რატომ არის აკრძალული კაკლების გამოწერაზე საუბარი


Recommended Posts

რადგანაც არის ბევრი შეკითხვა და გაუგებრობა, მინდა, მოკლედ კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის აკრძალული კაკლების გამოწერაზე საუბარი ამ ფორუმზე.

 

პირველ რიგში, Geocanabis.com არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, კომერციულ, თუ არაკომერციულ კომპანიასთან. არც ერთ სიდბანკთან, ჩვენ არ ვყიდით არაფერს და არანაირად არ ვართ დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილ ინსტიტუციებთან. 

 

ჩვენი ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში კანაბისის მიმართ ცნობადობის ამაღლება, რაც იმედი გვაქვს, რომ შეამცირებს: სინთეთიკური ნარკოტიკების, ტაბლეტების, მძიმე ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებას. საიტიც და ფორუმიც შექმნეს უბრალო ადამიანებმა, ვისაც უნდოდა ცოდნის გაზიარება სხვებისთვის. ვებ-გვერდი იმართება და სტატიები იწერება რამდენიმე ადამიანის მიერ და არც ამაში იღებს ვინმე რამე სახის ანაზღაურებას ან კომპენსაციას. 

 

საიტზე არ არის არაფრის რეკლამა და აკრძალულია ყველაფრის რეკლამა, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებებთან, მის თესლთან ან მათგან მიღებულ რაიმე პროდუქტთან. ჩვენ არაერთმა კომპანიამ შემოგვთავაზა რეკლამის განთავსება საიტზე, მაგრამ ყველას ვეუბნებით უარს. იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მარიხუანას კულტივირება არის აკრძალული და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით ისევე როგორც მისი პოპულარიზაცია.

 

რატომ არ შეიძლება განვიხილოთ თესლის გამოწერის პროცედურები ფორუმზე?

 

ფორუმი არის გახსნილი ყველასთვის (დარეგისტრირებულისთვის და არადარეგისტრირებულისთვის), ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოვიდეს და წაიკითხოს კონტენტი. 

 

1. დღეს თუ ვინმემ იცის კაკლის გამოწერა რომ შეიძლება საერთოდ, რომ არსებობს უცხოური ჯიშები და საიდან შეიძლება გამოწერა, ვისაც გამოუწერია, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ამ ფორუმთან და საიტთან არის დაკავშირებული. ვისაც გამოგიწერიათ, საიდან გაიგეთ რომ გამოწერა შეიძლებოდა? ვინ გითხრათ საიტი? ვინ გასწავლათ გამოწერა? თუ პირდაპირ აქედან არ იცით, ვინც გასწავლათ იმას მაინც ეცოდინებოდა აქედან. (რა თქმა უნდა სხვა გზებიც იყო და ჩვენამდეც იწერდა ხალხი, ჩვენც სხვისგან ვისწავლეთ)

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად ხელს ვუწყობთ ამ პროცესს ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმდენად ნათელი პროცესია პროცედურული კუთხით, რომ მისი საჯაროდ გახმაურება გამოიწვევს მის საერთოდ გაქრობას. ანუ ჩვენ რომ აქ დავიწყოთ აღწერა და განხილვა როგორ და საიდან და რანაირად ვიწერთ, მაშინვე ჩაიკეტება ყველა საშუალება (ამის პრეცენდენტი უკვე იყო წელს როცა საერთოდ ყველაფერს აჩერებდნენ). ანუ დისკუსიის აკრძალვით ჩვენ ვზრუნავთ მის შენარჩუნებაზე. 

 

2. დღეს რომ ფორუმზე დაიწყოს მსგავსი ტიპის განხილვები, ეს მიიქცევს პოლიციის ყურადღებას, რომელსაც არ აწყობს ისეთი ვებ-სივრცის არსებობა, სადაც ნებისმიერი მსურველი დასვამს შეკითხვას და მიიღებს პასუხს ნარკოტიკული საშუალებების მოპოვებაზე. ანუ დისკუსიის აკრძალვით ჩვენ ვზრუნავთ ფორუმის მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე. დღეს ფორუმზე ყოფნა არის სრულიად უსაფრთხო და ჩვენ გვინდა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს. კანონმდებლობის შემსუბუქებასთან ერთად, ეტაპობრივად შეიცვლება ფორუმის წესებიც.

