Category Archives: პოლიტიკა

კანაფის ლეგალიზაციის საკითხი დაიძრა გერმანიაში

გერმანიაში ძალაში შევიდა კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზების კანონი

1 აპრილიდან გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა.

ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ამ ნაბიჯის მომხრეები შუაღამის შემდეგ ზეიმობდნენ კანონის ამოქმედებას. როგორც dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, ბრანდენბურგის ჭიშკართან შეკრებილი ასეულობით ადამიანი დემონსტრაციულად ეწეოდა მარიხუანას და ცეკვავდა რეგეის მუსიკაზე. ამიერიდან სრულწლოვანებს აქვთ უფლება, ატარონ 25 გრამი მარიხუანა ან ჰაშიში.

აკრძალულია მისი მოხმარება არასრულწლოვანების თანდასწრებით, ასევე – სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სპორტულ ობიექტებთან. მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი.

ამ ეტაპზე გერმანიაში კანაფის მომხმარებელთა წინააღმდეგ 100 ათასი საქმეა აღძრული, რაც, იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თანახმად, იმას ადასტურებს, რომ კანაფის პოლიტიკამ არ იმუშავა. მისი აზრით, ამიერიდან სამართალდამცველებს და პოლიციას ტვირთი შეუმსუბუქდებათ. პოლიციის პროფკავშირი პირიქით ფიქრობს, რომ სამართალდამცველები ახლა მეტად დაიტვირთებიან, რადგან კანონში ყველაფერი ცხადი არ არის და ამასთან, პოლიცია არ არის სათანადოდ აღჭურვილი ახალი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც კონტროლის დროს კონფლიქტებს გამოიწვევს.

გერმანიის საზოგადოებაში კანაფის პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ამ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, დღემდე მკაცრი კანონი იყო.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/32886223.html

ბაიდენმა ფედერალური შეწყალება გამოსცა კანაფის ფლობისთვის!

გილოცავთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 85-წლიანი ფედერალური აკრძალვის შემდეგ, აშშ-ს მთავრობა ოფიციალურად ცვლის კანაფის მიმართ მიდგომას, დაწყებული ყოველი ფედერალური მსჯავრდებულის პატიებით, რომელიც ეხება კანაფის ფლობას და მოუწოდებს შტატების გუბერნატორებს იგივე გააკეთონ შტატის დონეზე.

„მარიხუანას ფლობაზე ადამიანების ციხეში გაშვებამ, იმ ქმედებისათვის რაც ბევრ შტატში ლეგალურია მრავალი სიცოცხლე გაანადგურა. აშკარა რასობრივი უთანასწორობის ფონზე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების გარშემო“, წერს პრეზიდენტი, „დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ შეცდომების გამოსწორებას.”

ეს არის დიდი გამარჯვება ყველასთვის, ვისაც სჯერა ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ფედერალურ დონეზე კანაფის დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციისთვის.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-us-canada-63166964

რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაცია ევროპაში

2019 წლის ოქტომბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კანადამ კანაფის ლეგალიზაცია მოახდინა რეკრეაციული მოხმარებისთვის, ამავე დროს აშშ-ს არჩევნების მოახლოებისას, კანაფი ცხელი თემა გახდა. შესაბამისად ძირითადი აქცენტი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაზეა გამახვილებული, თუმცა დროა ევროპას გადავხედოთ, რომ ვნახოთ როგორ პროგრესირებენ ქვეყნები ჩვენი სამშობლოს მახლობლად. რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნებთან ერთად საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასაც განვიხილავთ.

Continue reading