Tag Archives: ქილაში გაშრობა

მოსავლის აღება და გაშრობა

გამშრალი ყვავილედები

არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსავლის აღების წინ. როგორც ვიცით, არსებობს კანაბისის ორი ძირითადი სახეობა სატივა და ინდიკა. ისინი განსხვავდებიან ყვავილობის ხანგრძლივობითა და ეფექტებით. სატივა უფრო დიდხანს ყვავილობს ინდიკასთან შედარებით. სატივას ახასიათებს უფრო ფსიქოტროპული “თავის” ეფექტი (“head” high) ინდიკას კი უფრო ნარკოტიკული, სხეულის ეფექტი (“body” high – stone).

მცენარეთა ყვავილობის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს სიმწიფის ოპტიმალური პერიოდი, როდესაც ქიმიური ელემენტების პოტენციალი მაქსიმუმია. ეს პერიოდი დაახლოებით, ორ კვირას შეადგენს. ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე. დიდი განსხვავებაა ოთახში გაზრდილსა და გარეთ, ბუნებაში არსებულ პირობებს შორის.

მოსავლის აღების ოპტიმალური დრო

თუ ჩვენ დროზე ადრე ავიღეთ მოსავალი, ეფექტი იქნება უფრო მსუფუქი, სატივას სტილში, ხოლო თუ გადავაცილეთ, უფრო სედატიური, დამამშვიდებელი და ა.შ. ოპტიმალური პერიოდის შემდეგ ტი-ეიჩ-სი(THC) სტრუქტურა ინგრევა და გადადის CBD-სა და CBN-ში. ამის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორი ტიპის ეფექტის მიღება გინდათ თქვენი მცენარისაგან.

აღებული მოსავლის სწორად გაშრობა ძალიან დიდ როლს თამაშობს მის ხარისხში. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი სწორად შესრულების შემთხვევაში შედეგით უაღრესად კმაყოფილი იქნებით.

რატომ უნდა გავაშროთ მოსავალი სწორად?

  • იშლება ქლოროფილი და დრამატულად უმჯობესდება ყვავილედების გემო
  • შორდება სარეველა ბალახის სუნი, რომელიც ახალმოჭრილ ყვავილედებს ახასიათებთ
  • ვლინდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო სურნელება და არომატი
  • მცირდება ბოლის სიმწარე და უმჯობესდება მისი ხარისხი
  • ეფექტი არის უფრო კარგი, მცირდება შანსი შეწუხების, პარანოიის და ა.შ.
  • მცირდება ყვავილედების დალპობის შანსი
  • სწორად გაშრობილი ყვავილედების ეფექტი ძლიერდება!

მარიხუანას მკურნალობა (curing/გაშრობა)

ყვავილედების მკურნალობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ მათ მოვჭრით. ის შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირიდან რამდენიმე თვემდე. მკურნალობა და უბრალოდ გაშრობა ერთმანეთისაგან რითი განსხვავდება ამას მალე გავიგებთ.

მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი რამოდენიმე დღეა, როდესაც ხდება ყვავილედების გაშრობა. ჩვენი მიზანია, გაშრობა მოხდეს შედარებით ნელა (5-10 დღე) კონტროლირებად გარემოში.

ნაბიჯი 1 – მცენარის მოჭრა

მცენარის მოჭრის შემდეგ, ზოგიერთი მებაღე მას მთლიანად კიდებს ძირით ზევით და ასე აშრობს. მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს, რადგანაც ეს იკავებს დიდ ადგილს და თუ ჩვენ გარეთ ვზრდით მას, მისი სახლამდე მიტანა შეიძლება, პრობლემა იყოს. მეორე ვარიანტია მოვაჭრათ ტოტები და ისე დავკიდოთ ისინი, ან სათითაოდ ყვავილედები, ავაცვათ ძაფზე და ასე გავაშროთ. ასევე შესაძლებელია, ყვავილედების სპეციალურ ბადეზე დაყრა, კარგად გადანაწილება და ასე გაშრობა.

gashroba

ეს შესაძლებელია განვახორციელოთ იმავე ყუთში, რომელშიც გავზარდეთ მცენარე, ან უბრალოდ კარადაში, ან სხვენში. მთავარია, იყოს სიბნელე და კარგი ვენტილაცია.

გაშრობა

ნაბიჯი 2 ზედმეტი ფოთლების შეკრეჭა

სანამ ყვავილედების გაშრობას დაიწყებთ, აუცილებელია მოვაცილოთ მას ზედმეტი ფოთლები. ყოველ შემთხვევაში, დიდი, სავენტილაციო ფოთლები აუცილებლად უნდა მოცილდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში კი, სულ პატარა ყვავილედების ტრიქომებით დაფარული ფოთლებიც მოსაშორებელი და ცალკე შესანახია.