 

3. ჩვენი ინტერესი არ არის ვინმეს ხელი შევუშალოთ ინფორმაციის მოპოვებაში. პირიქით, მთელი საიტის შექმნის საფუძველს სწორედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, როდესაც შეიქმნა ეს პორტალი, აბსოლიტურად არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია მარიხუანას შესახებ. დღეს დაინტერესებულ პირს, უკვე შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ცნობა საიტიდან და კითხვაზე პასუხი ფორუმიდან. არსებობს უამრავი Facebook გვერდი, უამრავი ონლაინ მაღაზია აქსესუარებისთვის და არსებობს უცხოური სიდბანკის ქართული წარმომადგენლობაც კი. მარიხუანაზე საუბარი უფრო აქტიურია და დღეს დეკრიმინალიზაციის კუთხით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო თითქმის სამი წლის წინ. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი გვაქვს და სწორედ ჩვენი ინტერესია ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ხალხმა მიიღოს ინფორმაცია.

 

4. ვინც ეძებს ყოველთვის პოულობს - გამოიყენეთ ჩვენი მეგობარი გუგლი. ფორუმზე გამოწერაზე დისკუსიის აკრძალვა ფორმალურ ხასიათს ატარებს, მარიხუანას თესლი არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ მისი კულტივირება სისხლის სამართლის დანაშაულია. კარგად გაეცანით კანონმდებლობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით მის მოპოვებაზე.

 

იმედი მაქვს პრეტენზიები ამ საკითხზე აღარ იქნება და ყველა დაიცავს ფორუმის წესებს.

 

მადლობა ყურადღებისთვის.

 

Geocanabis.com

 

 

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 29
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

რადგანაც არის ბევრი შეკითხვა და გაუგებრობა, მინდა, მოკლედ კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის აკრძალული კაკლების გამოწერაზე საუბარი ამ ფორუმზე.   პირველ რიგში, Geocanabis.com არანაირ კავშირში არ არის არ

ამ თემის საპასუხოდ მე დავწერდი რო უბრალოდ ელემენტარული ინგლისურის ცოდნა და ყველა პრობლემა გადაჭრილია არსებობს 1000000 საიტი და ყველაზე მთავარი გუგლი. აქ რომ ესეთი კითხვები არ დასვან მაგრამ ჩვენ ხომ ყვ

მოსაწევი თუ გევასება დათესე და გექნება მეგობარო. ვინმემ რომ მოგაწევინოს 2 საათში ისევ ისე დაიბრიდები და არაფერი არ შეიცვლება შენთვის

ამ თემის საპასუხოდ მე დავწერდი რო უბრალოდ ელემენტარული ინგლისურის ცოდნა და ყველა პრობლემა გადაჭრილია არსებობს 1000000 საიტი და ყველაზე მთავარი გუგლი. აქ რომ ესეთი კითხვები არ დასვან მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერი მოტანილი და დაღეჭილი და გადასაყლაპად გამზადებული გვინდა ელემენტარული კითხვა ეზარება სასტავს. არ თქვათ ეხლა ნუ ატრაკებო {{{{{ასეა ეს }}}} : დ  რამდენი ვიბაზრე 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

mawaka
ნუ ატრაკებ :)))

magrad gaaqtiurda forumi ab bolo dros

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ხო იქნება რამე გვეშველოს და ერთი ძირი მაინც დაუშვან ძალიან მაგარი იქნებოდა რა ხალხი შიშებშI ვართ არადა რა რეპორტები მაქვს რო იცოდეთ :D

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 თვის შემდეგ...

ალბათ იმიტომ გააქტიურდა აქ შემომსვლელების რაოდენობა რომ ერთ ერთი სიდ ბანკიდან ყველა კლიენტს ვიღაცა აგზავნის ჯეოკანაბისზე. ეს მაინც ჩვენში რომ დარჩეს :)

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ალბათ იმიტომ გააქტიურდა აქ შემომსვლელების რაოდენობა რომ ერთ ერთი სიდ ბანკიდან ყველა კლიენტს ვიღაცა აგზავნის ჯეოკანაბისზე. ეს მაინც ჩვენში რომ დარჩეს :)

 

ოხ ლადუჩ ლადუჩ :D

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

laduchaaaa
 

ერთ ერთი საკმაოდ სოლიდური ფაქტორია ნამდვილად.

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 1 წლის შემდეგ...

გამარჯობა, მაწაკასთან მაქვს შეკითხვა, ერთ-ერთ პოსტში ეწერა არ მოწიოთ დასრულებიდან 3 კვირის განმავლობაშიო და მაინტერესებს რატომ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...