საკონსტიტუციომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა


Recommended Posts

marijuana-and-gavel.jpg

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან იტყობინება, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სარჩელი მოქალაქე გივი შანიძემ პარტია გირჩის დახმარებით შეიტანა.

 

დავის საგანი

 

დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
 
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის სწორედ ამ უფლებას ზღუდავს.
 
როგორც გირჩის წევრმა, იურისტმა იაგო ხვიჩიამ On.ge-სთან საუბარში განმარტა, ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით.
 
გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაცია მის მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.

 

რას შეცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინც მარიხუანას მოიხმარს, ვერ მისცემენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
 
როგორც იურისტმა იაგო ხვიჩიამ თქვა, ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის მარიხუანის მოხმარებისთვის გასამართლებულთა ნასამართლეობის მოხსნის საკითხსაც და ამას ექნება უკუძალა.
 
რატომ მარიხუანა და არა სხვა?

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, მოსარჩელე გივი შანიძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა მარიხუანის განმეორებით მოხმარების გამო (პირველ ჯერზე გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაში ამ გარემოების გამო იყვნენ შეზღუდულნი. თუმცა, იურისტის თქმით, სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ბიძგს მიცემს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

 

 

სტატია: http://go.on.ge/j0w

 

 

 

*Edit: შეცდომაში არ შეგიყვანოთ ამ სტატიამ და არ იფიქროთ რო კულტივირება არ არის დასჯადი! უბრალოდ მწეველი არ არის კრიმინალი!

 

 

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/1813085932076191/

რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 64
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან იტყობინება, გადაწყვეტილება რამდენიმე

ადრე როცა დაგიჭერდნენ პირველად იყო 500 ლარი და 1 წელი პირობითი   ამ ერთი წლის განმავლობაში თუ ისევ დაგიჭერდნენ იყო 2500 ლარი და 3 წელი პირობითი   ამ პერიოდში მესამედაც თუ დაგიჭერდნენ იყო 1-დან 3 წ

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - რა იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის

ანუ მოფსმები და ეგეთი მაიმუნობები უნდა დავივიწყოთ როგორც ყველაზე კოშმარული სიზმრებიი??? კულტივაციაზე არაფერს ამბობენ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ვერ გავიგე ეს ერთი კონკრეტული საქმე გადაწყდა ესე ხომ? და ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალე ჩემ შემთხვევაშიც ესე იქნება , თუ რამე არასწორედ გავიგე ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ახსნილია ყველაფერი გასაგებად, ანუ კრიმინალად არ ითვლება ადამიანი რომელიც მოიხმარს, რამდენჯერაც არ უნდა ამოგიგდოს (თუ ჩააბარე შარდი) რო მოწეული გაქ არ ნიშნავს რო კრიმინალი ხარ, კულტივირება ცალკე თემაა, კულტივირებას ეს კანონპროექტი არ ეხება, დეკრიმინალიზაცია არ გულისხმობს არც იმას რო მოწეულ მდგომარეობაში რახან კრიმინალი არაა შენ მანქანა ატარო.  უბრალოდ არ დაგიჭერენ მოწევის გამო, სისხლის სამართლებლივი დევნა არ იქნება და თუ ამოგიგდო "ნასამართლეობა" არ გექნება.  აი  ადრე ამსტერდამში რო წასულიყავი, გეწია იქ და აქ ამოეგდო უკვე კრიმინალი იყო, ეხლა აღარაა.

 

შეცდომაში არ შეგიყვანოთ ამ სტატიამ და არ იფიქროთ რო კულტივირება არ არის დასჯადი! უბრალოდ მწეველი არ არის კრიმინალი!

რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ადრე როცა დაგიჭერდნენ პირველად იყო 500 ლარი და 1 წელი პირობითი

 

ამ ერთი წლის განმავლობაში თუ ისევ დაგიჭერდნენ იყო 2500 ლარი და 3 წელი პირობითი

 

ამ პერიოდში მესამედაც თუ დაგიჭერდნენ იყო 1-დან 3 წლამდე ციხე - სისხლის სამართლის დანაშაული

_______________________________________________________________________________________

 

ახლა ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა სისხლის სამართალი ანუ რამდენჯერაც არ უნდა დაგიჭირონ და მოგაფსმევინონ უკვე სისხლის სასმართლის დამნაშავედ აღარ ჩაითვლებით

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...