სასაცილო კარაქი იგივე Cannabutter


nothigh

Recommended Posts

სამწუხაროდ სურათები წამშლია და საბოლოო პროდუქტის სურათი არ მაქვს მაგრამ ძირითადად ნახავთ რაც იყო.

 

რამდენიმე თვის წინ შარშანდელი ფოთლებისგან გავაკეთე სასაცილო ქარაქი. ფოთლები არც კი გამისინჯავს მოსაწევად, მაგრამ ერთი-ორჯერ გავაჩუქე ცოტ-ცოტა და როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს კარგად იბოლებოდაო, კიდე მოგვეციო და ა.შ.  ჯიში იყო Skunk x Haze და ფოთლები სავენტილაციო.

 

გაფრთხილება: მთელი პროცესის განმავლობაში სახლში იდგება ძალიან მძაფრი და სპეციფიკური სუნი. გამწოვის 3 სიჩქარეც ვერ შველის. ასე რომ კარგად დაგეგმეთ ეს პროცესი!

 

უნდა ავიღოთ ნაღების ქარაქი და არა სპრედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ეტიკეტს კარგად გაეცნოთ და ცოტა ძვირი გადაიხადოთ ჯობია კარგი პროდუქტის მისაღებად. ჩავასხათ ქვაბში ნახევარი ლიტრი წყალი, დავჭრათ 300 გრამი ნაღების ქარაქი პატარა კუბებად რო ადვილად გადნეს. როცა დადნება ჩავყაროთ ფოთლები(ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ყვავილედებითაც შეიძლება). როცა ფოთლები ჩავყარე იმდენი იყო რომ ქვაბი თითქმის გაივსო ბოლომდე დაახლოებით ერთი პატარა შავი პარკი დაპრესილი. მე ფოთლები პირდაპირ ჩავყარე, ისე შეგიძლიათ დააბლენდეროთ რომ ზედაპირის ფართობი გაიზარდოს. 

 

http://s32.postimg.cc/861c3vb5x/image.jpg

 

კარგად მოვურიოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. ერთი საათის მერე დაახლოებით ასეთი მასა გვექნება.

 

http://s32.postimg.cc/5nkvsels5/image.jpg

 

სუნი არ უნდა დაგვავიწყდეს. მე სულ ვადუღე დაახლოებით 3-3.5 საათი. როცა იშრობდა ვამატებდი წყალს და ბოლოს კარგად ჩავაშრობინე. ბოლოს ქილაზე შემოვახვიე აფთიაქში ნაყიდი რამდენიმე ფენად დაკეცილი ბინტი და დავიწყე კოვზით ამ მასის შიგნით ჩაწურვა. ვიღებდი ერთ კოვზს და ვდებდი ბინტში. შემდეგ ვაჭერდი კოვზით და იწურებოდა.

 

http://s32.postimg.cc/ezvsf3phh/image.jpg

 

 ეს გამოწურული არ გადამიყრია. ბოლოს ისევ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანით იმდენი ცხიმი გამოვადინე რომ თავადაც გაოცებული დავრჩი. ანუ კოვზით კარგად ვერ წურავ და მთავარი ცხიმი და შესაბამისად პოტენციაც მათში რჩება.

 

http://s32.postimg.cc/6bbhqzsg5/image.jpg

 

ბოლოს ქილაში დარჩა ასეთი მასა. ქვემოთ არის წყალი და ზემოთ არის გამდნარი ქარაქი და მასზე მიწებებული THC. სამწუხაროდ შემდეგი სურათები ვეღარ ვიპოვე. ამის შემდეგ ცოტა ვაცალე როდის შეგრილდებოდა და შემდეგ შევდგი მაცივარში.

 

http://s32.postimg.cc/6tff2hscl/image.jpg

 

როგორც ქილის ზედა ნაწილზე ხედავთ ისეთი ფორმა აქვს გაგრილებულ კარაქს. მოკლედ როცა მაცივრიდან გამოვიღე ეს კარაქის მასა იყო ღია მწვანე ფერის ზედა მხარეს გაგრილებული და ქვევით იყო მწვანე წყალი. შემდეგ ერთ კიდეში ჩავხვრიტე ეს ქარაქი, წყალი გადავაქციე და ქარაქი ჩავაგდე ქილის ფსკერზე. ანუ ბოლოს დამრჩა ქილა რომელშიც იყო მარტო ქარაქი.

