საქართველო არის ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ჩვენთან გვხვდება 20 ძირითადი ნიადაგური ტიპი. აქ არის ყველა სახის ნიადაგი, რაც ევროპის კონტინენტზეა გავრცელებული. ნიადაგების ასეთი მრავალფეროვნება განაპირობებს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბუნებრივ რესურსს. ამ სტატიაში საუბარი იქნება მისი გამოყენების პოტენციალზე ჩვენთვის, მებაღეებისათვის. ეს აკადემიური ნაშრომი მოგვაწოდა გვერდის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. სტატიას გთავაზობთ უცვლელი სახით.