Tag Archives: აბლაბუდახვევია ტკიპები

მავნებლები და დაავადებები

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მცენარის გაზრდისას შეიძლება წარმოიშვას, არის მავნებლები და დაავადებები. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და თუ სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, შესაძლოა, მთელი მოსავალი დავკარგოთ. ამ სტატიაში მოკლედ და ზოგადად შევეხებით დაავადებებსა და მავნებლებს.

ბოტრიტის სინერა

პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც ყვავილედის სიდამპლის გამო მოსავლის 90%-ზე მეტის გადაყრა მომიწია, რადგანაც ის უბრალოდ დალპა და ყოველგვარი ღირებულება დაკარგა. ამის მიზეზი იყო ბოტრიტის სინერა (botrytis cinerea). ეს არის სიდამპლის ერთ-ერთი ფორმა, სოკოვანი დაავადება, რომელიც ჩნდება მაღალი ტენიანობის პირობებში და იწვევს შეუქცევად დასნებოვნებას, ყვავილედები იწყებს ლპობას და ნადგურდება.

სიდამპლე

პირადად ჩემს შემთხვევაში, საქმე გვქონდა უცოდინარობასთან. ანუ მე საერთოდ არ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ და ერთი დაზიანებული ყვავილედიდან ფაქტიურად ყველაფერს გადავდე. ამ დაავადების გაჩენისთანავე აუცილებელია ის ყვავილედი მოვაცილოთ მცენარეს და თუ მას ხელს შევახებთ, სხვას არაფერს მოვკდიოთ რადგანაც სწორედ ასე გადადის იგი. დაავადება ადვილად ჩნდება ყვავილობის პერიოდის ბოლოსკენ. მას ხელს უწყობს დაზიანებული ადგილები. მის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარგი ვენტილაცია და ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესება.

ნაცარი

მეორე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ნაცარი, ანუ პოვდერი მილდიუ (powdery mildew). ესეც სოკოვანი დაავადებაა და სიდამლის მსგავსად მაღალი ტენიანობის პირობებში წარმოიშობა. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია კარგი ვენტილაციით, ზედმეტი ფოთლების მოშორებითა და ტოტების გამეჩხერებით.

ნაცარი 2

უკვე დაავადებულ მცენარეზე შესაძლებელია ფოთლებიდან მისი ჩამორეცხვა წყლის დახმარებით. ასევე სავეგეტაციო პერიოდში სხვადასხვა ფუნგიციდის გამოყენებით. მაგრამ ყვავილობის პერიოდში მოერიდეთ ქიმიური საშუალებების ხმარებას, რადგანაც ეს თქვენს ყვავილედებს მომწამვლელს გახდის.

ფესვის სიდამპლე

ასევე არსებობს ფესვისა და ღეროს სიდამპლეები, სხვადასხვა ვირუსული დაავადება და ა.შ. იმედი იქონიეთ რომ არცერთი მათგანი არ დაატყდება თავს თქვენს მცენარეებს, რადგანაც მათი განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება.

ლოკოკინები და ლოფორთქინები

ერთი შეხედვით ისეთმა უწყინარმა არსებებმა როგორიც ლოკოკინები და ლოფორთქინებია, შეიძლება, ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს როგორც მცენარის ფოთლებს, ასევე ყვავილედებსაც. ისინი განსაკუთრებით საშიში არიან ახალ დარგული ჩითილებისათვის, რომელთაც სულ 2-4 ფოთოლი აქვთ. აუცილებელია მათი დაცვა გადაჭრილი ბოთლის დახმარებით, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ბევრი მავნებლის წინააღმდეგ და ყოველთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მათ წინააღმდეგ ასევე ეფექტურია სხვადასხვა ქიმიური და ბუნებრივი საშუალება.

ბოთლია

გადავიდეთ უშუალოდ მწერებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან პრობლემის გამომწვევი. ამის მიზეზი არის ის, რომ ისეთი სახეობები რომლებიც კანაბისს ერჩიან, არის უამრავი. მათ რიცხვში შედიან: ტკიპები, ბუგრები, თრიფსები, ფრთათეთრები და ა.შ.

ისინი ჭამენ მცენარის ფოთლებსა და ყვავილედებს, წოვენ ქლოროფილს, ახვევენ აბლაბუდებს, მცენარის დაზიანებული ადგილები ხდება დაავადებების კერა. დაზიანებები ძალიან სტრესავს მცენარეს რის გამოც ის ფერხდება ზრდაში, ვერ ვითარდება საჭირო ტემპებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ინვაზიის პრევენცია, ანუ საწყის ეტაპზევე ჩავახშოთ მათი შემოსევა, ეს ყველაზე კარგი და ეფექტური გზაა.

