Tag Archives: სამედიცინო მარიხუანა

რეკრეაციული vs. სამედიცინო მარიხუანა

რეკრეაციული მარიხუანა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მარიხუანა მსოფლიოში ნომერ პირველი რეკრეაციული ნარკოტიკია. თუმცა, განსხვავებით ბევრი რეკრეაციული სუბსტრატისაგან, მარიხუანა მედიცინაშიც გამოიყენება. იმისათვის, რომ გავარჩიოთ ჩვეულებრივი მარიხუანა სამედიცინოსაგან, შემდეგი ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ:

ოდითგანვე მარიხუანა სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენებოდა

მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიხუანას თერაპიული თვისებებია გაზვიადებულია მათ მიერ, ვისაც უბრალოდ მისი მოხმარება უნდა. მაგრამ ეს ასე არ არის.

პირველი ჩანაწერები ამ მცენარის შესახებ მოდის, უძველესი ჩინური ხელნაწერებისა და ინდური სამედიცინო ტექსტებიდან, რომლებიც მის სამედიცინო თვისებებს აღწერენ. მათგან აღსანიშნავია მისი გამოყენებით ართრიტის მკურნალობა და ტკივილაგამაყუჩებელი ეფექტები, ეს კი დღედღეობით სამედიცინო მარიხუანას ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშვნის მიზეზთა 90% მეტია. ანუ სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია, იქ სწორედ წელის ტკივილისა და ტკივილგამაყუჩებლის სახით გაიცემა.

ასევე, უკანასკნელი კვლევები აჩვენებენ, რომ ექიმთა უმრავლესობა სამედიცინო მარიხუანას ადგილს ხედავს თანამედროვე მედიცინაში.

მარიხუანას ზოგიერთ სახეობას შეუძლია დაგაბოლოთ

ჭეშმარიტებაა, რომ მარიხუანა უმეტესად დასაბოლებლად გამოიყენება, სწორედ ამიტომაც აქვს მას რეკრეაციული ნარკოტიკის სტატუსი. დაბოლების ეფექტს იწვევს ერთადერთი კანაბინოიდი – ტი-ეიჩ-სი ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი

THC მოქმედებს ტვინის სხვადასხვა უბნებზე და იწვევს ეიფორიასა და სიამოვნების შეგრძნებებს. ტი-ეიჩ-სი ასევე იწვევს მადის სტიმულირებასა და ძილის მოგვრას, ასევე ზოგიერთი შეგრძნების გამძაფრებას. როგორიცაა ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტემპერატურული მგრძნობელობა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მარიხუანას ჯიშებში THC-ის შემცველობა ძალიან გაიზარდა რეკრეაციული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

იმ დროს როდესაც დიდი რაოდენობით ტი-ეიჩ-სი სასიამოვნოა ზოგიერთი მწეველისათვის, ექსპერტების აზრით დაბოლებას სამედიცინო სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ეიფორიას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ქრონიკული ტკივილით ან დეპრესიით იტანჯებიან.

ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მარიხუანას ყველა სახეობა არ არის ფსიქოაქტიური. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება, იმისდა მიუხედავად, რამდენიც არ უნდა მოვწიოთ.

ეს ჯიშები შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობით ტი-ეიჩ-სის. მაგრამ მდიდარი არიან სხვა ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც კანაბიდოლი ჰქვია (CBD). სამედიცინო თვისებები აქვთ სხვა კანაბინოიდებსაც (მაგ. CBN და სხვა).

იმისდა მიუხედავად, რომ მას არ აქვს უნარი მომხმარებელი დააბოლოს, სი-ბი-დი უდიდეს ყურადღებას იპყრობს სამედიცინო სფეროდან. მაგალითად, CBD-ით მდიდარი ჯიშები გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს.

უკანასკნელი კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით სი-ბი-დის შემცველი სახეობები გამოსადეგარია შიზოფრენიისა და ეპილეფსიის იშვიათი ფორმების სამკურნალოდ.

სამედიცინო მარიხუანა

ტერმინების წარმომავლობა

“მარიხუანა” მექსიკური წარმომავლობის სიტყვაა და ჯერ ამერიკასა და შემდეგ მთელს მსოფლიოშიც აქედან გავრცელდა. 70-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო მარიხუანას ბუმი შეერთებულ შტატებში გაჩნდა მისი დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მცდელობებიც. “სამედიცინო მარიხუანა” მაშინ უბრალოდ საბრძოლველი ლოზუნგი იყო და რეალურად არაფერს არ გულისხმობდა თავის თავში.

დღეს ეს ტერმინი დამკვიდრდა ოფიციალურად. ამერიკის ბევრ შტატსა და კანადაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად გამოიწერება ექიმების მიერ. პაციენტებს უფლება აქვთ,  შეიძინონ, შეინახონ და გამოიყენონ ლიმიტირებული რაოდენობის ყვავილედები და კონცენტრანტები. ასევე თავად გაზარდონ კანაბისი პირადი მოხმარების მიზნით.

თანამედროვეობა

დღესდღეობით “სამედიცინო მარიხუანა” უფრო და უფრო აღიარებული ხდება მთელ მსოფლიოში და მისი, როგორც წამლის როლი იზრდება. ეს ტერმინი რეალურად გულისხმობს დაბალი რაოდენობით THC-სა და დიდი ოდენობით CBD-ს და CBN-ს ასევე სხვა მრავალ კანაბინოიდს, რომელთა კომბინაციაც ზრდის სედატიურ, დამაწყნარებელ, დამაძინებელ და მსგავს ეფექტებს. ანუ პაციენტი მას იყენებს როგორც წამალს და არა როგორც დასაბოლებელ ანუ რეკრეაციულ საშუალებას.

