Tag Archives: CLF

შუქის სპექტრი და ნათურის ტიპები

ნათურა მარიხუანას გასაზრდელად

მცენარეებისთვის სინათლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წყალი, ჟანგბადი და სხვა საკვები ნივთიერებები. მცენარეს საჭირო შუქის ენერგიის მიღება შეუძლია არამარტო მზისგან, არამედ განათების ხელოვნური წყაროდანაც. სანამ უშუალოდ ნათურის ტიპებზე გადავალთ, განვიხილოთ მცენარის ზრდისთვის მნიშვნელოვანი შუქის სპექტრი.

მზე ნატურალურად ასხივებს შუქს, რომელიც მერყეობს წითლიდან ლურჯი ფერის სპექტრამდე. გაზაფხულის და ზაფხულის დროს უფრო ლურჯი  ფერის შუქის სპექტრი ეცემა დედამიწას, რადგანაც ამ პერიოში მზე პირდაპირ ზემოთ არის. ზაფხულის ბოლოსკენ და შემოდგომაზე მზე შედარებით დაბლა ჩამოდის, შესაბამისად სხივებიც მეტად დახრილად ეცემა და სპექტრიც უფრო სუსტი და მოწითალოა.

ლურჯი შუქი (ვეგეტაციური პერიოდისთვის) ზრდის კანაფის მცენარეს შედარებით დაბალს და განიერს, დიდი ჯანმრთელი ფოთლებით.

ყვითელი/წითელი შუქი (ყვავილობის პერიოდისთვის) ზრდის კანაფის მცენარეს შედარებით მაღალს და ხელს უწყობს ყვავილედის ჩამოყალიბებას.

მებაღეების უმრავლესობა თვლის, რომ მცენარის ხელოვნურ განათებაზე გაზრდის დროს, სიბნელის პერიოდის შეცვლასთან ერთად შუქის სპექტრიც უნდა შევცვალოთ ლურჯიდან მოწითალო ფერისკენ, რაც სიბნელის ციკლის გაზრდასთან ერთად, ყვავილობაზე გადასვლის სიგნალს მიაწვდის და დადებითად აისახება მოსავალზეც, რადგანაც ყვავილობის პერიოდში მას შუქის ეს სპექტრი უფრო სჭირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუქის სპექტრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა აუცილებელი. ყვავილობის ეტაპზე გადასასვლელად განათების პერიოდს (ყოველდღიური განათების გრაფიკის რეგულირებისთვის იყენებენ ავტომატურ ტაიმერებს) მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე შუქის სპექტრს. ანუ ნებისმიერი ტიპის გასაზრდელი შუქის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ პერიოდში თან ისე, რომ კარგი შედეგი მივიღოთ.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ მცენარეს ვუზრუნველყოფთ შესაბამისი განათებით შესაბამის პერიოდში, ან გამოვიყენებთ სრული სპექტრის, ანუ ორივე პერიოდის განათების მიწოდებას ერთდროულად, მაგრამ თუ გვიწევს არჩევნის გაკეთება, ითვლება, რომ უკეთესია თავიდან ბოლომდე გაიზარდოს მოყვითალო/მოწითალო ფერის სპექტრზე, რადგან ის ნორმალურია ვეგეტაციური პერიოდისთვის და ამავე დროს საოცრად უწყობს ხელს ყვავილედების ჩამოყალიბებას და გაზრდას ყვავილობის პერიოდშიც.

რა სხვაობაა ხილვად შუქსა და სპეციალურად მცენარის გასაზრდელად განკუთვნილ შუქს შორის?

მაშინ, როდესაც მზე არის საუკეთესო “გასაზრდელი შუქი”, მხოლოდ მზისგან წამოსულ შუქის ნაწილს იყენებს მცენარე ფოტოსინთეზისთვის. ფოტოსინთეტიკურად აქტიური რადიაცია (PAR) შეიცავს ტალღის სიგრძეს 400 და 700 ნანომეტრს შორის და ხვდება ე.წ. ხილვადი შუქის (380-770nm) ფარგლებში.