ტკიპები სიმპტომი

ყველაზე მეტ პრობლემას აბლაბუდახვევია ტკიპები ქმნიან (spider mites) და ისინი ძალიან რთული მოსაშორებელი არიან. ისინი დებენ კვერცხებს, მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარეს. ეს იწვევს, ზრდის შეფერხებას და ხშირად სიკვდილს. მათთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი გვერდით მდგომ მცენარეებზეც გადავლენ და მთლიან მოსავალს გაგინადგურებენ. ასე რომ, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მათ თავიდან მოცილებას, საერთოდ მოაშორეთ ის მცენარე, რათა დანარჩენები გადაარჩინოთ. დაიცავით ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები.

ტკიპები სიმპტომი

ტკიპები სიმპტომი

მე არასდროს მქონია მათთან შეხება და პირადი გამოცდილებაც არ გამაჩნია პრობლემის მოსაგვარებლად. ინტერნეტში დევს უამრავი მასალა, რომლებიც შეიცავენ საუკეთესო ქიმიურ პრეპარატებს, მრავალწლიანი დაკვირვებებისა და ანალიზების ცხრილებს და უამრავ მეთოდს, რომელთა უმრავლესობა ჩვენთან არაფერში გამოგვადგება, რადგანაც ის ქიმიური საშუალებები აქ არ იყიდება.

აბლაბუდახვევია ტკიპები ფოთოლზე

არსებობს ტკიპებთან ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდები. ბიოლოგიური მეთოდები გულისხმობს ბიოაგენტებისა და სხვადასხვა ორგანული სუბსტრატების გამოყენებას. ბიოაგენტები დავივიწყოთ, რადგანაც მათი წარმოება საქართველოში არ მიმდინარეობს. ქიმიური საშუალებები ყველაზე ეფექტური გზაა. მაგრამ, რადგანაც მე პირადად არცერთი არ გამომიცდია, ვერაფერს გირჩევთ. შედით ნებისმიერ აგრონომიულ მაღაზიაში და მოითხოვეთ აბლაბუდახვევია ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატი – აკაროციდი. გამყიდველები კონსულტაციასაც გაგიწევენ მათი გამოყენების შესახებ.
ტკიპები სიმპტომი 2

რაც შეეხება ჩვენთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა მეთოდს, მათგან ყველაზე ეფექტურია:

  • ალკოჰოლისა და წყლის ნაზავის შესხურება, სადაც წყალი მინიმუმ 30% უნდა იყოს, ალკოჰოლი კი სპირტი ან არაყი, რაც შეიძლება ძლიერი. ეს დახოცავს ტკიპებს.
  • ავიღოთ 1 ნაწილი ჭურჭლის სარეცხი საშუალება (მაგ. ფეირი), 9 ნაწილი წყალი და ერთი სუფრის კოვზი დაფქული მწარე წიწაკა. კარგად ავურიოთ და შევასხუროთ მცენარეს ფოთლების ქვემოდანაც და ზემოდანაც. ზოგიერთი ჯიშის ტკიპების წინააღმდეგ ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, მაგრამ სხვებს ვერაფერს აკლებს.
  • ავიღოთ 15-20 გრამი თამბაქო დავასხათ ცხელი წყალი და დავტოვოთ მთელი ღამე. შეიძლება დავამატოთ ზემოთ ხსენებული საპონი. ეს გზაც ეფექტურია მხოლოდ ზოგიერთი ჯიშისათვის.
  • გამოვწუროთ ხახვი და მისი 1%-იანი ხსნარით შევწამლოთ ფოთლები როგორც ქვევიდან, ასევე გარედან. 1%-იანი ხსნარის დასამზადებლად 1 ლიტრ წყალში 10 მილილიტრი ხახვის წვენი უნდა გავხსნათ.

ტკიპები

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტკიპებთან ბრძოლისას მცენარის ფოთლები თუ დაეწვა, მაშინ აზრი არ ჰქონია ჩვენს ძალისხმევას. თუ ზემოთჩამოთვლილმა მეთოდებმა არ უშველა, გამოიყენეთ ინსექტიციდი. შეგიძლიათ, გამყიდველს უთხრათ, რომ პომიდვრებისათვის ან სხვა კულტურისათვის გინდათ. მთავარია, ტკიპების წინააღმდეგ იყოს. ყვავილედების არსებობის შემთხვევაში, ინსექტიციდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის! რადგანაც ის ძლიერი ქიმიური მომწამვლელი საშუალებაა. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ გუგლს.