ფოთლების მოშორება უკეთეს შესახედავს ხდის ყვავილედებს. აუმჯობესებს გემოს, ზრდის ეფექტის კონცენტრაციას და ა.შ. ფოთლები დიდი რაოდენობით ტენს ინახავენ, მათი შენარჩუნების შემთხვევაში გაშრობის პროცესი რამოდენიმე დღით გაიზრდება, რადგანაც მოჭრილი მცენარე მაინც განაგრძობს ტენის გამოწოვას ფოთლებისგან.

კრეჭის დროს შეეცადეთ ყვავილედებს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოთ და მხოლოდ ღეროებზე მოკიდოთ ხელი. მათი შეხებისას ტრიქომების ფისი გადმოდის თითებზე და იკარგება. ასევე ნედლ მცენარეში ტი-ეიჩ-სის ქიმიური ბმები თითების სითბოს გამო იშლება, რაც ნამდვილად არ არის სასურველი.

გაკრეჭვა

მოჭრილი ფოთლები შეგიძლიათ, გამოიენოთ სხვადასხვა კონცენტრანტების დასამზადებლად. ასევე შესაძლებელია მათი მოწევაც, მაგრამ ისინი ყვავილედებთან შედარებით დაბალი ხარისხისაა, გარდა ე.წ. “დაშაქრული ფოთლებისა”.

იუთუბზე თქვენ ნახავთ უამრავ ვიდეოს გაკრეჭვის შესახებ: marijuana trimming

ნაბიჯი 3 ნელი შრობის პროცესი

დაიწყეთ თქვენი ყვავილედების ნელა შრობა. ყველაზე ცნობილი და სტანდარტული მეთოდია მათი დაკიდება. ეს შესაძლებელია ტანსაცმლის საკიდებზე, ან გაბმულ მავთულებზე და ა.შ.

გაშრობა 2

გასაშრობი გარემო არ უნდა იყოს ტენიანი. უნდა ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, ჰაერი მუდამ უნდა მოძრაობდეს ყვავილედების გარშემო, მაგრამ არა ზედმეტი არაოდენობით. აუცილებელია იყოს სიბნელე. გაშრობის დრო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. თუ თქვენ ოთახში ზრდით მცენარეს, ან გარეთ წვიმა არ მოვიდა და მოჭრამდე ბოლო 3-4 დღე თუ არ მორწყავთ, იგი ბუნებრივად იქნება გამომშრალი და გაშრობის პროცესიც გარკვეულწილად დაჩქარდება.

მთავარია, გაშრობის დროს არ გაჩნდეს სოკო ბოტრიტის სინერა რომელიც იწვევს ყვავილედების ლპობას. ხშირად გაანიავეთ ოთახი/ყუთი და გაითვალისწინეთ, რომ გაშრობის დროს დგება ყვავილედების სუნი. ასე რომ სახლში ყურადღებით იყავით ამ ფაქტის გათვალისწინებით.

თუ თქვენ ზრდით სადმე ტყეში, შესაძლებელია მცენარეების იქვე გაშრობა. გააბით მავთულები და ჩამოკიდეთ ყვავილედები, შემდეგ გადააფარეთ რამე გაუმჭირვალე მატერია, რომ სიბნელე იყოს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჩრდილში. მაგრამ პოლიეთილენის პაკეტის შემთხვევაში მოერიდეთ უჰაერობის წარმოქმნასა და ტენიანობის მომატებას.

საშრობი ბადე

არსებობს სპეციალური საშრობი ბადეებიც.

ნაბიჯი 4 ქილაში გაშრობა

მას შემდეგ, რაც ყვავილედები გარკვეულწილად გაშრება, აუცილებელია მათი შიგნიდან გამოშრობა. ყვავილედების გაშრობის ერთ-ერთი ინდიკატორია მისი ტოტები, თუ ისინი ტკაცუნით ტყდება, ესეიგი მათში ტენი აღარ არის და თავისუფლად შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადასხვლა.

ქილაში გაშრობა 2

ამ მეთოდის არსი მდგომერეობს ყვავილედების შიგნიდან გამოშრობაში. ანუ როდესაც ისინი გარედან გამოშრებიან, მათში ისევ რჩება ტენი, რომლის გამოტანაც ჩვეულებრივ პირობებში ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს.

როდესაც ჩვენ ყვავილედებს ვათავსებთ ქილებში და ვახურავთ თავზე, უჰაერო პირობებში ტენი მათი გულიდან გამოდის გარეთ და ისინი გარედან ტენიანი ხდება. ამ დროს აუცილებელია რომ ქილებს დღეში რამდენჯრმე მოვხადოთ თავი. თუ შიგნით ყვავილედები საგრძნობლად სველი გვხვდება, აუცილებელია ისინი გადმოვყაროთ გარეთ, გავშალოთ და ასე გავაშროთ, შემდეგ ისევ ჩვაბრუნოთ ქილებში.

ამ მეთოდით 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ყვავილედების სრულფასოვანი მკურნალობა. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი. მათი შრობისა და მკურნალობის სრული ციკლი მინიმუმ 1 თვეს გულისხმობს მაგრამ შედეგი შესაბამისად ძალიან კარგია.

ქილაში გაშრობა