არქეოლოგებმა უძველეს სამარხში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს


Recommended Posts

 
სულ ახლახან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული და საკმაოდ დიდი ოდენობის უძველესი მცენარე, რაც კი ოდესმე უპოვიათ. ბალახი 35 წლის მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 2 500 წლის წინ დაიღუპა.
 
მამაკაცი კავკასოიდურ რასას მიეკუთვნება და დამარხული იყო ხის საწოლზე მწოლიარე, თავქვეშ კი ლერწმებისგან გაკეთებული ბალიში ედო. მას მკერდზე 91 სმ სიგრძის მარიხუანას ღერების მთელი წყება ედო, რაც ბალახის ერთგვარ სუდარას ქმნიდა. 
 
„ეს უნიკალური აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის პრეისტორიულ ცენტრალურ ევრაზიაში კანაფის რიტუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ამ რეგიონში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში, მარიხუანას სარიტუალო ან სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ“, — წერს არქეოლოგთა ჯგუფი.
 
ჯგუფის განცხადებით, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰონგენ იანგი ხელმძღვანელობდა, ეს სამარხი ერთ-ერთი იყო იმ 240 სამარხს შორის, რომლებსაც მათ ქალაქ ტურფანის სიახლოვეს მიაკვლიეს, ჩრდილოეთ ჩინეთში, მონღოლეთის საზღვართან. 
 
რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით ირკვევა, რომ მამაკაცი დაახლოებით 2400-2800 წლის წინ ცხოვრობდა. 
 
02_pot_burial_ngsversion_1475604004004_a

სავარაუდოდ, იგი გუშის სამეფოს მკვიდრი იყო; ეს კულტურა 3000-2000 წლის წინ ყვაოდა აბრეშუმის სავაჭრო გზის მთავარ ნაწილს მიეკუთვნებოდა.
 
არქეოლოგებს მარიხუანა ამ რეგიონის სამარხებში ადრეც აქვთ აღმოჩენილი, მათ შორის 1 კგ თესლისა თუ ფხვნილის ფორმით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამარხში მთლიან მცენარეებს მიაგნეს.
 
გაყვავებული 13 მცენარიდან აღებული ნიმუშების მიხედვით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ეს მარიხუანა ადგილობრივია, იქვე იზრდებოდა, რადგან დამარხვის მომენტში ის ცოცხალი, ახალი მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო.  
 
ამჟამად, არქეოლოგები ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ იყო მარიხუანა ასე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ტურფანის რეგიონის მაცხოვრებელთათვის.
 
არსებობს ორი ჰიპოთეზა. პირველი: მცენარე გამოიყენებოდა ქსოვილის მისაღებად; მეორე: ადგილობრივები მას განწყობის შექმნის მიზნით ეწეოდნენ, ამავე დროს ის შესაძლებელია დაკავშირებული იყო გარკვეულ სპირიტუალურ რიტუალებთან ან გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება.
 
იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარე რეგიონის სამარხებში კანაფისგან დამზადებული ბოჭკო აღმოჩენილი არაა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოსაწევად ან ჩაის სახით იყენებდა, სავარაუდოდ სამედიცინო ან რიტუალური მიზნებისთვის.
 
ჯგუფის ნაშრომი Economic Botany-ში გამოქვეყნდა. 
 
04_pot_burial_ngsversion_1475604004297_a
 
1475604006196.jpg

წყარო 

 

http://1tv.ge/ge/news/view/137561.html

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ამის კაკლების დათრევა სად შეიძლება ? 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ამის კაკლების დათრევა სად შეიძლება ? 

 

მგონი ქართული სიდბანკი ამეებს ყიდის 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მგონი ქართული სიდბანკი ამეებს ყიდის 

       

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მგონი ქართული სიდბანკი ამეებს ყიდის 

რა გემრიელი და ბოროტი ხუმრობა იყო     

რედაქტირებულია blobfish-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მგონი ქართული სიდბანკი ამეებს ყიდის 

      საღოლ ჩაგეთვალა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მგონი ქართული სიდბანკი ამეებს ყიდის 

ცვეტში ეგრეა, ოპერაციები ჩავუტარე რო გამეხარებინა :დ

ნემსით და გამადიდებლით მუშაობა ვისწავლე კეკალთან

შენმა მოგებულმა ბრძოლებმა შთამაგონა -

მაგრამ არა მატერიალურ პლანზე მოგებულმა ბრძოლებმა,

არამედ მათ, რომელიც მოგებულ იქნა შენს შუბლს უკან ...

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ნელ ნელა დაიხვეწება საქართველოში ეგ თემა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ცვეტში ეგრეა, ოპერაციები ჩავუტარე რო გამეხარებინა :დ

ნემსით და გამადიდებლით მუშაობა ვისწავლე კეკალთან

აუ ჟრუანტელმა დამიარა       გუშინწინ გავახვიე სალფეთქში.. რამოდენიმე ქართული სიდბანკისაა და დღეს დავუწყე ქლიბით ჩალიჩი 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 1 თვის შემდეგ...

ჰუმბოლტის 3 კაკალი გამიფუჭდა ფასდაკლებით ვიყიდე ეტყობა ჩაწვენილი ტავარი იყო  

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...