სრული ხილვადი სპექტრი ადამიანების მიერ აღიქმება როგორც თეთრი შუქი, მაგრამ პრიზმის დახმარებით ჩვენ ვხედავთ, რომ “თეთრი” შუქი სინამდვილეში იყოფა ფერების სპექტრად იისფერად, ლურჯად, მწვანედ, ყვითელად, სტაფილოსფერ და წითლად. მცენარეები ქლოროფილის საშუალებით იყენებენ სპექტრს ლურჯიდან წითლამდე, როგორც ენერგიის წყაროს ფოტოსინთეზისთვის. ქლოროფილი არის მცენარეებში მწვანე ფოტოსინთეზის პიგმენტი, რომელიც შუქიდან ენერგიის შთანთქმის საშუალებას იძლევა. გრაფიკზე შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ შუქის სპექტრის რომელ ადგილებშია მცენარის ზრდის ყველაზე მეტი აქტივობა.

მცენარეში ქლოროფილის აქტიურობა შუქის სპექტრთან მიმართებაში

კანაფის გასაზრდელი განათების შერჩევა ნამდვილად არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს წარმატებულ ზრდასა და მოსავალზე. მაგრამ როდესაც ყველა დანარჩენი ფაქტორი არის თანაბარი, კანაფის გაზრდაში არსებობს ზოგადი წესი: მეტი შუქი უდრის მეტ მოსავალს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტი განათებითა და ნათურის სიახლოვით შესაძლებელია დავწვათ, ან დავაზიანოთ მცენარე. ნათურის სიმაღლის ყოველ დარეგულირებაზე გააკეთეთ სიმხურვალის შემოწმება მარტივი მეთოდით: გააჩერეთ ხელი მცენარის ზედა ნაწილის დონეზე, ხელის გულით ქვევით, 10 წამის განმავლობაში. თუ ტემპერატურა თქვენი ხელისთვის ზედმეტია, მცენარისთვისაც ცხელი იქნება და უნდა გაზარდოთ ნათურასა და მცენარეს შორის დისტანცია, ან სხვა გზით გააკონტროლოთ სიმხურვალე, რათა მცენარემ არ მიიღოს სითბური სტრესი, ან არ დაიწვას.

კანაფი სინათლის მოთხოვნით განსხვავდება სახლის ჩვეულებრივი მცენარეებისგან. როგორც წესი, მისი სიცოცხლის სრული ციკლი, დათესვიდან მოსავალის აღებამდე, მაქსიმუმ, სულ რაღაც, 1 წელია. მას სჭირდება სინათლის უზარმაზარი რაოდენობით მიღება საკმარისი ენერგიის აკუმულირებისათვის, რათა გაიზარდოს დიდი და ყვავილედების ფორმირებაც შეძლოს.

შუქის ინტენსივობის პროცენტულობა

ხელოვნური განათების წყაროს ახასიათებს შუქის შებრუნებული კვადრატების კანონი. რაიმე მნათობიდან წამოსული სინათლის ინტენსივობა უკუპროპორციულია ამ ობიექტამდე მანძილის კვადრატისა. ნათურის ნათება განსხვავდება მზის სინათლისგან. მზე იმდენად შორს არის, რომ ეს კანონი სხვაობას არ იძლევა – თქვენი მცენარე მიიღებს იგივე რაოდენობის შუქს მიუხედავად იმისა მიწასთან არის ახლოს თუ 3 მეტრზეა აწეული. ნათურით განათების შემთხვევაში, რაც უფრო შორს არის მცენარე ნათურისაგან, მით ნაკლებ შუქს იღებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის დადგენა, თუ რა მანძილზე უნდა იყოს ნათურა მცენარისგან დაშორებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ნათურას იყენებთ.

თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური ტიპის ნათურები, რათა გაზარდოთ კანაბისი, თუმცა ზოგიერთი ჩვეულებრივი ტიპის განათებაც გამოგადგებათ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ: ჩვეულებრივი ვარვარის ნათურები არ ვარგა კანაფის გასაზრდელად!

ვარვარა ნათურა მცენარის გასაზრდელად არ ვარგა

High Intensity Discharge (HID) Lights/მაღალი ინტენსივობის აირგანმუხტვადი ნათურები

კანაფის გასაზრდელად HID ნათურების ტიპი არის ყველაზე გავრცელებული. HID ტიპში შედიან მეტალოჰალოგენური MH (Metal Halide) და ნატრიუმის მაღალი წნევის HPS (High Pressure Sodium) ნათურები. ეს ნათურები არის მძლავრი და დადასტურებულია, რომ უზრუნველყოფს დიდ მოსავალს. მაგრამ ისინი ძალიან ცხელდება და დიდ ნათურებთან ერთად მოგიწევთ გამწოვი და გამაგრილებელი სისტემების დაყენება, რათა ეფექტურად გააგრილოს ნათურა და გაიწოვოს გარეთ ზედმეტი სითბო. ზოგიერთი მებაღე მათ ზამთარში ოთახისა და ყუთის გასათბობადაც კი იყენებს.

