ენდემური სახეობები და ჰირიდები

ჰინდუ კუშ

მთელს მსოფლიოში არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომელთა ასაკიც ზოგჯერ 2900 წელსაც კი აღწევს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ისინი მოგვითხრობენ იმის შესახებ რომ კანაფი ოდითგანვე მოჰყვებოდა ცივილიზაციას განვითარების გზაზე. მას ზრდიდნენ რელიგიური და სამედიცინო მიზნებისათვის. ბევრ მკვლევარს სჯერა, რომ მისი პირველი ჯიშები გაჩნდა ჰინდუ კუშის კალთებზე ავღანეთსა და პაკისტანში და იქიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. მათ შორის: ინდოეთში, სამხრეთ ამერიკაში, იამაიკაში, აფრიკაში და რუსეთშიც კი. ასეთ ჯიშებს ჩვენ ენდემურ სახეობებს ან ლენდრეისებს ვუწოდებთ.

(ლედნრეისი ნიშნავს მცენარის ადგილობრივ სახეობას, რომელიც შეგუებულია მოცემული გეოგრაფიული რეგიონის გარემოს და ველურად იზრდება. მაგალითად, საქართველოში მსოფლიოში არსებული ხორბლის 26 სახეობიდან 5 ქართული ენდემური სახეობაა, ანუ საქართველო ხორბლის წარმოების უძველესი კერაა და აქედან გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. მათი ველური ჯიშები კი მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე გვხვდება. საქართველოში არ არის კანაფის ლენდრეისი.)

დურბან

სწორედ ამ ენდემური სახეობების ერთმანეთთან შეჯვარებით მიიღეს მარიხუანას ის ათასობით ჯიში, რომლებსაც დღე არსებობს. ენდემური ჯიშები ხშირად სწორედ თავიანთი წარმოშობის ადგილის სახელს ატარებენ. მაგალითად: Afghani, Thai, Hawaiian, Durban poison, Panama red, Columbian gold და ა.შ. ზოგჯერ მათი ეს აისახება მათი შთამომავების დასახელებშიც. გარემო პირობებისა და ადგილობრივთა ათასწლოვანი კულტივირების შედეგად ჩამოყალიბდა ეს გენეტიკურად სტაბილური სახეობები, რომლებიც დღეისთვის არსებული ყველა ჯიშის წინაპრები არიან. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ ის პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში აიკრძალებოდა, იყო ამ ხალხების კულტურული ქვაკუთხედი და უდიდეს როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაში.

აკაპულკო გოლდ

დღევანდელ პირობებში უამრავი თვალწარმტაცი დასახელების ჯიშებს შორის, იშვიათად ჩნდება ეს ენდემური სახეობები. კომერციულმა ჰიბრიდიზაციამ(ანუ სხვადასხვა ჯიშების შეჯვარებამ) ძალიან მცირე რაოდენობით დაგვიტოვა ნამდვილი ლენდრეისები. დახურულ სივრცეში გაზრდა კი საბოლოოდ ცვლის მათი ორიგინალი სტრუქტურების განვითარების ეტაპებს.

1970-80-იან წლებში მებაღეებმა დაიწყეს ამ ენდემური სახეობების შეგროვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა სელექციური მიზნით გამოეყენებინათ ისინი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რადგანაც სწორედ ენდემური სახეობებია ის გენეტიკური განძი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გამოწრთო ბუნებამ ევოლუციის გზით.

ლენდრეისები