პირველი ქართული კოფიშოპი ღია ცის ქვეშ, 1 + გირჩს ჩემგან.


mawaka

Recommended Posts

თუ ეს მართალია :))))

 

წყარო:   https://www.ambebi.ge

 

 11-10-2018
girchi_45943_2018-10-11_FS8z66uGNxYPwyf.

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩი" 20 ოქ­ტომ­ბერს, "დედა ენის" ბაღ­ში, კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­თვას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს, მათ შო­რის უცხო­ელ ტუ­რის­ტებს მა­რი­ხუ­ა­ნას შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ამას­თან, იაგო ხვი­ჩი­ას გან­მარ­ტე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის ფორ­მატ­ზე სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

"20 ოქ­ტომ­ბერს "დედა ენის" ბაღ­ში იგეგ­მე­ბა კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი. ამ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი და ზოგი მათ­გა­ნი მა­რი­ხუ­ა­ნას გა­ყი­დის, ზოგი - იყი­დის. ჩვენ გვინ­და, ამას და­ახ­ლო­ე­ბით „ქო­ფი­შო­პე­ბის“ ფორ­მა მივ­ცეთ, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი სწო­რი ფორ­მა არის „ქო­ფი­შო­პე­ბი“ და მე­ო­რე ფორ­მა კი ადა­მი­ა­ნის მიერ კულ­ტი­ვა­ცი­ის უფ­ლე­ბის ქონა. ჩვენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დით, მიგ­ვაჩ­ნია, რომ არა­ვის­გან არ გვაქვს ეს უფ­ლე­ბა მო­სა­პო­ვე­ბე­ლი, არა­მედ ვფიქ­რობთ, რომ უფ­ლე­ბა დაგ­ვიბ­რუ­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დღე არის. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა გარ­თო­ბის, მხი­ა­რუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი, ამ ქვეყ­ნის უამ­რა­ვი სტუ­მა­რი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­რი­ხუ­ა­ნა არის ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი, მალე გა­ი­გე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა. იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცი­ვი­ლუ­რი აქ­ცია, სა­დაც მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის ეში­ნი­ათ, შე­უძ­ლი­ათ, მო­ვიდ­ნენ, და­აკ­ვირ­დნენ, ნა­ხონ და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საფრ­თხე­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, უბ­რა­ლოდ, მათ თვალ­წინ გაქ­რე­ბა. ჩვენ გვინ­და, რომ ეს ამ ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე იყოს და ჩვენ­ზე ილა­პა­რა­კოს უცხო­ურ­მა პრე­სამ და­დე­ბი­თი კონ­ტექ­სტით. მე მგო­ნია, რომ მთელ მსოფ­ლი­ოს უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვენ გან­ვსხვავ­დე­ბით", - აღ­ნიშ­ნა იაგო ხვი­ჩი­ამ.

 
 
 
 
 
-0:01
 
 
 
 

შე­კი­თხვა­ზე, აქვთ თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე ექ­სცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, იაგო ხვი­ჩი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას "გირ­ჩი" იღებს.

„მე მაქვს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ის მო­ლო­დი­ნი ნე­ბის­მი­ე­რი უწყე­ბის­გან, მათ შო­რის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის­გან. მე არ ვე­ლო­დე­ბი იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 5 დღით ადრე ვინ­მემ ტუ­რის­ტე­ბი ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­არ­ბი­ოს. ასეთ რისკს ვერ ვხე­დავ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მსგავ­სი იმუ­ნი­ტე­ტი არ­სე­ბობს და მე­ო­რე, არ­სე­ბობს ასე­ვე მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რად­გან დიდ ხანი ვე­ლო­დე­ბო­დით იმ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რო­მელ­ზეც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ამ­დე­ნი გვე­ლა­პა­რა­კა. ამის ნაც­ვლად, ჩვენ გვაქვს სი­ტუ­ა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან თა­ნა­ა­წყო­ბი­ლად სა­უბ­რო­ბენ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე, სა­ხელს უტე­ხენ ამ მცე­ნა­რეს, ებ­რძვი­ან მას. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რად უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, გავ­ხდეთ ცი­ვი­ლუ­რი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ლისს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი გა­უქ­მე­ბუ­ლია.

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა მართალია 

 

 

 

მივდივართ უკლებლივ ყველა! 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

+1 მე მვდივარ

 

გუშინ გავხსენი კიდეც თემა ამაზე

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...