HPS ნათურები მისი ეფექტურობის გამო ძირითადად, გამოიყენება ქუჩის, ღირსშესანიშნაობების/ძეგლებისა და სტადიონების განათებაზე. MH და HPS ნათურებს ახასიათებს მცენარეების გასაზრდელად იდეალური შუქის სპექტრი, რომელიც ასევე მზის ნათებასთან ძალიან ახლოს არის. MH ნათურები ანათებენ მოლურჯო ფრად, ამიტომ მათ იყენებენ ვეგეტაციის პერიოდისთვის, HPS ნათურები კი მოყვითალო/მოწითალო ფრად და ამიტომ ყვავილობის პერიოდში. ითვლება, რომ ამ ნათურების კომბინაცია კანაფის გასაზრდელად არის იდეალური.

ნატრიუმის მაღალი წნევის

დადებითი

  • შენობაში დიდი რაოდენობით მცენარის გაზრდა
  • საკმაოდ ეფექტური, წარმოებული შუქი/დახარჯული ელექტროენერგიის გათვალისწინებით
  • სხვა ტიპის ნათურებთან შედარებით ყველაზე კაშკაშა ნათება
  • უზრუნველყოფს იმაზე დიდ მოსავალს ვიდრე სხვა ტიპის ნათურები
  • შენობაში კანაფის გაზრდის ოქროს სტანდარტი – ყველაზე გამოცდილი და შემოწმებული გასაზრდელი ნათურები, გამოიყენებოდა ათწლეულების განმავლობაში

უარყოფითი

  • ამ ნათურების პირდაპირ ელექტრო ბუდეში შეერთება შეუძლებელია. მათ სჭირდებათ სპეციალური სახურავი (რეფლექტორი) და დროსელი/ბალასტი (ზოგ შემთხვევაში იყიდება კომპლექტი ერთად)
  • ძირითადად დიდ HID/HPS ნათურებს სჭირდებათ ავტონომიური გამწოვი სისტემა სიცხის გარეთ გასატანად. ისინი 400°C+ ხურდება.
  • შესაძლებელია დაჯდეს ძვირი, როგორც მთლიანი სისტემა ასევე მისი ელექტროენერგიის დანახარჯი

cxrilebi

 

Fluorescent Lights/ფლუორესცენტული ნათურები

ამ ტიპის ნათურები გავრცელებულია როგორც გრძივი მილის, ასევე ცირკულარული ფორმის, ან კომპაქტური ნათურების სახით. მაღალი ენერგოეფექტურობის და ხანგრძლივი მოხმარების ვადის გამო, მათ ეკო-ნათურებს ვუწოდებთ.

ფლუროსცენტული ნათურები

ხშირად მებაღეები ეკო-ნათურებს იყენებენ, როგორც დამხმარე განათებას ან მხოლოდ ახალი აღმოცენებული მცენარეებისა და კლონებისთვის. საუკეთესო ვარიანტია პატარა ფართობისთვის და 1-2 შედარებით პატარა ძირის გასაზრდელად. ასევე იდეალური ვარიანტია ვისაც არ აქვს ბევრი ფული ან უბრალოდ უნდა, რომ სცადოს გაზრდა დიდი დანახარჯის გარეშე.

ეკო-ნათურის შუქი ვრცელდება შედარებით მოკლე მანძილზე, ამიტომ მუდმივად საჭიროა მათი სიმაღლის რეგულირება, რათა მცენარემ ზრდის ყველა ფაზაში მაქსიმალური ენერგია მიიღოს. ცნობისთვის, ისინი ძალიანაც არ ცხელდებიან და ჩვეულებრივ, მუდმივად შეგვიძლია ვამყოფოთ 2-10 სმ-ის მანძილზე მცენარის თავიდან ისე, რომ არ ვინერვიულოთ კანაფის ფოთლების და ყვავილედების დაწვაზე. სწორედ ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, გამწოვის ან გაგრილების სხვა სისტემის დაყენებაც არ ხდება საჭირო.