სამედიცინო მარიხუანა

სელექციონერები ცდილობენ გამოყონ ისეთი თვისებების მცენარეები, რომლებშიც აქცენტი არა მის ეფექტზე, არამედ სამედიცინო თვისებებზე იქნება გამახვილებული. რეალურად თავისი არსით რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანა უკვე რეალურად იყოფა და მათ შორის განსხვავება იზრდება. ასევე განსხვავებულია მათი მიღების წესი და კანაბისის კონცენტრანტები უკვე შეგიძლიათ სხვადასხვა ტაბლეტის, ზეთის, წვეთების, საკვებისა თუ ორთქლის სახით მიიღოთ ისე, რომ მისი მოწევა არც მოგიხდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

გართობის მოყვარულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ოდენობის THC შემცველი მცენარეები გაზარდონ და მათგან კონცენტრანტები დაამზადონ, რადგანაც მათი ტოლერანტულობა ამ ნივთიერების მიმართ ძალიან მაღალია და ეფექტს ფაქტიურად ვეღარ გრძნობენ.

რატომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

2 ივნისის აქცია

დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ბარბაროსულად უსწორდება მარიხუანას მომხმარებლებს. მისი საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის გამო უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე, შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, ქურდობაზე და ა.შ.

ეს არის ქვეყნის დიდი სირცხვილი. არ შეიძლება კანაფის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა. ნარკოლოგიურ დაწესებულებებში გადაყვანისა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის მოქალაქეების შეურაცყოფა და მათი ღირსების შემლახველი ქმედება.

მარიხუანა არ უნდა განეკუთვნებოდეს მძიმე ნარკოტიკთა ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებასა და გრძელვადიან პერიოდში სიკვდილს. კანაფი ათასობით წელია გამოიყენება სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით სამედიცინო მარიხუანა სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ლეგალური და აღიარებული საშუალება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

მაგრამ მთავარი არ არის კარგია თუ ცუდი მარიხუანა. მთავარია, რომ მისი მომხმარებლები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ცხოვრება არ უნდა ენგრეოდეთ!

დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ყველანი შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ არსებული კანონმდებლობა.

არ დაიჭირო

Strain Hunters

Strainhunters

Strain Hunters – არის დოკუმენტური ფილმების სერია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება მარიხუანას მოწყვლადი ენდემური სახეობების, ანუ ლენდრეისების გენეტიკის გადარჩენასა და შენახვაზე, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში.

ამ მცენარეთა იდენტიფიცირება, პოვნა და მოპოვება აუცილებელია მათი შემდგომი გამოკვლევებისათვის. ეს საჭიროა რათა ექიმებსა და მეცნიერებს მიეცეთ საშუალება, სამომავლოდ გავიღრმაოთ ცოდნა კანაფის შესახებ მედიცინის სფეროში. უამრავი აქამდე უცნობი კანაბინოიდები არის შემონახული ლენდრეისებში, რომლებიც ისეთ ადგილებშია გავრცელებული, სადაც ჯერჯერობით არ შეხებიათ კომერციული მცენარეების მტვერი და სადაც მათზე გამოკვლევების ჩტარება შეუძლებელია. ეს ძირითადად აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ღარიბი განვითარებადი ქვეყნებია.

ოდესმე ამ მცენარეებმა შესაძლოა, საშუალება მოგვცენ განვავითაროთ უკეთესი წამლები მათთვის, ვინც ავადაა და იტანჯება. მათი მიზანია, შეინარჩუნონ რაც შეიძლება მეტი სახეობა თავიანთ გენბანკში და სელექციის გზით გამოიყვანონ ახალი სამედიცინო მარიხუანას ჯიშები შემდგომი მეცნიერული გამოკვლევებისათვის.

Green_House_Seed_Company

ფილმი გადაღებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Green House Seeds Co. მიერ, რომელიც ათეულობით წელია მარიხუანას თესლით მოვაჭრე უდიდესი კომპანიაა. ამსტერდამში რამოდენიმე ქოფი შოპი აქვთ და მათი პროდუქცია აბსოლიტურად ყველა ინტერნეტ მაღაზიაში იყიდება. ფილმი გარკვეულწილად მათი სარეკლამო კამპანიაცაა. ამით ისინი აჩვენებენ, რომ სერიოზული კომპანიაა და მზად არიან დიდი ფული დახარჯონ RD-ზე ანუ კვლევებსა და განვითარებაზე.

დღესდღეობით ექსპედიცია ჩატარდა ინდოეთში, იამაიკაში, კოლუმბიაში, სან-ვისენტში, ტრინიდადში, მაროკოში, სვაზილენდსა და მალავიში. ეს ფილმები არაჩვეულებრივი საშუალებაა გაიღრმაოთ ცოდნა ამ მცენარისა და მასთან დაკავშირებული კულტურულ-სოციალური ასპექტების შესახებ. აქ თქვენ ნახავთ საოცარ კადრებს კანაბისის პლანტაციების, ბუნების არაჩვეულებრივი ხედების, საოცარი და საიდუმლო ლოკაციებისა და რაც მთავარია, იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ მცენარეზე არიან დამოკიდებული, როგორც შემოსავლის ერთადერთ და უალტერნატივო წყაროზე.

Strain – მარიხუანას ჯიში, სახეობა. Hunter – მონადირე, მომპოვებელი. ფილმების მთავარი მოქმედი პირები არიან არიანი, ფრანკო და საიმონი.

არიანი, ფრანკო და საიმონი

ფილმების ნახვა თქვენ სთრეინ ჰანთერების youtube ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.