმავლობაში სხვადასხვა ჯიშებს ზრდიან განუწყვეტლივ და აქვთ კოლექციები. საქართველოში ასეთი ხალხი ჯერჯერობით ნაკლებადა, მაგრამ იმედია, მალე მომრავლდებიან.

მაშ ასე, დასკვის სახით ჩამოვაყალიბოთ რაც ვისწავლეთ:

  1. შევარჩიოთ კარგი მწარმოებელი, რომელსაც საუკეთესო გენეტიკის გამოყენებით გამოჰყავს ჯიშები
  2. განვსაზღვროთ რა ზომის მცენარის გაზრდა გვინდა
  3. შევუქმნათ იდეალური პირბები გასაზრდელად
  4. დავტბეთ მიღებული შედეგით

გთავაზობთ რეკომენდაციას ზოგიერთი ჯიშის შესახებ. რაც ცნობილია, ყველაზე ძლიერი და კარგი ჯიშების ჩამონათვალი:

სატივა/სატივა დომინანტი

G13 Haze

Satori

Hawaiian Snow

Kali Mist

Power Plant

Ak-47

ჰიბრიდი

Skunk

NYC Diesel

Mandala #1

Cheese

ინდიკა/ინდიკა დომინანტი

Afghan Kush

Mazar

Bubble Gum

Blueberry

Northern Lights

White Widow

ეს სია ძალიან შორს წაგვიყვანს, თქვენ შეგიძლიათ თავად მოძებლოთ თქვენთვის სასურველი ჯიშები, ამისათვის კი უამრავი საიტი და ფორუმი არსებობს.

თუ თქვენ პირველად ზრდით მარიხუანას და არ იცით რა გინდათ, ძალიან ადვილი გასაზრდელი და ამავე დროს ძლიერი არის Northern Lights და Skunk. მათი კომფაქტური ზომები საშუალებას მოგცემთ დაამწიფოთ არაჩვეულებრივი გენეტიკის მატარებელი და დიდი მოსავლის მომცემი სახეობები.

დიდი ბუჩქი