მცენარეებისათვის რეკომენდებულია, გამოიყენოთ კომპაქტური ფლუორესცენტული ნათურები CFL (Compact Fluorescent Light). ამ ტიპის ნათურები ძალიან გავრცელებულია და შესაძლოა სურსათის მაღაზიაშიც კი შეგვხვდეს. რაც მთავარია, ეს ნათურები ძალიან კომპაქტურია, ფუძეში ინტეგრირებული ელექტრონული დროსელით/ბალასტით და ერთდება პირდაპირ დენში, სტანდარტული ნათურის ბუდის გავლით, დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

დასაწყისისთვის, ერთ მცენარეზე დაგჭირდებათ ორი, ან სამი მინიმუმ 42 ვატიანი CFL ნათურა. როდესაც თქვენი მცენარე დაიწყებს ყვავილობას, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ კიდევ რამოდენიმე ნათურის დამატება, რათა დაჩრდილული ადგილები გაანათოთ. საჭიროებისამებრ, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნაკლები, ან მეტი სიმძლავრისა და რაოდენობის ნათურა. ზოგიერთი დიდი CFL ნათურა (განსაკუთრებით ის რომელიც 80 ვატზე მეტია) საგრძნობლად ცხელდება და ასევე, მისი მკვებავი შუქის კონცენტრირება მცენარეზე, (რომელიც საშუალოდ 25 სანტიმეტრზე შორს არ ვრცელდება) შედარებით რთულია.

როდესაც ფიქრობთ, თუ რამდენი ნათურა დაგჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ მთავარი მიზანი არის ის, რომ მცენარეს შუქი ყველა მხრიდან მიეწოდოს. თუ ხედავთ დაჩრდილულ ადგილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნათურის დამატება დაგჭირდებათ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ყოველთვის უმჯობესია გამოიყენოთ ბევრი მცირე ვატიანი ნათურა ვიდრე ცოტა და მძლავრი. მაგალითად 5 ცალი 40 ვატიანი CFL ნათურა (ჯამში 200 ვატი) რომელიც განლაგებულია მცენარის გარშემო ყველა მხრიდან, ბევრად ეფექტურია ვიდრე 1 ცალი 200 ვატიანი.

cfl_marijuana

როდესაც ჯამში 250 ვატის (ან მეტი) CFL ნათურები აქვთ, უმრავლესობას ურჩევნია გადავიდეს უფრო ეფექტურ განათებაზე, ვიდრე დაამატოს CFL ნათურები. ამ შემთხვევაში, ერთადერთი მიზეზი CFL ნათურების დატოვებისა არის ის ფაქტი, რომ თქვენი ფართი არის არასაკმარისი და ფიზიკურადაა შეუძლებელი ნათურების მცენარისგან უფრო დიდი დაშორებით განთავსება, რასაც მძლავრი და ეფექტური ნათურები ითხოვენ.

მაგალითად გაქვთ 250 ვატიანი CFL ნათურა, თქვენი მოსავალი საგრძნობლად გაიზრდება თუ ჩაანაცვლებთ 250 ვატიანი HPS ნათურით. სიმხურვალის გამოყოფაც ამ სიმძლავრეზე დაახლოებით იგივე იქნება. თუ ბევრი, ან ძალიან დიდი მცენარეების გაზრდას აპირებთ უმჯობესია გამოიყენოთ MH/HPS ნათურების კომბინაცია.

geocanabis 60w 6500k

CFL ნათურების შუქის სპექტრის შერჩევისას ოპტიმალურია გამოიყენოთ „დღის შუქის“ მარკირებული როგორც „Daylight” (6500K) ვეგეტაციური პერიოდისთვის და „თბილი თეთრი“ მარკირებული როგორც „Warm/Soft White” (2700K) ყვავილობის პერიოდისთვის. ამავე დროს, როგორც თავიდან ავღნიშნეთ, შესაბამისი ფერის, შესაბამის პერიოდში გამოყენება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ვთქვათ, ნათურის სიმძლავრე. მაგალითად ყვავილობისთვის 2 ცალი 150 ვატიანი 6500K ნათურა უკეთეს შედეგს მოგვცემს, ვიდრე 2 ცალი 100 ვატიანი 2700K.

