Category Archives: სტატიები

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020

ინფორმაცია კვლევის შესახებ და თანხმობის ფორმა

შესავალი: მოცემული კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს 13 ქვეყანაში (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი.

ვინ ატარებს კვლევას? მოცემული კითხვარი შექმნილია „კანაფის კულტივაციის გლობალური კვლევის კონსორციუმის“ მიერ, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანაფის საშინაო კულტივაციის უკეთ გაგებით. საქართველოს ფარგლებში კი, აღნიშნულ კვლევას ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია.

რა მოხდება, თუ კვლევაში მონაწილეობას გადავწყვეტ? კვლევაში თქვენი მონაწილეობა სრულიად მოხალისეობრივია. თუ კითხვარის შევსებას დაიწყებთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მონაწილეობა ბრაუზერის დახურვით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, არ უპასუხოთ არასასურველ შეკითხვებს.

შესაძლო რისკი და სარგებელი: თქვენი კვლევაში მონაწილეობა სრულიად ანონიმურია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ არანაირ ინფორმაციას და, მათ შორის, არც თქვენი IP მისამართი იქნება გამოყენებული არანაირი მიზნით. კვლევაში მონაწილეობისათვის ფინანსური ჯილდო გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობით თქვენ პირდაპირ სარგებელს ვერ იღებთ, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ კანაფის მცირემასშტაბით კულტივაციის შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესებაში.

გამოკითხვაში მონაწილის უფლებები: თქვენ შეგიძლიათ კვლევასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ შეკითხვებით მიმართოთ და/ან უფლებების დარღვევის შესახებ აცნობოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი პროექტების ეთიკურობის დამდგენ კომისიას, რომელმაც განახორციელა მოცემული კვლევის ეთიკური შეფასება და პირადად დაუკავშირდეთ – ჯანა ჯავახიშვილს – darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge

ხოლო თუ გაგიჩნდათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები ან პრობლემები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge 599538171

“კითხვარის შევსება“ ღილაკზე დაჭერით/დაწკაპუნებით, მე ვადასტურებ, რომ:

კითხვარზე გადასვლა

მოსავლის დაცვა

  1. მიკრო და მაკროელემენტების მეტ-ნაკლებობის პოსტერი
  2. კანაბისის პრობლემების ბლოკ-სქემა
  3. დახმარება პრობლემური თესლების გაღვივებისას
  4. მოსავლის აღება და გაშრობა
  5. მოსავლის მკურნალობის მალავური მეთოდი
  6. აზოტის ნაკლებობა და ფოთლების სიყვითლე
  7. მავნებლები და დაავადებები

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის შერჩევისას

წლების განმავლობაში ჯეოკანაბისის ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: სად ვიშოვო კარგი ნიადაგი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კარგად უნდა გავერკვეთ რა არის ნიადაგი, რისგან შედგება ის, რა ფუნქციები და როლი აქვს მას მცენარისგან მაქსიმალურად დიდი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში და ამის შემდეგ შევძლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა.

რა განსხვავებაა “მიწასა” და “ნიადაგს” შორის? ამ ორი ტერმინის გარჩევა დაგეხმარებათ, მომავალში მეტი იფორმაცია მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხების გარშემო. ძირითადი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის არის სამეცნიერო და საკანონმდებლო კუთხით. მიწა არის ტერიტორია, ხოლო ნიადაგი არის არე, რომელშიც იზრდებიან მცენარეები.

მიწა (land) მოიცავს ყველაფერს მათ შორის მთებს, მინდვრებს, ტყეებს, გზებს, შენობებს, მდინარეებს, ტბებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და ა.შ. მიწის ნაკვეთი არის შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც შეიძლება იდგეს კორპუსი ან გაშენებული იყოს ვენახი.

ნიადაგი (soil) არის მინერალურ-ორგანული სუბსტრატი, რომლითაც დაფარულია დედამიწის ყველაზე ზედა და თხელი შრე, რომელშიც იზრდება მცენარეები. როდესაც ტრაქტორი ამუშავებს მიწას, ის ხნავს ნიადაგს (ქალაქში კი ნიადაგი დაფარულია ასფალტის ან ბეტონის ფენით). შესაბამისად, კანაბისის გასაზრდელ ქოთანშიც ჩვენ გვაქვს ნიადაგი და ეს სტატიაც სწორედ მის შესახებ იქნება.

