(ინფორმაცია პერიოდულად განახლდება)
საქართველოს ტერიტორიაზე მარიხუანას კულტივირება, შეძენა, გადატანა და თქვენი საკუთარი სახლის გარეთ და/ან ნებისმიერი სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას მოხმარება* ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კოდექსით. 2019 წლის 1 აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ისჯება 1 წლამდე ციხით!
2017 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის და კანაფის შემცველი სხვა პროდუქტების დეკრიმინალიზაცია მოახდინა პირადი მოხმარებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „პირის უფლებაა თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.“
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურია, შესაბამისად, არ ითვალისწინებს რაიმე სახის სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ ჯარიმას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს.
თუ ჩხრეკის დროს, თქვენ აღმოგაჩნდათ 266 გრამზე მეტი მშრალი კანაფი, თქვენ ავტომატურად ცხადდებით გამსაღებლად და გემუქრებათ ციხე 7-11 წლამდე. თუ ფულს გადაიხდით და საპროცესო შეთანხმებას გააფორმებთ პროკურატურასთან, რამოდენიმე წლიანი პრიობითი სასჯელით გამოგიშვებენ.
ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია, გაგაჩეროთ, გაგჩხრიკოთ და გადაგიყვანოთ ნარკოლოგიურში. თქვენ გაქვთ უფლება, უარი თქვათ ლაბორატორიულ შემოწმებაზე. თუ თქვენ გიპოვიან 5 გრამზე ნაკლები ოდენობით მარიხუანას (და თქვენს შარდში აღმოჩნდა THC ნიშნები, რომლებიც ორგანიზმში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე რჩება მოწევიდან,) დაგიწერენ 500 ლარიან ჯარიმას და 1 წლიან პირობით სასჯელს მოგცემენ. ასევე შეგეზღუდებათ ბევრი უფლება, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, იარაღის ტარების და ა.შ. ეს ჯარიმა ადმინისტრაციულია. ის ფაქტი, რომ ხართ დანაჯარიმები იწერება თქვენს საქმეში სამუდამოდ!
მეორე ჯერზე 2000 ლარიანი ჯარიმაა, იმ შემთხვევაში, თუ 1 წლიანი პრიობითი გასულია. ესეც ადმინისტრაციული ჯარიმაა. (გადასამოწმებელია)
თუ თქვენ დაგაჯარიმეს 500 ლარით და ერთი წელი გავიდა. შემდეგი დაჯარიმება ისევ 500 ლარით მოხდება და ახლიდან 1 წელი პირობითი მოგეცემათ.
გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და იყავით ძალიან ფრთხილად ამ მცენარესთან დაკავშირებით. გაეცანით შესაბამის კანონმდებლობას კარგად გაიაზრეთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, საერთოდ ღირს, თუ არა ციხეში წასვლა და ცხოვრების დანგრევა ამის გამო!
კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;
კანაფის ზეთი – მცენარე კანაფისგან ნებისმიერი გზით მიღებული ზეთი
კანაფის ფისი – მცენარე კანაფისგან მიღებული (გამოყოფილი), გაწმენდილი ან გაუწმენდავი ფისი;
ოდენობები
ოდენობა გრამებში მცირე დიდი განსაკუთრებით დიდი
– გამომშრალი 5 266 500
– ნედლი 10 532 1000
– მცენარე კანაფი 10 532 750
– კანაფის ნაყენი – 1 1
– კანაფის ზეთი – 1 1
– კანაფის ფისი 0.05 0.5 5
ჯარიმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
მცირე ოდენობა – რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციით.
დიდი ოდენობა ასევე ისჯება ადმინისტრაციული კოდექსით და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ოთხას საათამდე.
განსაკუთრებით დიდი ოდენობები ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-11 წლამდე.
რაც შეეხება კანაფის თესლს, ერთი შეხედვით, მის წინააღმდეგ კანონმდებლობა არ არის მიმართული და მისი შეძენა, შენახვა, გადატანა და ა.შ. არ არის აკრძალული. მათ დიდი რაოდენობით თუთიყურშის საჭმელშიც ვნახავთ ტექნიკური კანაფის თესლის სახით, მაგრამ როგორც კი თქვენ მას დათესავთ, მაშინვე მცენარის კულტივირებისათვის შეიძლება მოხვდეთ ციხეში!
ასევე, გამოწერის შემთხვევაში, თუ საბაჟო აღმოაჩენს კონვერტში მარიხუანას თესლს, ხდება მისი კონფესკაცია და თქვენ მიიღებთ ან ცარიელ კონვერტს, ან ის საერთოდ ვერ მოაღწევს თქვენამდე.
ციტატები კანონებიდან:
“კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი”
იხილეთ არასამთავრობოთა მიერ შედგენილი პრაქტიკული ინსტრუქცია: როგორ უნდა მოვიქცეთ დაკავების დროს?