დადებითი

  • იაფი, მარტივი დაყენება და შენახვა – საუკეთესო ვარიანტი საცდელად ან თუ პატარა სასტარტო ბიუჯეტი გაქვთ
  • დაბალი სიმხურვალე, იდეალური განათება ფარული, პატარა, ან მიკრო მასშტაბის ზრდისთვის
  • 75%-ით ნაკლები ენერგოდანახარჯი, ძლებს 10-ჯერ დიდხანს ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა,
  • შეესაბამება ძალიან მცირე გასაზრდელ სივრცეს (პატარა სათავსო/კარადა, კომპიუტერის კეისი, ვედრო ე.წ. „Space Bucket“)
  • მომავალში, თუ გადახვალთ სხვა ტიპის განათებაზე, ეს ნათურები ისევ გამოგადგებათ როგორც დამხმარე, კლონებისთვის ან მცირე მცენარეებისთვის ვეგეტაციურ პერიოდში

უარყოფითი

  • ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური განათების ტიპი გასაზრდელად (წარმოებული შუქი/დახარჯული ელექტროენერგიის გათვალისწინებით)
  • შესაძლებელია მხოლოდ საშუალო და მცირე ზომის მცენარეების გაზრდა (არ არის განკუთვნილი დიდი მასშტაბის ზრდისთვის)
  • შედეგად მიიღება შედარებით მცირე რაოდენობის მოსავალი, ვიდრე სხვა ტიპის განათების გამოყენებით
  • სიმაღლის რეგულირება შეიძლება იყოს რთული/პრობლემური (ამ ტიპის ნათურები საჭიროა მუდამ ახლო მანძილზე ვამყოფოთ მცენარეებთან, ზრდის ყველა ეტაპზე)
  • ექსპლუატაციის მცირე ვადა (ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ მისი ნათების ინტენსივობა კლებულობს, თუ არ გინდათ, რომ ყოველ ციკლზე მათი შეცვლა დაგჭირდეთ, უნდა იყიდოთ ხარისხიანი ნათურები)

Light-Emitting Diode (LED) Lights/შუქდიოდის ნათურები

ლედ განათება

მომავლის განათება. ყველაზე ეკონომიური ნათურები, სიცოცხლის ყველაზე დიდი ხანგრძლივობით. აქვს ნათების „ტემპერატურის“ დიდი გრადაცია. მათი ნაკლი ძალიან დიდი ფასი იყო. თუმცა, ბოლო წლებია, მკაფიოდ იგრძნობა ფასის კლების ტენდენცია. გამძლეობისა და დაბალი ხარჯის გამო, უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ისინი გავრცელებულია, როგორც კომპაქტური ნათურები, ასევე მოზრდილი თეფშის ფორმის და ოთხკუთხედი პანელები შიგნით ჩამონტაჟებული პატარა შუქდიოდის მასივებით. მწარმოებლების უმრავლესობა მცენარეების გასაზრდელად LED ნათურებსა და პანელებში აკეთებს სხვადასხვა ტიპის/ფერის სპეციალურად შერჩეული შუქდიოდების ინტეგრაციას, იმისათვის, რომ მცენარემ მიიღოს საჭირო შუქის სრული სპექტრი (შუქდიოდების ფერის სპექტრი აღინიშნება ნანომეტრებში). ეს იძლევა საშუალებას თავიდან ბოლომდე გავზარდოთ მცენარე ერთი ტიპის განათების გამოყენებით.

LED ნათურები კანაბისის გაზრდის კულტურაში შედარებით ახალი ხილია და მათ არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვთ. ზოგი იძახის რომ კარგი შედეგი მიიღო, ზოგიც პირიქით ამბობს, რომ საერთოდ არ ივარგა. სიმართლე კი ის არის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე, ცოდნასა და კონკრეტულ მოდელზე.

მომრავლებულია მცენარის გაზრდისთვის უვარგისი LED ნათურები, რომლებიც რეკლამდება ზუსტად ამ მიზნით, ამიტომ უმჯობესია კარგად შევისწავლოთ ესა თუ ის მოდელი და ხალხის გამოხმაურებასაც მივაქციოთ ყურადღება. თუ გაზრდით უხარისხო ლედ ნათურით, თქვენ მცენარეზე აისახება სხვადასხვა ტიპის ნაკლებობებით, ლაქებით, ფოთლების დაშლით და სხვა უცნაური პრობლემებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, შევიძინოთ სანდო ბრენდის LED ნათურა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უსახელო კომპანიის ლედ ნათურასთან შედარებით ძვირი ღირს. თუმცა ზოგ შემთხვევაში LED განათებით გაზრდას ახასიათებს ფოთლების გაუფერულება, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, ეს ნორმალური მოვლენაა და თუ საკვები ნივთიერებები ნორმაშია და ფოთლებიც არ ცვივა, მაშინ საშიში არაფერია.