Continue reading

მარიხუანას მორწყვის ოპტიმიზაცია

თანამედროვე სოფლის მეურნეობა მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე ხდება სულ უფრო და უფრო ეფექტური, ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ბუნებაზე გავლენის შემცირებითა და ნაკლები წყლის გამოყენების გზით მიიღებოდეს ბევრად დიდი მოსავლი. ამის კარგი მაგალითი არის ისრაელი და განსაკუთრებით, ჰოლანდია, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე თითქმის ორჯერ პატარაა მაგრამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ (რომელიც მასზე 300-ჯერ დიდია). ჰოლანდიელებმა მცირე ფართობზე ასეთ შედეგს შრომისუნარიანი ხასიათით მიღებული უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებით, წარმოებისა და ბაზრების განვითარებით მიაღწიეს. 2017 წლის მონაცემებით, ჰოლანდიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ტექნოლოგიებისა და ცოდნის ექსპორტმა 100 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა (მათ შორის მარიხუანასა და მისი თესლის ექსპორტი). ეფექტურმა განათებებმა, წვეთოვანმა სარწყავმა, ჰიდროპონიკულმა სისტემებმა და სხვა სახის არეებმა ჩაანაცვლა ნიადაგი და მკვეთრად შეზღუდა პროდუქციის წარმოების სეზონურობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ცოდნას, ინფრასტრუქტურასა და ენერგიას (როგორიცაა ელექტრო ენერგია და ბუნებრივ აირი) და ყველა ქვეყანაში ასეთი განვითარებული ჯერჯერობით არ არის.

Continue reading

მარიხუანას მომხმარებლების ჯეოკანაბისის 2018 წლის კვლევის შედეგები

ჯეოკანაბისი (Geocanabis.com) წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოში მარიხუანას (კანაბისის) კულტურის განვითარება. 2018 წლის სექტემბრის თვეში ჯეოკანაბისმა ჩაატარა კვლევა მარიხუანას მომხმარებლებში. კვლევა მიმდინარეობდა 14 დღის განმავლობაში. გამოკითხვის მიზანია დაადგინოს საქართველოში არსებული მდგომარეობა მარიხუანას (კანაბისის) გარშემო. მომხმარებლებისათვის კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი და ანონიმური იყო. კვლევა ჩატარდება ყოველწლიურად რათა ნათლად გამოჩნდეს ლეგალიზაციის მიერ გამოწვეული დინამიკა კანაბისის მცენარის გარშემო. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 14-70 წლის ასაკის 800-ზე მეტმა ადამიანმა.

კვლევამ გამოვლინა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • მარიხუანას მომხმარებლების თამბაქოსთან დამოკიდებულება (კანაბისის მომხმარებელთა 85.7% ეწევა თამბაქოსაც; ადამიანები 92.5% შემთხვევებში მარიხუანას თამბაქოსთან ერთად მოიხმარენ, მხოლოდ 7.5% მოიხმარს სუფთა კანაბისს);  
  • 49.1%-ს საქართველოში მარიხუანა და მისი პროდუქტები არასდროს არ უყიდია და სხვა გზებით მოიპოვებს;
  • მარიხუანა პირველად 13-17 წლის ასაკში გასინჯა მომხმარებლების 68.5% პროცენტმა;  
  • მარიხუანას ქონის შემთხვევაში გამოკითხულთა 38.3% მას დღეში რამდენჯერმე მოიხმარს;
  • მომხმარებლებში კანაბისის მიღების ყველაზე პოპულარული გზა არის ბოთლი და ბულბულიზატორი;
  • მწეველების 25.7%-ს არასდროს გაუზრდია კანაბისის მცენარე;
  • მომხმარებლების 75% მარიხუანას ღია ცის ქვეშ ზრდის;
  • გამოკითხულთა მხოლოდ 48.6% ეთანხმება მის სრულ ლეგალიზაციას, 33.8% მხოლოდ მოხმარებასა და კულტივაციას.
  • ა.შ.

კვლევის შედეგების მიხედვით და არსებული ტენდენციებით შეიძლება პროგნოზირება გავაკეთოთ იმისა, რომ დროთა განმავლობაში შემცირდება თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა და 7.5% რომელიც სუფთა მარიხუანას მოიხმარს, 2025 წლამდე მინიმუმ გასამმაგდება. ასევე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მარიხუანა ექნება შეძენილი და ეს ბაზარი აუცილებლად განვითარდება ლეგალურად ან არალეგალურად (დამოკიდებულია კანომდებლობაზე), რადგანაც ქვეყანაში იქნება დიდი მოთხოვნა. ბოთლებს და ბულბულიზატორებს ჩაანაცვლებს მოწევისა და მიღების უფრო ცივილური გზები მათ შორის ვაპორაიზერები, ბონგები, ჯოინთები, საჭმლის სახით და სხვა.

მარიხუანას გაზრდა გახდება ბევრად უფრო პოპულარული და გარედან გადაინაცვლებს ოთახებსა და დახურულ სივრცეებში ხელოვნურ განათებაზე. მაგრამ არსებობს რისკი, რომ უნიკალური ქართული გენეტიკის ჯიშები დაიკარგება და შეერევა უცხოურ ჰიბრიდულ ჯიშებს.

იხილეთ კვლევის შედეგები (დინამიური ფილტრებით).