Tag Archives: სი ბი დი

რეკრეაციული vs. სამედიცინო მარიხუანა

რეკრეაციული მარიხუანა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მარიხუანა მსოფლიოში ნომერ პირველი რეკრეაციული ნარკოტიკია. თუმცა, განსხვავებით ბევრი რეკრეაციული სუბსტრატისაგან, მარიხუანა მედიცინაშიც გამოიყენება. იმისათვის, რომ გავარჩიოთ ჩვეულებრივი მარიხუანა სამედიცინოსაგან, შემდეგი ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ:

ოდითგანვე მარიხუანა სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენებოდა

მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიხუანას თერაპიული თვისებებია გაზვიადებულია მათ მიერ, ვისაც უბრალოდ მისი მოხმარება უნდა. მაგრამ ეს ასე არ არის.

პირველი ჩანაწერები ამ მცენარის შესახებ მოდის, უძველესი ჩინური ხელნაწერებისა და ინდური სამედიცინო ტექსტებიდან, რომლებიც მის სამედიცინო თვისებებს აღწერენ. მათგან აღსანიშნავია მისი გამოყენებით ართრიტის მკურნალობა და ტკივილაგამაყუჩებელი ეფექტები, ეს კი დღედღეობით სამედიცინო მარიხუანას ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშვნის მიზეზთა 90% მეტია. ანუ სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია, იქ სწორედ წელის ტკივილისა და ტკივილგამაყუჩებლის სახით გაიცემა.

ასევე, უკანასკნელი კვლევები აჩვენებენ, რომ ექიმთა უმრავლესობა სამედიცინო მარიხუანას ადგილს ხედავს თანამედროვე მედიცინაში.

მარიხუანას ზოგიერთ სახეობას შეუძლია დაგაბოლოთ

ჭეშმარიტებაა, რომ მარიხუანა უმეტესად დასაბოლებლად გამოიყენება, სწორედ ამიტომაც აქვს მას რეკრეაციული ნარკოტიკის სტატუსი. დაბოლების ეფექტს იწვევს ერთადერთი კანაბინოიდი – ტი-ეიჩ-სი ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი

THC მოქმედებს ტვინის სხვადასხვა უბნებზე და იწვევს ეიფორიასა და სიამოვნების შეგრძნებებს. ტი-ეიჩ-სი ასევე იწვევს მადის სტიმულირებასა და ძილის მოგვრას, ასევე ზოგიერთი შეგრძნების გამძაფრებას. როგორიცაა ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტემპერატურული მგრძნობელობა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მარიხუანას ჯიშებში THC-ის შემცველობა ძალიან გაიზარდა რეკრეაციული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

იმ დროს როდესაც დიდი რაოდენობით ტი-ეიჩ-სი სასიამოვნოა ზოგიერთი მწეველისათვის, ექსპერტების აზრით დაბოლებას სამედიცინო სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ეიფორიას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ქრონიკული ტკივილით ან დეპრესიით იტანჯებიან.

ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მარიხუანას ყველა სახეობა არ არის ფსიქოაქტიური. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება, იმისდა მიუხედავად, რამდენიც არ უნდა მოვწიოთ.

ეს ჯიშები შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობით ტი-ეიჩ-სის. მაგრამ მდიდარი არიან სხვა ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც კანაბიდოლი ჰქვია (CBD). სამედიცინო თვისებები აქვთ სხვა კანაბინოიდებსაც (მაგ. CBN და სხვა).

იმისდა მიუხედავად, რომ მას არ აქვს უნარი მომხმარებელი დააბოლოს, სი-ბი-დი უდიდეს ყურადღებას იპყრობს სამედიცინო სფეროდან. მაგალითად, CBD-ით მდიდარი ჯიშები გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს.

უკანასკნელი კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით სი-ბი-დის შემცველი სახეობები გამოსადეგარია შიზოფრენიისა და ეპილეფსიის იშვიათი ფორმების სამკურნალოდ.

სამედიცინო მარიხუანა

ტერმინების წარმომავლობა

“მარიხუანა” მექსიკური წარმომავლობის სიტყვაა და ჯერ ამერიკასა და შემდეგ მთელს მსოფლიოშიც აქედან გავრცელდა. 70-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო მარიხუანას ბუმი შეერთებულ შტატებში გაჩნდა მისი დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მცდელობებიც. “სამედიცინო მარიხუანა” მაშინ უბრალოდ საბრძოლველი ლოზუნგი იყო და რეალურად არაფერს არ გულისხმობდა თავის თავში.