 

რაც შეეხება მიღების გზებს. პირველად როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ერთი სუფრის კოვზი ეს ქარაქი ჩავაგდე დაახლოებით ერთ თეფშის მოცულობის ბულიონში და გავაცხელე(წამოვადუღე). გაცხელების პერიოდში სუნი ძალიან მძაფრად იდგა მაგრამ თავად ბულიონს გემოზე არაფერი შეეტყო. ასეთი ბულიონი ჯერ გასინჯული არ მქონია 

 

ერთი სუფრის კოვზი კარაქი ძალიან დიდი დოზა აღმოჩნდა. ეფექტი იყო საოცრად ძლიერი კონტროლირებადი პარანოიით. დაიწყო დაახლოებით ერთ საათში და 2-3 საათის მერე უბრალოდ გავითიშე და დამეძინა. შეგრძნებები არ გავს დაბოლებას, ეს არის უფრო სხეულის ძლიერი ეფექტი, ძალიან ძლიერი. რაღაცით გავს მაგარ სიმთვრალეში აღქმულ რეალობას. მიდრეკილება სიცილისადმი არის 10-ჯერ უფრო დიდი ვიდრე დაბოლებისას. ანუ რაღაც სისულელეზე შეიძლება ბევრი იცინო გულიანად. 

 

შემდეგ ჯერებზე ერთ სავსე ჩაისკოვზ კარაქში ვწვავდი კარტოფილს და ამ კარტოფილის ჭამის მერე ვიყავი განცხრომაში მაქსიმუმ 3-4 საათი. მერე ვითიშებოდი და მეძინებოდა. დღის განმავლობაში არასდროს არ მიჭამია. ყოველთვის საღამოს მივირთმევდი და ამიტომ გრძელვადიან ეფექტზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მეორე დღეს შუადღემდე მაგარი გაბრუებული ვიყავი ხოლმე 

 

 

გასასინჯად ნამდვილად ღირს. ისე მანაგუა არ გამისინჯავს და ვერ შევადარებ მაგრამ იდეაში იგივე უნდა იყოს, უბრალოდ კარაქი ბევრად ეფექტურად იჭერს კანაბინოიდებს ვიდრე ბოლოს ჩასხმული გაურკვეველი წარმოშობის "მალაკო". 

 

მოკლედ კარგი გამოცდილება მივიღე და ინტერესი დავიკმაყოფილე. მაგრამ რომ არ მოგატყუოთ მოწევის ეფექტი ბევრად უკეთესია ჩემი აზრით   მეორედ მაგის ჩალიჩის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება თქვენ უფრო დაგევასოთ და შეიყვაროთ 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 67
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მაშ ასე რადგანაც ფოთლებს არ ვეწევი და თავისუფალი დროც გამოვნახე გადავწყვიტე ისევ გამეკეთებინა მოსაწევის კარაქი    ინგრედიენტები:   მოსაწევის ფოთლები (თითქმის ნახევარი იყო ტრიმინგი და შაქრიანი ფოთ

სამწუხაროდ სურათები წამშლია და საბოლოო პროდუქტის სურათი არ მაქვს მაგრამ ძირითადად ნახავთ რაც იყო.   რამდენიმე თვის წინ შარშანდელი ფოთლებისგან გავაკეთე სასაცილო ქარაქი. ფოთლები არც კი გამისინჯავს მოს

http://s017.radikal.ru/i411/1605/96/799cf9fd2bce.jpg http://s018.radikal.ru/i503/1605/9b/3a4f9c378188.jpg

აუუუ შენ გაიხარე  იუთუბიზე ვნახულობდი და მაგად მინდოდე მესწავლა და გამეკეთებინა მაგრამ არ ვიცი ეს ოხერი ინგლისური ჯიგარიი ხარრ  ,,  და მაცივარში საყინულეში შეინახე თუ ჩვეულებრივად?


და ბალახი დაახლოებით რამდენი გრამი ჩაყარე?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

THC
 

არ ვიცი რამდენი იქნებოდა. შეიძლება ნახევარ კილომდე. შავი პარკები როა ეგ იყო კაი სავსე.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

რას იკლავდი მერე თავს ნაკლები გეჭამა ეგ კარაქი და უფრო იკაიფებდი :)

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მაგ ბალახით რომ სცადო ვტარიაკიც გამოვა უეჩველი და თან კარგად არც გაგიწურია .  უპრო ცოტა წყალი და ნახევარი კარაქი რომ მისცე ;)

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 1 თვის შემდეგ...

ტრუხა პლანისგან გამოვა ხო ეს?

და ამით შეიძლება რო ჩარჩე?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ასე მგონია რატომღაც და რაც მინახავს ტრუხასგან მგონი მარტო მანაგუა გამოდის ხოლმე  ეგეც თუ მაგრად იცი გაკეთება

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...