საქართველოს ტერიტორიაზე მარიხუანას კულტივირება, შეძენა, გადატანა, მოხმარება ისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით.
თუ ჩხრეკის დროს, თქვენ აღმოგაჩნდათ ნებისმიერი რაოდენობით კანაფი, თქვენ ავტომატურად ცხადდებით გამსაღებლად და გემუქრებათ ციხე 7-11 წლამდე. თუ ფულს გადაიხდით და საპროცესო შეთანხმებას გააფორმებთ პროკურატურასთან, რამოდენიმე წლიანი პრიობითი სასჯელით გამოგიშვებენ.
ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია, გაგაჩეროთ, გაგჩხრიკოთ და გადაგიყვანოთ ნარკოლოგიურში. თუ თქვენს შარდში აღმოჩნდა THC ნიშნები, რომლებიც ორგანიზმში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე რჩება მოწევიდან, თქვენ დაგიწერენ 500 ლარიან ჯარიმას და 1 წლიან პირობით სასჯელს მოგცემენ. ასევე შეგეზღუდებათ ბევრი უფლება, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ა.შ. ეს ჯარიმა ადმინისტრაციულია.
მეორე ჯერზე 2000 ლარიანი ჯარიმაა, იმ შემთხვევაში, თუ 1 წლიანი პრიობითი გასულია. ესეც ადმინისტრაციული ჯარიმაა.
მესამე ჯერზე ან თუ მეორე დაჯარიმება პირობითის დროს მოხდა, არის ციხე 1-3 წლამდე ვადით. ეს სისხლის სამართლის კოდექსია.
გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და იყავით ძალიან ფრთხილად ამ მცენარესთან დაკავშირებით. გაეცანით შესაბამის კანონმდებლობას კარგად. გაიაზრეთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, საერთოდ ღირს, თუ არა ციხეში წასვლა და ცხოვრების დანგრევა ამის გამო!
საქართველოს კანონი
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
ოდენობა მცირე დიდი განსაკუთრებით დიდი
− გამომშრალი 5 50 500
− ნედლი 10 100 1000
რაც შეეხება მარიხუანას თესლს, ერთი შეხედვით, მის წინააღმდეგ კანონმდებლობა არ არის მიმართული და მისი შეძენა, შენახვა, გადატანა და ა.შ. არ არის აკრძალული. მათ დიდი რაოდენობით თუთიყურშის საჭმელშიც ვნახავთ ტექნიკური კანაფის თესლის სახით, მაგრამ როგორც კი თქვენ მას დათესავთ, მაშინვე მცენარის კულტივირებისათვის შეიძლება მოხვდეთ ციხეში.
ციტატები კანონებიდან:
კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;
იხილეთ არასამთავრობოთა მიერ შედგენილი პრაქტიკული ინსტრუქცია: როგორ უნდა მოვიქცეთ დაკავების დროს?