დღეს ეს ტერმინი დამკვიდრდა ოფიციალურად. ამერიკის ბევრ შტატსა და კანადაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად გამოიწერება ექიმების მიერ. პაციენტებს უფლება აქვთ,  შეიძინონ, შეინახონ და გამოიყენონ ლიმიტირებული რაოდენობის ყვავილედები და კონცენტრანტები. ასევე თავად გაზარდონ კანაბისი პირადი მოხმარების მიზნით.

თანამედროვეობა

დღესდღეობით “სამედიცინო მარიხუანა” უფრო და უფრო აღიარებული ხდება მთელ მსოფლიოში და მისი, როგორც წამლის როლი იზრდება. ეს ტერმინი რეალურად გულისხმობს დაბალი რაოდენობით THC-სა და დიდი ოდენობით CBD-ს და CBN-ს ასევე სხვა მრავალ კანაბინოიდს, რომელთა კომბინაციაც ზრდის სედატიურ, დამაწყნარებელ, დამაძინებელ და მსგავს ეფექტებს. ანუ პაციენტი მას იყენებს როგორც წამალს და არა როგორც დასაბოლებელ ანუ რეკრეაციულ საშუალებას.

სამედიცინო მარიხუანა

სელექციონერები ცდილობენ გამოყონ ისეთი თვისებების მცენარეები, რომლებშიც აქცენტი არა მის ეფექტზე, არამედ სამედიცინო თვისებებზე იქნება გამახვილებული. რეალურად თავისი არსით რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანა უკვე რეალურად იყოფა და მათ შორის განსხვავება იზრდება. ასევე განსხვავებულია მათი მიღების წესი და კანაბისის კონცენტრანტები უკვე შეგიძლიათ სხვადასხვა ტაბლეტის, ზეთის, წვეთების, საკვებისა თუ ორთქლის სახით მიიღოთ ისე, რომ მისი მოწევა არც მოგიხდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

გართობის მოყვარულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ოდენობის THC შემცველი მცენარეები გაზარდონ და მათგან კონცენტრანტები დაამზადონ, რადგანაც მათი ტოლერანტულობა ამ ნივთიერების მიმართ ძალიან მაღალია და ეფექტს ფაქტიურად ვეღარ გრძნობენ.

მარიხუანას ყვავილედები

ყვავილედები 3

როდესაც კანაბისის ყვავილედს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ნაწილების კომპლექსს: თეთრ პატარა ბუსუსებს, რომლებიც სიმწიფესთან ერთად სტაფილოსფერი-მოწითალო ხდებიან, შაქარივით კრისტალებს, ჩასკვნილ პატარა ფოთლებსა და კაკლების ჩანთებს. რისთვის არსებობს ეს ფორმაციები და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი?

ყვავილედების ფორმა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. გააჩნია წარმომავლობას, სახეობას, ჯიშსა და გარმო პირობებს. როგორც წესი, ინდიკას ყვავილედები უფრო დიდი, სქელი, ჩაფსკვნილი და ხშირია. სატივას ყვავილედები კი – უფრო გრძელი, თხელი წვრილი და ფაფუკი.

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

მარიხუანას ანატომია

კანაფის ყვავილედი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრუქტურის, მაგრამ ძირითადი ელემენტების ნახვა, ყველა მათგანშია შესაძლებელი.  კანაფი იზრდება გრძელი და წვრილი ღეროებით, უზარმაზარი ფართო ფოთლებით, რომლებიც გამოდიან მისი მუხლებიდან. მისი ყვავილობა იწყება მაშინ, როდესაც მისი უნიკალური და ჩახლართული ფორმაციები ჩნდება.

მარიხუანას ანატომია

ყვავილედები

ყვავილედები არის მცენარის ის ადგილები, სადაც კონცენტრირდება მისი სასქესო ორგანოები და ჩვენთვის საინტერესო დედალი მცენარის ყვავილები. მთავარი ყვავილედი ფორმირდება მცენარის ცენტრალურ ღეროზე სულ ზევით, ხოლო უფრო მცირე ყვავილედები ქვედა ტოტებსა და მცენარის მუხლებზე, ანუ ტოტების ფორიმირების ადგილებში. ყვავილედების რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, სწორად გასხვლით, გადაწვენით (LST) და სიმწვანის ზღვით (ScrOG). ამ მეთოდების შესახებ სხვა სტატიებიდან შეიტყობთ.