არც ისე დიდი ხნით წინ, ლედ ნათურები კანაფის გაზრდისთვის იყიდებოდა როგორც პანელები რამოდენიმე 1 ვატიანი შუქდიოდით. ამიტომ თუ ვთქვათ 90 ვატიან LED ნათურას ყიდულობდით, მას უნდა ჰქონოდა 90 ცალი 1 ვატიანი შუქდიოდი. დღეს მეტად გავრცელებულია LED ნათურები 3 და 5 ვატიანი შუქდიოდის მასივებით. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ LED ნათურისაგან რეალური გამომავალი სიმძლავრე ფაქტიურად აღნიშნულის 2/3-ს შეადგენს, ანუ 3 ვატიანი შუქდიოდი რეალურად მოიხმარს 2 ვატს. 3 და 5 ვატიან შუქდიოდებს ახასიათებთ მეტად ღრმა შეღწევადობა ვიდრე 1 ვატიანებს. LED ნათურები 3 ვატიანი ჩიპსეტებით საუკეთესო შედეგს იძლევა და ამიტომ, სწორედ მათი გამოყენებაა რეკომენდირებული.

LED

შუქდიოდებიდან მცენარისთვის საჭირო მკვებავი ენერგია ვრცელდება გაცილებით დიდ მანძილზე ვიდრე CFL ნათურების შემთხვევაში და შესაბამისად, არ გვიწევს სიმაღლის ხშირი რეგულირება. სხვადასხვა LED ნათურები, სიმძლავრის და ტიპის მიხედვით, მცენარისგან სხვადასხვა მანძილზე უნდა დაყენდეს და თუ მითითებული არ არის, სასურველია ამის წინასწარი დაზუსტება მწარმოებელთან.

LED ნათურები პოპულარული არჩევანია მათთვის, ვინც განახლებას აპირებს და CFL ნათურებიდან გადადის უკეთესზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ კარგი LED ნათურები ძვირი ღირს! ასევე ისიც, რომ 400 ვატის LED ნათურა არ მოგვცემს უფრო მეტ მოსავალს ვიდრე 400 ვატის HPS ნათურა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ამტკიცებს მწარმოებელი ექვივალენტობაზე.

დადებითი

  • საუკეთესო ხარისხის ყვავილედების წარმოება. მივიღებთ მეტი THC-ს, მეტ ფისს, მეტ ბრწყინვალე ტრიქომსა და ტერპენოიდს, ბევრად უკეთეს გემოსა და არომატს.
  • მსოფლიოში ყველაზე მეტად ეფექტური განათების ტიპი გასაზრდელად (წარმოებული შუქი/დახარჯული ელექტროენერგიის გათვალისწინებით)
  • ძირითადად LED განათების სისტემებს აქვთ ინტეგრირებული ვენტილიატორები გასაგრილებლად და მცენარისკენ მიმავალი სიმხურვალის გასაფანტად.
  • LED ნათურები ჩვეულებრივ ერთდება პირდაპირ დენში და არ სჭირდება ცალკე დროსელი/ბალასტი ან რაიმე განსაკუთრებული ბუდე

უარყოფითი

  • მაღალი საწყისი ფასი
  • ნაკლები მოსავალი HPS განათების შედეგთან შედარებით
  • LED ნათურები, როგორც ყველა განათების ტიპი, წარმოქმნის სიმხურვალეს. ძალიან დიდი LED სისტემების დაყენებისას თქვენ დაგჭირდებათ ცხელი ჰაერის ფართიდან გარეთ განიავება, მაშინაც კი, თუ მას აქვს ინტეგრირებული ვენტილიატორები.
  • უხარისხო LED ნათურამ შესაძლებელია გამოიწვიოს გათეთრება, ფოთლების გამოშრობა, ლაქები და სხვა პრობლემები.
  • ეს ასევე შეიძლება მოხდეს თუ განათება ზედმეტად ახლოს იქნება მცენარესთან, ამიტომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რომელ LED ნათურას რა დაშორება სჭირდება!
  • ასევე აუცილებლად შეიძინეთ LED ნათურები სანდო წყაროდან, ვისაც დატესტილი ექნება თავიანთი პროდუქტი რეალური კანაფის მცენარეზე!

ლედ განათება