ყვავილედების ბუტკოები

ყვავილედის ბუტკოები

ჯამი

ადამიანისათვის, რომელიც არ იცნობს ამ მცენარეს, მისი ყვავილედები უბრალოდ დახლართულ და კოპებიან ყვავილებად აღიქმება, სინამდვილეში სწორედ ჯამის ყვავილედებია, რისგანაც შედგება იგი. თუ კარგად დავაკვირდებით ამ პატარა, კრისტალებით დაფარულ ფოთოლაკებს, თქვენ აღმოაჩენთ ცრემლის ფორმის კვანძებს. სწორედ ეს არის ჯამები, რომლებიც უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის შეიძლება იყოს. ჯამები შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით ტრიქომებს, ანუ ჯირკვლებს საიდანაც გამოიყოფა ჩვენთვის ასეთი სასურველი THC და სხვა კანაბინოიდები. ასევე ეს ის ადგილია, სადაც დამტვერვის შემთხვევაში თესლი ჩაისახება და წარმოიქმნება.

მარიხუანას თესლი

ბუტკო

წითელი ტრიქომები და ბუტკო

ჯამებიდან გამოდის თეთრი ბუსუსა ბუტკოები,. მათი დანიშნულება მამალი მცენარის მტვრის დაჭერა და მათი საშუალებით ჯამებში თესლის წარმოქმნა. ეს ბუსუსები თეთრი ფერიდან მცენარის სიმწიფესთან ერთად პროგრესირებს და  იღებს მუქ ყვითელ, სტაფილოსფერ, წითელ და ყავისფერ ფერებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეპროდუქციულ ნაწილში, მაგრამ მცენარის მოქმედების ეფექტსა და გემოში ძალიან მცირე როლი აქვთ.

geocanabis sativa

ქვემოთ მოცემული სურათი ბევრი რამის შესახებ გვიხელს თვალს. კარგად დააკვირდით კაკლის ადგილსამყოფელს, ორ უკვე გამხმარ, ყავისფერ ბუტკოს, რომლებმაც დაიჭირეს მამლის მტვერი და ჩაისახა კანაბისის თესლი. ჯამი კი ირგვლივ სიმწიფის სხვადასხვა სტადიაში მყოფი ტრიქომებითაა დაფარული.

ჯამი

ტრიქომები

მიუხედავად მათი ძალიან მცირე ზომისა, ძნელია, ვერ შეამჩნიო კრისტალებივით მოფრქვეული ტრიქომები მცენარის ყვავილედებსა და ფოთლებზე. ეს ფისი გამოხატულია გამჭვირვალე, სოკოს ფორმის ჯირკვლებად ფოთლებზე, ღეროსა და ჯამებზე. მათი განვითარება დაკავშირებულია მცენარის დამცავ სისტემასთან მწერებისა და მავნებლებისაგან. ეს ამონაზარდები გამოყოფენ წებოვან და არომატულ ზეთებს, რომლებსაც ეთერზეთები ეწოდებათ. ასევე სწორედ აქ ფორმირდება თერაპიული კანაბინოიდები ისეთები, როგორიცაა ტი-ეიჩ-სი და სი-ბი-დი. ჰაშიშისა და ჩარას წარმოება სწორედ ტრიქომებთან და შაქარივით ფისთან არის დაკავშირებული.

img1285cdpb0

მცენარისათვის ბუნებრივი მოვლენაა რეპროდუქცია. როდესაც ის გრძნობს, რომ ახლოვდება შემოდგომა და დღის ხანგრძლივობა იკლებს, იწყებს ყვავილობას, ანუ რეპროდუქციული ნაწილების წარმოქმნას. ჯამებიდან გამოდის ბუტკოები, რომლებაც უნდა დაიჭირონ მამალი მცენარის მტვერი და ჩაისახოს თესლი. ამის შემდეგ, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნაგროვები ენერგია მიემართება თესლის წარმოქმნაში, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია.

ამღრეული ტრიქომები

მაგრამ, როდესაც ჩვენ მოვაცილებთ მამალ მცენარეს, ყვავილედები იწყებენ ზრდას, ბუტკოებისა და ჯამების გაზრდას, ამავე დროს მისი მოცულობის ზრდის პარალელურად, იზრდება ყვავილედების ფართობი და მასზე არსებული ტრიქომების რაოდენობაც. მცენარე ცდილობს გახდეს რაც შეიძლება დიდი, რათა უკეთე შეძლოს მტვერის დაჭერა, გამოყოფს უამრავ ტრიქომს, ფისსა და ეთერზეთებს ამ პროცესების პარალელურად.

Gorilla Glue #4 1

შედეგად კი ვიღებთ ჩვენთვის სასურველ უზარმაზარ ყვავილედებს, დაფარულს ტრიქომებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კანაბინოიდებს. ხოლო როდესაც ის იმტვერება, მთელი ენერგია მიდის თესლის წარმოებაზე და ჩვენ მათ გარდა, პრაქტიკულად არაფერი გვრჩება.

კოლუმბიური ოქრო

ტროპიკული სატივა

ბუტკოები 1 ბუტკოები 2